პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეწყალების კომისია დღეს ძველი შემადგენლობით შეიკრიბება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ელენე თევდორაძემ აცნობა.
მისი ინფორმაციით, კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბრძანება ახალი წლიდან შეიცვლება. კომისიის სხდომის გამართვის შემდეგ, 23 ნოემბერს პატიმართა მორიგი შეწყალება იგეგმება.
ამასთან, როგორც ელენე თევდორაძე აცხადებს, შეწყალების კომისია 1 000-ზე მეტი პატიმრის საქმეს განიხილავს. მათ შორის ყველა ტიპისა და კატეგორიის პატიმრები არიან.