პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შარლოტა გეინსბურგი ქართულ-ფრანგულ ფილმში გადასაღებად საქართველოში ჩამოვიდა
 შარლოტა გეინსბურგი ქართულ-ფრანგულ ფილმში გადასაღებად საქართველოში ჩამოვიდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრი­ტა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის ცნო­ბი­ლი ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლი შარ­ლო­ტა გე­ინსბურ­გი იმ­ყო­ფე­ბა. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მისი თბი­ლის­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბიც გავ­რცელ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შარ­ლო­ტა გე­ინსბურ­გი ერთ-ერთ მთა­ვარ როლს შე­ას­რუ­ლებს ქარ­თულ-ფრან­გულ ფილმში, რომ­ლის პრო­დი­უ­სე­რიც ქარ­თუ­ლი მხრი­დან პა­პუ­ნა და­ვი­თა­ი­აა. ფილმში "ჯეკი ქა­ლე­ბის სა­მე­ფო­ში" მთა­ვარ როლს რე­ჟი­სო­რი მი­შელ აზა­ნა­ვი­ჩუ­სი შე­ას­რუ­ლებს.

ფილ­მის გა­და­ღე­ბა პა­რიზ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ებ­ში არის და­გეგ­მი­ლი. ამა­ვე ფილ­მის­თვის გა­და­სა­ღე­ბი პა­ვი­ლი­ო­ნე­ბი მომ­ზა­დე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ შე­ნო­ბა­შიც. პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ორი თვის წინ გავ­რცელ­და.

შარ­ლო­ტა გე­ინსბურ­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა.

შარ­ლო­ტა 1971 წლის 21 ივ­ლისს ლონ­დონ­ში მომ­ღე­რალ და რე­ჟი­სორ სერჟ გე­ინსბურ­გის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. დე­და­მი­სი - ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბი ჯეინ ბირ­კი­ნი ორი წლის წინ მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ "ალ­ტერ ვი­ზი­ის" ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ზუგ­დიდ­ში გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე, რო­მე­ლიც დევ­ნი­ლებს მი­ე­ძღვნა, ბირ­კინ­მა გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლის ცნო­ბი­ლი ჰიტი - La Javanaise შე­ას­რუ­ლა.

შარ­ლო­ტა გე­ინსბურ­გმა გა­ნათ­ლე­ბა შვე­ი­ცა­რი­ა­ში მი­ი­ღო, სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა კი საფ­რან­გეთ­ში აი­წყო.

მსა­ხი­ობს ორ­ჯერ აქვს მი­ღე­ბუ­ლი ფრან­გუ­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის მთა­ვა­რი ჯილ­დო "ცე­ზა­რი", ფილ­მე­ბის­თვის "თავ­ხე­დი" და "ტუ­ჩე­ბი", ასე­ვე გა­და­ღე­ბუ­ლია ჰო­ლი­ვუ­დის არა­ერთ ფილმში და ჩა­წე­რი­ლი აქვს რამ­დე­ნი­მე მუ­სი­კა­ლუ­რი ალ­ბო­მი.

გე­ინსბურ­გი 1990 წლი­დან სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა მსა­ხი­ობ და რე­ჟი­სორ ივან ატალ­თან. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს. ამ­ჟა­მად მსა­ხი­ო­ბი ოჯახ­თან ერ­თად პა­რიზ­ში ცხოვ­რობს.

შარლოტა გეინსბურგი ქართულ-ფრანგულ ფილმში გადასაღებად საქართველოში ჩამოვიდა

 შარლოტა გეინსბურგი ქართულ-ფრანგულ ფილმში გადასაღებად საქართველოში ჩამოვიდა

საქართველოში ბრიტანული წარმოშობის ცნობილი ფრანგი მსახიობი და მომღერალი შარლოტა გეინსბურგი იმყოფება. სოციალურ ქსელებში მისი თბილისში გადაღებული ფოტოებიც გავრცელდა.

არსებული ინფორმაციით, შარლოტა გეინსბურგი ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს ქართულ-ფრანგულ ფილმში, რომლის პროდიუსერიც ქართული მხრიდან პაპუნა დავითაიაა. ფილმში "ჯეკი ქალების სამეფოში" მთავარ როლს რეჟისორი მიშელ აზანავიჩუსი შეასრულებს.

ფილმის გადაღება პარიზსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში არის დაგეგმილი. ამავე ფილმისთვის გადასაღები პავილიონები მომზადებულია საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაშიც. პარლამენტის შენობაში ფილმის გადაღებების შესახებ ინფორმაცია ორი თვის წინ გავრცელდა.

შარლოტა გეინსბურგი საქართველოში მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფება.

შარლოტა 1971 წლის 21 ივლისს ლონდონში მომღერალ და რეჟისორ სერჟ გეინსბურგის ოჯახში დაიბადა. დედამისი - ცნობილი მომღერალი და მსახიობი ჯეინ ბირკინი ორი წლის წინ მუსიკალურ ფესტივალ "ალტერ ვიზიის" ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდა.  ზუგდიდში გამართულ კონცერტზე, რომელიც დევნილებს მიეძღვნა, ბირკინმა გარდაცვლილი მეუღლის ცნობილი ჰიტი - La Javanaise შეასრულა.

შარლოტა გეინსბურგმა განათლება შვეიცარიაში მიიღო, სამსახიობო კარიერა კი საფრანგეთში აიწყო.

მსახიობს ორჯერ აქვს მიღებული ფრანგული კინემატოგრაფიის მთავარი ჯილდო "ცეზარი", ფილმებისთვის "თავხედი" და "ტუჩები", ასევე გადაღებულია ჰოლივუდის არაერთ ფილმში და ჩაწერილი აქვს რამდენიმე მუსიკალური ალბომი.

გეინსბურგი 1990 წლიდან სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფება მსახიობ და რეჟისორ ივან ატალთან. წყვილს სამი შვილი ჰყავს. ამჟამად მსახიობი ოჯახთან ერთად პარიზში ცხოვრობს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება