სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერიემ უზერლი: "სუპერმარკეტშიც ვეღარ შევდივარ მშვიდად!"
მერიემ უზერლი: "სუპერმარკეტშიც ვეღარ შევდივარ მშვიდად!"

ლა­მაზ­მა მრა­ვალ­სე­რი­ი­ან­მა თურ­ქულ­მა ის­ტო­რი­ულ­მა ფილმმა "დი­დე­ბუ­ლი სა­უ­კუ­ნე" მთელ მსოფ­ლი­ო­ში და­ი­პყრო მა­ყუ­რებ­ლე­ბის გუ­ლე­ბი. მსა­ხი­ო­ბი მე­რი­ემ უზერ­ლი, რო­მე­ლიც რო­ქ­სო­ლა­ნას, სულ­თან სუ­ლე­ი­მა­ნის ლე­გენ­და­რულ ცოლს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, ერთ დღე­ში გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი.

"მა­შინ ვი­ფიქ­რე, რო­გორ გავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი"

29 წლის მე­რი­ემს ლა­მა­ზი და სა­ბე­დის­წე­რო, და­უნ­დო­ბე­ლი სლა­ვი რო­ქ­სო­ლა­ნას როლი ერგო. თვი­თონ მე­რი­ე­მი გერ­მა­ნი­ა­შია და­ბა­დე­ბუ­ლი და გა­და­ღე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე თურ­ქუ­ლად სა­ერ­თოდ არ ლა­პა­რა­კობ­და.

- დე­და­ჩე­მი გერ­მა­ნე­ლია, მამა - თურ­ქი, სტამ­ბო­ლე­ლი, - ჰყვე­ბა მე­რი­ე­მი, რომ­ლის თურ­ქი მა­მაც ახალ­გაზ­რდო­ბა­ში გა­ემ­გზავ­რა ევ­რო­პა­ში და იქ გა­იც­ნო მო­მა­ვა­ლი ცოლი, - მშობ­ლებ­მა ერ­თად და­ამ­თავ­რეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი, იქორ­წი­ნეს, მერე კი მე და­ვი­ბა­დე.

მსა­ხი­ობს კი­დევ ორი ძმა და და ჰყავს. მის ოჯახ­ში თურ­ქუ­ლად არ ლა­პა­რა­კო­ბენ, ასე რომ, მსა­ხი­ობს საკ­მა­ოდ გა­უ­ჭირ­და ფილ­მის გა­და­ღე­ბებ­ზე.

- თავ­და­პირ­ვე­ლად მი­თარ­გმნიდ­ნენ სე­რი­ა­ლის ეპი­ზოდს, ახლა კი თვი­თონ ვკი­თხუ­ლობ და სა­დაც არ მეს­მის, იქ ვი­თხოვ დახ­მა­რე­ბას. ამას ბევ­რი დრო მი­აქვს.

სე­რი­ალ­ში მე­რი­ე­მი შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა. გო­გო­ნას არა­ერ­თხელ მო­უ­სინ­ჯავს თურ­ქეთ­ში მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ჩვე­უ­ლებ­რივ უარს იღებ­და. ერთხე­ლაც მე­გო­ბარ­მა, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ჰამ­ბურ­გის თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და, სე­რი­ა­ლის ავ­ტო­რებს უამ­ბო მე­რი­ემ­ზე და ისიც სინ­ჯებ­ზე მი­იწ­ვი­ეს.

- გა­დავ­წყვი­ტე, ისევ გა­მე­რის­კა და ამირ­ჩი­ეს! მაგ­რამ მი­თხრეს: "შე­იძ­ლე­ბა, აქ რამ­დე­ნი­მე წლით მო­გი­წი­ოს დარ­ჩე­ნამ". ვა­ღი­ა­რებ, მა­შინ ვი­ფიქ­რე, რო­გორ გავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, - იცი­ნის მსა­ხი­ო­ბი, - ნუთუ შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის ერთ დღე­ში შეც­ვლა? თან მქონ­და მხო­ლოდ კბი­ლის ჯაგ­რი­სი, რამ­დე­ნი­მე ჯინ­სი, რამ­დე­ნი­მე მა­ი­სუ­რი. მაგ­რამ დავ­რჩი. ახლა კი დღი­თი­დღე სულ უფრო მე­ტად ვეჩ­ვე­ვი აქა­უ­რო­ბას. აქ ადა­მი­ა­ნე­ბი ემო­ცი­ე­ბით ცხოვ­რო­ბენ, გერ­მა­ნი­ა­ში ასე­თი რამ არ არის. აქ შე­ვი­ცა­ნი ჩემი "მე"-ს თურ­ქუ­ლი მხა­რე. ერთი ეგაა, მარ­ტო­ო­ბა მკლავს. აქ არა­ვის ვიც­ნობ, მხო­ლოდ მათ, ვის­თან ერ­თა­დაც სე­რი­ალ­ში ვთა­მა­შობ და არც არა­ნა­ი­რი ად­გი­ლე­ბი არ ვიცი.

"ვიცი, ეს სიყ­ვა­რუ­ლის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა, მაგ­რამ მე­ში­ნია"

ახლა, მი­სი­ვე თქმით, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი გა­სა­ქანს არ აძ­ლე­ვენ და ხუ­რემს ეძა­ხი­ან - რო­ქ­სო­ლა­ნას მე­ო­რე სა­ხელს. მსა­ხი­ო­ბი იმა­საც აღი­ა­რებს, რომ მშვი­დად ვე­ღარ ახერ­ხებს ქუ­ჩა­ში გას­ვლას - მას თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი და პა­პა­რა­ცე­ბი დას­დე­ვენ.

- სუ­პერ­მარ­კეტ­შიც ვერ გავ­დი­ვარ! - ამ­ბობს უზერ­ლი, - პირ­და­პირ თავს მეს­ხმი­ან. მან­ქა­ნა­ში თუ და­მი­ნა­ხა­ვენ, მა­ში­ნაც მო­დი­ან. ვიცი, ეს სიყ­ვა­რუ­ლის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა, მაგ­რამ მე­ში­ნია. არა­და, მინ­და, კარ­გად და­ვათ­ვა­ლი­ე­რო და შე­ვის­წავ­ლო აქა­უ­რო­ბა და ეს ხელს მიშ­ლის.

იმავდრო­უ­ლად, ფა­ნე­ბი აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ მსა­ხი­ო­ბის შეც­ვლილ ფორ­მებს. ზო­გი­ერ­თებს მისი ტანსრუ­ლო­ბა არ მოს­წონს, სხვე­ბი კი ამ­ბო­ბენ, გერ­მა­ნი­ა­ში, უფრო გამ­ხდა­რი რომ იყო, ის არ უხ­დე­ბო­დაო.

- მო­წე­ვას და­ვა­ნე­ბე თავი და ათი კი­ლოგ­რა­მი მო­ვი­მა­ტე, - აღი­ა­რებს მსა­ხი­ო­ბი, - სამი უკვე და­ვი­კე­ლი, ექ­ვსს ჯერ კი­დევ ვებ­რძვი. ისი­ნიც თან­და­თა­ნო­ბით წავ­ლენ. მაგ­რამ ამა­ზე არ ვი­ციკ­ლე­ბი, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია - ჯან­მრთე­ლი ვიყო.

"ჩვენ­მა ურ­თი­ერ­თო­ბებ­მა თავი ამო­წუ­რა"

რაც შე­ე­ხე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბას, აქ, მე­რი­ე­მის თქმით, მას ჯერ კარ­გა ხანს არ ექ­ნე­ბა სი­ახ­ლე. გა­და­ღე­ბე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე მო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი თურქ ბო­იფ­რენ­დს და­შორ­და, რო­მელ­საც ექ­ვსი წელი ხვდე­ბო­და.

- მას ოზჯა­ნი ჰქვია. ისიც გერ­მა­ნი­ა­ში და­ი­ბა­და, დიდ­ხანს ცხოვ­რობ­და სტამ­ბოლ­ში, მერე ისევ გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­მო­ვი­და, - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი, - ჩვენ ყო­ველ­თვის გერ­მა­ნუ­ლად ვსა­უბ­რობ­დით. ეს ჩემი ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო. ჩვენ­მა ურ­თი­ერ­თო­ბამ თავი ამო­წუ­რა და ახლა სა­ერ­თოდ აღარ გვაქვს კონ­ტაქ­ტი.

ყო­ფილ­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა გვა­რი­ა­ნად აზა­რა­ლა მე­რი­ე­მი, როცა მას­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი ყვი­თელ პრე­სას მიჰ­ყი­და.

- ყო­ველ­გვა­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მას­თან მას მერე გავ­წყვი­ტე, რაც გა­ვი­გე, რომ ჩვე­ნი დას­ვე­ნე­ბის ფო­ტო­ე­ბი გა­ყი­და. ეს ფო­ტო­ე­ბი პრე­სა­ში ისე­თი კო­მენ­ტა­რე­ბით და­ბეჭ­დეს, რომ ვნა­ხე, კი­ნა­ღამ გავ­გიჟ­დი, - ამ­ბობს აღ­შფო­თე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მერიემ უზერლი: "სუპერმარკეტშიც ვეღარ შევდივარ მშვიდად!"

მერიემ უზერლი: "სუპერმარკეტშიც ვეღარ შევდივარ მშვიდად!"

ლამაზმა მრავალ­სერიიანმა თურქულმა ისტორიულმა ფილმმა "დიდებული საუკუნე" მთელ მსოფლიოში დაიპყრო მაყურებლების გულები. მსახიობი მერიემ უზერლი, რომელიც როქსოლანას, სულთან სულეიმანის ლეგენდარულ ცოლს განასახიერებს, ერთ დღეში გახდა პოპულარული.

"მაშინ ვიფიქრე, როგორ გავქცეულიყავი"

29 წლის მერიემს ლამაზი და საბედისწერო, დაუნდობელი სლავი როქსოლანას როლი ერგო. თვითონ მერიემი გერმანიაშია დაბადებული და გადაღებების დაწყებამდე თურქულად საერთოდ არ ლაპარაკობდა.

-  დედაჩემი გერმანელია, მამა - თურქი, სტამბოლელი, - ჰყვება მერიემი, რომლის თურქი მამაც ახალგაზრდობაში გაემგზავრა ევროპაში და იქ გაიცნო მომავალი ცოლი, - მშობლებმა ერთად დაამთავრეს უნივერსიტეტი, იქორწინეს, მერე კი მე დავიბადე.

მსახიობს კიდევ ორი ძმა და და ჰყავს. მის ოჯახში თურქულად არ ლაპარაკობენ, ასე რომ, მსახიობს საკმაოდ გაუჭირდა ფილმის გადაღებებზე.

-  თავდაპირველად მითარგმნიდნენ სერიალის ეპიზოდს, ახლა კი თვითონ ვკითხულობ და სადაც არ მესმის, იქ ვითხოვ დახმარებას. ამას ბევრი დრო მიაქვს.

სერიალში მერიემი შემთხვევით მოხვდა. გოგონას არაერთხელ მოუსინჯავს თურქეთში მუშაობა, მაგრამ ჩვეულებრივ უარს იღებდა. ერთხელაც მეგობარმა, რომელთან ერთადაც ჰამბურგის თეატრში მუშაობდა, სერიალის ავტორებს უამბო მერიემზე და ისიც სინჯებზე მიიწვიეს.

-  გადავწყვიტე, ისევ გამერისკა და ამირჩიეს! მაგრამ მითხრეს: "შეიძლება, აქ რამდენიმე წლით მოგიწიოს დარჩენამ". ვაღიარებ, მაშინ ვიფიქრე, როგორ გავქცეულიყავი, - იცინის მსახიობი, - ნუთუ შეიძლება მთელი ცხოვრების ერთ დღეში შეცვლა? თან მქონდა მხოლოდ კბილის ჯაგრისი, რამდენიმე ჯინსი, რამდენიმე მაისური. მაგრამ დავრჩი. ახლა კი დღითიდღე სულ უფრო მეტად ვეჩვევი აქაურობას. აქ ადამიანები ემოციებით ცხოვრობენ, გერმანიაში ასეთი რამ არ არის. აქ შევიცანი ჩემი "მე"-ს თურქული მხარე. ერთი ეგაა, მარტოობა მკლავს. აქ არავის ვიცნობ, მხოლოდ მათ, ვისთან ერთადაც სერიალში ვთამაშობ და არც არანაირი ადგილები არ ვიცი.

"ვიცი, ეს სიყვარულის გამოვლინებაა, მაგრამ მეშინია"

ახლა, მისივე თქმით, თაყვანისმცემლები გასაქანს არ აძლევენ და ხურემს ეძახიან - როქსოლანას მეორე სახელს. მსახიობი იმასაც აღიარებს, რომ მშვიდად ვეღარ ახერხებს ქუჩაში გასვლას - მას თაყვანისმცემლები და პაპარაცები დასდევენ.

-  სუპერმარკეტშიც ვერ გავდივარ! - ამბობს უზერლი, - პირდაპირ თავს მესხმიან. მანქანაში თუ დამინახავენ, მაშინაც მოდიან. ვიცი, ეს სიყვარულის გამოვლინებაა, მაგრამ მეშინია. არადა, მინდა, კარგად დავათვალიერო და შევისწავლო აქაურობა და ეს ხელს მიშლის.

იმავდროულად, ფანები აქტიურად განიხილავენ მსახიობის შეცვლილ ფორმებს. ზოგიერთებს მისი ტანსრულობა არ მოსწონს, სხვები კი ამბობენ, გერმანიაში, უფრო გამხდარი რომ იყო, ის არ უხდებოდაო.

-  მოწევას დავანებე თავი და ათი კილოგრამი მოვიმატე, - აღიარებს მსახიობი, - სამი უკვე დავიკელი, ექვსს ჯერ კიდევ ვებრძვი. ისინიც თანდათანობით წავლენ. მაგრამ ამაზე არ ვიციკლები, ჩემთვის ყველაზე მთავარია - ჯანმრთელი ვიყო.

"ჩვენმა ურთიერთობებმა თავი ამოწურა"

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, აქ, მერიემის თქმით, მას ჯერ კარგა ხანს არ ექნება სიახლე. გადაღებებამდე ცოტა ხნით ადრე მომავალი ვარსკვლავი თურქ ბოიფრენდს დაშორდა, რომელსაც ექვსი წელი ხვდებოდა.

-  მას ოზჯანი ჰქვია. ისიც გერმანიაში დაიბადა, დიდხანს ცხოვრობდა სტამბოლში, მერე ისევ გერმანიაში ჩამოვიდა, - ამბობს მსახიობი, - ჩვენ ყოველთვის გერმანულად ვსაუბრობდით. ეს ჩემი ყველაზე სერიოზული ურთიერთობა იყო. ჩვენმა ურთიერთობამ თავი ამოწურა და ახლა საერთოდ აღარ გვაქვს კონტაქტი.

ყოფილმა შეყვარებულმა გვარიანად აზარალა მერიემი, როცა მასთან გადაღებული ფოტოები ყვითელ პრესას მიჰყიდა.

-  ყოველგვარი ურთიერთობები მასთან მას მერე გავწყვიტე, რაც გავიგე, რომ ჩვენი დასვენების ფოტოები გაყიდა. ეს ფოტოები პრესაში ისეთი კომენტარებით დაბეჭდეს, რომ ვნახე, კინაღამ გავგიჟდი, - ამბობს აღშფოთებული მსახიობი.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება