საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუჯა ბურდულმა შვილიშვილებთან სათამაშოდ მოიცალა
გუჯა ბურდულმა შვილიშვილებთან სათამაშოდ მოიცალა

"მად­ლო­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ გახ­სო­ვართ და არ გა­ვი­წყდე­ბით. 25 წე­ლია გა­ღი­მე­ბუ­ლი და მხრებ­ში ლა­ღად გაშ­ლი­ლი ქარ­თვე­ლი არ მი­ნა­ხავს.მო­მე­ნატ­რა. დი­დად მო­ლა­პა­რა­კე და გულ­გახ­სნი­ლი კაცი არ ვარ და ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­დე­ნი მო­ღუ­შუ­ლი ადა­მი­ა­ნის და­ნახ­ვამ სა­ერ­თოდ ბოლო მო­მი­ღო და ჩამ­კე­ტა. ქუ­ჩა­ში ჩემი და­ში­ნე­ბუ­ლი და გა­სა­ცო­და­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი რომ მხვდე­ბოდ­ნენ, აღა­რა­ფე­რი მინ­დო­და. ყვე­ლაფ­რის ხა­ლი­სი დავ­კარ­გე. კი­დევ კარ­გი, პა­ტა­რა შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს, გუჯა. პირ­ვე­ლი ვა­ჟია შვი­ლიშ­ვი­ლებ­ში და მას­თან თა­მაშს ვა­ყო­ლებ­დი გულს", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი და რე­ჟი­სო­რი ელ­გუ­ჯა ბურ­დუ­ლი. ის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი ფილ­მი­დან "უძი­ნარ­თა მზე" შე­იყ­ვა­რა, თუმ­ცა ამის გარ­და კი­დევ არა­ერთ ფილმში აქვს ნა­თა­მა­შე­ბი. "რამ­დე­ნი ხა­ნია არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ჩემი ხალ­ხის მდგო­მა­რე­ო­ბით იმ­დე­ნად გულ­მოკ­ლუ­ლი ვი­ყა­ვი, არც მქონ­და გან­წყო­ბა, ახლა კი, თუ ვინ­მეს რა­მე­ში დავ­ჭირ­დე­ბი, კი ბა­ტო­ნო, მათი გუ­ლის ჭი­რი­მე", - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

- ხალ­ხის გან­წყო­ბა სარ­კე­სა­ვით აი­სა­ხე­ბო­და ჩემ­ზე. თუ ჩე­მი­ა­ნი, კა­რის მე­ზო­ბე­ლი, ახ­ლო­ბე­ლი, მე­გო­ბა­რი ცუ­და­დაა, მე რა მე­ხა­ლი­სე­ბა და მემ­ღე­რე­ბა. მე­ტყვი­ან, ხომ არ გა­გიჟ­დიო და ღირ­სიც ვიქ­ნე­ბი. ბოლო დღე­ებ­ში გა­ღი­მე­ბუ­ლი დავ­დი­ო­დი, რად­გან ვხე­დავ, რომ რამ­დე­ნი­მე დღე­ში ხალ­ხს იმე­დი მი­ე­ცა, წელ­ში გა­ი­მარ­თა და გუ­ლი­ა­ნად გა­ი­ღი­მა. არ შე­იძ­ლე­ბო­და ისე გაგ­რძე­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა დეპ­რე­სი­ის ზღვარ­ზე იყო. ყო­ველ სი­ტყვა­ზე იჭერ­დნენ ადა­მი­ა­ნებს, მერე კი კა­ნონს ისე შეც­ვლიდ­ნენ, არაფ­რის გამო 7-10 წელს კან­ფე­ტე­ბი­ვით არი­გებ­დნენ. ამ და­ლოც­ვილ ქვე­ყა­ნა­ში სა­მუ­და­მო არა­ფე­რია და ვერც ამ ახალ­გაზ­რდა ბი­ჭებ­მა გათ­ვა­ლეს, რომ დრო­ე­ბით იყ­ვნენ იმ სკა­მებ­ზე. რო­გორც სი­კე­თე უბ­რუნ­დე­ბა ადა­მი­ანს სი­კე­თის სა­ხით, ისე ბო­რო­ტე­ბაც და­უბ­რუნ­დე­ბა ადრე თუ გვი­ან. კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბებ­ზე სა­უბ­რის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, მაგ­რამ ყვე­ლამ ვნა­ხეთ, რაც ამ დღე­ებ­ში მოხ­და. ღმერ­თმა და­მი­ფა­როს, ადა­მი­ა­ნის ცუდი გა­მი­ხარ­დეს, მაგ­რამ როცა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე და თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჩი­რად არ გი­ღირს, დად­გე­ბა დრო, როცა სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო დარ­ჩე­ბი და უკან მო­ხედ­ვის შეგრცხვე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი, რაც ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე გი­კე­თე­ბია, არის ფუჭი, ამის მიხ­ვედ­რას და­ფიქ­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ახლა ექ­ნე­ბათ დრო, მათ მიერ ნა­შე­ნებ "ევ­როს­ტან­დარ­ტე­ბის" დო­ნის ცი­ხე­ებ­ში იყ­ვნენ და იფიქ­რონ ამა­ზე.

- ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის სტი­ლით რა­ღაც კვა­ლი და­ტო­ვა ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე. უკვე ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა რა არის?

- შიში და დათ­რგუ­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სა­ხე­და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. "ახა­ლი ქარ­თვე­ლის", მორ­ჩი­ლი და უპ­რე­ტენ­ზიო ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოყ­ვა­ნა უნ­დო­დათ, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­დათ. არ დათ­მო ხალ­ხმა და ამან გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა. მე ამ­დე­ნი სი­ძულ­ვი­ლი­თა და ბოღ­მით სავ­სე ადა­მი­ა­ნი ერთ ჯგუფ­ში არას­დროს მე­ნა­ხა. მათ მოძ­მე არ უყ­ვარ­დათ, მე­ზო­ბე­ლი არ უყ­ვარ­დათ, მე­გობ­რებს არ აღი­ა­რებ­დნენ. ამი­ტო­მაც იყო მუდ­მი­ვი ზე­წო­ლა ადა­მი­ა­ნებ­ზე ყვე­ლა­ნა­ი­რი მე­თო­დით. იმის ში­შით, ვა­ი­თუ ამან მერე ჩემი სი­ტყვა სხვა­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყე­ნო­სო, ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს აღარ ენ­დო­ბოდ­ნენ, არა­ნორ­მა­ლუ­რია, როცა დე­დას ეუბ­ნე­ბი­ან, შვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო უნდა თქვაო, არა­ნორ­მა­ლუ­რია, როცა ძმებს შო­რის გან­ხეთ­ქი­ლე­ბის მი­ზე­ზი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­აა. არ შე­იძ­ლე­ბა, პი­რა­დი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სის გამო პი­როვ­ნე­ბა და­ი­ჭი­რო და ის და­ნა­შა­უ­ლი ათ­ქმე­ვი­ნო, რაც ფან­ტა­ზი­ა­ში მო­გი­ვა. არ შე­იძ­ლე­ბა, მი­ად­გე შენს უფ­როს თა­ო­ბას და ხე­ლა­ღე­ბით ჩა­რე­ცხი­ლე­ბი ეძა­ხო, ახლა ხომ ვხე­დავთ, ვინც ჩა­ი­რე­ცხა...

- რას ელო­დე­ბით ხვა­ლინ­დე­ლი დღის­გან?

- რას ვე­ლო­დე­ბი, შენი გუ­ლის ჭი­რი­მე, და სიმ­შვი­დეს. იმ დღის გა­თე­ნე­ბას ვე­ლო­დე­ბი, ადა­მი­ა­ნი რომ ადა­მი­ა­ნად იგ­რძნობს თავს... ის ჩემი მე­სა­მე შვი­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ერთ თვე­ში უნდა მო­ევ­ლი­ნოს ქვე­ყა­ნას, შე­ში­ნე­ბუ­ლი, დაღ­ვრე­მი­ლი და სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში კი არა, ნორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში გა­იზ­რდე­ბა. მისი მე­გობ­რე­ბი პუ­რის ფუ­ლის­თვის უცხო­ეთ­ში კი არ გა­და­იხ­ვე­წე­ბი­ან, რო­გორც ეს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბო­და, სამ­შობ­ლო­ში იცხოვ­რე­ბენ და ღირ­სე­ულ ადა­მი­ა­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბი­ან.

- თქვე­ნი შვი­ლიშ­ვი­ლიც უცხო­ეთში ცხოვ­რობს. გაქვთ იმე­დი, რომ ემიგ­რა­ცი­ა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბი დაბ­რუნ­დე­ბი­ან?

- დიახ, უკვე წლე­ბია ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს და გვე­უბ­ნე­ბა, რომ ბედ­ნი­ე­რია, მაგ­რამ სამ­შობ­ლოს გა­რეთ ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნის ბედ­ნი­ე­რე­ბა არ მგო­ნია, სრულ­ფა­სო­ვა­ნი იყოს... უკე­თე­სი მო­მავ­ლის შე­საქ­მნე­ლად მის­ნა­ი­რი მი­ლი­ონ­ზე მეტი ქარ­თვე­ლია ქვეყ­ნის გა­რეთ წა­სუ­ლი. ისი­ნი იქი­დან არ­ჩე­ნენ თა­ვი­ანთ ოჯა­ხებ­სა და ახ­ლობ­ლებს. მათ დაბ­რუ­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­და პატ­რი­არ­ქმა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმაც და იმე­დი მაქვს, ასეც მოხ­დე­ბა. არა მგო­ნია, ქარ­თვე­ლი კაცი სა­ზღვარ­გა­რეთ­მა ისე გა­და­რი­ოს, რომ იქ დარ­ჩე­ნა მო­ინ­დო­მოს. თუ აქ ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა იქ­ნე­ბა, ხალ­ხს ბან­კის ვა­ლე­ბით არ მო­უ­წევს ცხოვ­რე­ბა და ყო­ველ­დღი­უ­რი ყოფა ოდ­ნავ მა­ინც გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, ისი­ნი მო­პა­ტი­ჟე­ბის გა­რე­შე ჩა­მოვ­ლენ. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი შეჰ­პირ­და მათ, იმ­დე­ნად შე­იც­ვლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, თქვენ კი არა, აფხა­ზე­თი­დან და სა­მა­ჩაბ­ლო­დან ჩა­მო­ვა ხალ­ხი და ჩვენ­თან ცხოვ­რე­ბას მო­ი­სურ­ვებ­სო. მათ კარ­გად იცი­ან, რომ რუ­სე­თის­ხე­ლა იმ­პე­რი­ის ხელ­ში და­ი­ჩაგ­რე­ბი­ან, სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში კი არც არას­დროს და­ჩაგ­რუ­ლან, უბ­რა­ლოდ პრო­ვო­კა­ცი­ას აჰ­ყვნენ და ამას უკვე ხვდე­ბი­ან.

- თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უკვე ის­მის აზრი, რომ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­პი­რე­ბე­ბი შე­საძ­ლოა მო­რი­გი იმედ­გაც­რუ­ე­ბა აღ­მოჩ­ნდეს...

- მეს­მის ხალ­ხის, მაგ­რამ ერთ დღე­ში არ კეთ­დე­ბა საქ­მე, არც და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა ერთ დღე­ში, რად­გან რუ­სეთს, ამ­ხე­ლა სა­ხელ­მწი­ფოს აქვს და­პყრო­ბი­ლი. ეს ხალ­ხი მიხ­ვდა, რომ ომით არა­ფე­რი გა­მო­ვა და იქ­ნებ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კით შე­იც­ვა­ლოს რამე... რა­ღა­ცე­ბი უკე­თე­სო­ბის­კენ მი­დის და ეს იმედს იძ­ლე­ვა.

რამ­დენ­ჯერ­მე მი­ფიქ­რია, უფრო სწო­რად მი­ოც­ნე­ბია, რო­გო­რი იქ­ნე­ბა გამ­თლი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო. ჯერ მო­წყა­ლე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად ქუ­ჩა­ში გა­მო­ფე­ნი­ლი ბავ­შვე­ბი­სა და მო­ხუ­ცე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უნდა შემ­ცირ­დეს. მა­ნამ­დე ბევ­რი სა­მუ­შა­ოა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, ბევ­რი პრობ­ლე­მაა მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი. ისე კი, თუ გამ­თლი­ა­ნე­ბა­ზე მიდ­გა საქ­მე, დღე­ვან­დე­ლი თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც არის ჩვე­ნი მიწა-წყა­ლი, სო­ჭიც ჩვე­ნია, ლო­რეც, მაგ­რამ ჯერ მთა­ვა­რია, აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო და­ვიბ­რუ­ნოთ, დევ­ნი­ლებს სახ­ლე­ბი, ნორ­მა­ლუ­რი კვე­ბი­სა და ძი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა­ზეც ვსა­უბ­რობ, რე­ა­ლუ­რია და ამას მა­შინ მივ­ხვდი, როცა 2 ოქ­ტომ­ბე­რი გა­თენ­და. მე თა­ვად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რი ვარ და მა­ინც მე­ში­ნო­და და ახ­ლაც მე­ში­ნია, რომ ისი­ნი ყვე­ლა­ფერ­ზე წავ­ლენ. როცა ჩუ­მად იყ­ვნენ და და­მარ­ცხე­ბა აღი­ა­რეს, შე­მე­შინ­და, რა­მეს ხომ არ აპი­რე­ბენ-მეთ­ქი. ხმა­უ­რი რომ და­ი­წყეს, კი­დევ უფრო შევ­შინ­დი, მა­ინც ჰყავთ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და რა­ი­მე ცუ­დის­კენ არ უბიძ­გონ-მეთ­ქი, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ დამ­ტკიც­და, რომ ქარ­თვე­ლი ერი ბრძე­ნია. ეს ჩემი თვა­ლით ვნა­ხე, როცა "ოც­ნე­ბის" სხვა წევ­რებ­თან ერ­თად რა­ი­ო­ნებ­ში დავ­დი­ო­დი. ხალ­ხი ისე­თი შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო, ქუ­ჩა­ში ვერ გა­მო­დი­ო­და, მაგ­რამ ჩვენ­თან შეხ­ვედ­რა უნ­დო­დათ და მა­ინც ახერ­ხებ­დნენ.

- ეკ­ლე­სი­ა­ში წას­ვლას და მღვდლო­ბას აპი­რებ­დით, ბა­ტო­ნო გუჯა...

- დიახ, ასე იყო. უფალ­ზე დიდი არა­ფე­რი არ­სე­ბობს. ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბი­ან ურ­წმუ­ნო ადა­მი­ა­ნე­ბი. ამას, რა თქმა უნდა, არ ვაგ­რძნო­ბი­ნებ მათ, ამის უფ­ლე­ბაც არ მაქვს, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცო­დოა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც რწმე­ნა არ აქვს. ეს უხი­ლა­ვი ძა­ლაა, მაგ­რამ არის!.. ბე­რო­ბის მე­ში­ნია, მაგ­რამ მღვდლო­ბა ძა­ლი­ან მინ­და. თუ მა­კურ­თხე­ბენ, სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვალ, თუ არა­და, ვიქ­ნე­ბი ისევ სტი­ქა­რო­სა­ნი, რო­გორც ვი­ყა­ვი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში და რო­გორც აქამ­დე მი­ცხოვ­რია, ისე ვი­ცხოვ­რებ. ასა­კი არ გი­წყობს ხელ­სო, მე­უბ­ნე­ბი­ან, თურ­მე 65 წლამ­დე შე­უძ­ლია ადა­მი­ანს გახ­დეს მღვდე­ლი. მე კი უკვე 70 წელი შე­მის­რულ­და... იცით რაზე ვოც­ნე­ბობ? სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭოს.

- ხომ ვართ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა?

- დიახ, მაგ­რამ სტა­ტუ­სი მა­ინც ჰქონ­დეს, რა უშ­ლის ხელს... ხომ არ­სე­ბობს მუს­ლი­მა­ნუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოც მარ­თლმა­დი­დე­ბელ ქვეყ­ნად მო­იხ­სე­ნი­ონ. იმე­დია, როცა ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა და და­წყნარ­დე­ბა, ეს სა­კი­თხიც დად­გე­ბა დღის წეს­რიგ­ში.

- თქვენ რას აპი­რებთ მას შემ­დეგ, როცა ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა?

- ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, რას აპი­რე­ბო. თუ ვინ­მეს რა­მე­ში დავ­ჭირ­დე­ბი, და­მი­ძა­ხებს, აგერ ვარ, მი­ვალ და ჩემს საქ­მეს გა­ვა­კე­თებ. ერთი-ორ­ჯერ შე­ვახ­სე­ნებ თავს, არა­და, ვიქ­ნე­ბი ჩემ­თვის ჩუ­მად და ჩემს შვი­ლიშ­ვილს ვე­თა­მა­შე­ბი. მე­ო­რე ვაჟ­კა­ციც რომ და­ი­ბა­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, სხვა რა­მის­თვის ვერც მო­ვი­ცა­ლო. ისე, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რაც კარ­გი მომ­ხდა­რა, ყვე­ლა­ფე­რი და­უ­გეგ­მა­ვად და წი­ნას­წა­რი გათ­ვლის გა­რე­შე მოხ­და.

- მა­ინც?

- მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია. შემ­თხვე­ვით მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. ბავ­შვო­ბა­ში სა­ზღვაო ქვე­ი­თო­ბა მინ­დო­და. ხომ იცით, ბავ­შვზე ფილ­მს რამ­ხე­ლა ზე­გავ­ლე­ნა აქვს. ჰოდა, მეც ერთ ფილ­მს ვუ­ყუ­რე და ზღვა­ში გას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე.

- რა­ტომ ვერ აიხ­დი­ნეთ ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა?

- და­მი­წუ­ნეს. სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში ბრტყელ­ტერ­ფი­ა­ნო­ბის გამო არ წა­მიყ­ვა­ნეს. სა­მა­გი­ე­როდ, რად­გან ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რო­დი, თით­ქმის ყვე­ლა ვო­კა­ლურ წრე­სა და ჯგუფ­ში ვე­წე­რე­ბო­დი. მად­ლო­ბა უფალს, სმე­ნა და ხმა და­ბა­დე­ბი­დან მაქვს. დე­და­ჩე­მი იავ­ნა­ნას რომ მიმ­ღე­რო­და, მგო­ნი, აკ­ვნი­დან მე­ო­რე ხმას ვაძ­ლევ­დი.

- კი­ნო­შიც შემ­თხვე­ვით მოვ­ხვდიო, მი­თხა­რით...

- უფრო მო­ტყუ­ე­ბით, ვიდ­რე შემ­თხვე­ვით. ძმა­კაც­მა "შე­მაც­დი­ნა". და­მი­რე­კა, სტუმ­რე­ბი მყავს, ორი სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, ბუ­ხუ­ტი ზა­ქა­რი­ა­ძე და მე­ო­რე რუ­სია, ამო­დი და პურ-მა­რი­ლი ამო­ი­ტა­ნეო. მე­გო­ბარს გულს ვერ ვატ­კენ­დი და თხოვ­ნა შე­ვუს­რუ­ლე. სუფ­რაც გა­ი­შა­ლა. და­ვი­წყეთ ქე­ი­ფი. გან­სა­კუთ­რე­ბულს არა­ფერს ვე­ლო­დე­ბო­დი, მაგ­რამ თურ­მე იქ შეკ­რე­ბი­ლებს სა­ი­დუმ­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბა ჰქო­ნი­ათ, ოთა­ხის სიღ­რმე­ში კა­მე­რა იყო და­ყე­ნე­ბუ­ლი, ფო­კუ­სიც გას­წო­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა და ამ ყვე­ლა­ფერს იღებ­და. ერთი უც­ნა­უ­რი თვი­სე­ბა მაქვს, სიმ­ღე­რის დროს თვა­ლებს ვხუ­ჭავ... ერთი სი­ტყვით, ფილ­მის­თვის პირ­ვე­ლი სინ­ჯე­ბი სუფ­რა­ზე, ჩემ­გან ფა­რუ­ლად გა­და­ი­ღეს. პირ­ველს მე­ო­რე მოჰ­ყვა. მე­ო­რედ უკვე მე­ო­რე მე­გო­ბარ­მა მო­მა­ტყუა. ოდე­სი­დან და­მი­რე­კა და მთხო­ვა, ჩა­მო­დი, ქუ­ჩა­ში ხუ­ლიგ­ნე­ბი და ვი­ღაც ბი­ჭე­ბი მხვდე­ბი­ან და მა­წუ­ხე­ბე­ნო. ამა­ზე მე­გო­ბარს უარს რო­გორ ვე­ტყო­დი, მაგ­რამ ოდე­სა­ში ჩა­სულ­მა ვერც ხუ­ლიგ­ნე­ბი ვნა­ხე და არც ჩემი მე­გობ­რე­ბის შემ­წუ­ხებ­ლის­თვის მო­მიკ­რავს თვა­ლი, და­ვეჭ­ვდი, რა­ღა­ცა­შია საქ­მე-მეთ­ქი. მთი­უ­ლი ვარ, მაგ­რამ არც ისე­თი მი­უხ­ვედ­რე­ლი, ეს ვერ შე­მემ­ჩნია. იმ დროს ოდე­სა­ში რე­ჟი­სო­რი ვა­სილ ლი­სენ­კოც იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც ფილ­მის გა­და­ღე­ბას აპი­რებ­და და უკ­რა­ი­ნა­ში მე­გობ­რის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­სუ­ლი კაცი გა­და­მი­ღეს ფილმში "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი" . ასე თან­და­თან გავ­ხდი მსა­ხი­ო­ბი და გუ­ლით შე­ვიყ­ვა­რე კინო. ბედ­ნი­ე­რე­ბაა, როცა ადა­მი­ა­ნი იმ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბი, რო­მე­ლიც გიყ­ვარს და ამი­ტო­მაც უყ­ვარ­ხარ ადა­მი­ა­ნებს. რა საქ­მე უნდა იყოს ისე­თი, ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ძულ­ვილს ფუ­ლის გამო ვემ­სა­ხუ­რო. ამი­ტომ არ მეს­მის იმა­თი, ვინც ასე იცხოვ­რა. იმე­დია, ეს ცხრა წელი ბევრ რა­მე­ზე დაგ­ვა­ფიქ­რებს და შეც­დო­მე­ბის გა­მე­ო­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მოგ­ვცემს.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

გუჯა ბურდულმა შვილიშვილებთან სათამაშოდ მოიცალა

გუჯა ბურდულმა შვილიშვილებთან სათამაშოდ მოიცალა

"მადლობა ჟურნალისტებს, რომ გახსოვართ და არ გავიწყდებით. 25 წელია გაღიმებული და მხრებში ლაღად გაშლილი ქართველი არ მინახავს.მომენატრა. დიდად მოლაპარაკე და გულგახსნილი კაცი არ ვარ და ამდენი წლის განმავლობაში ამდენი მოღუშული ადამიანის დანახვამ საერთოდ ბოლო მომიღო და ჩამკეტა. ქუჩაში ჩემი დაშინებული და გასაცოდავებული ქართველები რომ მხვდებოდნენ, აღარაფერი მინდოდა. ყველაფრის ხალისი დავკარგე. კიდევ კარგი, პატარა შვილიშვილი მყავს, გუჯა. პირველი ვაჟია შვილიშვილებში და მასთან თამაშს ვაყოლებდი გულს", - ამბობს მსახიობი და რეჟისორი ელგუჯა ბურდული. ის საზოგადოებამ ბევრისთვის საყვარელი ფილმიდან "უძინართა მზე" შეიყვარა, თუმცა ამის გარდა კიდევ არაერთ ფილმში აქვს ნათამაშები. "რამდენი ხანია არაფერი გამიკეთებია. არჩევნებამდე ჩემი ხალხის მდგომარეობით იმდენად გულმოკლული ვიყავი, არც მქონდა განწყობა, ახლა კი, თუ ვინმეს რამეში დავჭირდები, კი ბატონო, მათი გულის ჭირიმე", - ამბობს ჩვენთან საუბარში.

-  ხალხის განწყობა სარკესავით აისახებოდა ჩემზე. თუ ჩემიანი, კარის მეზობელი, ახლობელი, მეგობარი ცუდადაა, მე რა მეხალისება და მემღერება. მეტყვიან, ხომ არ გაგიჟდიო და ღირსიც ვიქნები. ბოლო დღეებში გაღიმებული დავდიოდი, რადგან ვხედავ, რომ რამდენიმე დღეში ხალხს იმედი მიეცა, წელში გაიმართა და გულიანად გაიღიმა. არ შეიძლებოდა ისე გაგრძელება, საზოგადოება დეპრესიის ზღვარზე იყო. ყოველ სიტყვაზე იჭერდნენ ადამიანებს, მერე კი კანონს ისე შეცვლიდნენ, არაფრის გამო 7-10 წელს კანფეტებივით არიგებდნენ. ამ დალოცვილ ქვეყანაში სამუდამო არაფერია და ვერც ამ ახალგაზრდა ბიჭებმა გათვალეს, რომ დროებით იყვნენ იმ სკამებზე. როგორც სიკეთე უბრუნდება ადამიანს სიკეთის სახით, ისე ბოროტებაც დაუბრუნდება ადრე თუ გვიან. კონკრეტულ პიროვნებებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რაც ამ დღეებში მოხდა. ღმერთმა დამიფაროს, ადამიანის ცუდი გამიხარდეს, მაგრამ როცა ადამიანის სიცოცხლე და თავისუფლება ჩირად არ გიღირს, დადგება დრო, როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩები და უკან მოხედვის შეგრცხვება. ყველაფერი, რაც ადამიანების სიყვარულის გარეშე გიკეთებია, არის ფუჭი, ამის მიხვედრას დაფიქრება სჭირდება. ახლა ექნებათ დრო, მათ მიერ ნაშენებ "ევროსტანდარტების" დონის ციხეებში იყვნენ და იფიქრონ ამაზე.

-  ყველა ხელისუფლებამ თავისი მმართველობის სტილით რა­ღაც კვალი დატოვა ქართველ საზოგადოებაზე. უკვე ყოფილი ხელისუფლების დამსახურება რა არის?

-  შიში და დათრგუნული საზოგადოება, სახედაკარგული ადამიანები. "ახალი ქართველის", მორჩილი და უპრეტენზიო ადამიანების გამოყვანა უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. არ დათმო ხალხმა და ამან გადაგვარჩინა. მე ამდენი სიძულვილითა და ბოღმით სავსე ადამიანი ერთ ჯგუფში არასდროს მენახა. მათ მოძმე არ უყვარდათ, მეზობელი არ უყვარდათ, მეგობრებს არ აღიარებდნენ. ამიტომაც იყო მუდმივი ზეწოლა ადამიანებზე ყველანაირი მეთოდით. იმის შიშით, ვაითუ ამან მერე ჩემი სიტყვა სხვანაირად გამოიყენოსო, ადამიანები ერთმანეთს აღარ ენდობოდნენ, არანორმალურია, როცა დედას ეუბნებიან, შვილის საწინააღმდეგო უნდა თქვაო, არანორმალურია, როცა ძმებს შორის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკური პოზიციაა. არ შეიძლება, პირადი თუ პოლიტიკური ინტერესის გამო პიროვნება დაიჭირო და ის დანაშაული ათქმევინო, რაც ფანტაზიაში მოგივა. არ შეიძლება, მიადგე შენს უფროს თაობას და ხელაღებით ჩარეცხილები ეძახო, ახლა ხომ ვხედავთ, ვინც ჩაირეცხა...

-  რას ელოდებით ხვალინდელი დღისგან?

-  რას ველოდები, შენი გულის ჭირიმე, და სიმშვიდეს. იმ დღის გათენებას ველოდები, ადამიანი რომ ადამიანად იგრძნობს თავს... ის ჩემი მესამე შვილიშვილი, რომელიც ერთ თვეში უნდა მოევლინოს ქვეყანას, შეშინებული, დაღვრემილი და სასოწარკვეთილი ადამიანების გარემოცვაში კი არა, ნორმალურ გარემოში გაიზრდება. მისი მეგობრები პურის ფულისთვის უცხოეთში კი არ გადაიხვეწებიან, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა, სამშობლოში იცხოვრებენ და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბდებიან.

-  თქვენი შვილიშვილიც უცხო­ეთში ცხოვრობს. გაქვთ იმედი, რომ ემიგრაციაში მყოფი ქართველები დაბრუნდებიან?

-  დიახ, უკვე წლებია ჩემი შვილიშვილი საფრანგეთში ცხოვრობს და გვეუბნება, რომ ბედნიერია, მაგრამ სამშობლოს გარეთ ქართველი ადამიანის ბედნიერება არ მგონია, სრულფასოვანი იყოს... უკეთესი მომავლის შესაქმნელად მისნაირი მილიონზე მეტი ქართველია ქვეყნის გარეთ წასული. ისინი იქიდან არჩენენ თავიანთ ოჯახებსა და ახლობლებს. მათ დაბრუნებისკენ მოუწოდა პატრიარქმა და პრემიერ-მინისტრმაც და იმედი მაქვს, ასეც მოხდება. არა მგონია, ქართველი კაცი საზღვარგარეთმა ისე გადარიოს, რომ იქ დარჩენა მოინდომოს. თუ აქ ნორმალური ცხოვრება იქნება, ხალხს ბანკის ვალებით არ მოუწევს ცხოვრება და ყოველდღიური ყოფა ოდნავ მაინც გაუმჯობესდება, ისინი მოპატიჟების გარეშე ჩამოვლენ. ბიძინა ივანიშვილი შეჰპირდა მათ, იმდენად შეიცვლება ყველაფერი, თქვენ კი არა, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან ჩამოვა ხალხი და ჩვენთან ცხოვრებას მოისურვებსო. მათ კარგად იციან, რომ რუსეთისხელა იმპერიის ხელში დაიჩაგრებიან, საქართველოს შემადგენლობაში კი არც არასდროს დაჩაგრულან, უბრალოდ პროვოკაციას აჰყვნენ და ამას უკვე ხვდებიან.

-  თუმცა საზოგადოებაში უკვე ისმის აზრი, რომ ამ ხელისუფლების დაპირებები შესაძლოა მორიგი იმედგაცრუება აღმოჩნდეს...

-  მესმის ხალხის, მაგრამ ერთ დღეში არ კეთდება საქმე, არც დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება შეიძლება ერთ დღეში, რადგან რუსეთს, ამხელა სახელმწიფოს აქვს დაპყრობილი. ეს ხალხი მიხვდა, რომ ომით არაფერი გამოვა და იქნებ დიპლომატიური პოლიტიკით შეიცვალოს რამე... რაღაცები უკეთესობისკენ მიდის და ეს იმედს იძლევა.

რამდენჯერმე მიფიქრია, უფრო სწორად მიოცნებია, როგორი იქნება გამთლიანებული საქართველო. ჯერ მოწყალების სათხოვნელად ქუჩაში გამოფენილი ბავშვებისა და მოხუცების რაოდენობა უნდა შემცირდეს. მანამდე ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. ისე კი, თუ გამთლიანებაზე მიდგა საქმე, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზეც არის ჩვენი მიწა-წყალი, სოჭიც ჩვენია, ლორეც, მაგრამ ჯერ მთავარია, აფხაზეთი და სამაჩაბლო დავიბრუნოთ, დევნილებს სახლები, ნორმალური კვებისა და ძილის საშუალება ჰქონდეთ. ეს ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობ, რეალურია და ამას მაშინ მივხვდი, როცა 2 ოქტომბერი გათენდა. მე თავად "ქართული ოცნების" წევრი ვარ და მაინც მეშინოდა და ახლაც მეშინია, რომ ისინი ყველაფერზე წავლენ. როცა ჩუმად იყვნენ და დამარცხება აღიარეს, შემეშინდა, რამეს ხომ არ აპირებენ-მეთქი. ხმაური რომ დაიწყეს, კიდევ უფრო შევშინდი, მაინც ჰყავთ მხარდამჭერები და რაიმე ცუდისკენ არ უბიძგონ-მეთქი, მაგრამ კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ქართველი ერი ბრძენია. ეს ჩემი თვალით ვნახე, როცა "ოცნების" სხვა წევრებთან ერთად რაიონებში დავდიოდი. ხალხი ისეთი შეშინებული იყო, ქუჩაში ვერ გამოდიოდა, მაგრამ ჩვენთან შეხვედრა უნდოდათ და მაინც ახერხებდნენ.

-  ეკლესიაში წასვლას და მღვდლობას აპირებდით, ბატონო გუჯა...

-  დიახ, ასე იყო. უფალზე დიდი არაფერი არსებობს. ძალიან მეცოდებიან ურწმუნო ადამიანები. ამას, რა თქმა უნდა, არ ვაგრძნობინებ მათ, ამის უფლებაც არ მაქვს, მაგრამ ძალიან ცოდოა ადამიანი, რომელსაც რწმენა არ აქვს. ეს უხილავი ძალაა, მაგრამ არის!.. ბერობის მეშინია, მაგრამ მღვდლობა ძალიან მინდა. თუ მაკურთხებენ, სიამოვნებით წავალ, თუ არადა, ვიქნები ისევ სტიქაროსანი, როგორც ვიყავი ამ ხნის განმავლობაში და როგორც აქამდე მიცხოვრია, ისე ვიცხოვრებ. ასაკი არ გიწყობს ხელსო, მეუბნებიან, თურმე 65 წლამდე შეუძლია ადამიანს გახდეს მღვდელი. მე კი უკვე 70 წელი შემისრულდა... იცით რაზე ვოცნებობ? საქართველოს მართლმადიდებელი სახელმწიფოს სტატუსი მიენიჭოს.

-  ხომ ვართ მართლმადიდებელი ქვეყანა?

-  დიახ, მაგრამ სტატუსი მაინც ჰქონდეს, რა უშლის ხელს... ხომ არსებობს მუსლიმანური სახელმწიფოები და საქართველოც მართლმადიდებელ ქვეყნად მოიხსენიონ. იმედია, როცა ყველაფერი დალაგდება და დაწყნარდება, ეს საკითხიც დადგება დღის წესრიგში.

-  თქვენ რას აპირებთ მას შემდეგ, როცა ქვეყანაში ყველაფერი დალაგდება?

-  ხშირად მეკითხებიან, რას აპირებო. თუ ვინმეს რამეში დავჭირდები, დამიძახებს, აგერ ვარ, მივალ და ჩემს საქმეს გავაკეთებ. ერთი-ორჯერ შევახსენებ თავს, არადა, ვიქნები ჩემთვის ჩუმად და ჩემს შვილიშვილს ვეთამაშები. მეორე ვაჟკაციც რომ დაიბადება, შეიძლება, სხვა რამისთვის ვერც მოვიცალო. ისე, ჩემს ცხოვრებაში რაც კარგი მომხდარა, ყველაფერი დაუგეგმავად და წინასწარი გათვლის გარეშე მოხდა.

-  მაინც?

-  მსახიობობაზე არასდროს მიფიქრია. შემთხვევით მოხდა ყველაფერი. ბავშვობაში საზღვაო ქვეითობა მინდოდა. ხომ იცით, ბავშვზე ფილმს რამხელა ზეგავლენა აქვს. ჰოდა, მეც ერთ ფილმს ვუყურე და ზღვაში გასვლა გადავწყვიტე.

-  რატომ ვერ აიხდინეთ ბავშვობის ოცნება?

-  დამიწუნეს. სამხედრო სამსახურში ბრტყელტერფიანობის გამო არ წამიყვანეს. სამაგიეროდ, რადგან ბავშვობიდან ვმღეროდი, თითქმის ყველა ვოკალურ წრესა და ჯგუფში ვეწერებოდი. მადლობა უფალს, სმენა და ხმა დაბადებიდან მაქვს. დედაჩემი იავნანას რომ მიმღეროდა, მგონი, აკვნიდან მეორე ხმას ვაძლევდი.

-  კინოშიც შემთხვევით მოვხვდიო, მითხარით...

-  უფრო მოტყუებით, ვიდრე შემთხვევით. ძმაკაცმა "შემაცდინა". დამირეკა, სტუმრები მყავს, ორი სახალხო არტისტი, ბუხუტი ზაქარიაძე და მეორე რუსია, ამოდი და პურ-მარილი ამოიტანეო. მეგობარს გულს ვერ ვატკენდი და თხოვნა შევუსრულე. სუფრაც გაიშალა. დავიწყეთ ქეიფი. განსაკუთრებულს არაფერს ველოდებოდი, მაგრამ თურმე იქ შეკრებილებს საიდუმლო მოლაპარაკება ჰქონიათ, ოთახის სიღრმეში კამერა იყო დაყენებული, ფოკუსიც გასწორებული ყოფილა და ამ ყველაფერს იღებდა. ერთი უცნაური თვისება მაქვს, სიმღერის დროს თვალებს ვხუჭავ... ერთი სიტყვით, ფილმისთვის პირველი სინჯები სუფრაზე, ჩემგან ფარულად გადაიღეს. პირველს მეორე მოჰყვა. მეორედ უკვე მეორე მეგობარმა მომატყუა. ოდესიდან დამირეკა და მთხოვა, ჩამოდი, ქუჩაში ხულიგნები და ვიღაც ბიჭები მხვდებიან და მაწუხებენო. ამაზე მეგობარს უარს როგორ ვეტყოდი, მაგრამ ოდესაში ჩასულმა ვერც ხულიგნები ვნახე და არც ჩემი მეგობრების შემწუხებლისთვის მომიკრავს თვალი, დავეჭვდი, რაღაცაშია საქმე-მეთქი. მთიული ვარ, მაგრამ არც ისეთი მიუხვედრელი, ეს ვერ შემემჩნია. იმ დროს ოდესაში რეჟისორი ვასილ ლისენკოც იმყოფებოდა, რომელიც ფილმის გადაღებას აპირებდა და უკრაინაში მეგობრის დასახმარებლად ჩასული კაცი გადამიღეს ფილმში "განსაკუთრებული დანიშნულების რაზმი" . ასე თანდათან გავხდი მსახიობი და გულით შევიყვარე კინო. ბედნიერებაა, როცა ადამიანი იმ საქმეს ემსახურები, რომელიც გიყვარს და ამიტომაც უყვარხარ ადამიანებს. რა საქმე უნდა იყოს ისეთი, ადამიანების სიძულვილს ფულის გამო ვემსახურო. ამიტომ არ მესმის იმათი, ვინც ასე იცხოვრა. იმედია, ეს ცხრა წელი ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს და შეცდომების გამეორების საშუალებას არ მოგვცემს.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება