მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ნოზაძე: "ახალაიამ კუბლაშვილისგან გარანტიები მიიღო"
მამუკა ნოზაძე: "ახალაიამ  კუბლაშვილისგან გარანტიები მიიღო"

სა­სა­მარ­თლო დღეს ჯერ კი­დევ კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლის­გან კონ­ტროლ­დე­ბა და მან პირ­და­პირ მი­უ­თი­თა მო­სა­მარ­თლე­ებს, რომ ისი­ნი მი­ი­ღე­ბენ "კა­ნო­ნი­ერ გადა წყვე­ტი­ლე­ბას", ეს არის ირი­ბი მი­თი­თე­ბა და მე­ეჭ­ვე­ბა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ობი­ექ­ტუ­რად წა­რი­მარ­თე­ბა, - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი მა­მუ­კა ნო­ზა­ძე შსს-ს ყო­ფილ მი­ნის­ტრ ბაჩო ახა­ლა­ი­ას საქ­მე­ზე.

- ბა­ტო­ნო მა­მუ­კა, თქვენ უა­რი თქვ­ით ბაჩო ახა­ლა­ი­ას დაც­ვა­ზე იმ მო­ტი­ვით, რომ მას ბრალს სდე­ბენ წა­მე­ბა­სა და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ში, რაც ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქტს გა­მოი­წვევ­და. ვინ და რას უჩი­ვის ახა­ლა­ი­ას?

- ახა­ლა­ი­ას უჩი­ვის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-16 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყო­ფი პა­ტი­მა­რი პა­ა­ტა როს­ტო­მაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც გა­ა­სა­მარ­თლეს ჩა­უ­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის. მას 2005 წელს წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის. როს­ტო­მაშ­ვილ­მა სა­ჩივ­რით მი­მარ­თა ევ­რო­პის სა­სა­მარ­თლოს, მაგ­რამ მას აი­ძუ­ლებ­დნენ სა­ჩივ­რის გა­მო­ტა­ნას, რე­გუ­ლა­რუ­ლად სცემ­დნენ, მათ შო­რის, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე და­ვით მუმ­ლა­ძე. ამას­თა­ნა­ვე, მას არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად ეპყრო­ბოდ­ნენ ბაჩო ახა­ლა­ია და მე­გის ქარ­და­ვა. ამის გამო მივ­მარ­თე სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს, რომ როს­ტო­მაშ­ვი­ლი ჩემი თან­დას­წრე­ბით და­ი­კი­თხოს და გა­მო­ძი­ე­ბა სრულ­ფა­სოვ­ნად ჩა­ტარ­დეს. როს­ტო­მაშ­ვილს ახ­სოვს კონ­კრე­ტუ­ლი დღე­ე­ბი, ვინ რო­გორ ძა­ლა­დობ­და მას­ზე. ამი­სი და­დას­ტუ­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ სხვა პა­ტიმ­რებ­საც. 29 ოქ­ტომ­ბერს მივ­მარ­თე მთა­ვარ პრო­კუ­რორს, რამ­დე­ნი­მე პი­რის მი­მართ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბი­სა და ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ველ ფაქ­ტზე და­წყე­ბუ­ლი­ყო გა­მო­ძი­ე­ბა. ეს პა­ტიმ­რე­ბი არი­ან - დე­ნის ყვა­რე­ლაშ­ვი­ლი, მალ­ხაზ ბა­დუ­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი მა­ზა­ნაშ­ვი­ლი, ზუ­რაბ ბოს­ტო­ღა­ნაშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ მირ­ზაშ­ვი­ლი. ისი­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იბ­რძოდ­ნენ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. პა­ტიმ­რე­ბი ასა­ხე­ლე­ბენ "რეს­ბალ­ნი­ცის" ყო­ფილ დი­რექ­ტორ ვაჟა ცხვე­დი­ანს, გი­ორ­გი ავ­სა­ჯა­ნიშ­ვილს, ალექ­სი თო­ლორ­და­ვას, გი­ორ­გი ბულ­ბუ­ლაშ­ვილს და სხვა ჯა­ლა­თებს, რომ­ლე­ბიც დღემ­დე არ არი­ან პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მულ­ნი.

- ისე­თი პირი უჩანს, ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ უამ­რა­ვი სა­ჩი­ვა­რი დაგ­როვ­დე­ბა..­.

- ვა­პი­რებ გან­ცხა­დე­ბის შე­ტა­ნას გი­ორ­გი მა­ზა­ნაშ­ვი­ლის გა­მოც, რო­მე­ლიც ე.წ. ცი­ხის ბუნ­ტის დროს და­ინ­ვა­ლიდ­და. ის მზად არის ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად და ასე­თი პა­ტი­მა­რი უამ­რა­ვია. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ადა­მი­ა­ნებს ვი­ღა­ცის მო­ნა­თხრო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 30-35 წელი აქვთ მის­ჯი­ლი, დღეს კი პა­ტიმ­რე­ბი დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რენ, თუ რა სი­სას­ტი­კე ჩა­ი­დი­ნეს მათ მი­მართ, კონ­კრე­ტულ და­ნა­შა­ულ­ში ამ­ხე­ლენ ბაჩო ახა­ლა­ი­ას. ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის ჩვე­ნე­ბა, რა თქმა უნდა, სე­რი­ო­ზუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა. ყვე­ლა იმ დამ­ნა­შა­ვეს, ვინც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნებს აწა­მებ­და, მკაც­რი სას­ჯე­ლი ელის.

- რო­გორ ფიქ­რობთ, დღე­ვან­დე­ლი სა­სა­მარ­თლოს პი­რო­ბებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის სა­კად­რი­სად დას­ჯა?

- რო­დე­საც ნაც­მოძ­რა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, დაგ­ვა­ჯე­რონ, თით­ქოს ბაჩო ახა­ლა­ია ხილს არ ჭამ­და, ვაშლს არ თლი­და, დანა არ ექ­ნე­ბო­და და არ ჩა­არ­ტყამ­და რო­მე­ლი­მე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს, ეს არის აბ­სურ­დი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ თა­ვი­ან­თი ფა­ვო­რი­ტი­სათ­ვის და­ნა­შა­უ­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას. მისი აპო­ლო­გე­ტე­ბი იმა­ვე ცი­ხის კად­რებ­ზე ამ­ბობ­დნენ, რომ ეს იყო დად­გმუ­ლი, მათ შე­უძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე, მათ შო­რის მოწ­მე­ებ­ზე გა­ნა­ცხა­დონ, რომ ეს არის მო­გო­ნი­ლი, შე­თხზუ­ლი და ა.შ. სა­სა­მარ­თლო დღეს ჯერ კი­დევ კუბ­ლაშ­ვი­ლის­გან კონ­ტროლ­დე­ბა და მან პირ­და­პირ მი­უ­თი­თა მო­სა­მარ­თლე­ებს, რომ ისი­ნი მი­ი­ღე­ბენ "კა­ნო­ნი­ერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას". სა­სა­მარ­თლომ რომ მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ და ამა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ხმა ამო­ი­ღოს, მა­შინ იტყვი­ან, რომ ეს არის სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ში უხე­ში ჩა­რე­ვა. სა­სა­მარ­თლოს ძმე­ბი კუბ­ლაშ­ვი­ლე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ, მათ, თა­ვის მხრივ, სა­ა­კაშ­ვი­ლი აკონ­ტრო­ლებს. ვფიქ­რობ, ახა­ლა­ი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლის­გან გა­რან­ტი­ე­ბი მი­ი­ღო. ამას­თა­ნა­ვე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე­ობს მა­მია ფხა­კა­ძე, რო­მე­ლიც ზონ­დერ­მო­სა­მარ­თლედ მი­მაჩ­ნია. ის ყვე­ლა­ნა­ი­რი დაკ­ვე­თი­სა და უკა­ნო­ნო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი იყო ნაც­მოს დროს. ფხა­კა­ძე ახა­ლა­ი­ას საქ­მეს და­ა­წერს ისეთ მო­სა­მარ­თლეს, რო­მე­ლიც უკა­ნო­ნო­ბა­ში არის გას­ვრი­ლი. ახა­ლა­ი­ას­თვის დღეს ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხოა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნა - ეს იქ­ნე­ბა ცი­ხე­ში თუ ცი­ხის გა­რეთ. მას რომ გა­რან­ტი­ე­ბი არ ჰქო­ნო­და კუბ­ლაშ­ვი­ლის­გან, ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მი­ი­ღებ­და.

ესა­უბ­რა ნანა ფე­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მამუკა ნოზაძე: "ახალაიამ კუბლაშვილისგან გარანტიები მიიღო"

მამუკა ნოზაძე: "ახალაიამ  კუბლაშვილისგან გარანტიები მიიღო"

სასამართლო დღეს ჯერ კიდევ კოტე კუბლაშვილისგან კონტროლდება და მან პირდაპირ მიუთითა მოსამართლეებს, რომ ისინი მიიღებენ "კანონიერ გადა წყვეტილებას", ეს არის ირიბი მითითება და მეეჭვება, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება, - ამბობს ადვოკატი მამუკა ნოზაძე შსს-ს ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას საქმეზე.

- ბატონო მამუკა, თქვენ უა­რი თქვ­ით ბაჩო ახალაიას დაცვაზე იმ მოტივით, რომ მას ბრალს სდებენ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში, რაც ინტერესთა კონფლიქტს გამოი­წვევდა. ვინ და რას უჩივის ახალაიას?

- ახალაიას უჩივის სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებულებაში მყოფი პატიმარი პაატა როსტომაშვილი, რომელიც გაასამართლეს ჩაუდენილი დანაშაულისთვის. მას 2005 წელს წაუყენეს ბრალი განზრახ მკვლელობისთვის. როსტომაშვილმა საჩივრით მიმართა ევროპის სასამართლოს, მაგრამ მას აიძულებდნენ საჩივრის გამოტანას, რეგულარულად სცემდნენ, მათ შორის, სასჯელაღსრულების დირექტორის მოადგილე დავით მუმლაძე. ამასთანავე, მას არაადამიანურად ეპყრობოდნენ ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა. ამის გამო მივმართე საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რომ როსტომაშვილი ჩემი თანდასწრებით დაიკითხოს და გამოძიება სრულფასოვნად ჩატარდეს. როსტომაშვილს ახსოვს კონკრეტული დღეები, ვინ როგორ ძალადობდა მასზე. ამისი დადასტურება შეუძლიათ სხვა პატიმრებსაც. 29 ოქტომბერს მივმართე მთავარ პროკურორს, რამდენიმე პირის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახველ ფაქტზე დაწყებულიყო გამოძიება. ეს პატიმრები არიან - დენის ყვარელაშვილი, მალხაზ ბადუაშვილი, გიორგი მაზანაშვილი, ზურაბ ბოსტოღანაშვილი, ნი­კოლოზ მირზაშვილი. ისინი წლების განმავლობაში იბრძოდნენ დაწესებულებაში გამეფებული უსამართლობის წინააღმდეგ. პატიმრები ასახელებენ "რესბალნიცის" ყოფილ დირექტორ ვაჟა ცხვედიანს, გიორგი ავსაჯანიშვილს, ალექსი თოლორდავას, გიორგი ბულბულაშვილს და სხვა ჯალათებს, რომლებიც დღემდე არ არიან პასუხისგებაში მიცემულნი.

- ისეთი პირი უჩანს, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ უამრავი საჩივარი დაგროვდება..­.

- ვაპირებ განცხადების შეტანას გიორგი მაზანაშვილის გამოც, რომელიც ე.წ. ციხის ბუნტის დროს დაინვალიდდა. ის მზად არის ჩვენების მისაცემად და ასეთი პატიმარი უამრავია. წინა ხელისუფლების დროს ადამიანებს ვიღაცის მონათხრობის საფუძველზე 30-35 წელი აქვთ მისჯილი, დღეს კი პატიმრები დეტალურად აღწერენ, თუ რა სისასტიკე ჩაიდინეს მათ მიმართ, კონკრეტულ დანაშაულში ამხელენ ბაჩო ახალაიას. ათეულობით ადამიანის ჩვენება, რა თქმა უნდა, სერიოზული მტკიცებულებაა. ყველა იმ დამნაშავეს, ვინც წლების განმავლობაში ადამიანებს აწამებდა, მკაცრი სასჯელი ელის.

- როგორ ფიქრობთ, დღევანდელი სასამართლოს პირობებში შესაძლებელი იქნება ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების საკადრისად დასჯა?

- როდესაც ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ცდილობენ, დაგვაჯერონ, თითქოს ბაჩო ახალაია ხილს არ ჭამდა, ვაშლს არ თლიდა, დანა არ ექნებოდა და არ ჩაარტყამდა რომელიმე სამხედრო მოსამსახურეს, ეს არის აბსურდი. ეს ადამიანები ცდილობენ თავიანთი ფავორიტისათვის დანაშაულის შემსუბუქებას. მისი აპოლოგეტები იმავე ციხის კადრებზე ამბობდნენ, რომ ეს იყო დადგმული, მათ შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის მოწმეებზე განაცხადონ, რომ ეს არის მოგონილი, შეთხზული და ა.შ. სასამართლო დღეს ჯერ კიდევ კუბლაშვილისგან კონტროლდება და მან პირდაპირ მიუთითა მოსამართლეებს, რომ ისინი მიიღებენ "კანონიერ გადაწყვეტილებას". სასამართლომ რომ მიიღოს გადაწყვეტილება გირაოს გამოყენების შესახებ და ამაზე საზოგადოებამ ხმა ამოიღოს, მაშინ იტყვიან, რომ ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა. სასამართლოს ძმები კუბლაშვილები აკონტროლებენ, მათ, თავის მხრივ, სააკაშვილი აკონტროლებს. ვფიქრობ, ახალაიამ კუბლაშვილისგან გარანტიები მიიღო. ამასთანავე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობს მამია ფხაკაძე, რომელიც ზონდერმოსამართლედ მიმაჩნია. ის ყველანაირი დაკვეთისა და უკანონობის შემსრულებელი იყო ნაცმოს დროს. ფხაკაძე ახალაიას საქმეს დააწერს ისეთ მოსამართლეს, რომელიც უკანონობაში არის გასვრილი. ახალაიასთვის დღეს ყველაზე უსაფრთხოა საქართველოში ყოფნა - ეს იქნება ციხეში თუ ციხის გარეთ. მას რომ გარანტიები არ ჰქონოდა კუბლაშვილისგან, ასეთი გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.

ესაუბრა ნანა ფეცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა