საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ზურაბიშვილი: განათლების სამინისტროში ძირეული ცვლილებებია საჭირო
დავით ზურაბიშვილი: განათლების სამინისტროში ძირეული ცვლილებებია საჭირო

"რამ­დე­ნი­მე დღეა, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ვი­კა­ვე და და­ძა­ბუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის გამო, წიგ­ნებს ცო­ტა­თი დავ­შორ­დი. სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნის დროც კი აღარ მაქვს. იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი მალე და­ლაგ­დე­ბა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­კი­თხა­ვი დროც მექ­ნე­ბა", - ამ­ბობს და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი უყ­ვარს. ინ­ტერ­ვი­უს და­სა­წყის­ში გა­მაფრ­თხი­ლა, ძა­ლი­ან ცოტა დრო გვაქ­ვსო, მაგ­რამ კი­თხვებ­მა ისე გა­ი­ტა­ცა, რომ "კუთ­ვნი­ლი" წუ­თე­ბის "გა­ორ­მა­გე­ბა" არ გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია.

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

- ბა­ტო­ნო და­ვით, წიგ­ნი მო­გი­პა­რავთ?

- (იცი­ნის) არა­ერ­თხელ მო­მი­პა­რავს. წიგ­ნი მა­ღა­ზი­ი­და­ნაც წა­მო­მი­ღია და მე­გობ­რის­თვი­საც მო­მი­პა­რავს. ასე დიდი ხნის წინ ვიქ­ცე­ო­დი. ახლა მი­მაჩ­ნია, რომ ქურ­დო­ბა ცუ­დია. არც წიგ­ნი და არც სხვა ნივ­თი არ უნდა მო­ი­პა­რო.

- თქვენ­თვის მო­უ­პა­რავთ?

- შე­იძ­ლე­ბა ჩემ­თვი­საც მო­უ­პა­რავთ და ვერ გა­მი­გია.

- რომ გა­ი­გოთ, გაბ­რაზ­დე­ბით?

- არა.

- რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პერ­სო­ნაჟ­თან იმე­გობ­რებ­დით?

- ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა იოლი არ არის.

- ბევ­რს უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟე­ბიც მოს­წონს. ამ­ბო­ბენ, რომ მათ­თან მე­გობ­რო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.

- არა, უარ­ყო­ფი­თი არც პერ­სო­ნა­ჟი მომ­წონს და არც - ადა­მი­ა­ნი. თუ არ­ჩე­ვა­ზეა საქ­მე, კარ­გი პერ­სო­ნა­ჟი აირ­ჩიე, არ ჯო­ბია?

- მა­გა­ლი­თად?

- დ"არ­ტა­ნი­ა­ნი, მა­ინც მათ­ქმე­ვი­ნე (იცი­ნის), დათა თუ­თაშ­ხია და არა - მუშ­ნი ზა­რან­დია.

- გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში რა მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობთ?

- უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი მა­ბა­რია. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში ბევ­რი პრობ­ლე­მაა დაგ­რო­ვი­ლი. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა კი უსის­ტე­მო­ბაა. ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბია სა­ჭი­რო.

- ქარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის მო­დე­ლის მი­ხედ­ვით გან­ვი­თარ­დე­ბა?

- ჯერ ვერ გე­ტყვით, ეს სა­კი­თხი კარ­გად შე­სას­წავ­ლია. არ შე­იძ­ლე­ბა ნაჩ­ქა­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა.

- ძველ რომ­ში რო­მა­ე­ლი ბა­ტო­ნე­ბი თა­ვი­ან­თი სამ­ფლო­ბე­ლო­ე­ბის და­სა­ცა­ვად შავ დო­გებს იყე­ნებ­დნენ. სიბ­ნე­ლე­ში მათი შემ­ჩნე­ვა რთუ­ლი იყო. ამის გამო გაჩ­ნდა გა­მოთ­ქმა, რო­მელ­მაც ჩვენს დრომ­დეც მო­აღ­წია.

- შავ დო­გებ­ზე?

- ავ ძაღ­ლებ­ზე.

- (ფიქ­რობს) ეზო­ში ავი ძაღ­ლია. არა?

- გა­მო­ი­ცა­ნით. "შენ ერ­თა­დერ­თი ხარ, ვის წი­ნა­შეც მუხლს ვიხ­რი და თავ­დახ­რი­ლი შევ­დი­ვარ შენს აკ­ლდა­მა­ში". - ეს სი­ტყვე­ბი ალექ­სან­დრე მა­კე­დო­ნელს ეკუთ­ვნის. ვის მი­მარ­თავ­და ასე მხე­დარ­თმთა­ვა­რი?

- ვერ გი­პა­სუ­ხებთ, ეს სა­ი­დან უნდა ვი­ცო­დე?

- ასე სა­კუ­თარ ცხენს მი­მარ­თავ­და. არა­ბე­თის ქვეყ­ნებ­ში მა­მა­კა­ცე­ბი გრძელ, თა­ვი­სუ­ფალ, თეთრ ტან­საც­მელს ატა­რე­ბენ. ქა­ლე­ბი კი - შავ სა­მოსს. არა­ბე­ბის თვალ­თა­ხედ­ვით, რა­ტომ უნდა ატა­რებ­დეს ქალი მხო­ლოდ შავ სა­მოსს?

- არ ვიცი, რა­ი­მე წესი აქვთ?

- მათ მი­აჩ­ნი­ათ, რომ ქალი მა­მა­კა­ცის აჩ­რდი­ლია. X სა­უ­კუ­ნე­ში ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტორ­მა დახ­მა­რე­ბის­თვის და­ვით კუ­რა­პა­ლატს მი­მარ­თა. ვინ მე­თა­უ­რობ­და ბი­ზან­ტი­ა­ში გაგ­ზავ­ნილ ჯარს?

- თორ­ნი­კე ერის­თა­ვი.

- რა ერ­ქვა მარ­ტვილს საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლოს დროს?

- გე­გეჭ­კო­რის რა­ი­ო­ნი.

- რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და ან­თი­მოზ ივე­რი­ე­ლი?

- რუ­მი­ნეთ­ში.

- რიქ­შა არის ორ­ბორ­ბლი­ა­ნი ეტლი, რომ­ლის ხელ­ნებ­ში შებ­მუ­ლია...

- ადა­მი­ა­ნი.

- "შეშ­ლი­ლი ქარი კვლავ მე­და­ვე­ბა აფ­რი­ა­ლე­ბას შენი კა­ბი­სას.../ ნუთუ არ­სე­ბობს, რომ მე­და­ვე­ბა,/ ნუთუ გა­ი­ტანს ქარი თა­ვი­სას?/ სუ­ლე­ლი სე­ტყვა ჰყრის მარ­გა­ლი­ტებს,/ რომ და­გამ­შვე­ნოს ცივი მძი­ვე­ბით,/ შემ­თვრა­ლი მთვა­რე თვალს არ გა­რი­დებს/ გა­და­რე­უ­ლა შენი წვი­ვე­ბით./ წვი­მა თავ­ნე­ბა პირ­სა­ხეს დაგ­ბანს,/ მო­გი­ა­ლერ­სებს სვე­ლი ხე­ლე­ბით/ და შე­ეც­დე­ბა ზეცა შენს დაბ­მას, ოც­ნე­ბის მსგავ­სი მარ­გა­ლი­ტე­ბით,/ მაგ­რამ უქ­მეა მათი ხარ­ჯე­ბი/ ვიცი, რომ მა­ინც ჩემ­თან დარ­ჩე­ბი". და­ა­სა­ხე­ლეთ ამ ლექ­სის ავ­ტო­რი.

- ნიკო გო­მე­ლა­უ­რი.

- "გან­გა­ში", ხე­ვის­ბე­რი გოჩა", "ნინო", "დათა თუ­თაშ­ხია" - ამ ფილ­მე­ბი­დან, რომ­ლის­თვის არ და­უ­წე­რია მუ­სი­კა რე­ვაზ ლა­ღი­ძეს?

- აბა, კი­დევ ერთხელ ჩა­მო­მით­ვა­ლე. (გა­მე­ო­რე­ბის შემ­დეგ) "დათა თუ­თაშ­ხია".

- ის პირ­ვე­ლად გვხვდე­ბა ძველ ეგ­ვიპ­ტე­ში, მისი ტა­რე­ბა ფა­რა­ონ­თა და მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის პრი­ვი­ლე­გია იყო. ძველ სა­ბერ­ძნეთ­ში კი მისი ტა­რე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი იყო ყო­ვე­ლი ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის, მო­ნე­ბის გარ­და. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- წვე­რის ტა­რე­ბა­ზე.

- ცდე­ბით, ამ რა­ღა­ცას ქა­ლე­ბიც ატა­რებ­დნენ და კა­ცე­ბიც. დღე­საც ასეა.

- მა­შინ ფეხ­საც­მე­ლი იქ­ნე­ბა.

- გა­მო­ი­ცა­ნით. და­ა­სა­ხე­ლეთ ცნო­ბი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც კი­ნო­ში იმე­და კა­ხი­ან­მა, ხოლო თე­ატ­რში გოგი გე­გეჭ­კორ­მა გა­ნა­სა­ხი­ე­რა.

- ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რის პერ­სო­ნა­ჟია?

- იმე­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟია.

- და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის პლა­ტონ სა­მა­ნიშ­ვი­ლი.

- აინშტა­ი­ნის აზ­რით, წარ­მა­ტე­ბა 3 ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა: პირ­ვე­ლი ეს არის იღ­ბა­ლი, მე­ო­რე - თა­მა­ში და მე­სა­მე?

- მისი ეს გა­მო­ნათ­ქვა­მი არ მახ­სენ­დე­ბა.

- ენა­ზე კბი­ლის და­ჭე­რის უნა­რი.

- ვე­თან­ხმე­ბი, სა­სურ­ვე­ლია, ეს უნა­რი ყვე­ლა ადა­მი­ანს ჰქონ­დეს.

- რო­მე­ლი ცხო­ვე­ლი ზრუ­ნავს თა­ვის ნა­ში­ერ­ზე ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს - დათ­ვი, კატა, ძაღ­ლი თუ სპი­ლო?

- სპი­ლო.

- რიგ­ში დგას 25 ბავ­შვი. მე­რამ­დე­ნე ბავ­შვი დგას შუ­ა­ში?

- რო­გორ თქვით? (კი­თხვის გა­მე­ო­რე­ბის შემ­დეგ) მე-13.

- ის 1899 წელს ნე­ა­პოლ­ში და­ი­ბა­და, წა­მო­ი­ზარ­და თუ არა, ბე­დის სა­ძი­ებ­ლად ნიუ-იორკში გა­ემ­გზავ­რა, მალე კრი­მი­ნა­ლურ­მა სამ­ყა­რომ ჩა­ით­რია. თა­ვი­დან ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რივ ბან­და­ში დამ­ხმა­რე ბი­ჭად იყო, მაგ­რამ მისი ნიჭი მალე შე­ამ­ჩნი­ეს და კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­უც­ვა­ლეს. 1929 წელს ის ია­რა­ღის ტა­რე­ბის­თვის და­ა­პა­ტიმ­რეს. ცი­ხე­ში შე­უ­ზღუ­და­ვი უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობ­და. მე­ო­რედ ბრა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­და­უხ­დე­ლო­ბი­სათ­ვის წა­უ­ყე­ნეს...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) ვიცი, ვის­ზეა ლა­პა­რა­კი. გი­პა­სუ­ხოთ?

- კი­თხვა არ და­მიმ­თავ­რე­ბია, მაგ­რამ ბრძა­ნეთ.

- ალ კა­პო­ნე.

- ამ მწე­რალ­მა პირ­ვე­ლი მო­თხრო­ბა - "ბავ­შვო­ბა" თბი­ლის­ში ყოფ­ნის დროს და­წე­რა, რომ­ლი­თაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ყრმო­ბა­სა" და "სი­ჭა­ბუ­კეს­თან" ერ­თად ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ტრი­ლო­გია შე­ად­გი­ნა. ის არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რია. მას­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­უხ­დე­ნია და­რი­ა­ლის ხე­ო­ბას და გერ­გე­ტის სა­მე­ბას...

- ლევ ტოლსტოი.

- და­ას­რუ­ლეთ კონ­ფუ­ცი­უ­სის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "ადა­მი­ა­ნე­ბი შეც­დო­მებს უშ­ვე­ბენ არა იმი­ტომ, რომ არ იცი­ან, არა­მედ იმი­ტომ, რომ..."

- ვერ და­ვას­რუ­ლებ.

- "...მათ ჰგო­ნი­ათ, იცი­ან". მო­რი­ე­ლი ვერ იტანს ალ­კოჰოლს, სულ პა­ტა­რა წვე­თის შე­ხე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი რას აკე­თებს იგი?

- თავს იკ­ლავს.

- "ბუ­ნე­ბის წე­სია ასე­თი, მა­ხინ­ჯი ლა­მაზ­თან ყოფ­ნას მი­ელტვის მუ­დამ, მან­კი­ე­რი - უმან­კოს­თან, რეგ­ვე­ნი ბრძენს აე­კი­დე­ბა, ყბე­დი - მდუ­მა­რეს, ხოლო ლა­ჩა­რი - გმირს". და­ა­სა­ხე­ლეთ ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი ქარ­თვე­ლი კლა­სი­კო­სი.

- კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია.

- ახლა კი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის "კა­ცია-ადა­მი­ა­ნი?!" გა­ვიხ­სე­ნოთ. რა ერ­ქვა ლუ­არ­სა­ბი­სა და და­რე­ჯა­ნის მა­ჭან­კალს, რო­მელ­საც მეტ­სა­ხე­ლად "სუტ კნე­ი­ნა­საც" ეძახ­დნენ?

- მად­რო­ვე, გა­ვიხ­სე­ნებ. (პა­უ­ზის შემ­დეგ) ხო­რე­შა­ნი, არა?

- დიახ. ცე­ცხლსას­როლ ია­რაღ­ში კარ­გად ერ­კვე­ვით?

- ნაკ­ლე­ბად. აბა, რა უნდა მკი­თხოთ?

- რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის ამ პის­ტო­ლე­ტე­ბი­დან, რო­მე­ლია ავ­ტო­მა­ტუ­რი: "მა­კა­რო­ვი", "სტე­ჩკი­ნი" თუ "ტეტე"?

- "სტე­ჩკი­ნი".

- რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე წყა­ლუხ­ვი მდი­ნა­რე?

- ამა­ზო­ნი.

- ბა­რო­ნი დე­ნო­ნი ფრან­გი გრა­ვი­ო­რი, მხატ­ვა­რი, მწე­რა­ლი და დიპ­ლო­მა­ტი იყო. ის და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი იყო ლუ­დო­ვი­კო XVI-ის და ნა­პო­ლე­ონ I-ის დროს. ალექ­სან­დრე I კი მის­გან სუ­რა­თებ­სა და სხვა­დას­ხვა ნივთს იძენ­და. სად ინა­ხავ­და ამ ნივ­თებს?

- ერ­მი­ტაჟ­ში.

- ამ ხელ­სა­წყოს, რო­მე­ლიც გა­მიზ­ნუ­ლია ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბის ფიქ­სი­რე­ბის­თვის, ოფი­ცი­ა­ლუ­რად პო­ლი­ფი­ზი­ოგ­რა­ფი ჰქვია. და­ა­სა­ხე­ლეთ მისი სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა.

- ვერ გა­ვი­გე, რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- სიც­რუ­ის...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) გა­მახ­სენ­და, სიც­რუ­ის დე­ტექ­ტო­რი.

- რა ჰქვია რი­ცხვი 13-ის შიშს?

- არ ვიცი.

- ტრის­კა­ი­დე­ფო­ბია. თა­ვად თუ გაქვთ რა­ი­მე ფო­ბია?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა­ნა­ი­რი ფო­ბია არ მჭირს.

- "...შემ­დეგ კი თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა, რომ მეც­ნი­ე­რე­ბა არ დარ­ჩეს მკვდარ სი­ტყვად და მო­დურ ფრა­ზად". - ამ სი­ტყვე­ბით ბო­ლოვ­დე­ბა ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი. რო­გორ იწყე­ბა იგი?

- არ ვიცი.

- მი­გა­ნიშ­ნებთ, ამ გა­მო­ნათ­ქვა­მის ავ­ტო­რი ლე­ნი­ნია.

- "სწავ­ლა, სწავ­ლა და სწავ­ლა"...

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

დავით ზურაბიშვილი: განათლების სამინისტროში ძირეული ცვლილებებია საჭირო

დავით ზურაბიშვილი: განათლების სამინისტროში ძირეული ცვლილებებია საჭირო

"რამდენიმე დღეა, განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობა დავიკავე და დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო, წიგნებს ცოტათი დავშორდი. საკუთარ თავთან მარტო დარჩენის დროც კი აღარ მაქვს. იმედია, ყველაფერი მალე დალაგდება და ლიტერატურის საკითხავი დროც მექნება", - ამბობს დავით ზურაბიშვილი. ინტელექტუალური თამაშები უყვარს. ინტერვიუს დასაწყისში გამაფრთხილა, ძალიან ცოტა დრო გვაქვსო, მაგრამ კითხვებმა ისე გაიტაცა, რომ "კუთვნილი" წუთების "გაორმაგება" არ გაუპროტესტებია.

პრეამბულის მაგიერ

- ბატონო დავით, წიგნი მოგიპარავთ?

- (იცინის) არაერთხელ მომიპარავს. წიგნი მაღაზიიდანაც წამომიღია და მეგობრისთვისაც მომიპარავს. ასე დიდი ხნის წინ ვიქცეოდი. ახლა მიმაჩნია, რომ ქურდობა ცუდია. არც წიგნი და არც სხვა ნივთი არ უნდა მოიპარო.

- თქვენთვის მოუპარავთ?

- შეიძლება ჩემთვისაც მოუპარავთ და ვერ გამიგია.

- რომ გაიგოთ, გაბრაზდებით?

- არა.

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდით?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იოლი არ არის.

- ბევრს უარყოფითი პერსონაჟებიც მოსწონს. ამბობენ, რომ მათთან მეგობრობა საინტერესო იქნება.

- არა, უარყოფითი არც პერსონაჟი მომწონს და არც - ადამიანი. თუ არჩევაზეა საქმე, კარგი პერსონაჟი აირჩიე, არ ჯობია?

- მაგალითად?

- დ"არტანიანი, მაინც მათქმევინე (იცინის), დათა თუთაშხია და არა - მუშნი ზარანდია.

- განათლების სამინისტროში რა მიმართულებით მუშაობთ?

- უმაღლესი სასწავლებლები მაბარია. განათლების სამინისტროში ბევრი პრობლემაა დაგროვილი. მთავარი პრობლემა კი უსისტემობაა. ძირეული ცვლილებებია საჭირო.

- ქართული განათლების სისტემა რომელიმე ქვეყნის მოდელის მიხედვით განვითარდება?

- ჯერ ვერ გეტყვით, ეს საკითხი კარგად შესასწავლია. არ შეიძლება ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება.

- ძველ რომში რომაელი ბატონები თავიანთი სამფლობელოების დასაცავად შავ დოგებს იყენებდნენ. სიბნელეში მათი შემჩნევა რთული იყო. ამის გამო გაჩნდა გამოთქმა, რომელმაც ჩვენს დრომდეც მოაღწია.

- შავ დოგებზე?

- ავ ძაღლებზე.

- (ფიქრობს) ეზოში ავი ძაღლია. არა?

- გამოიცანით. "შენ ერთადერთი ხარ, ვის წინაშეც მუხლს ვიხრი და თავდახრილი შევდივარ შენს აკლდამაში". - ეს სიტყვები ალექსანდრე მაკედონელს ეკუთვნის. ვის მიმართავდა ასე მხედართმთავარი?

- ვერ გიპასუხებთ, ეს საიდან უნდა ვიცოდე?

- ასე საკუთარ ცხენს მიმართავდა. არაბეთის ქვეყნებში მამაკაცები გრძელ, თავისუფალ, თეთრ ტანსაცმელს ატარებენ. ქალები კი - შავ სამოსს. არაბების თვალთახედვით, რატომ უნდა ატარებდეს ქალი მხოლოდ შავ სამოსს?

- არ ვიცი, რაიმე წესი აქვთ?

- მათ მიაჩნიათ, რომ ქალი მამაკაცის აჩრდილია. X საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა დახმარებისთვის დავით კურაპალატს მიმართა. ვინ მეთაურობდა ბიზანტიაში გაგზავნილ ჯარს?

- თორნიკე ერისთავი.

- რა ერქვა მარტვილს საბჭოთა საქართველოს დროს?

- გეგეჭკორის რაიონი.

- რომელ ქვეყანაში მოღვაწეობდა ანთიმოზ ივერიელი?

- რუმინეთში.

- რიქშა არის ორბორბლიანი ეტლი, რომლის ხელნებში შებმულია...

- ადამიანი.

- "შეშლილი ქარი კვლავ მედავება აფრიალებას შენი კაბისას.../ ნუთუ არსებობს, რომ მედავება,/ ნუთუ გაიტანს ქარი თავისას?/ სულელი სეტყვა ჰყრის მარგალიტებს,/ რომ დაგამშვენოს ცივი მძივებით,/ შემთვრალი მთვარე თვალს არ გარიდებს/ გადარეულა შენი წვივებით./ წვიმა თავნება პირსახეს დაგბანს,/ მოგიალერსებს სველი ხელებით/ და შეეცდება ზეცა შენს დაბმას, ოცნების მსგავსი მარგალიტებით,/ მაგრამ უქმეა მათი ხარჯები/ ვიცი, რომ მაინც ჩემთან დარჩები". დაასახელეთ ამ ლექსის ავტორი.

- ნიკო გომელაური.

- "განგაში", ხევისბერი გოჩა", "ნინო", "დათა თუთაშხია" - ამ ფილმებიდან, რომლისთვის არ დაუწერია მუსიკა რევაზ ლაღიძეს?

- აბა, კიდევ ერთხელ ჩამომითვალე. (გამეორების შემდეგ) "დათა თუთაშხია".

- ის პირველად გვხვდება ძველ ეგვიპტეში, მისი ტარება ფარაონთა და მათთან დაახლოებული პირების პრივილეგია იყო. ძველ საბერძნეთში კი მისი ტარება ნებადართული იყო ყოველი ზრდასრული ადამიანისთვის, მონების გარდა. რაზეა ლაპარაკი?

- წვერის ტარებაზე.

- ცდებით, ამ რაღაცას ქალებიც ატარებდნენ და კაცებიც. დღესაც ასეა.

- მაშინ ფეხსაცმელი იქნება.

- გამოიცანით. დაასახელეთ ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟი, რომელიც კინოში იმედა კახიანმა, ხოლო თეატრში გოგი გეგეჭკორმა განასახიერა.

- ქართველი ავტორის პერსონაჟია?

- იმერელი პერსონაჟია.

- დავით კლდიაშვილის პლატონ სამანიშვილი.

- აინშტაინის აზრით, წარმატება 3 ნაწილისგან შედგება: პირველი ეს არის იღბალი, მეორე - თამაში და მესამე?

- მისი ეს გამონათქვამი არ მახსენდება.

- ენაზე კბილის დაჭერის უნარი.

- ვეთანხმები, სასურველია, ეს უნარი ყველა ადამიანს ჰქონდეს.

- რომელი ცხოველი ზრუნავს თავის ნაშიერზე ყველაზე დიდხანს - დათვი, კატა, ძაღლი თუ სპილო?

- სპილო.

- რიგში დგას 25 ბავშვი. მერამდენე ბავშვი დგას შუაში?

- როგორ თქვით? (კითხვის გამეორების შემდეგ) მე-13.

- ის 1899 წელს ნეაპოლში დაიბადა, წამოიზარდა თუ არა, ბედის საძიებლად ნიუ-იორკში გაემგზავრა, მალე კრიმინალურმა სამყარომ ჩაითრია. თავიდან ერთ-ერთ ადგილობრივ ბანდაში დამხმარე ბიჭად იყო, მაგრამ მისი ნიჭი მალე შეამჩნიეს და კვალიფიკაცია შეუცვალეს. 1929 წელს ის იარაღის ტარებისთვის დააპატიმრეს. ციხეში შეუზღუდავი უფლებით სარგებლობდა. მეორედ ბრალი გადასახადების გადაუხდელობისათვის წაუყენეს...

- (მაწყვეტინებს) ვიცი, ვისზეა ლაპარაკი. გიპასუხოთ?

- კითხვა არ დამიმთავრებია, მაგრამ ბრძანეთ.

- ალ კაპონე.

- ამ მწერალმა პირველი მოთხრობა - "ბავშვობა" თბილისში ყოფნის დროს დაწერა, რომლითაც მოგვიანებით "ყრმობასა" და "სიჭაბუკესთან" ერთად ავტობიოგრაფიული ტრილოგია შეადგინა. ის არაერთი ცნობილი ნაწარმოების ავტორია. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია დარიალის ხეობას და გერგეტის სამებას...

- ლევ ტოლსტოი.

- დაასრულეთ კონფუციუსის ცნობილი გამონათქვამი: "ადამიანები შეცდომებს უშვებენ არა იმიტომ, რომ არ იციან, არამედ იმიტომ, რომ..."

- ვერ დავასრულებ.

- "...მათ ჰგონიათ, იციან". მორიელი ვერ იტანს ალკოჰოლს, სულ პატარა წვეთის შეხების შემთხვევაშიც კი რას აკეთებს იგი?

- თავს იკლავს.

- "ბუნების წესია ასეთი, მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი - უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება, ყბედი - მდუმარეს, ხოლო ლაჩარი - გმირს". დაასახელეთ ამ სიტყვების ავტორი ქართველი კლასიკოსი.

- კონსტანტინე გამსახურდია.

- ახლა კი ილია ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანი?!" გავიხსენოთ. რა ერქვა ლუარსაბისა და დარეჯანის მაჭანკალს, რომელსაც მეტსახელად "სუტ კნეინასაც" ეძახდნენ?

- მადროვე, გავიხსენებ. (პაუზის შემდეგ) ხორეშანი, არა?

- დიახ. ცეცხლსასროლ იარაღში კარგად ერკვევით?

- ნაკლებად. აბა, რა უნდა მკითხოთ?

- რუსული წარმოების ამ პისტოლეტებიდან, რომელია ავტომატური: "მაკაროვი", "სტეჩკინი" თუ "ტეტე"?

- "სტეჩკინი".

- რომელია ყველაზე წყალუხვი მდინარე?

- ამაზონი.

- ბარონი დენონი ფრანგი გრავიორი, მხატვარი, მწერალი და დიპლომატი იყო. ის დაწინაურებული იყო ლუდოვიკო XVI-ის და ნაპოლეონ I-ის დროს. ალექსანდრე I კი მისგან სურათებსა და სხვადასხვა ნივთს იძენდა. სად ინახავდა ამ ნივთებს?

- ერმიტაჟში.

- ამ ხელსაწყოს, რომელიც გამიზნულია ადამიანის მდგომარეობის ფიქსირებისთვის, ოფიციალურად პოლიფიზიოგრაფი ჰქვია. დაასახელეთ მისი საყოველთაოდ ცნობილი სახელწოდება.

- ვერ გავიგე, რაზეა ლაპარაკი?

- სიცრუის...

- (მაწყვეტინებს) გამახსენდა, სიცრუის დეტექტორი.

- რა ჰქვია რიცხვი 13-ის შიშს?

- არ ვიცი.

- ტრისკაიდეფობია. თავად თუ გაქვთ რაიმე ფობია?

- საბედნიეროდ, არანაირი ფობია არ მჭირს.

- "...შემდეგ კი თვალყურის დევნება, რომ მეცნიერება არ დარჩეს მკვდარ სიტყვად და მოდურ ფრაზად". - ამ სიტყვებით ბოლოვდება ერთ-ერთი ცნობილი გამონათქვამი. როგორ იწყება იგი?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებთ, ამ გამონათქვამის ავტორი ლენინია.

- "სწავლა, სწავლა და სწავლა"...

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"