საპარლამენტო კონტროლი განხორციელდება, რათა არც ერთი დაკავება არ იყოს უკანონო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა.
ბესელიამ კომენტარი გააკეთა შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავას ადვოკატების მოთხოვნაზე, რომლებიც დაკავებულის საქმის გადახედვას ითხოვენ. ბესელიამ აღნიშნა, რომ თუ თენგიზ გუნავასთან დაკავშირებით საქმე მის კომიტეტში შევა, მზად არის განიხილოს და გამოიკვლიოს ყველა ის გარემოება, რასაც ადვოკატები საქმესთან დაკავშირებით წარადგენენ.