მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდა ნანუკა ჟორჟოლიანსა და დათო გოგიჩაიშვილს შორის
რა მოხდა ნანუკა ჟორჟოლიანსა და დათო გოგიჩაიშვილს შორის

მის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი ხში­რად ვრცელ­დე­ბა, მათი უმე­ტე­სო­ბა კი პი­რად ცხოვ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­ვა­დაც თქვა: როცა ჩემ­ზე არ ჭო­რა­ო­ბენ, სა­კუ­თარ თავს ვე­კი­თხე­ბი, - აქ­ტუ­ა­ლუ­რი აღარ ვარო? აქ­ტუ­ა­ლუ­რი ნამ­დვი­ლად არის. მარ­თა­ლია, მისი შოუ ეთერ­ში აღარ გა­დის, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბას ელო­დე­ბა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჟურ­ნა­ლის­ტმა "ფე­ის­ბუ­კის" სა­კუ­თარ გვერ­დზე და­წე­რა: "იან­ვარ­ში ბრუნ­დე­ბა ნა­ნუ­კას შოუ! ცოტა შეც­ვლი­ლი ფორ­მა­ტით, მაგ­რამ და­მი­ჯე­რეთ, სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბით! დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც გვგულ­შე­მატ­კივ­რობ­და ამ­დე­ნი ხანი. ყვე­ლას გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბა! საკ­მა­ოდ მძი­მე დღე­ე­ბის გა­და­ტა­ნა­ში ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა თქვე­ნი თა­ნად­გო­მა". ამ დღე­ებ­ში ნა­ნუ­კა­ზე მო­რი­გი ჭორი გა­ვი­გე.

ამ­ბობ­დნენ: ირაკ­ლი კო­დუა მე­უღ­ლეს და­შორ­და და 22 წლის გო­გო­ნა­ზე იქორ­წი­ნა. ეს ამ­ბა­ვი კო­დუ­ამ ერეკ­ლეს მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე ბარ­ში, ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნაო...

ირაკ­ლი და ნა­ნუ­კა 5 წე­ლია, ერ­თად ცხოვ­რო­ბენ. მათ სა­ერ­თო შვი­ლი, საბა ჰყავთ. ამ ზა­ფხულს ნა­ნუ­კამ მე­უღ­ლის გა­რე­შე, შვი­ლებ­თან ერ­თად და­ის­ვე­ნა. ცოლ-ქმრის შე­საძ­ლო და­შო­რე­ბა­ზე მა­ში­ნაც აქ­ტი­უ­რად ლა­პა­რა­კობ­დნენ.

- ნა­ნუ­კა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ აკონ­კრე­ტებ, რო­მელ არხზე გავა "ნა­ნუ­კას შოუ". ეს ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის?

- ძა­ლი­ან მინ­და გი­თხრა, რო­მელ არხზეც გავა, მაგ­რამ ამ­ჯე­რად და­კონ­კრე­ტე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. არა­ერთ არხთან მქონ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მი­ვი­ღე და ბო­ლოს, არ­ჩე­ვა­ნი ერთ-ერ­თზე შე­ვა­ჩე­რე. გა­და­ცე­მა­ში იქ­ნე­ბა მცი­რე ცვლი­ლე­ბა.

- რუბ­რი­კებს გუ­ლის­ხმობ?

- რა თქმა უნდა! ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, გა­და­ცე­მა მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა თე­მა­ზე, რო­მე­ლიც იმ კვი­რა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად იყო აქ­ტუ­ა­ლუ­რი და მუ­შა­ო­ბას მო­მა­ვალ­შიც ასე გა­ვაგ­რძე­ლებ.

- შე­იძ­ლე­ბა, შენი გა­და­ცე­მა "ჯი-დი-ესზე" ვი­ხი­ლოთ?

- მხო­ლოდ იმას გე­ტყვი, რომ ეთერ­ში იან­ვარ­ში დავ­ბრუნ­დე­ბი!

- ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "რუს­თა­ვი 2"-ზე გინ­დო­და გა­დას­ვლა, მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან უარი მი­ი­ღე.

- ეს ინ­ფორ­მა­ცია არას­წო­რია. პი­რი­ქით - ინი­ცი­ა­ტი­ვა თა­ვად გა­მო­ი­ჩი­ნეს და "რუს­თა­ვი 2"-ის წარ­მო­მად­გე­ნელს შევ­ხვდი; ამას არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაც და­მი­დას­ტუ­რებს. ვი­ღა­ცას მოს­წონს თუ არა "ნა­ნუ­კას შოუ" - ეს სხვა სა­კი­თხია, მაგ­რამ მთა­ვა­რია ის ციფ­რი, რო­მელ­საც რე­ი­ტინ­გებ­ში ეს გა­და­ცე­მა "წერ­და". "ნა­ნუ­კას შოუს" "იმე­დი­დან" ფული კი არ მიჰ­ქონ­და, არა­მედ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას მო­გე­ბას უტო­ვებ­და. ვა­დას­ტუ­რებ, "რუს­თა­ვი 2" ჩემი გა­და­ცე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია. სხვა სა­კი­თხია, რო­გორ მი­ი­ღებს ამას მაია ასა­თი­ა­ნი. თუმ­ცა, მან კო­ლე­გი­ა­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა...

- "ჯი-დი-ესის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­საც და­ე­ლა­პა­რა­კე?

- ამ ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან და მათ არც ერთ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან შეხ­ვედ­რა არ მქო­ნია.

- შე­მო­თა­ვა­ზე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! შემ­თხვე­ვა­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე და­თან­ხმდე­ბო­დი?

- გა­აჩ­ნია, რა ტი­პის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას მი­ვი­ღებ­დი. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი "ნა­ნუ­კას შოუს" პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­ნი­ხი­ლავს; გა­უ­თა­ვებ­ლად ლა­პა­რა­კო­ბენ, ვინ ვისი ცოლი, ბი­ძაშ­ვი­ლი და შვი­ლის ნათ­ლი­აა... უკაც­რა­ვად, მაგ­რამ როცა შოუ მიმ­ყავ­და და სტუ­დი­ა­ში მა­შინ­დე­ლი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი, მათი ცო­ლე­ბი, შვი­ლე­ბი მიმ­ყავ­და და პო­ზი­ტი­ურ რეკ­ლა­მას ვუ­კე­თებ­დი, მა­შინ იგი­ვე ნა­ნუ­კა არ ვი­ყა­ვი?..

- "იმე­დი" რეს­პონ­დენ­ტებს "გიბ­ლო­კავ­და"?

- ჩემს არ­ქივს რომ გა­და­ხე­დო, ამას ვერ იტყვი. ქეთი დო­ლი­ძე არ მყო­ლია გა­და­ცე­მა­ში, მაგ­რამ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი - ნიკა რუ­რუა ჩემ­თან ვინ­მეს უნა­ხავს? ნიკა რუ­რუ­ას ვინ­მე "და­მიბ­ლო­კავ­და"? უბ­რა­ლოდ, ბევ­რი რეს­პონ­დენ­ტის მოწ­ვე­ვა ფი­ზი­კუ­რად ვერ მო­ვას­წა­რი.

- "ღა­მის შოუს სტუ­დია" რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მით "იმედ­ზე" რჩე­ბა. თქვენ ერ­თმა­ნეთს რა­ტომ და­შორ­დით?

- უკვე 2 წე­ლია, ამ სტუ­დი­ას­თან აღარ ვთა­ნამ­შრომ­ლობ.

- შე­გიძ­ლია ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბის მი­ზეზ­ზე ილა­პა­რა­კო?

- ეს არას­დროს მით­ქვამს და ალ­ბათ, არც ვი­ტყო­დი, ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში თა­ვად დათო გო­გი­ჩა­იშ­ვილს რომ არ ელა­პა­რა­კა. ჩვენ მას შემ­დეგ და­ვი­შა­ლეთ, რაც ანაკ­ლი­ის გა­და­ცე­მა ჩავ­წე­რე. ეს ჩემი სა­ა­მა­ყო გა­და­ცე­მა იყო, რად­გან სტუმ­რად ვი­ყა­ვი პატ­რი­არ­ქთან. გა­და­ცე­მის სტუმ­რე­ბი იყ­ვნენ ბერა და ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლიც. როცა ამ გა­და­ცე­მა­ზე ვმუ­შა­ობ­დი, გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა მი­თხრა, რომ ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სტუმ­რო­ბა მას პრობ­ლე­მას შე­უქ­მნი­და.

- ვის­თან შე­უქ­მნი­და პრობ­ლე­მას?

- ეს თა­ვად მის­თვის იყო პრობ­ლე­მა. მა­შინ ვუ­თხა­რი, - შენი პო­ზი­ცია ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია-მეთ­ქი! შე­იძ­ლე­ბა პი­რა­დი წყე­ნა მეც ბევ­რი ადა­მი­ა­ნის მი­მართ მქონ­დეს, მაგ­რამ ისი­ნი ჩემი სტუ­დი­ის სტუმ­რე­ბი იყ­ვნენ. მოკ­ლედ, იმ გა­და­ცე­მა­ში ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი მა­ინც დავ­პა­ტი­ჟე, რის შემ­დე­გაც გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა მი­თხრა: აწი შენს გა­და­ცე­მა­ზე "ვა­ნოს შოუს" სტუ­დი­ამ იზ­რუ­ნო­სო.

- მა­შინ ეს რა­ტომ არ გა­ახ­მა­უ­რე?

- ამას არც ახლა ვი­ტყო­დი, თა­ვად გო­გი­ჩა­იშ­ვილს რომ არ ელა­პა­რა­კა. მას შემ­დეგ "ნა­ნუ­კას შოუ" "ღა­მის შოუს სტუ­დი­ის" ლო­გო­თი აღარ გა­დი­ო­და, მათი "ქუ­დი­დან" გა­მო­ვე­დი. დათო გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა ბევ­რი სი­კე­თე გა­მი­კე­თა. მან რელსზე "შემსვა", ბევრ რა­მე­ში და­მეხ­მა­რა, ამე­რი­კე­ლი კონ­სულ­ტან­ტე­ბის­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე, ოპრა უინფრის პრო­დი­უ­სე­რებს და­მა­კავ­ში­რა, რათა მათ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მე­წარ­მო­ე­ბი­ნა... ამ სი­კე­თეს არას­დროს და­ვუ­ვი­წყებ. ყო­ველ­თვის ვი­ტყვი, "ღა­მის შოუს" სტუ­დი­ა­ში უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

- და­ბო­ლოს, ერთი ჭო­რის შე­სა­ხე­ბაც გკი­თხავ, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ვი­გე...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რი ვყო­ფილ­ვარ, მი­ხა­რია.

- ამ­ბო­ბენ, რომ მე­უღ­ლეს და­შორ­დი. ირაკ­ლიმ 22 წლის გო­გო­ნა­ზე იქორ­წი­ნა და ეს ამ­ბა­ვი ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, ერეკ­ლეს მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე ბარ­ში აღ­ნიშ­ნა...

- თან უკვე იქორ­წი­ნა?! ჩვენ­ზე ასე­თი ჭორი ბევ­რჯერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. თავს არა­ფერ­ზე დავ­დებ და ვერ ვი­ტყვი, - ერ­თმა­ნეთს არას­დროს დავ­შორ­დე­ბით-მეთ­ქი, მაგ­რამ ჩემს ორ შვილს გე­ფი­ცე­ბი, გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბი, მე და ირაკ­ლი დღეს ისევ ისე ვართ, რო­გორც 5 წლის წინ, ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყის­ში ვი­ყა­ვით; თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ირაკ­ლის უფრო მე­ტად ვუყ­ვარ­ვარ, ვიდ­რე მე მიყ­ვარს (აქვე დავ­ძენ, რომ მე­უღ­ლე მეც სი­გი­ჟემ­დე მიყ­ვარს). რო­გორ ფიქ­რობ, ეს ამ­ბა­ვი სი­მარ­თლეს რომ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს, რა მო­მათ­მე­ნი­ნებ­და, ამას დავ­მა­ლავ­დი?

- თქვენს და­შო­რე­ბა­ზე ზა­ფხულ­შიც აქ­ტი­უ­რად ლა­პა­რა­კობ­დნენ, როცა და­სას­ვე­ნებ­ლად ირაკ­ლის გა­რე­შე წახ­ვე­დი.

- მე მყავს შვი­ლი, რო­მე­ლიც გარ­და­ტე­ხის ასაკ­შია და მას უფრო მე­ტად ვჭირ­დე­ბო­დი. სი­ტყვას გაძ­ლევ, მე და ირაკ­ლი კო­დუა ერ­თმა­ნეთს თუ დავ­შორ­დე­ბით ან სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ფლიქ­ტი მოგ­ვი­ვა, ამას "ფე­ის­ბუ­კის" სა­კუ­თარ გვერ­დზე დავ­დებ და იმა­საც მოვ­ყვე­ბი, რა იყო ჩვე­ნი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა მოხდა ნანუკა ჟორჟოლიანსა და დათო გოგიჩაიშვილს შორის

რა მოხდა ნანუკა ჟორჟოლიანსა და დათო გოგიჩაიშვილს შორის

მის შესახებ ჭორები ხშირად ვრცელდება, მათი უმეტესობა კი პირად ცხოვრებას უკავშირდება. ერთ-ერთ ინტერვიუში თავადაც თქვა: როცა ჩემზე არ ჭორაობენ, საკუთარ თავს ვეკითხები, - აქტუალური აღარ ვარო? აქტუალური ნამდვილად არის. მართალია, მისი შოუ ეთერში აღარ გადის, მაგრამ საზოგადოების ნაწილი ნანუკა ჟორჟოლიანის ტელევიზიაში დაბრუნებას ელოდება.

რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტმა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა: "იანვარში ბრუნდება ნანუკას შოუ! ცოტა შეცვლილი ფორმატით, მაგრამ დამიჯერეთ, საინტერესო დეტალებით! დიდი მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდა ამდენი ხანი. ყველას გულწრფელი მადლობა! საკმაოდ მძიმე დღეების გადატანაში ძალიან დამეხმარა თქვენი თანადგომა". ამ დღეებში ნანუკაზე მორიგი ჭორი გავიგე.

ამბობდნენ: ირაკლი კოდუა მეუღლეს დაშორდა და 22 წლის გოგონაზე იქორწინა. ეს ამბავი კოდუამ ერეკლეს მოედანზე მდებარე ბარში, ახლობელ ადამიანებთან ერთად აღნიშნაო...

ირაკლი და ნანუკა 5 წელია, ერთად ცხოვრობენ. მათ საერთო შვილი, საბა ჰყავთ. ამ ზაფხულს ნანუკამ მეუღლის გარეშე, შვილებთან ერთად დაისვენა. ცოლ-ქმრის შესაძლო დაშორებაზე მაშინაც აქტიურად ლაპარაკობდნენ.

- ნანუკა, სოციალურ ქსელში არ აკონკრეტებ, რომელ არხზე გავა "ნანუკას შოუ". ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის?

- ძალიან მინდა გითხრა, რომელ არხზეც გავა, მაგრამ ამჯერად დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. არაერთ არხთან მქონდა მოლაპარაკება. საინტერესო შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე და ბოლოს, არჩევანი ერთ-ერთზე შევაჩერე. გადაცემაში იქნება მცირე ცვლილება.

- რუბრიკებს გულისხმობ?

- რა თქმა უნდა! ყოველთვის ვცდილობდი, გადაცემა მომემზადებინა თემაზე, რომელიც იმ კვირაში ყველაზე მეტად იყო აქტუალური და მუშაობას მომავალშიც ასე გავაგრძელებ.

- შეიძლება, შენი გადაცემა "ჯი-დი-ესზე" ვიხილოთ?

- მხოლოდ იმას გეტყვი, რომ ეთერში იანვარში დავბრუნდები!

- ჩემი ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ზე გინდოდა გადასვლა, მაგრამ ტელევიზიის ხელმძღვანელობისგან უარი მიიღე.

- ეს ინფორმაცია არასწორია. პირიქით - ინიციატივა თავად გამოიჩინეს და "რუსთავი 2"-ის წარმომადგენელს შევხვდი; ამას არხის ხელმძღვანელობაც დამიდასტურებს. ვიღაცას მოსწონს თუ არა "ნანუკას შოუ" - ეს სხვა საკითხია, მაგრამ მთავარია ის ციფრი, რომელსაც რეიტინგებში ეს გადაცემა "წერდა". "ნანუკას შოუს" "იმედიდან" ფული კი არ მიჰქონდა, არამედ ტელეკომპანიას მოგებას უტოვებდა. ვადასტურებ, "რუსთავი 2" ჩემი გადაცემით დაინტერესებულია. სხვა საკითხია, როგორ მიიღებს ამას მაია ასათიანი. თუმცა, მან კოლეგიალობა გამოიჩინა...

- "ჯი-დი-ესის" ხელმძღვანელობასაც დაელაპარაკე?

- ამ ტელევიზიასთან და მათ არც ერთ წარმომადგენელთან შეხვედრა არ მქონია.

- შემოთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! შემთხვევაში თანამშრომლობაზე დათანხმდებოდი?

- გააჩნია, რა ტიპის შემოთავაზებას მივიღებდი. ძალიან ბევრი ადამიანი "ნანუკას შოუს" პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს; გაუთავებლად ლაპარაკობენ, ვინ ვისი ცოლი, ბიძაშვილი და შვილის ნათლიაა... უკაცრავად, მაგრამ როცა შოუ მიმყავდა და სტუდიაში მაშინდელი ოპოზიციის ლიდერები, მათი ცოლები, შვილები მიმყავდა და პოზიტიურ რეკლამას ვუკეთებდი, მაშინ იგივე ნანუკა არ ვიყავი?..

- "იმედი" რესპონდენტებს "გიბლოკავდა"?

- ჩემს არქივს რომ გადახედო, ამას ვერ იტყვი. ქეთი დოლიძე არ მყოლია გადაცემაში, მაგრამ კულტურის მინისტრი - ნიკა რურუა ჩემთან ვინმეს უნახავს? ნიკა რურუას ვინმე "დამიბლოკავდა"? უბრალოდ, ბევრი რესპონდენტის მოწვევა ფიზიკურად ვერ მოვასწარი.

- "ღამის შოუს სტუდია" რამდენიმე გადაცემით "იმედზე" რჩება. თქვენ ერთმანეთს რატომ დაშორდით?

- უკვე 2 წელია, ამ სტუდიასთან აღარ ვთანამშრომლობ.

- შეგიძლია ურთიერთობის გაფუჭების მიზეზზე ილაპარაკო?

- ეს არასდროს მითქვამს და ალბათ, არც ვიტყოდი, ერთ-ერთ გადაცემაში თავად დათო გოგიჩაიშვილს რომ არ ელაპარაკა. ჩვენ მას შემდეგ დავიშალეთ, რაც ანაკლიის გადაცემა ჩავწერე. ეს ჩემი საამაყო გადაცემა იყო, რადგან სტუმრად ვიყავი პატრიარქთან. გადაცემის სტუმრები იყვნენ ბერა და ვანო ჯავახიშვილიც. როცა ამ გადაცემაზე ვმუშაობდი, გოგიჩაიშვილმა მითხრა, რომ ვანო ჯავახიშვილის სტუმრობა მას პრობლემას შეუქმნიდა.

- ვისთან შეუქმნიდა პრობლემას?

- ეს თავად მისთვის იყო პრობლემა. მაშინ ვუთხარი, - შენი პოზიცია ჩემთვის გაუგებარია-მეთქი! შეიძლება პირადი წყენა მეც ბევრი ადამიანის მიმართ მქონდეს, მაგრამ ისინი ჩემი სტუდიის სტუმრები იყვნენ. მოკლედ, იმ გადაცემაში ვანო ჯავახიშვილი მაინც დავპატიჟე, რის შემდეგაც გოგიჩაიშვილმა მითხრა: აწი შენს გადაცემაზე "ვანოს შოუს" სტუდიამ იზრუნოსო.

- მაშინ ეს რატომ არ გაახმაურე?

- ამას არც ახლა ვიტყოდი, თავად გოგიჩაიშვილს რომ არ ელაპარაკა. მას შემდეგ "ნანუკას შოუ" "ღამის შოუს სტუდიის" ლოგოთი აღარ გადიოდა, მათი "ქუდიდან" გამოვედი. დათო გოგიჩაიშვილმა ბევრი სიკეთე გამიკეთა. მან რელსზე "შემსვა", ბევრ რამეში დამეხმარა, ამერიკელი კონსულტანტებისგან ბევრი რამ ვისწავლე, ოპრა უინფრის პროდიუსერებს დამაკავშირა, რათა მათთან მოლაპარაკებები მეწარმოებინა... ამ სიკეთეს არასდროს დავუვიწყებ. ყოველთვის ვიტყვი, "ღამის შოუს" სტუდიაში უნიჭიერესი ადამიანები მუშაობენ.

- დაბოლოს, ერთი ჭორის შესახებაც გკითხავ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავიგე...

- (მაწყვეტინებს) ისევ აქტუალური ვყოფილვარ, მიხარია.

- ამბობენ, რომ მეუღლეს დაშორდი. ირაკლიმ 22 წლის გოგონაზე იქორწინა და ეს ამბავი ახლობელ ადამიანებთან ერთად, ერეკლეს მოედანზე მდებარე ბარში აღნიშნა...

- თან უკვე იქორწინა?! ჩვენზე ასეთი ჭორი ბევრჯერ გავრცელებულა. თავს არაფერზე დავდებ და ვერ ვიტყვი, - ერთმანეთს არასდროს დავშორდებით-მეთქი, მაგრამ ჩემს ორ შვილს გეფიცები, გულწრფელად გეუბნები, მე და ირაკლი დღეს ისევ ისე ვართ, როგორც 5 წლის წინ, ურთიერთობის დასაწყისში ვიყავით; თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლის უფრო მეტად ვუყვარვარ, ვიდრე მე მიყვარს (აქვე დავძენ, რომ მეუღლე მეც სიგიჟემდე მიყვარს). როგორ ფიქრობ, ეს ამბავი სიმართლეს რომ შეესაბამებოდეს, რა მომათმენინებდა, ამას დავმალავდი?

- თქვენს დაშორებაზე ზაფხულშიც აქტიურად ლაპარაკობდნენ, როცა დასასვენებლად ირაკლის გარეშე წახვედი.

- მე მყავს შვილი, რომელიც გარდატეხის ასაკშია და მას უფრო მეტად ვჭირდებოდი. სიტყვას გაძლევ, მე და ირაკლი კოდუა ერთმანეთს თუ დავშორდებით ან სერიოზული კონფლიქტი მოგვივა, ამას "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დავდებ და იმასაც მოვყვები, რა იყო ჩვენი დაშორების მიზეზი.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"