პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფილიპ გორდონი - კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ პოზიტიურად ითანამშრომლოს
ფილიპ გორდონი - კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ პოზიტიურად ითანამშრომლოს

კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ორი­ვე მხა­რემ პო­ზი­ტი­უ­რად ითა­ნამ­შრომ­ლოს, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლემ ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კი­თხებ­ში ფი­ლიპ გორ­დონ­მა უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვან­თან გიგა ბო­კე­რი­ას­თან გუ­შინ­დე­ლი შეხ­ვედ­რის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

გორ­დონ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავი შე­ი­კა­ვა, თუმ­ცა უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და უმ­ცი­რე­სო­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა.

"ბა­ტონ ბო­კე­რი­ას­თან შეხ­ვედ­რის დროს ხაზი გა­ვუს­ვით, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის" კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად ითა­ნამ­შრომ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ორი­ვე მხა­რემ ითა­ნამ­შრომ­ლოს პო­ზი­ტი­უ­რად. ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მშვი­დო­ბი­ან ცვლი­ლე­ბას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში დად­გა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად და რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს მო­დე­ლად მთე­ლი რე­გი­ო­ნის­თვის", - აღ­ნიშ­ნა გორ­დონ­მა.

მი­სი­ვე თქმით, აშშ და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა დიდი ინ­ტე­რე­სით აკ­ვირ­დე­ბა იმას, თუ "რო­გორ გან­ხორ­ცი­ელ­და და ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის პრინ­ცი­პე­ბი".

"ეს პრო­ცე­სი უნდა იყოს აუ­ცი­ლებ­ლად გამჭვირ­ვა­ლე და არ უნდა ატა­რებ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის რა­ი­მე ნი­შანს", - გან­მარ­ტა გორ­დონ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ფილიპ გორდონი - კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ პოზიტიურად ითანამშრომლოს

ფილიპ გორდონი - კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ პოზიტიურად ითანამშრომლოს

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ პოზიტიურად ითანამშრომლოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა უშიშროების საბჭოს მდივანთან გიგა ბოკერიასთან გუშინდელი შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

გორდონმა საქართველოში გამართული შეხვედრების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა უმრავლესობისა და უმცირესობის თანამშრომლობის აუცილებლობაზე ყურადღება გაამახვილა.

"ბატონ ბოკერიასთან შეხვედრის დროს ხაზი გავუსვით, რამდენად მნიშვნელოვანია "ნაციონალური მოძრაობისთვის" კონსტრუქციულად ითანამშრომლოს უმრავლესობასთან საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ ითანამშრომლოს პოზიტიურად. ჩვენ მივესალმებით განხორციელებულ მშვიდობიან ცვლილებას, რომელიც საქართველოში დადგა არჩევნების შედეგად და რომელიც შეიძლება ჩაითვალოს მოდელად მთელი რეგიონისთვის", - აღნიშნა გორდონმა.

მისივე თქმით, აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა დიდი ინტერესით აკვირდება იმას, თუ "როგორ განხორციელდა და ხორციელდება საქართველოში კანონის უზენაესობის პრინციპები".

"ეს პროცესი უნდა იყოს აუცილებლად გამჭვირვალე და არ უნდა ატარებდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების რაიმე ნიშანს", - განმარტა გორდონმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა