პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი
მსოფლიოს ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ღა­რი­ბი მმარ­თვე­ლი ურუგ­ვა­ის პრე­ზი­დენ­ტი ხოსე მუ­ხი­კოა. ის სა­კუ­თა­რი ხელ­ფა­სის 90%-ს ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე ხარ­ჯავს და მდიდ­რუ­ლი აპარ­ტა­მენ­ტე­ბის ნაც­ვლად, სოფ­ლის პა­ტა­რა სახ­ლში ცხოვ­რობს.

"მე სა­კუ­თარ თავს ღა­რი­ბად არ ვთვლი. ღა­რი­ბი ის არის, ვინც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იმის­თვის შრო­მობს, რომ სიმ­დიდ­რე­ში იცხოვ­როს. მათ ყო­ველ­თვის მეტი და მეტი უნ­დათ. სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხია. თუ შენ ცოტა ნივ­თი გაქვს, მა­შინ არ აქვს აზრი მო­ნა­სა­ვით შრო­მას, მხო­ლოდ იმის­თვის, რომ მეტი და­აგ­რო­ვო. მეტი დრო გრჩე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის. შე­იძ­ლე­ბა მო­ხუც შეშ­ლილს ვგა­ვარ, მაგ­რამ მე ასე ვცხოვ­რობ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. ეს ჩემი არ­ჩე­ვა­ნია", - ამ­ბობს 77 წლის პრე­ზი­დენ­ტი.

პრე­ზი­დენ­ტის სახ­ლის წინ თოკ­ზე თეთ­რე­უ­ლი შრე­ბა. წყლის მო­სა­ტა­ნად კი ჭას­თან უნდა გახ­ვი­დე. სახ­ლს სულ ორი პო­ლი­ცი­ე­ლი და სამ­ფე­ხა ძაღ­ლი, მა­ნუ­ე­ლა იცავს.

ხოსე მუ­ხი­კო ოფი­ცი­ა­ლურ რე­ზი­დენ­ცი­ა­ზე უარს ამ­ბობს და ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ მონ­ტე­ვი­დე­ო­დან შო­რი­ახ­ლოს მდე­ბა­რე სა­ო­ჯა­ხო ფერ­მა­ში ცხოვ­რებს. სახ­ლამ­დე მხო­ლოდ ვიწ­რო გზა მი­დის.

პრე­ზი­დენ­ტი და მისი მე­უღ­ლე გა­სა­ყი­დად ყვა­ვი­ლებს ზრდი­ან. მათ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მუ­შა­ხე­ლი არ ჰყავთ.

ხოსე მუ­ხი­კო სა­კუ­თარ ხელ­ფასს საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ური­ცხავს. შე­დე­გად, მისი ხელ­ფა­სი ურუგ­ვა­ი­ში სა­შუ­ა­ლო ხელ­ფასს - თვე­ში 775 დო­ლარს უტოლ­დე­ბა.

ურუგ­ვა­ი­ში მთავ­რო­ბის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლია სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ასა­ხოს. 2010 წელს პრე­ზი­დენ­ტის ქო­ნე­ბა 1987 წლის ავ­ტო­მან­ქა­ნა "ფოლკს­ვა­გენ-ხო­ჭოს­გან" შედ­გე­ბო­და, რო­მე­ლიც 1800 დო­ლა­რი ღირს.

წელს მუ­ხი­კომ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მე­უღ­ლის ქო­ნე­ბაც შე­ი­ტა­ნა - ესაა მიწა, რამ­დე­ნი­მე ტრაქ­ტო­რი და სახ­ლი. შე­დე­გად, მისი ქო­ნე­ბა 215 000 დო­ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და.

ხოსე მუ­ხი­კო ურუგ­ვა­ის პრე­ზი­დენ­ტად 2009 წელს აი­ჩი­ეს. 60-70-იან წლებ­ში იგი მე­მარ­ცხე­ნე მოძ­რა­ო­ბა "ტუ­პა­მა­რო­სის" და­ნა­ყო­ფებ­ში იბ­რძო­და, რო­მე­ლიც კუ­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის იდე­ე­ბით იყო შთა­გო­ნე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო

მომ­ზა­დე­ბუ­ლია BBC.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

მსოფლიოს ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი

მსოფლიოს ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი

მსოფლიოში ყველაზე ღარიბი მმართველი ურუგვაის პრეზიდენტი ხოსე მუხიკოა. ის საკუთარი ხელფასის 90%-ს ქველმოქმედებაზე ხარჯავს და მდიდრული აპარტამენტების ნაცვლად, სოფლის პატარა სახლში ცხოვრობს.

"მე საკუთარ თავს ღარიბად არ ვთვლი. ღარიბი ის არის, ვინც მთელი ცხოვრება იმისთვის შრომობს, რომ სიმდიდრეში იცხოვროს. მათ ყოველთვის მეტი და მეტი უნდათ. სინამდვილეში ეს თავისუფლების საკითხია. თუ შენ ცოტა ნივთი გაქვს, მაშინ არ აქვს აზრი მონასავით შრომას, მხოლოდ იმისთვის, რომ მეტი დააგროვო. მეტი დრო გრჩება საკუთარი თავისთვის. შეიძლება მოხუც შეშლილს ვგავარ, მაგრამ მე ასე ვცხოვრობ მთელი ცხოვრება. ეს ჩემი არჩევანია", - ამბობს 77 წლის პრეზიდენტი.

პრეზიდენტის სახლის წინ თოკზე თეთრეული შრება. წყლის მოსატანად კი ჭასთან უნდა გახვიდე. სახლს სულ ორი პოლიციელი და სამფეხა ძაღლი, მანუელა იცავს.

ხოსე მუხიკო ოფიციალურ რეზიდენციაზე უარს ამბობს და ქვეყნის დედაქალაქ მონტევიდეოდან შორიახლოს მდებარე საოჯახო ფერმაში ცხოვრებს. სახლამდე მხოლოდ ვიწრო გზა მიდის.

პრეზიდენტი და მისი მეუღლე გასაყიდად ყვავილებს ზრდიან. მათ დაქირავებული მუშახელი არ ჰყავთ.

ხოსე მუხიკო საკუთარ ხელფასს საქველმოქმედო ორგანიზაციებს ურიცხავს. შედეგად, მისი ხელფასი ურუგვაიში საშუალო ხელფასს - თვეში 775 დოლარს უტოლდება.

ურუგვაიში მთავრობის ყველა წარმომადგენელი იძულებულია საკუთარი შემოსავალი დეკლარაციაში ასახოს. 2010 წელს პრეზიდენტის ქონება 1987 წლის ავტომანქანა "ფოლკსვაგენ-ხოჭოსგან” შედგებოდა, რომელიც 1800 დოლარი ღირს.

წელს მუხიკომ დეკლარაციაში მეუღლის ქონებაც შეიტანა - ესაა მიწა, რამდენიმე ტრაქტორი და სახლი. შედეგად, მისი ქონება 215 000 დოლარამდე გაიზარდა.

ხოსე მუხიკო ურუგვაის პრეზიდენტად 2009 წელს აიჩიეს. 60-70-იან წლებში იგი მემარცხენე მოძრაობა "ტუპამაროსის" დანაყოფებში იბრძოდა, რომელიც კუბის რევოლუციის იდეებით იყო შთაგონებული.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია BBC.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა