სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას სთხოვენ გივი სიხარულიძეს ლელოს ფანები
რას სთხოვენ გივი სიხარულიძეს ლელოს ფანები

პრო­ექ­ტის - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" ერთ-ერთი წყვი­ლი - გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე და ლელო ჩქა­რე­უ­ლი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე ყო­ველ­თვის დახ­ვე­წი­ლი სა­ცეკ­ვაო ნომ­რით გა­მო­დი­ან. ამ­ბო­ბენ, რომ ერ­თად მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან მოს­წონთ. 68 წლის მსა­ხი­ობ­მა, ქო­რე­ოგ­რაფ­მა და მწე­რალ­მა "ასა­კის და­მარ­ცხე­ბა", ფაქ­ტია, შეძ­ლო. ამ­ბობს, რომ პრო­ექ­ტში შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნით კმა­ყო­ფი­ლია, თუმ­ცა ჟი­უ­რის მი­მართ მცი­რე შე­ნიშ­ვნე­ბი აქვს, - ჩემი შე­ფა­სე­ბე­ბი­სას ასა­კიც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნო­ნო.

- ლელო, ვიდ­რე პრო­ექ­ტზე ვი­სა­უბ­რებთ, თქვენ შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ რამე.

- ცეკ­ვა 9 წლის ასაკ­ში, გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ე­ბის სტუ­დი­ა­ში და­ვი­წყე. სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ჩემ­პი­ო­ნი გახ­ლა­ვართ; ასე­ვე, ვარ ამე­რი­კის ღია ჩემ­პი­ო­ნა­ტის, დსთ-ის თა­სის გა­თა­მა­შე­ბის ფი­ნა­ლის­ტი რო­გორც ლა­თი­ნუ­რა­მე­რი­კუ­ლი, ისე ევ­რო­პუ­ლი ცეკ­ვე­ბის გან­ხრით. დღეს­დღე­ო­ბით, მოქ­მე­დი მო­ცეკ­ვა­ვე-სპორ­ტსმე­ნი აღარ ვარ, ახლა ქო­რე­ოგ­რა­ფი გახ­ლა­ვართ და ნინო ცქი­ტიშ­ვილ­თან - სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­შიც ვმუ­შა­ობ. შო­უ­ში მოხ­ვედ­რა ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო გა­მოც­დი­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც. უკ­რა­ი­ნელ ქო­რე­ოგ­რა­ფებ­თან მუ­შა­ო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნოა.

- ადრე ქარ­თულ ცეკ­ვებ­თან თუ გქონ­დათ შე­ხე­ბა?

- რა თქმა უნდა! მი­მაჩ­ნია, რომ ნე­ბის­მი­ერ­მა მო­ცეკ­ვა­ვემ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იცო­დეს მშობ­ლი­უ­რი ცეკ­ვე­ბიც. თუ შენი ქვეყ­ნის ადათ-წე­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ პლას­ტი­კა­სა და მუ­სი­კას ვერ გრძნობ, სხვი­სას მით უმე­ტეს, ვე­რას­დროს შე­იგ­რძნობ. ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის ყო­ვე­ლი მიხ­რა-მოხ­რა მომ­წონს, რად­გან დახ­ვე­წი­ლი და დარ­ბა­ის­ლუ­რია.

- ბა­ტონ გი­ვის რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებთ? რო­გო­რი პარტნი­ო­რია?

- ის ძა­ლი­ან ქა­რიზ­მა­ტუ­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­მხრი­ვი ადა­მი­ა­ნია. რო­დე­საც "სიმ­დის" რე­პე­ტი­ცი­ებს გავ­დი­ო­დით, რა­ღა­ცებს მის­წო­რებ­და და მეც ვი­მახ­სოვ­რებ­დი. კარ­გი, გა­მარ­თუ­ლი დგო­მა აქვს, ვაჟ­კა­ცუ­რი მხრე­ბი და სცე­ნას ძა­ლი­ან უხ­დე­ბა. ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის ტუ­რის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად ვემ­ზა­დე­ბო­დით. ოსუ­რი "სიმ­დის" ცეკ­ვა ჩემ­თვის სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო გახ­ლდათ, მით უმე­ტეს, რომ ბა­ტონ გი­ვის­თან ერ­თად უნდა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა.

- ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბის ტურ­ში "სიმ­დის" შეს­რუ­ლე­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

გივი:

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბი ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლია. "სიმ­დის" "სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში" სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რელ­თან, მა­ნა­ნა აბა­ზა­ძეს­თან, ინგა თევ­ზა­ძეს­თან ერ­თად ვცეკ­ვავ­დი. ჩემი აზ­რით, ოსუ­რი ცეკ­ვა მო­ნუ­მენ­ტა­ლიზ­მის ყვე­ლა­ზე დიდი, ზე­ცი­უ­რი წარ­მო­ნაქ­მნია; ადა­მი­ა­ნის სული და სხე­უ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია და თუ შენს სხე­ულს ზე­ცი­ურ სამ­ყა­როს არ აზი­ა­რებ, ამ ცეკ­ვას ვერ შე­ას­რუ­ლებ. მი­ხა­რია, რომ "სიმ­დის" დი­დოს­ტა­ტად ვით­ვლე­ბო­დი.

გას­ტრო­ლებ­ზე რომ მივ­დი­ო­დით, "სიმ­დის" ერთი დღე თენ­ზიგ სუ­ხიშ­ვი­ლი ცეკ­ვავ­და, ერთი დღე - დათო ბა­სი­ლაშ­ვი­ლი, თენ­გიზ მინ­დი­აშ­ვი­ლი და მე. ეს ცეკ­ვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ვფიქ­რობ, რომ ოსი და ჩერ­ქე­ზი ქა­ლე­ბი კავ­კა­სი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი არ­სე­ბე­ბი არი­ან. ოსე­ბის გა­სა­გო­ნად მინ­და ვთქვა, რომ ეს ცეკ­ვა ისე­თი ქარ­თვე­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბის წყა­ლო­ბით და­იხ­ვე­წა, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ უფ­რო­სი ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი, ჯანო ბაგ­რა­ტი­ო­ნი, ავ­თან­დილ თა­თა­რა­ძე, კოწო მან­ჯგა­ლა­ძე, ბუ­ხუ­ტი და­რახვე­ლი­ძე და სხვე­ბი. მათ უფრო მეტი ხიბ­ლი შეს­ძი­ნეს ამ ცეკ­ვას...

- რო­გორ ფიქ­რობთ, კარ­გი მუ­სი­კა სა­ცეკ­ვაო ნომ­რის ეფექ­ტუ­რო­ბას რამ­დე­ნად გან­სა­ზღვრავს?

- სა­ერ­თოდ, სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი მუ­სი­კა ცეკ­ვის დროს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მთე­ლი 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლის - "თბი­ლი­სის" სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და მთა­ვა­რი ბა­ლეტ­მე­ის­ტე­რი გახ­ლდით. ვიდ­რე ოსურ ცეკ­ვას დავ­დგამ­დი, ალა­გირ­ში, ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თის მთებ­ში წა­ვე­დი, სა­დაც მწყემ­სებ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი, მათ მუ­სი­კას ვუს­მენ­დი და ვუ­ყუ­რებ­დი, რო­გორ ცეკ­ვავ­დნენ; მათ­გან რა­ღა­ცე­ბი ვის­წავ­ლე, მერე კი ჩა­მო­ვე­დი და აქ დავ­დგი.

- პარტნი­ო­რებ­მა ერ­თმა­ნე­თი სურ­ვი­ლი­სა­მებრ შე­არ­ჩი­ეთ თუ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რებ­მა და­გა­წყვი­ლეს?

- თა­ვად დაგ­ვა­წყვი­ლეს, მაგ­რამ მერე აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ლე­ლოს ბე­ბია ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია. თა­ვი­დან პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი ვთქვი, მაგ­რამ ლე­ლოს ბე­ბი­ამ იმ­დენ­ჯერ და­მი­რე­კა და პრო­დი­უ­სერ­მა - ალი­ნა არ­ვე­ლა­ძე­მაც ისე ძა­ლი­ან მთხო­ვა, რომ სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც და­მი­თან­ხმეს.

- მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ხართ?

- ძა­ლი­ან. ეს პრო­ექ­ტი მომ­წონს და ჟი­უ­რიც კარ­გად გვა­ფა­სებს, მაგ­რამ მათ ერთი რამ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ: 68 წლის კაცი ვარ... არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვნიშ­ნო, რომ ამ პრო­ექტს ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლი. მას სა­ო­ცა­რი ჟეს­ტი­კუ­ლა­ცია, სა­ხის მი­მი­კა აქვს. ვფიქ­რობ, ის ფი­ნალ­შიც უნდა ვი­ხი­ლოთ.

- კი­დევ, ვის გა­მო­არ­ჩევ­დით თქვე­ნი კონ­კუ­რენ­ტე­ბი­დან?

- სა­ლო­მე ჭა­ჭუა სა­ო­ცა­რი გო­გოა. მი­ლი­ო­ნე­რი რომ ვიყო, მას ბოლო მო­დე­ლის ავ­ტო­მო­ბილს ვა­ჩუ­ქებ­დი. ასე­ვე, მან­ქა­ნას ვა­ჩუ­ქებ­დი ჯუ­ლი­ა­ნა ბარ­გნარს, ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვილს და რა თქმა უნდა, ჩემს უმ­შვე­ნი­ე­რეს მე­წყვი­ლეს - ლე­ლოს. რა დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის? - იმის­თვის, რომ ბუ­ნე­ბამ ასე­თი ლა­მა­ზე­ბი შექ­მნა. მიკ­ვირს, მდი­დარ ხალ­ხს რა­ტომ არ უჩ­ნდე­ბა მსგავ­სი იდეა?!

- ქარ­თუ­ლის გარ­და, უკვე ხუთი სხვა­დას­ხვა ცეკ­ვა წარ­მო­ად­გი­ნეთ. ყვე­ლა­ზე მე­ტად, რო­მე­ლი ცეკ­ვის შეს­რუ­ლე­ბა გა­გი­ჭირ­დათ?

- არც ერ­თის. მე და ჩემი პარტნი­ო­რი მშვე­ნივ­რად ვე­წყო­ბით ერ­თმა­ნეთს. ტან­გო ძა­ლი­ან კარ­გად გვქონ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ სრი­ა­ლა პარ­კეტ­ზე ფეხი და­მის­ხლტა და რა­ღა­ცე­ბი არას­წო­რად გა­მო­მი­ვი­და, რა­ზეც ცოტა არ იყოს, ვი­ნერ­ვი­უ­ლე კი­დეც. პრინ­ციპ­ში, ყვე­ლა კარ­გი იყო - ვალ­სიც, "პასა დობ­ლიც", ფოქსტრო­ტიც და სამ­ბაც. კმა­ყო­ფი­ლი და მად­ლო­ბე­ლი ვარ ჩვე­ნი ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბის, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი ტუ­რის შემ­დეგ "ესე­მე­სე­ბი" არ უნდა გა­მო­მიგ­ზავ­ნონ. ბო­ლოს და ბო­ლოს, უკვე ხუთი ცეკ­ვა ვის­წავ­ლე და მეტი აღარ მინ­და, და­ვი­ღა­ლე.

ლელო:

- რე­პე­ტი­ცი­ებს ბევრ დროს ვუთ­მობთ. ბა­ტონ­მა გი­ვიმ ძა­ლი­ან კარ­გად იცის დრო­ი­სა და მუ­შა­ო­ბის ფასი. შე­სა­ბა­მი­სად, თავს არ ვზო­გავთ და ყო­ველ­დღი­უ­რად ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობთ, რათა სა­ბო­ლოო ჯამ­ში კარ­გი შე­დე­გი ვუჩ­ვე­ნოთ.

- ბა­ტო­ნო გივი, რო­გორც ვიცი, ლე­ლოს ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გა­წუ­ხებთ...

- ოჰ, ნუ მკი­თხავთ! ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რა ამ­ბა­ვია ატე­ხი­ლი! მი­რე­კა­ვენ და ტი­რი­ან, - ლე­ლოს გაც­ნო­ბა გვინ­და, ლელო გვიყ­ვარს, მის გა­რე­შე სი­ცო­ცხლე არ შეგ­ვიძ­ლი­აო და ა.შ. ზო­გი­ერ­თი მის ნო­მერ­საც მთხოვს: შენ ხომ ლე­ლოს "ბა­ბუა" ხარ და დაგ­ვეხ­მა­რეო. ბა­ბუა ვარ, მა­ჭან­კა­ლი ხომ არა? თუ რო­მე­ლი­მე მო­ე­წო­ნე­ბა, ხომ კარ­გი, თუ არა და, აბა, მე რა უნდა ვქნა? ეტყო­ბა, მისი ფა­ნე­ბი დიდი ფუ­ლის პატ­რო­ნე­ბიც არი­ან, რად­გან კონ­ცერ­ტი­დან რომ გა­მოვ­დი­ვართ, გა­რეთ სულ მა­გარ­მან­ქა­ნი­ა­ნი ბი­ჭე­ბი გვხვდე­ბი­ან. ლელო მათ გვერდს აუვ­ლის, ავ­ტო­ბუს­ში ჩაჯ­დე­ბა და სახ­ლში მი­დის.

- ლელო, სა­ჩუქ­რებ­საც ხომ არ გიგ­ზავ­ნი­ან?

ლელო:

- ახლა რე­პე­ტი­ცი­ე­ბით და სხვა რა­ღა­ცე­ბით იმ­დე­ნად ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, რომ რო­მან­ტი­კის­თვის ნამ­დვი­ლად არ მცა­ლია. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ მყავს.

- ბა­ტო­ნო გივი, თქვე­ნი ასა­კის ქა­ლე­ბი რო­გორ გგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ?

- მი­რე­კა­ვენ და ხან რას მე­უბ­ნე­ბი­ან, ხან - რას. ერ­თმა ინ­ტე­ლი­გენ­ტმა ქალ­ბა­ტონ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა: თქვე­ნი ცეკ­ვის ყუ­რე­ბი­სას წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რომ "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" გმი­რი - ტა­რი­ე­ლი ხარ­თო... ოჰ, ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნი ან თი­ნა­თი­ნი ვინ იყო-მეთ­ქი?! - ვკი­თხე და, - ორი­ვე მე ვი­ყა­ვიო (იცი­ნის). ერ­თმა ძმა­კაც­მა მი­თხრა: გი­ყუ­რებ­დი და თან, ვა­ლი­დოლს ვსვამ­დიო; მე­ო­რემ - 20 ბოთ­ლი ღვი­ნო "შე­მო­მეს­ვაო" და ა.შ. მოკ­ლედ, ირ­გვლივ უც­ნა­უ­რი ხალ­ხი მყავს (იცი­ნის).

- პრო­ექტს ალ­ბათ, თქვე­ნი შვი­ლე­ბიც ადევ­ნე­ბენ თვალ­ყურს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ გა­ფა­სე­ბენ?

- ორი­ვე უყუ­რებს: ერთი აშშ-დან, მე­ო­რე კი თბი­ლის­შია. უხა­რი­ათ, რომ მამა ამ ასაკ­შიც კი სცე­ნა­ზე ცეკ­ვავს. ამას წი­ნათ ქუ­ჩა­ში წა­ვი­ქე­ცი. ხალ­ხს ეგო­ნა, რომ დი­ა­ბე­ტი მქონ­და და პირ­ში შა­ქა­რი ჩა­მი­დეს. - ეს რა არის, კატ­ლე­ტი მინ­და-მეთ­ქი! - წა­მო­ვიყ­ვი­რე, გა­ვი­ფერ­თხე შარ­ვა­ლი და გზა გან­ვაგ­რძე.

ლელო:

- ჯაბა ყო­ველ ტურ­ზე მო­დის და გვგულ­შე­მატ­კივ­რობს. მას ამის­თვის მად­ლო­ბას ვუხ­დი.

- რო­გორც მსა­ხი­ობს, ბოლო დროს რა­ი­მე წი­ნა­და­დე­ბა ხომ არ მი­გი­ღი­ათ?

გივი:

- თე­მურ ბაბ­ლუ­ა­ნი ახალ ფილმზე მუ­შა­ობს, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ქარ­თვე­ლი და ფრან­გი მსა­ხი­ო­ბე­ბი მი­ვი­ღებთ. გა­და­ღე­ბე­ბი 5 დე­კემ­ბრი­დან, საფ­რან­გეთ­ში გვექ­ნე­ბა. ჩემი გმი­რი ყრუ-მუნ­ჯი ემიგ­რან­ტია, რო­მე­ლიც ხუთ შვილ­თან ერ­თად, მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლს იპო­ვის და იქ და­სახ­ლდე­ბა...

ცოტა ხნის წინ ჩემი ვაჟი კი­ნო­ფილ­მე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი სა­ა­გენ­ტოს მე­ნე­ჯე­რად და­ნიშ­ნეს. მან და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ ჩემ მიერ ბოლო პე­რი­ოდ­ში ნა­თა­მა­შე­ბი ფილ­მე­ბის კლი­პი მის­თვის გა­მეგ­ზავ­ნა. ჰოდა, იან­ვრის ბო­ლოს აშშ-ში მივ­დი­ვარ. იქ კას­ტინ­გი ოთხი ფილ­მის­თვის უნდა გა­ვი­ა­რო... მინ­და, "უძი­ნარ­თა მზეს­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი გა­ვიხ­სე­ნო: მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 1993 წელს ამ ფილმმა "ბერ­ლი­ნა­ლე­ზე" "ვერ­ცხლის დათ­ვი" აიღო. ჟი­უ­რის ერთ-ერთი წევ­რი აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლი "ოს­კა­რო­სა­ნი" გახ­ლდათ. ფილ­მის "გა­სინ­ჯვა" რომ დამ­თავ­რდა, ამ კა­ცის გარ­და, ოთა­ხი­დან ყვე­ლა გა­ვი­და, მას კი სახე ხე­ლებ­ში ჰქონ­და ჩარ­გუ­ლი და გა­უნ­ძრევ­ლად იჯდა. ვი­ფიქ­რე, ეტყო­ბა, ფილ­მი არ მო­ე­წო­ნა და ჩა­ე­ძი­ნა-მეთ­ქი, მაგ­რამ თავი რომ ას­წია, და­ვი­ნა­ხე, ტი­რო­და... მერე, იმ კაც­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღ­ნიშ­ნა: - ამ ფილმმა ბავ­შვო­ბა გა­მახ­სე­ნა და ვი­ტი­რე; მა­მას, რო­მე­ლიც რკი­ნიგ­ზის მუშა იყო, ღამ­ღა­მო­ბით თა­ვის­თან მივ­ყავ­დი, დი­ლით კი, როცა შინ ვბრუნ­დე­ბო­დით, თავს გულ­ზე ვა­დებ­დი და ასე ვი­ძი­ნებ­დი. ჰოდა, ის დრო, ის გა­ჭირ­ვე­ბა გა­მახ­სენ­დაო. ვფიქ­რობ, სწო­რედ მის­მა სი­ტყვებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა ის ფაქ­ტი, რომ დაგ­ვა­ჯილ­დო­ეს, თო­რემ უპატ­რო­ნო ქვეყ­ნის შვი­ლებს ძაღ­ლა­დაც არა­ვინ ჩაგ­ვაგ­დებ­და...

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რას სთხოვენ გივი სიხარულიძეს ლელოს ფანები

რას სთხოვენ გივი სიხარულიძეს ლელოს ფანები

პროექტის - "ცეკვავენ ვარსკვლავები" ერთ-ერთი წყვილი - გივი სიხარულიძე და ლელო ჩქარეული მაყურებლის წინაშე ყოველთვის დახვეწილი საცეკვაო ნომრით გამოდიან. ამბობენ, რომ ერთად მუშაობა ძალიან მოსწონთ. 68 წლის მსახიობმა, ქორეოგრაფმა და მწერალმა "ასაკის დამარცხება", ფაქტია, შეძლო. ამბობს, რომ პროექტში შეძენილი ცოდნით კმაყოფილია, თუმცა ჟიურის მიმართ მცირე შენიშვნები აქვს, - ჩემი შეფასებებისას ასაკიც უნდა გაითვალისწინონო.

- ლელო, ვიდრე პროექტზე ვისაუბრებთ, თქვენ შესახებ გვიამბეთ რამე.

- ცეკვა 9 წლის ასაკში, გაჩეჩილაძეების სტუდიაში დავიწყე. საქართველოსა და ამიერკავკასიის ჩემპიონი გახლავართ; ასევე, ვარ ამერიკის ღია ჩემპიონატის, დსთ-ის თასის გათამაშების ფინალისტი როგორც ლათინურამერიკული, ისე ევროპული ცეკვების განხრით. დღესდღეობით, მოქმედი მოცეკვავე-სპორტსმენი აღარ ვარ, ახლა ქორეოგრაფი გახლავართ და ნინო ცქიტიშვილთან - სამოდელო სააგენტოშიც ვმუშაობ. შოუში მოხვედრა ჩემთვის საინტერესო იყო გამოცდილების თვალსაზრისითაც. უკრაინელ ქორეოგრაფებთან მუშაობა სასიამოვნოა.

- ადრე ქართულ ცეკვებთან თუ გქონდათ შეხება?

- რა თქმა უნდა! მიმაჩნია, რომ ნებისმიერმა მოცეკვავემ აუცილებლად უნდა იცოდეს მშობლიური ცეკვებიც. თუ შენი ქვეყნის ადათ-წესისთვის დამახასიათებელ პლასტიკასა და მუსიკას ვერ გრძნობ, სხვისას მით უმეტეს, ვერასდროს შეიგრძნობ. ქართული ცეკვის ყოველი მიხრა-მოხრა მომწონს, რადგან დახვეწილი და დარბაისლურია.

- ბატონ გივის როგორ დაახასიათებთ? როგორი პარტნიორია?

- ის ძალიან ქარიზმატული, საინტერესო და მრავალმხრივი ადამიანია. როდესაც "სიმდის" რეპეტიციებს გავდიოდით, რაღაცებს მისწორებდა და მეც ვიმახსოვრებდი. კარგი, გამართული დგომა აქვს, ვაჟკაცური მხრები და სცენას ძალიან უხდება. ქართული ცეკვის ტურისთვის მაქსიმალურად ვემზადებოდით. ოსური "სიმდის" ცეკვა ჩემთვის საპასუხისმგებლო გახლდათ, მით უმეტეს, რომ ბატონ გივისთან ერთად უნდა შემესრულებინა.

- ქართული ცეკვების ტურში "სიმდის" შესრულება რატომ გადაწყვიტეთ?

გივი:

- მოგეხსენებათ, ქართული ცეკვები ჩემთვის ყველაზე ახლობელია. "სიმდის" "სუხიშვილებში" სოფიკო ჭიაურელთან, მანანა აბაზაძესთან, ინგა თევზაძესთან ერთად ვცეკვავდი. ჩემი აზრით, ოსური ცეკვა მონუმენტალიზმის ყველაზე დიდი, ზეციური წარმონაქმნია; ადამიანის სული და სხეული გაერთიანებულია და თუ შენს სხეულს ზეციურ სამყაროს არ აზიარებ, ამ ცეკვას ვერ შეასრულებ. მიხარია, რომ "სიმდის" დიდოსტატად ვითვლებოდი.

გასტროლებზე რომ მივდიოდით, "სიმდის" ერთი დღე თენზიგ სუხიშვილი ცეკვავდა, ერთი დღე - დათო ბასილაშვილი, თენგიზ მინდიაშვილი და მე. ეს ცეკვა ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, რომ ოსი და ჩერქეზი ქალები კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი არსებები არიან. ოსების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ეს ცეკვა ისეთი ქართველი ქორეოგრაფების წყალობით დაიხვეწა, როგორებიც იყვნენ უფროსი ილიკო სუხიშვილი, ჯანო ბაგრატიონი, ავთანდილ თათარაძე, კოწო მანჯგალაძე, ბუხუტი დარახველიძე და სხვები. მათ უფრო მეტი ხიბლი შესძინეს ამ ცეკვას...

- როგორ ფიქრობთ, კარგი მუსიკა საცეკვაო ნომრის ეფექტურობას რამდენად განსაზღვრავს?

- საერთოდ, სწორად შერჩეული მუსიკა ცეკვის დროს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კომპონენტია. მოგეხსენებათ, მთელი 20 წლის განმავლობაში სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლის - "თბილისის" სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ბალეტმეისტერი გახლდით. ვიდრე ოსურ ცეკვას დავდგამდი, ალაგირში, ჩრდილოეთ ოსეთის მთებში წავედი, სადაც მწყემსებთან ერთად ვცხოვრობდი, მათ მუსიკას ვუსმენდი და ვუყურებდი, როგორ ცეკვავდნენ; მათგან რაღაცები ვისწავლე, მერე კი ჩამოვედი და აქ დავდგი.

- პარტნიორებმა ერთმანეთი სურვილისამებრ შეარჩიეთ თუ პროექტის ავტორებმა დაგაწყვილეს?

- თავად დაგვაწყვილეს, მაგრამ მერე აღმოვაჩინეთ, რომ ლელოს ბებია ჩემი ბავშვობის მეგობარია. თავიდან პროექტში მონაწილეობაზე უარი ვთქვი, მაგრამ ლელოს ბებიამ იმდენჯერ დამირეკა და პროდიუსერმა - ალინა არველაძემაც ისე ძალიან მთხოვა, რომ საბოლოოდ, მაინც დამითანხმეს.

- მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილი ხართ?

- ძალიან. ეს პროექტი მომწონს და ჟიურიც კარგად გვაფასებს, მაგრამ მათ ერთი რამ უნდა გაითვალისწინონ: 68 წლის კაცი ვარ... არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ამ პროექტს ძალიან უხდება ოთარ ტატიშვილი. მას საოცარი ჟესტიკულაცია, სახის მიმიკა აქვს. ვფიქრობ, ის ფინალშიც უნდა ვიხილოთ.

- კიდევ, ვის გამოარჩევდით თქვენი კონკურენტებიდან?

- სალომე ჭაჭუა საოცარი გოგოა. მილიონერი რომ ვიყო, მას ბოლო მოდელის ავტომობილს ვაჩუქებდი. ასევე, მანქანას ვაჩუქებდი ჯულიანა ბარგნარს, ჯანეტ ქერდიყოშვილს და რა თქმა უნდა, ჩემს უმშვენიერეს მეწყვილეს - ლელოს. რა დამსახურებისთვის? - იმისთვის, რომ ბუნებამ ასეთი ლამაზები შექმნა. მიკვირს, მდიდარ ხალხს რატომ არ უჩნდება მსგავსი იდეა?!

- ქართულის გარდა, უკვე ხუთი სხვადასხვა ცეკვა წარმოადგინეთ. ყველაზე მეტად, რომელი ცეკვის შესრულება გაგიჭირდათ?

- არც ერთის. მე და ჩემი პარტნიორი მშვენივრად ვეწყობით ერთმანეთს. ტანგო ძალიან კარგად გვქონდა მომზადებული, მაგრამ სრიალა პარკეტზე ფეხი დამისხლტა და რაღაცები არასწორად გამომივიდა, რაზეც ცოტა არ იყოს, ვინერვიულე კიდეც. პრინციპში, ყველა კარგი იყო - ვალსიც, "პასა დობლიც", ფოქსტროტიც და სამბაც. კმაყოფილი და მადლობელი ვარ ჩვენი ქორეოგრაფების, მაგრამ ქართული ტურის შემდეგ "ესემესები" არ უნდა გამომიგზავნონ. ბოლოს და ბოლოს, უკვე ხუთი ცეკვა ვისწავლე და მეტი აღარ მინდა, დავიღალე.

ლელო:

- რეპეტიციებს ბევრ დროს ვუთმობთ. ბატონმა გივიმ ძალიან კარგად იცის დროისა და მუშაობის ფასი. შესაბამისად, თავს არ ვზოგავთ და ყოველდღიურად ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა საბოლოო ჯამში კარგი შედეგი ვუჩვენოთ.

- ბატონო გივი, როგორც ვიცი, ლელოს ბევრი თაყვანისმცემელი გაწუხებთ...

- ოჰ, ნუ მკითხავთ! ვერ წარმოიდგენთ, რა ამბავია ატეხილი! მირეკავენ და ტირიან, - ლელოს გაცნობა გვინდა, ლელო გვიყვარს, მის გარეშე სიცოცხლე არ შეგვიძლიაო და ა.შ. ზოგიერთი მის ნომერსაც მთხოვს: შენ ხომ ლელოს "ბაბუა" ხარ და დაგვეხმარეო. ბაბუა ვარ, მაჭანკალი ხომ არა? თუ რომელიმე მოეწონება, ხომ კარგი, თუ არა და, აბა, მე რა უნდა ვქნა? ეტყობა, მისი ფანები დიდი ფულის პატრონებიც არიან, რადგან კონცერტიდან რომ გამოვდივართ, გარეთ სულ მაგარმანქანიანი ბიჭები გვხვდებიან. ლელო მათ გვერდს აუვლის, ავტობუსში ჩაჯდება და სახლში მიდის.

- ლელო, საჩუქრებსაც ხომ არ გიგზავნიან?

ლელო:

- ახლა რეპეტიციებით და სხვა რაღაცებით იმდენად ვარ დაკავებული, რომ რომანტიკისთვის ნამდვილად არ მცალია. შეყვარებული არ მყავს.

- ბატონო გივი, თქვენი ასაკის ქალები როგორ გგულშემატკივრობენ?

- მირეკავენ და ხან რას მეუბნებიან, ხან - რას. ერთმა ინტელიგენტმა ქალბატონმა დამირეკა და მითხრა: თქვენი ცეკვის ყურებისას წარმოვიდგინე, რომ "ვეფხისტყაოსნის" გმირი - ტარიელი ხართო... ოჰ, ნესტან-დარეჯანი ან თინათინი ვინ იყო-მეთქი?! - ვკითხე და, - ორივე მე ვიყავიო (იცინის). ერთმა ძმაკაცმა მითხრა: გიყურებდი და თან, ვალიდოლს ვსვამდიო; მეორემ - 20 ბოთლი ღვინო "შემომესვაო" და ა.შ. მოკლედ, ირგვლივ უცნაური ხალხი მყავს (იცინის).

- პროექტს ალბათ, თქვენი შვილებიც ადევნებენ თვალყურს. საინტერესოა, როგორ გაფასებენ?

- ორივე უყურებს: ერთი აშშ-დან, მეორე კი თბილისშია. უხარიათ, რომ მამა ამ ასაკშიც კი სცენაზე ცეკვავს. ამას წინათ ქუჩაში წავიქეცი. ხალხს ეგონა, რომ დიაბეტი მქონდა და პირში შაქარი ჩამიდეს. - ეს რა არის, კატლეტი მინდა-მეთქი! - წამოვიყვირე, გავიფერთხე შარვალი და გზა განვაგრძე.

ლელო:

- ჯაბა ყოველ ტურზე მოდის და გვგულშემატკივრობს. მას ამისთვის მადლობას ვუხდი.

- როგორც მსახიობს, ბოლო დროს რაიმე წინადადება ხომ არ მიგიღიათ?

გივი:

- თემურ ბაბლუანი ახალ ფილმზე მუშაობს, რომელშიც მონაწილეობას ქართველი და ფრანგი მსახიობები მივიღებთ. გადაღებები 5 დეკემბრიდან, საფრანგეთში გვექნება. ჩემი გმირი ყრუ-მუნჯი ემიგრანტია, რომელიც ხუთ შვილთან ერთად, მიტოვებულ სახლს იპოვის და იქ დასახლდება...

ცოტა ხნის წინ ჩემი ვაჟი კინოფილმების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სააგენტოს მენეჯერად დანიშნეს. მან დამირეკა და მითხრა, რომ ჩემ მიერ ბოლო პერიოდში ნათამაშები ფილმების კლიპი მისთვის გამეგზავნა. ჰოდა, იანვრის ბოლოს აშშ-ში მივდივარ. იქ კასტინგი ოთხი ფილმისთვის უნდა გავიარო... მინდა, "უძინართა მზესთან" დაკავშირებული ამბავი გავიხსენო: მოგეხსენებათ, 1993 წელს ამ ფილმმა "ბერლინალეზე" "ვერცხლის დათვი" აიღო. ჟიურის ერთ-ერთი წევრი აფროამერიკელი "ოსკაროსანი" გახლდათ. ფილმის "გასინჯვა" რომ დამთავრდა, ამ კაცის გარდა, ოთახიდან ყველა გავიდა, მას კი სახე ხელებში ჰქონდა ჩარგული და გაუნძრევლად იჯდა. ვიფიქრე, ეტყობა, ფილმი არ მოეწონა და ჩაეძინა-მეთქი, მაგრამ თავი რომ ასწია, დავინახე, ტიროდა... მერე, იმ კაცმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა: - ამ ფილმმა ბავშვობა გამახსენა და ვიტირე; მამას, რომელიც რკინიგზის მუშა იყო, ღამღამობით თავისთან მივყავდი, დილით კი, როცა შინ ვბრუნდებოდით, თავს გულზე ვადებდი და ასე ვიძინებდი. ჰოდა, ის დრო, ის გაჭირვება გამახსენდაო. ვფიქრობ, სწორედ მისმა სიტყვებმა განაპირობა ის ფაქტი, რომ დაგვაჯილდოეს, თორემ უპატრონო ქვეყნის შვილებს ძაღლადაც არავინ ჩაგვაგდებდა...

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება