პოლიტიკა
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლინკოლნ მითჩელი - "ქართული დემოკრატიისათვის სასიკეთო იქნება, თუ მმართველი კოალიცია დაიშლება"
ლინკოლნ მითჩელი - "ქართული დემოკრატიისათვის სასიკეთო იქნება, თუ მმართველი კოალიცია დაიშლება"

ოთხი მო­საზ­რე­ბა და ოთხი კი­თხვა სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით,- ასე­თი სა­თა­უ­რით გა­მოქ­ვეყ­ნდა EURASIA.NET-ზე ლინ­კოლნ მი­თჩე­ლის ანა­ლი­ტი­კუ­რი სტა­ტია.

ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის სიძ­ლი­ე­რის გა­მოვ­ლი­ნე­ბა, რუ­სე­თის სა­ქარ­თვე­ლოს­კენ მიბ­რუ­ნე­ბა, გა­მარ­ჯვე­ბა, რო­მე­ლიც ივა­ნიშ­ვილ­მა შტა­ტებ­სა და ევ­რო­პა­ში იყი­და, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პარ­ტი­ის" დო­მი­ნა­ცი­ის აღ­სას­რუ­ლი და ა.შ. - ასე­თი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებს,- წერს ამე­რი­კე­ლი მკვლე­ვა­რი და აცხა­დებს, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა ჯერ კი­დევ ად­რეა, "სურს, რამ­დე­ნი­მე დაკ­ვირ­ვე­ბა გაგ­ვი­ზი­ა­როს და ამ­დე­ნი­ვე კი­თხვა დას­ვას, რო­მე­ლიც მას არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგო­მი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე და­ე­ბა­და".

მო­საზ­რე­ბა პირ­ვე­ლი

"არ­ჩევ­ნე­ბი არ ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლია. სა­ა­კაშ­ვი­ლის მომ­ხრე­ე­ბი თვლი­ან, რომ პრე­ზი­დენ­ტის მიერ ძა­ლა­უფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი დათ­მო­ბი­სა და გა­და­ცე­მის გამო, სა­ქარ­თვე­ლო რე­ა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტია გახ­და. ანა­ლო­გი­უ­რად, მის ოპო­ნენ­ტებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ რე­ა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტია სწო­რედ მათ მიერ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის და­მარ­ცხე­ბის ნა­ყო­ფია. გარ­კვე­ულ­წი­ლად, სი­მარ­თლის მარ­ცვა­ლი ორი­ვე მხა­რის პო­ზი­ცი­ა­შია: მთავ­რო­ბა­ზე კონ­ტრო­ლის დათ­მო­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ეხ­მა­რა სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას, უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გამ­ხდა­რი­ყო. თა­ვის მხრივ, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ", ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის ერ­თპარ­ტი­უ­ლი დო­მი­ნი­რე­ბი­სათ­ვის ბო­ლოს მო­ღე­ბის გზით, ასე­ვე გა­ხა­და სა­ქარ­თვე­ლო უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლო დღეს ჯერ კი­დევ საკ­მა­ოდ შორ­საა ნამ­დვი­ლად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნად გახ­დო­მამ­დე, ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით", - წერს ავ­ტო­რი.

მო­საზ­რე­ბა მე­ო­რე

"ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" არ­ჩევ­ნე­ბი იო­ლად არ დათ­მო, - აცხა­დებს მიტ­ჩე­ლი. მისი აზ­რით, ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ იმ ფაქტს, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა მხო­ლოდ მას შემ­დეგ აღი­ა­რა და­მარ­ცხე­ბა, რაც მთე­ლი ერთი წლის კამ­პა­ნია შე­ა­ლია ოპო­ზი­ცი­ის წელ­ში გა­ტეხ­ვას. "ის ისე შორს წა­ვი­და, რომ პი­რად ოპო­ნენტ ივა­ნიშ­ვილს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც კი ჩა­მო­არ­თვა", - წერს იგი. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა­ტომ არ "მო­ი­პა­რა" სა­ა­კაშ­ვილ­მა არ­ჩევ­ნე­ბი, მი­თჩელს ამა­ზე ზუს­ტი პა­სუ­ხი არ აქვს, თუმ­ცა წერს, რომ სა­გა­რეო ზე­წო­ლამ და სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის არ­ნა­ხულ­მა სიმ­რავ­ლემ გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რის როლი ითა­მა­შა, სწო­რი არ იქ­ნე­ბო­და გვე­ვა­რა­უ­და, რომ სა­ა­კაშ­ვილს დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა იმ­პულ­სებ­მა აი­ძუ­ლა, და­მარ­ცხე­ბა ეღი­ა­რე­ბი­ნა.

მო­საზ­რე­ბა მე­სა­მე

"პო­ლი­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ "მო­გე­ბულს ყვე­ლა­ფე­რი" პრინ­ცი­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს", - მი­ი­იჩ­ნევს მი­თჩე­ლი. "მწა­რე და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, სა­ა­კაშ­ვილ­მა არ გა­მო­ი­ყე­ნა მის ხელ­ში არ­სე­ბუ­ლი სრუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი ძა­ლა­უფ­ლე­ბა და ყო­ველ­გვა­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­რე­შე და­უთ­მო ყვე­ლა სა­მი­ნის­ტრო და, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი მთავ­რო­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას". ნა­წი­ლობ­რივ ეს შე­იძ­ლე­ბა ავ­ხსნათ, რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" სურ­ვი­ლით, და­მორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ ხალ­ხის ნე­ბას და და­ეჩ­ქა­რე­ბი­ნათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უპ­რობ­ლე­მოდ გა­და­ცე­მის პრო­ცე­სი, მაგ­რამ ეს ასე­ვე მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო ჯერ კი­დევ ვერ მი­ვი­და იმ დო­ნემ­დე, სა­დაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და ძა­ლა­უფ­ლე­ბა მხო­ლოდ ერთი პარ­ტი­ის პრე­რო­გა­ტი­ვას არ წარ­მო­ად­გენს", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

მო­საზ­რე­ბა მე­ო­თხე

ფულ­მა არ­ჩევ­ნებ­ში ითა­მა­შა კრი­ტი­კუ­ლი, მაგ­რამ მე­ტად კომ­პლექ­სუ­რი როლი - მი­იჩ­ნევს ამე­რი­კე­ლი ავ­ტო­რი. მისი აზ­რით, ივა­ნიშ­ვილ­მა ფუ­ლით კი არ იყი­და არ­ჩევ­ნე­ბი, არა­მედ ამ ფულ­მა მის­ცა მას სა­შუ­ა­ლე­ბა, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" სე­რი­ო­ზუ­ლი ოპო­ნენ­ტი გამ­ხდა­რი­ყო. "მა­შინ, როცა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბი­დან მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლარს ხარ­ჯავ­და ამე­რი­კი­დან და ევ­რო­პი­დან ლო­ბი­რე­ბა­ზე, სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტი­ას ასე­თი კონ­ტაქ­ტე­ბი უკვე წლე­ბის მან­ძილ­ზე ჰქონ­და მო­პო­ვე­ბუ­ლი, რო­გორც ქვეყ­ნის სა­სი­კე­თო საქ­მე­ე­ბის სა­კე­თებ­ლად, ასე­ვე სა­კუ­თა­რი პარ­ტი­ის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბი­სათ­ვის. ამის გარ­და, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი მთავ­რო­ბის რე­სურ­სებ­საც იყე­ნებ­დნენ, რაც ნე­ბის­მი­ერ კან­დი­დატს, რო­მელ­საც ივა­ნიშ­ვი­ლის სა­და­რი ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბი არ ექ­ნე­ბო­და, მათ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო საფრ­თხედ აქ­ცევ­და", - მი­იჩ­ნევს მი­თჩე­ლი.

ოთხი შე­კი­თხვა

რას აპი­რებს "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა"?

მი­თჩე­ლის აზ­რით, ჯერ ძნე­ლია გა­დაჭ­რით თქმა, თუ რა გზას და­ად­გე­ბა ოპო­ზი­ცი­ად ქცე­უ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა". "შე­საძ­ლე­ბე­ლია, პარ­ტი­ის ლი­დე­რებ­მა ნეო-ლი­ბე­რა­ლუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის მომ­ხრე­ე­ბის­გან მი­ი­ღონ მხარ­და­ჭე­რა, რაც ხელს შე­უ­წყობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა გახ­დეს თავ­შე­სა­ფა­რი ყვე­ლა იმ ჯგუ­ფი­სა და პი­რი­სათ­ვის, ვი­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" იმე­დებს გა­უც­რუ­ებს".

რა არის სა­ჭი­რო სა­ქარ­თვე­ლო­ში მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის შე­საქ­მნე­ლად?

მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა, რაც ლინ­კოლნ მი­თჩე­ლის აზ­რით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­შე დგას, არის ის, რომ გა­და­ლა­ხოს პოსტსაბ­ჭო­უ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ერა, რო­მელ­საც ახა­სი­ა­თებ­და ერ­თპარ­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა. "სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა დრა­მა­ტუ­ლად უნდა შე­იც­ვა­ლოს, რათა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს სუბსტან­ცი­უ­რი დე­ბა­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა კონ­კრე­ტულ სა­კი­თხსა და სტრუქ­ტუ­რა­ზე. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, უნდა არ­სე­ბობ­დეს ლე­გა­ლუ­რი და მი­ღე­ბუ­ლი როლი უთან­ხმო­ე­ბი­სა და კონ­ფლიქ­ტი­სათ­ვის, რაც ასე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნამ­დვი­ლი დე­მოკ­რა­ტი­ი­სათ­ვის. მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამ მხრივ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ეკის­რე­ბა: მის­მა ლი­დე­რებ­მა უნდა ეცა­დონ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ტონი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ. ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი კო­ა­ლი­ცია სა­ჭი­რო იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის და­სა­მარ­ცხებ­ლად, მაგ­რამ ახლა შე­საძ­ლოა ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ი­სათ­ვის უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში კო­ა­ლი­ცი­ის დაშ­ლა უფრო სა­სი­კე­თო აღ­მოჩ­ნდეს", - წერს მი­თჩე­ლი.

რა როლი ითა­მა­შა არ­ჩევ­ნებ­ზე და­სავ­ლე­თის ხელ­შე­წყო­ბამ ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ა­ში?

"პა­სუ­ხი უც­ნო­ბია", - აცხა­დებს მი­თჩე­ლი. და­სავ­ლურ­მა და­ფი­ნან­სე­ბამ, მისი აზ­რით, ხელი შე­უ­წყო სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა და­სავ­ლე­თის ბევ­რი მთავ­რო­ბა კვლავ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბას ელო­და. ამას­თან­ვე, იგი მი­უ­თი­თებს, რომ და­სავ­ლე­თის მხრი­დან მთავ­რო­ბის კრი­ტი­კა, გან­სა­კუთ­რე­ბით არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, საკ­მა­ოდ თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი იყო.

რა არის "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" რე­ა­ლუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბა?

"და­სავ­ლეთ­ში ზოგი "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას" აღიქ­ვამს, რო­გორც პრო­და­სავ­ლუ­რი რე­ფორ­მა­ტო­რე­ბის მცდე­ლო­ბას, გა­და­ექ­ცი­ათ სა­ქარ­თვე­ლო თა­ნა­მედ­რო­ვე, დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნად. მე­ო­რე­ნი კი თვლი­ან, რომ რე­ვო­ლუ­ცია არ შედ­გა და ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში კვლავ ჩა­კე­ტი­ლი მთავ­რო­ბა მო­ვი­და, სა­დაც ადა­მი­ან­თა მცი­რე ჯგუ­ფი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მეტ წილს ფლობ­და. სი­მარ­თლის მარ­ცვა­ლი ორი­ვე მო­საზ­რე­ბა­შია, მაგ­რამ იმ რე­ა­ლურ და კომ­პლექ­სურ მემ­კვიდ­რე­ო­ბის გა­აზ­რე­ბას, რო­მე­ლიც ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ და­ტო­ვა, დრო ჯერ კი­დევ სჭირ­დე­ბა", - მი­იჩ­ნევს ამე­რი­კე­ლი მკვლე­ვა­რი.

დას­კვნა

1-ელი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­მა, თუ ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად წა­რი­მარ­თე­ბა, შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო და­სავ­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ი­სა­კენ წა­იყ­ვა­ნოს, - თვლის მი­თჩე­ლი. "მაგ­რამ, ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია, არ­ჩევ­ნებ­მა გა­მო­იწ­ვი­ოს ქვე­ყა­ნა­ში ოპო­ზი­ცი­ის კო­ლაფ­სი და ახა­ლი ერ­თპარ­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის კონ­სო­ლი­დი­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, ად­რეა იმის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა, თუ რა მოხ­დე­ბა, მაგ­რამ უკვე დროა, გა­და­ა­ბი­ჯოთ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ე­ბის დრო­ინ­დელ სი­ძულ­ვილ­სა და ვნე­ბა­თა­ღელ­ვას და სწო­რი შე­კი­თხვე­ბის დას­მა და­ი­წყოთ", - გვირ­ჩევს მი­თჩე­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ლინკოლნ მითჩელი - "ქართული დემოკრატიისათვის სასიკეთო იქნება, თუ მმართველი კოალიცია დაიშლება"

ლინკოლნ მითჩელი - "ქართული დემოკრატიისათვის სასიკეთო იქნება, თუ მმართველი კოალიცია დაიშლება"

ოთხი მოსაზრება და ოთხი კითხვა საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით,- ასეთი სათაურით გამოქვეყნდა EURASIA.NET-ზე ლინკოლნ მითჩელის ანალიტიკური სტატია.

ქართული დემოკრატიის სიძლიერის გამოვლინება, რუსეთის საქართველოსკენ მიბრუნება, გამარჯვება, რომელიც ივანიშვილმა შტატებსა და ევროპაში იყიდა, "ერთიანი ნაციონალური პარტიის" დომინაციის აღსასრული და ა.შ. - ასეთი მრავალფეროვანი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს,- წერს ამერიკელი მკვლევარი და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებზე დასკვნების გაკეთება ჯერ კიდევ ადრეა, "სურს, რამდენიმე დაკვირვება გაგვიზიაროს და ამდენივე კითხვა დასვას, რომელიც მას არჩევნების შემდგომი მოვლენების ფონზე დაებადა".

მოსაზრება პირველი

"არჩევნები არ ნიშნავს, რომ საქართველო დემოკრატიულია. სააკაშვილის მომხრეები თვლიან, რომ პრეზიდენტის მიერ ძალაუფლების მშვიდობიანი დათმობისა და გადაცემის გამო, საქართველო რეალური დემოკრატია გახდა. ანალოგიურად, მის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ რეალური დემოკრატია სწორედ მათ მიერ სააკაშვილის მთავრობის დამარცხების ნაყოფია. გარკვეულწილად, სიმართლის მარცვალი ორივე მხარის პოზიციაშია: მთავრობაზე კონტროლის დათმობით, სააკაშვილი დაეხმარა საკუთარ ქვეყანას, უფრო დემოკრატიული გამხდარიყო. თავის მხრივ, "ქართულმა ოცნებამ", ნაციონალების ერთპარტიული დომინირებისათვის ბოლოს მოღების გზით, ასევე გახადა საქართველო უფრო დემოკრატიული. მიუხედავად ამისა, საქართველო დღეს ჯერ კიდევ საკმაოდ შორსაა ნამდვილად დემოკრატიული ქვეყანად გახდომამდე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით", - წერს ავტორი.

მოსაზრება მეორე

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნები იოლად არ დათმო, - აცხადებს მიტჩელი. მისი აზრით, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ სააკაშვილმა მხოლოდ მას შემდეგ აღიარა დამარცხება, რაც მთელი ერთი წლის კამპანია შეალია ოპოზიციის წელში გატეხვას. "ის ისე შორს წავიდა, რომ პირად ოპონენტ ივანიშვილს მოქალაქეობაც კი ჩამოართვა", - წერს იგი. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ "მოიპარა" სააკაშვილმა არჩევნები, მითჩელს ამაზე ზუსტი პასუხი არ აქვს, თუმცა წერს, რომ საგარეო ზეწოლამ და საერთაშორისო დამკვირვებლების არნახულმა სიმრავლემ გადამწყვეტი ფაქტორის როლი ითამაშა, სწორი არ იქნებოდა გვევარაუდა, რომ სააკაშვილს დემოკრატიულმა იმპულსებმა აიძულა, დამარცხება ეღიარებინა.

მოსაზრება მესამე

"პოლიტიკა საქართველოში ჯერ კიდევ "მოგებულს ყველაფერი" პრინციპით მიმდინარეობს", - მიიიჩნევს მითჩელი. "მწარე დამარცხების შემდეგ, სააკაშვილმა არ გამოიყენა მის ხელში არსებული სრული კონსტიტუციური და სამართლებრივი ძალაუფლება და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაუთმო ყველა სამინისტრო და, ფაქტობრივად, მთელი მთავრობა "ქართულ ოცნებას". ნაწილობრივ ეს შეიძლება ავხსნათ, როგორც "ნაციონალების" სურვილით, დამორჩილებოდნენ ხალხის ნებას და დაეჩქარებინათ ხელისუფლების უპრობლემოდ გადაცემის პროცესი, მაგრამ ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ჯერ კიდევ ვერ მივიდა იმ დონემდე, სადაც გადაწყვეტილების მიღება და ძალაუფლება მხოლოდ ერთი პარტიის პრეროგატივას არ წარმოადგენს", - ნათქვამია სტატიაში.

მოსაზრება მეოთხე

ფულმა არჩევნებში ითამაშა კრიტიკული, მაგრამ მეტად კომპლექსური როლი - მიიჩნევს ამერიკელი ავტორი. მისი აზრით, ივანიშვილმა ფულით კი არ იყიდა არჩევნები, არამედ ამ ფულმა მისცა მას საშუალება, "ნაციონალების" სერიოზული ოპონენტი გამხდარიყო. "მაშინ, როცა ივანიშვილი საკუთარი ქონებიდან მილიონობით დოლარს ხარჯავდა ამერიკიდან და ევროპიდან ლობირებაზე, სააკაშვილის პარტიას ასეთი კონტაქტები უკვე წლების მანძილზე ჰქონდა მოპოვებული, როგორც ქვეყნის სასიკეთო საქმეების საკეთებლად, ასევე საკუთარი პარტიის პოპულარიზებისათვის. ამის გარდა, ნაციონალები მთავრობის რესურსებსაც იყენებდნენ, რაც ნებისმიერ კანდიდატს, რომელსაც ივანიშვილის სადარი ფულადი სახსრები არ ექნებოდა, მათთვის უმნიშვნელო საფრთხედ აქცევდა", - მიიჩნევს მითჩელი.

ოთხი შეკითხვა

რას აპირებს "გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა"?

მითჩელის აზრით, ჯერ ძნელია გადაჭრით თქმა, თუ რა გზას დაადგება ოპოზიციად ქცეული "ნაციონალური მოძრაობა". "შესაძლებელია, პარტიის ლიდერებმა ნეო-ლიბერალური იდეოლოგიის მომხრეებისგან მიიღონ მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობდა საქართველოში მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის განვითარებას. ასევე შესაძლებელია ნაციონალური მოძრაობა გახდეს თავშესაფარი ყველა იმ ჯგუფისა და პირისათვის, ვისაც "ქართული ოცნება" იმედებს გაუცრუებს".

რა არის საჭირო საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატიის შესაქმნელად?

მთავარი გამოწვევა, რაც ლინკოლნ მითჩელის აზრით, "ქართული ოცნების" წინაშე დგას, არის ის, რომ გადალახოს პოსტსაბჭოური დამოუკიდებლობის ერა, რომელსაც ახასიათებდა ერთპარტიული მმართველობა. "საქართველოს პოლიტიკური კულტურა დრამატულად უნდა შეიცვალოს, რათა შესაძლებელი იყოს სუბსტანციური დებატების ჩატარება კონკრეტულ საკითხსა და სტრუქტურაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უნდა არსებობდეს ლეგალური და მიღებული როლი უთანხმოებისა და კონფლიქტისათვის, რაც ასე მნიშვნელოვანია ნამდვილი დემოკრატიისათვის. მთავარი პასუხისმგებლობა ამ მხრივ "ქართულ ოცნებას" ეკისრება: მისმა ლიდერებმა უნდა ეცადონ, საქართველოში ახალი პოლიტიკური ტონი ჩამოაყალიბონ. ყოვლისმომცველი კოალიცია საჭირო იყო სააკაშვილის დასამარცხებლად, მაგრამ ახლა შესაძლოა ქართული დემოკრატიისათვის უახლოეს თვეებში კოალიციის დაშლა უფრო სასიკეთო აღმოჩნდეს", - წერს მითჩელი.

რა როლი ითამაშა არჩევნებზე დასავლეთის ხელშეწყობამ ქვეყნის დემოკრატიზაციაში?

"პასუხი უცნობია", - აცხადებს მითჩელი. დასავლურმა დაფინანსებამ, მისი აზრით, ხელი შეუწყო სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, მიუხედავად ამისა დასავლეთის ბევრი მთავრობა კვლავ ნაციონალების გამარჯვებას ელოდა. ამასთანვე, იგი მიუთითებს, რომ დასავლეთის მხრიდან მთავრობის კრიტიკა, განსაკუთრებით არჩევნებთან დაკავშირებით, საკმაოდ თავშეკავებული იყო.

რა არის "ვარდების რევოლუციის" რეალური მემკვიდრეობა?

"დასავლეთში ზოგი "ვარდების რევოლუციას" აღიქვამს, როგორც პროდასავლური რეფორმატორების მცდელობას, გადაექციათ საქართველო თანამედროვე, დემოკრატიულ ქვეყანად. მეორენი კი თვლიან, რომ რევოლუცია არ შედგა და ქვეყნის სათავეში კვლავ ჩაკეტილი მთავრობა მოვიდა, სადაც ადამიანთა მცირე ჯგუფი ძალაუფლების მეტ წილს ფლობდა. სიმართლის მარცვალი ორივე მოსაზრებაშია, მაგრამ იმ რეალურ და კომპლექსურ მემკვიდრეობის გააზრებას, რომელიც ვარდების რევოლუციამ დატოვა, დრო ჯერ კიდევ სჭირდება", - მიიჩნევს ამერიკელი მკვლევარი.

დასკვნა

1-ელი ოქტომბრის არჩევნებმა, თუ ყველაფერი სწორად წარიმართება, შეიძლება საქართველო დასავლური დემოკრატიისაკენ წაიყვანოს, - თვლის მითჩელი. "მაგრამ, ასევე შესაძლებელია, არჩევნებმა გამოიწვიოს ქვეყანაში ოპოზიციის კოლაფსი და ახალი ერთპარტიული მმართველობის კონსოლიდირება. შეიძლება, ადრეა იმის წინასწარმეტყველება, თუ რა მოხდება, მაგრამ უკვე დროა, გადააბიჯოთ საარჩევნო კამპანიების დროინდელ სიძულვილსა და ვნებათაღელვას და სწორი შეკითხვების დასმა დაიწყოთ", - გვირჩევს მითჩელი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა