მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ბარამიძე - "ხელისუფლება პრეზიდენტზე დარტყმას ორი მიმართულებით ახორციელებს"
გიორგი ბარამიძე - "ხელისუფლება პრეზიდენტზე დარტყმას ორი მიმართულებით ახორციელებს"

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ბოლო დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბე­ბი პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი.

თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე შოთა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრე­ზი­დენტზე დარ­ტყმას ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს. მისი თქმით, ერ­თის მხრივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს პრე­ზი­დენ­ტის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­დან გა­იყ­ვა­ნოს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი და ამის­თვის შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტში უკვე შე­ტა­ნი­ლია, მე­ო­რეს მხრივ კი, ბა­რა­მი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ერთ-ერთი და­საყ­რდე­ნი უწყე­ბის, ქა­ლა­ქის მე­რის მო­ად­გი­ლეს აკა­ვებს.

გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე შოთა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას დე­და­ქა­ლა­ქის მერ­საა და პრე­მი­ერ-მი­ნისტრს შო­რის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე მომ­ხდარ შე­კა­მა­თე­ბას უკავ­ში­რებს.

"ბრი­უ­სელ­ში ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა, რომ ის აპი­რებს ახა­ლი, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იქო­ნი­ოს პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან და ოპო­ზი­ცი­ას­თან, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, თუმ­ცა, "ფიცი გვწამს, ბოლო მაკ­ვირ­ვებს". დღეს და­ა­კა­ვეს ქა­ლა­ქის მე­რის მო­ად­გი­ლე შოთა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი. ეს ნა­ბი­ჯე­ბი არის პი­რა­დად პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი. თუ ვინ­მეს რამე და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, მაგ­რამ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არ ემა­ლე­ბი­ან გა­მო­ძი­ე­ბას. ეს არის პი­რა­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა", - აცხა­დებს ბა­რა­მი­ძე.

ბა­რა­მი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა და­კა­ვე­ბა მათ და­ში­ნე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. "მათ აინ­ტე­რე­სებთ ზე­წო­ლა, მუ­ქა­რა და და­ში­ნე­ბა, რომ არ ამო­ი­ღონ ხმა ოპო­ნენ­ტებ­მა. ჩვენ ვიქ­ნე­ბით კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ოპო­ზი­ცია, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ პირ­ში წყალს ჩა­ვი­გუ­ბებთ", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

გიორგი ბარამიძე - "ხელისუფლება პრეზიდენტზე დარტყმას ორი მიმართულებით ახორციელებს"

გიორგი ბარამიძე - "ხელისუფლება პრეზიდენტზე დარტყმას ორი მიმართულებით ახორციელებს"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ ბოლო დროს განხორციელებული დაკავებები პრეზიდენტის წინააღმდეგ არის მიმართული.

თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გიორგი ბარამიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ხელისუფლება პრეზიდენტზე დარტყმას ორი მიმართულებით ახორციელებს. მისი თქმით, ერთის მხრივ ხელისუფლება ცდილობს პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან გაიყვანოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და ამისთვის შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე შეტანილია, მეორეს მხრივ კი, ბარამიძის განცხადებით, ხელისუფლება პრეზიდენტის ერთ-ერთი დასაყრდენი უწყების, ქალაქის მერის მოადგილეს აკავებს.

გიორგი ბარამიძე შოთა ხიზანიშვილის დაკავებას დედაქალაქის მერსაა და პრემიერ-მინისტრს შორის მთავრობის სხდომაზე მომხდარ შეკამათებას უკავშირებს.

"ბრიუსელში ჩვენ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ის აპირებს ახალი, ცივილიზებული ურთიერთობები იქონიოს პრეზიდენტ სააკაშვილთან და ოპოზიციასთან, რაც მისასალმებელია, თუმცა, "ფიცი გვწამს, ბოლო მაკვირვებს". დღეს დააკავეს ქალაქის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი. ეს ნაბიჯები არის პირადად პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული. თუ ვინმეს რამე დანაშაული აქვს ჩადენილი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიებული, მაგრამ ეს ადამიანები არ ემალებიან გამოძიებას. ეს არის პირადი ანგარიშსწორება და პოლიტიკური დევნა", - აცხადებს ბარამიძე.

ბარამიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა დაკავება მათ დაშინებას ისახავს მიზნად. "მათ აინტერესებთ ზეწოლა, მუქარა და დაშინება, რომ არ ამოიღონ ხმა ოპონენტებმა. ჩვენ ვიქნებით კონსტრუქციული ოპოზიცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პირში წყალს ჩავიგუბებთ", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა