თუ ოდესმე მოისურვებთ თქვენი მინიატურული პლასტმასის ორეულის ქონას, სურვილის ასასრულებლად ტოკიოში მოგიწევთ გამგზავრება. კომპანია Omote 3D რევოლუციურ პროექტზე მუშაობს - ისინი სამგანზომილებიან ფერად ტელეგამოსახულებას ქმნიან. პირველი 3D ფოტოების გადაღება სწორედ ტოკიოშია შესაძლებელი.
ასეთი ფოტოს შექმნისთვის 15 წუთია საჭირო. ამ დროის განმავლობაში, კლიენტის სხეულის სკანირება ხდება და მონაცემები კომპიუტერში იგზავნება. ამის შემდეგ 3D პრინტერი მის ფიგურას ბეჭდავს.
მომსახურება იაფი არ არის. სამგანზომილებიანი ფოტოს მინიატურულ ზომებში დაბეჭდვა 264 დოლარი ღირს. ფასდაკლებას შეყვარებულ წყვილებს, ოჯახებსა და მუდმივ კლიენტებს სთავაზობენ.
მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.