საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულია!"
"საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულია!"

ერთი შვი­ლი - არა შვი­ლი, ორი შვი­ლი - ვი­თომ შვი­ლი, სამი შვი­ლი - მარ­თლა შვი­ლი! - ამ­ბობ­დნენ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი. კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ან­ზორ თო­თა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ეს ხალ­ხუ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მი დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე დგას:

- სა­ქარ­თვე­ლო­ში უკი­დუ­რე­სად მძი­მე დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ვი­თა­რე­ბაა, 1980-იანი წლე­ბის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში შო­ბა­დო­ბის დონე ორ­ჯერ შემ­ცირ­და. მოკ­ვდა­ვო­ბა იზ­რდე­ბა, ხოლო ბუ­ნებ­რი­ვი მა­ტე­ბა, რო­მე­ლიც დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის ძი­რი­თა­დი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, უფრო და უფრო მცირ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მო­სახ­ლე­ო­ბის რი­ცხვი იკ­ლებს. გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, 2050 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა 28%-ით შემ­ცირ­დე­ბა, მა­შინ რო­დე­საც სომ­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა მო­ი­მა­ტებს 7%-ით, ხოლო აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა - 34%-ით. ახლა ვნა­ხოთ თან­და­თან რო­გორ მცირ­დე­ბო­და შო­ბა­დო­ბის დონე ჩვენ­თან: 1980-იან წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ ათას კაც­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 17-18 ბავ­შვი იბა­დე­ბო­და. შემ­დეგ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თან­და­თან შემ­ცირ­და და თით­ქმის გა­ნა­ხევ­რდა. მა­გა­ლი­თად: 1990-1999 წლებ­ში, სა­შუ­ა­ლოდ ყო­ველ­დღი­უ­რად იბა­დე­ბო­და 13 ბავ­შვი, ხოლო შემ­დგომ ათ წე­ლი­წად­ში ანუ 2000-2009 წლებ­ში - სა­შუ­ა­ლოდ 11 ბავ­შვი. ეს არის ძა­ლი­ან და­ბა­ლი, მე ვი­ტყო­დი, სა­ვა­ლა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. აზერ­ბა­ი­ჯან­ში მა­გა­ლი­თად, შო­ბა­დო­ბა 1,7-ჯერ უფრო მა­ღა­ლია, ჩვენ­თან შე­და­რე­ბით მე­ტია შო­ბა­დო­ბა სომ­ხეთ­შიც. ასე­თი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­შიც: და­ღეს­ტან­ში, ჩეჩ­ნეთ­ში, ოსეთ­ში, ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რეთ­ში, სა­დაც შო­ბა­დო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­და­რე­ბით ასე­ვე მა­ღა­ლია. ანა­ლო­გი­უ­რი უნდა ვთქვა თურ­ქეთ­ზეც... ერთი სი­ტყვით, ჩვენს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში შო­ბა­დო­ბა ჩვენ­თან შე­და­რე­ბით 1,5-2-ჯერ მა­ღა­ლია, მოკ­ვდა­ვო­ბა კი - და­ბა­ლი. ისი­ნი მრავ­ლდე­ბი­ან, ჩვენ კი - ვმცირ­დე­ბით! აი, ასე­თი სა­გან­გა­შო, კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს.

- ბა­ტო­ნო ან­ზორ, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა, რომ­ლის გა­და­წყვე­ტა­შიც სა­ხელ­მწი­ფო აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ე­რი­ოს.

- სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს არ ტარ­დე­ბა არა­ნა­ი­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ვი­თა­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც კი გა­ა­უქ­მეს, რო­მელ­საც კო­მუ­ნის­ტე­ბი ატა­რებ­დნენ. ერთ მა­გა­ლითს მო­გიყ­ვანთ, რო­მე­ლიც სა­სა­ცი­ლოა, სა­ტი­რა­ლი რომ არ იყოს: მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი, თუკი მათ შვი­დი შვი­ლი ჰყავთ, თი­თო­ე­ულ ბავ­შვზე დახ­მა­რე­ბას 5 ლარს იღე­ბენ, ოღონდ ამ შვი­დი ბავ­შვი­დან არც ერთი არ უნდა იყოს მიღ­წე­უ­ლი 16 წლამ­დე! "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ქვე­ყა­ნა­ში დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო­სას­წო­რებ­ლად თავს არ იწუ­ხებ­და და თუ შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბებს დრო­უ­ლად არ გა­ვა­ტა­რებთ, თუ ახ­ლა­ვე არ ვიზ­რუ­ნებთ მო­სახ­ლე­ო­ბის გამ­რავ­ლე­ბა­ზე, მერე გვი­ან იქ­ნე­ბა! ვი­თა­რე­ბას ისიც არ­თუ­ლებს, რომ ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა დარ­ღვე­უ­ლია და ჩვენს დევ­ნი­ლებს ისეთ პი­რო­ბებ­ში უწევთ ცხოვ­რე­ბა, რომ გამ­რავ­ლე­ბა­სა და შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნა­ზე ვერც იფიქ­რე­ბენ.

- დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბაც შემ­ცი­რე­ბუ­ლია - ადრე ერთი წე­ლი­წა­დი იყო, დღეს 4 თვეა.

- ადრე ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის დე­დას გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი ჰქონ­და: დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბის 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კუთ­ვნილ ანა­ზღა­უ­რე­ბას იღებ­და, შემ­დეგ კი 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ეძ­ლო სამ­სა­ხურ­ში არ გა­სუ­ლი­ყო. მარ­თა­ლია, ანა­ზღა­უ­რე­ბას ვერ მი­ი­ღებ­და, მაგ­რამ შე­ეძ­ლო ბავ­შვი გა­ე­ზარ­და და სამ­სა­ხუ­რიც არ და­ე­კარ­გა. ახლა კი ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­უქ­მე­ბუ­ლია და ახალ­გაზ­რდა ოჯახს სტი­მუ­ლი აღარ დარ­ჩა ბავ­შვის გა­სა­ჩე­ნად. დე­დას მხო­ლოდ ოთხი თვე ეკუთ­ვნის დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბა და თვე­ში 150 ლარს აძ­ლე­ვენ - თან­ხას, რომ­ლი­თაც მხო­ლოდ ბავ­შვის პამ­პერ­სებს თუ იყი­დი, ამას­თა­ნა­ვე, ძა­ლი­ან გამ­კაცრ­და მუ­შა­ო­ბის პი­რო­ბე­ბი, ახალ­გაზ­რდა ქა­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ ისეთ ად­გი­ლებ­ზე, სა­დაც და­ძა­ბუ­ლი რე­ჟი­მია: მთე­ლი დღე სხე­დან კომ­პი­უ­ტერ­თან და იმის დროც აღარ რჩე­ბათ, რომ ბავ­შვი გა­ზარ­დონ.

- გა­მო­დის, რომ არას­წო­რი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის გამო ქარ­თულ ოჯა­ხებს ბავ­შვის გა­ჩე­ნის სურ­ვი­ლი და­ე­კარ­გათ?

- სამ­წუ­ხა­როდ, ასეა! 2004-2005 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, უამ­რავ ადა­მი­ანს უსა­მარ­თლოდ და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს სამ­სა­ხუ­რი, მათ შო­რის ბევ­რი ჩვი­ლი ბავ­შვის დედა იყო, რი­თაც გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს: იძუ­ლე­ბით აწე­რი­ნებ­დნენ გან­ცხა­დე­ბებს და ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ანს უშ­ვებ­დნენ სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან. მი­ზა­ნი ერთი იყო - გა­ე­ყა­რათ ძვე­ლი კად­რე­ბი და ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი მო­ეყ­ვა­ნათ. ახ­ლა­ხან ანა­ლო­გი­უ­რი რამ მოხ­და სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "თე­ლას­ში", რომ­ლის კო­მერ­ცი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა ზუ­რაბ არ­სოშ­ვილ­მა, ძა­ლით და­ა­წე­რი­ნა გან­ცხა­დე­ბა ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნებს, რომ­ლებ­საც ბავ­შვე­ბი ჰყავთ გა­საზ­რდე­ლი. ვფიქ­რობ, რომ ზუ­რაბ არ­სოშ­ვილს და მის მსგავს ვა­ი­ხელ­მძღვა­ნე­ლებს პა­სუ­ხი უნდა მო­ე­თხო­ვოთ არა მხო­ლოდ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბის გა­და­მე­ტე­ბის, არა­მედ ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხი­სათ­ვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის გა­მოც. ამ­ჟა­მად "თე­ლასს" რუ­სე­თის მიერ ხელ­დას­ხმუ­ლი აშოტ მა­ნუ­კი­ა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რო­მელ­მაც მრჩევ­ლად აიყ­ვა­ნა ზუ­რაბ არ­სოშ­ვი­ლის მარ­ჯვე­ნა ხელი, ავ­თან­დილ მე­ტი­ვიშ­ვი­ლი, სწო­რედ ის აწე­რი­ნებ­და ხალ­ხს გან­ცხა­დე­ბებს სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის თა­ო­ბა­ზე. არ­სოშ­ვი­ლი შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ დარ­ჩა ის გუნ­დი, რო­მელ­მაც ბევ­რი ახალ­გაზ­რდა დედა უმუ­შე­ვა­რი და­ტო­ვა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვი­თა­რი დახ­მა­რე­ბა­ არ არის მშო­ბი­ა­რე ქა­ლე­ბი­სათ­ვის. მა­შინ, როცა გა­ე­როს ფონ­დი აქ­ვეყ­ნებს ცნო­ბას, რომ სომ­ხეთ­ში ყო­ველ მშო­ბი­ა­რეს, როცა ბავ­შვი გა­უჩ­ნდე­ბა, აძ­ლე­ვენ 350 ამე­რი­კულ დო­ლარს. რაც შე­ე­ხე­ბა აზერ­ბა­ი­ჯანს, იქ მშო­ბი­ა­რო­ბა და ბავ­შვის და­ბა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ხარ­ჯი უფა­სოა. ჩვენ­თან კი მშო­ბი­ა­რო­ბი­სას ყვე­ლა­ფე­რი გა­და­დის მშო­ბი­ა­რის ოჯახ­ზე ისე, რომ სა­ხელ­მწი­ფო არა­ფერს კის­რუ­ლობს, თუ ის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი არ არის. პირ­ველ რიგ­ში, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო უნდა იყოს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იმით, რომ ყვე­ლა ოჯახ­ში გა­ი­ზარ­დოს 2 ბავ­შვზე მეტი, სა­შუ­ა­ლოდ 2,5-3 ბავ­შვი უნდა იყოს ყვე­ლა ოჯახ­ში, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის რი­ცხვმა მო­ი­მა­ტოს, თუმ­ცა ჩვენ­თან უკვე ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის ზრდა­ზე ვე­ღარც ვლა­პა­რა­კობთ, არა­მედ იმა­ზე, რომ რო­გორ­მე არ შემ­ცირ­დეს. აქ უნდა აღი­ნიშ­ნოს კი­დევ ერთი ნი­უ­ან­სი: ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა მრავ­ლდე­ბა იმ რე­გი­ო­ნე­ბის ხარ­ჯზე, სა­დაც ძი­რი­თა­დად არა­ქარ­თვე­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ, სა­მა­გი­ე­როდ, მო­სახ­ლე­ო­ბის კლე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლე­ბით არის და­სახ­ლე­ბუ­ლი - კა­ხეთ­ში, იმე­რეთ­ში, გუ­რი­ა­ში, რა­ჭა­ში - ყველ­გან, სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ. რა­ჭა­ში მა­გა­ლი­თად, თუ ადრე ცხოვ­რობ­და 70 ათა­სი კაცი, ამ­ჟა­მად ცხოვ­რობს 22 ათა­სი, თუ ასე გაგ­რძელ­დე­ბა, 2 ათე­ულ წე­ლი­წად­ში რაჭა გა­უ­კაც­რი­ელ­დე­ბა. ასე­თი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში.

- ბა­ტო­ნო ან­ზორ, რა უნდა გა­კეთ­დეს, რომ ეს მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მოს­წორ­დეს?

- ახალ­მა მთავ­რო­ბამ უნდა შე­ი­მუ­შა­ოს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა. უნდა შე­იქ­მნას დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი, რომ ყო­ვე­ლი მე­ო­რე და მე­სა­მე ბავ­შვის გა­ჩე­ნის შემ­დეგ ოჯა­ხებს დახ­მა­რე­ბა. ამ ეტაპ­ზე კი გა­და­შე­ნე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე ვდგა­ვართ.

ცნო­ბი­სათ­ვის

შო­ბა­დო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბით და დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო მარ­თლაც ვერ და­იკ­ვეხ­ნის. ჩვილ­ბავ­შვი­ა­ნი ქალი ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­სა­გან ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში (126 დღე) მხო­ლოდ 600 ლარს იღებს, სომ­ხეთ­ში გა­ცი­ლე­ბით მეტს - 2 700 ლარს, რუ­სეთ­ში - და­ახ­ლო­ე­ბით 7 308 ლარს. თა­ნაც ამ ქვეყ­ნებ­ში დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბა 140-დღი­ა­ნია, ისე­ვე რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯან­ში. აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ქა­ლე­ბი დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბის დროს ანა­ზღა­უ­რე­ბას ხელ­ფა­სის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით იღე­ბენ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აზერ­ბა­ი­ჯან­ში ორ­სუ­ლი ქალი წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 8 462 ლა­რით ფი­ნანსდე­ბა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

"საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულია!"

"საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულია!"

ერთი შვილი - არა შვილი, ორი შვილი - ვითომ შვილი, სამი შვილი - მართლა შვილი! - ამბობდნენ ჩვენი წინაპრები. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დემოგრაფიული განვითარების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ანზორ თოთაძე მიიჩნევს, რომ ეს ხალხური გამონათქვამი დღესაც აქტუალურია, რადგან საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას:

- საქართველოში უკიდურესად მძიმე დემოგრაფიული ვითარებაა, 1980-იანი წლების შემდეგ ქვეყანაში შობადობის დონე ორჯერ შემცირდა. მოკვდავობა იზრდება, ხოლო ბუნებრივი მატება, რომელიც დემოგრაფიული მდგომარეობის ძირითადი მაჩვენებელია, უფრო და უფრო მცირდება. შესაბამისად, მოსახლეობის რიცხვი იკლებს. გაეროს მონაცემებით, 2050 წლამდე საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება, მაშინ როდესაც სომხეთის მოსახლეობა მოიმატებს 7%-ით, ხოლო აზერბაიჯანისა - 34%-ით. ახლა ვნახოთ თანდათან როგორ მცირდებოდა შობადობის დონე ჩვენთან: 1980-იან წლებში საქართველოში ყოველ ათას კაცზე ყოველდღიურად დაახლოებით 17-18 ბავშვი იბადებოდა. შემდეგ ეს მაჩვენებელი თანდათან შემცირდა და თითქმის განახევრდა. მაგალითად: 1990-1999 წლებში, საშუალოდ ყოველდღიურად იბადებოდა 13 ბავშვი, ხოლო შემდგომ ათ წელიწადში ანუ 2000-2009 წლებში - საშუალოდ 11 ბავშვი. ეს არის ძალიან დაბალი, მე ვიტყოდი, სავალალო მაჩვენებელი. აზერბაიჯანში მაგალითად, შობადობა 1,7-ჯერ უფრო მაღალია, ჩვენთან შედარებით მეტია შობადობა სომხეთშიც. ასეთივე მდგომარეობაა სამხრეთ კავკასიაშიც: დაღესტანში, ჩეჩნეთში, ოსეთში, ყაბარდო-ბალყარეთში, სადაც შობადობა საქართველოსთან შედარებით ასევე მაღალია. ანალოგიური უნდა ვთქვა თურქეთზეც... ერთი სიტყვით, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში შობადობა ჩვენთან შედარებით 1,5-2-ჯერ მაღალია, მოკვდავობა კი - დაბალი. ისინი მრავლდებიან, ჩვენ კი - ვმცირდებით! აი, ასეთი საგანგაშო, კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს.

- ბატონო ანზორ, ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაშიც სახელმწიფო აუცილებლად უნდა ჩაერიოს.

- სამწუხაროდ, საქართველოში დღეს არ ტარდება არანაირი ღონისძიება დემოგრაფიული ვითარების გასაუმჯობესებლად. ის ღონისძიებებიც კი გააუქმეს, რომელსაც კომუნისტები ატარებდნენ. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, რომელიც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს: მრავალშვილიანი ოჯახები, თუკი მათ შვიდი შვილი ჰყავთ, თითოეულ ბავშვზე დახმარებას 5 ლარს იღებენ, ოღონდ ამ შვიდი ბავშვიდან არც ერთი არ უნდა იყოს მიღწეული 16 წლამდე! "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში დემოგრაფიული სიტუაციის გამოსასწორებლად თავს არ იწუხებდა და თუ შესაბამის ღონისძიებებს დროულად არ გავატარებთ, თუ ახლავე არ ვიზრუნებთ მოსახლეობის გამრავლებაზე, მერე გვიან იქნება! ვითარებას ისიც ართულებს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და ჩვენს დევნილებს ისეთ პირობებში უწევთ ცხოვრება, რომ გამრავლებასა და შვილების გაჩენაზე ვერც იფიქრებენ.

- დეკრეტული შვებულებაც შემცირებულია - ადრე ერთი წელიწადი იყო, დღეს 4 თვეა.

- ადრე ახალდაბადებული ბავშვის დედას გაცილებით უკეთესი პირობები ჰქონდა: დეკრეტული შვებულების 9 თვის განმავლობაში კუთვნილ ანაზღაურებას იღებდა, შემდეგ კი 3 წლის განმავლობაში შეეძლო სამსახურში არ გასულიყო. მართალია, ანაზღაურებას ვერ მიიღებდა, მაგრამ შეეძლო ბავშვი გაეზარდა და სამსახურიც არ დაეკარგა. ახლა კი ეს ყველაფერი გაუქმებულია და ახალგაზრდა ოჯახს სტიმული აღარ დარჩა ბავშვის გასაჩენად. დედას მხოლოდ ოთხი თვე ეკუთვნის დეკრეტული შვებულება და თვეში 150 ლარს აძლევენ - თანხას, რომლითაც მხოლოდ ბავშვის პამპერსებს თუ იყიდი, ამასთანავე, ძალიან გამკაცრდა მუშაობის პირობები, ახალგაზრდა ქალები მუშაობენ ისეთ ადგილებზე, სადაც დაძაბული რეჟიმია: მთელი დღე სხედან კომპიუტერთან და იმის დროც აღარ რჩებათ, რომ ბავშვი გაზარდონ.

- გამოდის, რომ არასწორი დემოგრაფიული პოლიტიკის გამო ქართულ ოჯახებს ბავშვის გაჩენის სურვილი დაეკარგათ?

- სამწუხაროდ, ასეა! 2004-2005 წლიდან მოყოლებული, უამრავ ადამიანს უსამართლოდ დაატოვებინეს სამსახური, მათ შორის ბევრი ჩვილი ბავშვის დედა იყო, რითაც გამოუსწორებელი დანაშაული ჩაიდინეს: იძულებით აწერინებდნენ განცხადებებს და ათიათასობით ადამიანს უშვებდნენ სამსახურებიდან. მიზანი ერთი იყო - გაეყარათ ძველი კადრები და ნაციონალები მოეყვანათ. ახლახან ანალოგიური რამ მოხდა სააქციო საზოგადოება "თელასში", რომლის კომერციულმა დირექტორმა ზურაბ არსოშვილმა, ძალით დააწერინა განცხადება ახალგაზრდა გოგონებს, რომლებსაც ბავშვები ჰყავთ გასაზრდელი. ვფიქრობ, რომ ზურაბ არსოშვილს და მის მსგავს ვაიხელმძღვანელებს პასუხი უნდა მოეთხოვოთ არა მხოლოდ სამსახურებრივი უფლებების გადამეტების, არამედ ქვეყნისა და ხალხისათვის ზიანის მიყენების გამოც. ამჟამად "თელასს" რუსეთის მიერ ხელდასხმული აშოტ მანუკიანი ხელმძღვანელობს, რომელმაც მრჩევლად აიყვანა ზურაბ არსოშვილის მარჯვენა ხელი, ავთანდილ მეტივიშვილი, სწორედ ის აწერინებდა ხალხს განცხადებებს სამსახურიდან წასვლის თაობაზე. არსოშვილი შეიცვალა, მაგრამ დარჩა ის გუნდი, რომელმაც ბევრი ახალგაზრდა დედა უმუშევარი დატოვა.

საქართველოში არავითარი დახმარება­ არ არის მშობიარე ქალებისათვის. მაშინ, როცა გაეროს ფონდი აქვეყნებს ცნობას, რომ სომხეთში ყოველ მშობიარეს, როცა ბავშვი გაუჩნდება, აძლევენ 350 ამერიკულ დოლარს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, იქ მშობიარობა და ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი უფასოა. ჩვენთან კი მშობიარობისას ყველაფერი გადადის მშობიარის ოჯახზე ისე, რომ სახელმწიფო არაფერს კისრულობს, თუ ის სოციალურად დაუცველი არ არის. პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ ყველა ოჯახში გაიზარდოს 2 ბავშვზე მეტი, საშუალოდ 2,5-3 ბავშვი უნდა იყოს ყველა ოჯახში, რომ მოსახლეობის რიცხვმა მოიმატოს, თუმცა ჩვენთან უკვე ისეთი მდგომარეობაა, რომ მოსახლეობის ზრდაზე ვეღარც ვლაპარაკობთ, არამედ იმაზე, რომ როგორმე არ შემცირდეს. აქ უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი ნიუანსი: ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მრავლდება იმ რეგიონების ხარჯზე, სადაც ძირითადად არაქართველები ცხოვრობენ, სამაგიეროდ, მოსახლეობის კლება შეინიშნება თითქმის ყველა რეგიონში, რომელიც ქართველებით არის დასახლებული - კახეთში, იმერეთში, გურიაში, რაჭაში - ყველგან, სადაც ქართველები ცხოვრობენ. რაჭაში მაგალითად, თუ ადრე ცხოვრობდა 70 ათასი კაცი, ამჟამად ცხოვრობს 22 ათასი, თუ ასე გაგრძელდება, 2 ათეულ წელიწადში რაჭა გაუკაცრიელდება. ასეთივე მდგომარეობაა თითქმის ყველა რეგიონში.

- ბატონო ანზორ, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდეს?

- ახალმა მთავრობამ უნდა შეიმუშაოს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამა. უნდა შეიქმნას დემოგრაფიული განვითარების ფონდი, რომ ყოველი მეორე და მესამე ბავშვის გაჩენის შემდეგ ოჯახებს დახმარება. ამ ეტაპზე კი გადაშენების საფრთხის წინაშე ვდგავართ.

ცნობისათვის

შობადობის წახალისებით და დეკრეტული შვებულების ანაზღაურებით საქართველო მართლაც ვერ დაიკვეხნის. ჩვილბავშვიანი ქალი ჩვენი სახელმწიფოსაგან ოთხი თვის განმავლობაში (126 დღე) მხოლოდ 600 ლარს იღებს, სომხეთში გაცილებით მეტს - 2 700 ლარს, რუსეთში - დაახლოებით 7 308 ლარს. თანაც ამ ქვეყნებში დეკრეტული შვებულება 140-დღიანია, ისევე როგორც აზერბაიჯანში. აზერბაიჯანელი ქალები დეკრეტული შვებულების დროს ანაზღაურებას ხელფასის რაოდენობის მიხედვით იღებენ, აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანში ორსული ქალი წელიწადში დაახლოებით 8 462 ლარით ფინანსდება.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"