პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სო­სო ცის­კა­რიშ­ვი­ლი: "უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა, ვა­და­ზე ად­რე ჩა­ტარ­დეს ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი"

ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნის სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ამ რე­ზო­ლუ­ცია მი­ი­ღო, რო­მელ­შიც გა­მოთ­ქმუ­ლია წუ­ხი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით, "სა­ზო­გა­დო­ე­ბრივ მა­უწყ­ე­ბელ­ში" შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გა­მო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ დო­კუ­მენ­ტის სა­მუ­შაო ვერ­სი­ა­ში თავ­და­პირ­ვე­ლად ეს პუნ­ქტი არ იყო, თუმ­ცა შემ­დეგ დე­ლე­გა­ტებ­მა სხვაგ­ვა­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს. ამა­ვე პუნ­ქტში წე­რი­ა, რომ ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა მო­უ­წო­დებს ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, თა­ვი აა­რი­დოს პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ და­პა­ტიმ­რე­ბებს. გვე­სა­უბ­რე­ბა პო­ლი­ტო­ლო­გი სო­სო ცის­კა­რიშ­ვი­ლი:

- შეგ­ვიძ­ლია მი­ვუ­ლო­ცოთ ბა­ტონ პრე­ზი­დენტს პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სვლა, რაც გა­მო­ი­ხა­ტა ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნი­სა და სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის მოტყ­უ­ე­ბა­ში. რას­მუ­სე­ნის ეს მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბა სწო­რედ სა­ა­კაშ­ვი­ლის და მი­სი დამ­ქა­შე­ბის სიც­რუ­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა და არა რე­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბა. ცხა­დი­ა, რომ ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს პო­ლი­ტი­კურ­მა ალ­ღომ უმ­ტყუ­ნა - ვერ წარ­მო­იდ­გი­ნა, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­სი პარ­ტნი­ო­რი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ხში­რად ლა­პა­რა­კობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტოს­კენ სწრაფ­ვა­ზე, ასეთ ტყუ­ი­ლებს იკად­რებ­და. რას­მუ­სე­ნის გან­ცხა­დე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად აი­სა­ხა სა­პა­რ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის რე­ზო­ლუ­ცი­ა­შიც. შე­დე­გად კი ამას მოჰ­ყვა ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა, რომ­ლის­თვი­საც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­ა, ასე­თი გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თუ შე­ეძ­ლო ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს მკვა­ხე გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა. ჩვენ­თვის ნა­ტო არის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის სიმ­ბო­ლო, სამ­წუ­ხა­რო­ა, რომ ამ სიმ­ბო­ლოს ჩირ­ქი მოს­ცხო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ტყუ­ი­ლებ­მა. იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, რომ პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრ ივა­ნიშ­ვილ­თან შე­ხვე­დრის შემ­დეგ რას­მუ­სე­ნის­თვის ცხა­დი გახ­დე­ბა რე­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა, რის შემ­დე­გაც, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს ბო­დი­ში მო­ე­ხა­და ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

- მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის იმ­პიჩ­მენ­ტის­თვის ხელ­მო­წე­რებს აგ­რო­ვე­ბენ, ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარ­ტნი­ო­რე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა უნ­და ამო­წუ­როს საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­და...

- კარ­გი იქ­ნე­ბა, ჩვენს და­სავ­ლელ პარ­ტნი­ო­რებს ახ­სოვ­დეთ, რომ რე­ა­ლუ­რად ჩვენ პრე­ზი­დენ­ტი არ გვყავს, სა­მა­გი­ე­როდ გვყავს­ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რი, რო­მე­ლიც იჩე­მებს ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტო­ბას. რო­დე­საც აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­ვე­ლი პი­რი უპი­რის­პირ­დე­ბა ქვეყ­ნის პარ­ლა­მენტს და მთავ­რო­ბას, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, მი­სი საპ­რე­ზი­დენ­ტო ფუნ­ქცი­ე­ბი ეჭ­ვქვეშ დგე­ბა და ეს ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს არ ემ­სა­ხუ­რე­ბა. ეს კარ­გად გა­მოჩ­ნდა ამ ასამ­ბლე­ა­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლი­სას, რო­დე­საც ვნა­ხეთ, რომ პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის სა­ა­კაშ­ვი­ლი მზად არის ქვე­ყა­ნა და­ა­ზა­რა­ლოს. გა­მოჩ­ნდა ისიც, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი არ ემ­სა­ხუ­რე­ბა ნა­ტოს­კენ გულ­წრფელ სვლას, ეს არის სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­არ­კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლი და არა ნა­ტო­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­წევ­რე­ბის რე­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლი.

- ის, რომ ასე­თი მკაც­რი შე­ფა­სე­ბა გაჩ­ნდა რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში, ხომ არ მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მო­ი­კოჭ­ლეს ასამ­ბლე­ის მუ­შა­ო­ბი­სას?

- ვფიქ­რობ, უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­გზავ­ნი­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი - ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი და ვიქ­ტორ დო­ლი­ძე არ და­აკ­ლებ­დნენ მცდე­ლო­ბას, მი­ე­ტა­ნათ რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბამ­დე, მაგ­რამ ისიც გა­სა­გე­ბი­ა, რომ ამ შე­და­რე­ბით უც­ნო­ბი პი­რე­ბის მცდე­ლო­ბა ვერ შეც­ვლი­და ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის თვალ­საზ­რისს. შე­სა­ბა­მი­სად, ასამ­ბლე­ა­მაც გა­ი­ზი­ა­რა რას­მუ­სე­ნის აღ­შფო­თე­ბა. ერ­თი სა­კითხ­იც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა: წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბი­უ­ჯე­ტი­დან უამ­რა­ვი ფუ­ლი იხარ­ჯე­ბო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და არა ქვეყ­ნის ლო­ბი­რე­ბა­ში, ამ საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის წლე­ვან­დე­ლი ბი­უ­ჯე­ტი კი­დევ აძ­ლევს ნაც­მოძ­რა­ობას სა­შუ­ა­ლე­ბას, ლო­ბის­ტებს გა­და­უ­ხა­დოს ფუ­ლი, თუმ­ცა მო­მა­ვა­ლი წლი­დან ქვეყ­ნის ხარ­ჯზე ნამ­დვი­ლად ვე­ღა­რა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უწყ­ე­ბელს", რო­გორც ჩანს, ესეც იყო სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და რას­მუ­სე­ნის სა­უბ­რის თე­მა. სა­ა­კაშ­ვილ­მა სცა­და, "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უწყ­ე­ბელ­ში" ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის შეს­ვლა "ი­მე­დის" დარ­ბე­ვის რან­გში აეყ­ვა­ნა. არა­და, მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცია მოწ­მდე­ბა. "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყ­ებ­ლის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ და ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა ოპო­ზი­ცი­ამ თა­ვი­ან­თი მოქ­მე­დე­ბე­ბით, წი­ნას­წარ, გა­მო­ძი­ე­ბამ­დე აღი­ა­რეს, რომ ამ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შეს­წავ­ლის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოვ­ლინ­დე­ბა ფი­ნან­სუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი. რო­დე­საც სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ხა­ზი­ნის ამ­ხე­ლა ვა­ლი აქვს, ბუ­ნებ­რი­ვად ჩდე­ბა კითხ­ვე­ბი იმ სა­ხელ­მწი­ფო ფი­ნან­სუ­რი სის­ტე­მის მი­მართ, რო­მელ­მაც ამ­ხე­ლა ვა­ლის დაგ­რო­ვე­ბა და­უშ­ვა. კი­დევ უფ­რო უა­რე­სი­ა, რომ სა­ხელ­მწი­ფო სა­გა­და­სა­ხა­დო სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან ასე­თი მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­და კერ­ძო ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ნა­წილ­საც.

- მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში იგეგ­მე­ბო­და ნა­ტოს სამ­ხედ­რო კო­მი­სი­ის ჩა­მოს­ვლა, წინ იყო სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის სე­სია და ნა­ტოს მი­ნის­ტე­რი­ა­ლი, შეც­დო­მა ხომ არ იყო გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის და­კა­ვე­ბა, რო­მე­ლიც ჯერ გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, შემ­დეგ კი პრო­კუ­რა­ტუ­რამ ისევ მი­მარ­თა მი­სი და­პა­ტიმ­რე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს?

- რაც შე­ე­ხე­ბა სა­კითხს - უნ­და და­ა­პა­ტიმ­რონ თუ არა ვინ­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამა­ზე ჩვენ ნუ ვიმ­სჯე­ლებთ, ამის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ უკ­ვე აირ­ჩია პა­რლა­მენ­ტი, რო­მელ­მაც შე­სა­ბა­მი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბით აღ­ჭურ­ვა მთავ­რო­ბა, მათ შო­რის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რიც, ამ ეტაპ­ზე მათ საქ­მე­ში ჩა­რე­ვა არაფ­რის მომ­ცე­მი იქ­ნე­ბა. ერ­თა­დერ­თი, რაც შე­მიძ­ლია შევ­თა­ვა­ზო რას­მუ­სენს, მო­მა­ვალ­შიც უად­გი­ლოდ და უსა­მარ­თლოდ რომ არ აღ­შფოთ­დეს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ში, მე­რე გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გით აღ­შფო­თე­ბა კი არა, გულ­ყრა რომ არ და­ე­მარ­თოს.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ზე გა­მოს­ვლი­სას გა­ნაცხ­ა­და, რომ ის იმ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი­ა, რო­მელ­შიც ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა­ა.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის", რო­გორც ჩანს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­ა, რომ მა­თი ცხრაწ­ლი­ა­ნი ბო­გი­ნი უნ­და დას­რულ­დეს. სი­ნამ­დვი­ლე­ში ამ ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის გა­მოწ­ვე­ვა ჩა­დე­ბუ­ლი იყო კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში, ამი­ტომ აქვს პრე­ზი­დენტს სა­პრე­ზი­დენ­ტო ვა­და ოქ­ტომ­ბრამ­დე გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი. იმე­დი აქვთ, რომ ერ­თი წე­ლი ეყო­ფათ ვი­თა­რე­ბის შე­მო­საბ­რუ­ნებ­ლად. რო­გორც კი გა­მოცხ­ად­და არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი, და­იწყო დი­დი თან­ხე­ბის გა­და­რიცხ­ვა ად­გი­ლობ­რი­ვი მმარ­თვე­ლო­ბე­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ბა­ლან­სზე რიცხ­უ­ლი უა­მ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი იმ რა­ი­ო­ნე­ბის თვით­მმარ­თვე­ლო­ბებს გა­და­უ­ფორ­მეს, სა­დაც ნაც­მოძ­რა­ო­ბამ გა­მარ­ჯვე­ბა მო­ა­ხერ­ხა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ ქვეყ­ნის მარ­თვის ისე­თი მრუ­დე სის­ტე­მა შექ­მნეს, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია არა რა­ი­მე ტი­პის დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ა­ზე, არა­მედ ად­გი­ლობ­რივ მმარ­თველ­თა ვერ­ტი­კა­ლუ­რი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­სა და მორ­ჩი­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ზე. ეს ვერ­ტი­კა­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი­ა, მაგ­რამ თუ გა­ირ­კვა, რომ სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვის პა­რა­ლე­ლუ­რად ამ ვერ­ტი­კალ­მა თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბით ზი­ა­ნი მო­უ­ტა­ნა ქვე­ყა­ნას, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, კონ­სტი­ტუ­ცი­ის დო­ნე­ზე უნ­და დად­გეს იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ყოფ­ნა­-არ­ყოფ­ნის სა­კითხ­ი, რო­მე­ლიც მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია სა­ბო­ტა­ჟის რე­ჟიმ­ში იმუ­შა­ოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ხალ­ხის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია მმარ­თვე­ლო­ბის ის სტი­ლი, რაც რე­გი­ო­ნებ­შია და­ნერ­გი­ლი, ამი­ტო­მაც უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა, ვა­და­ზე ად­რე ჩა­ტარ­დეს ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი.

- რას იტყ­ვით ბა­ჩო ახა­ლა­იას და­კა­ვე­ბა­სა და იმ პრო­ცე­სებ­ზე, რი­სი მომ­სწრე­ნიც ვართ - ის ცი­ხის საკ­ნი­დან იძ­ლე­ვა ინ­ტერ­ვი­უ­ებს და ცდი­ლობს, თა­ვი სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლოდ წარ­მო­ა­ჩი­ნოს. ცო­ტა უც­ნა­უ­რად არ გეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ლა­მის მონ­სტრად წარ­მო­ა­ჩენ­დნენ, საკ­მა­ოდ მსუ­ბუ­ქი ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს?

- ნა­ცე­ბიც და თეა თუთ­ბერი­ძეც ამ კა­ცის ლა­მის დე­და ტე­რე­ზად წარ­მო­ჩე­ნას ცდი­ლო­ბენ, თუმ­ცა მა­გათ მეტს ეს არა­ვის სჯე­რა. ახა­ლაია არ არის დე­და ტე­რე­ზა და ვერც იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, ახა­ლა­იას ბრა­ლი დღი­თი დღე დამ­ძიმ­დე­ბა. არ­სე­ბობს არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლო მო­საზ­რე­ბა, რომ ახა­ლა­ი­ა­სთ­ვის ყვე­ლა­ზე უსაფ­რთხო თავ­შე­სა­ფა­რი ახ­ლა ქარ­თუ­ლი ცი­ხე­ა, მით უფ­რო რომ, რო­გორც ჩანს, იმ ცი­ხე­ში მშვე­ნივ­რად გრძნობს თავს, არ აკ­ლია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ყუ­რადღ­ე­ბა, მაგ­რამ არა მგო­ნი­ა, ნორ­მა­ლუ­რი იყოს, ახა­ლაია ზე­აქ­ტი­უ­რი მე­დი­ის წყა­ლო­ბით მოძღ­ვრავ­დეს ერს ცი­ხი­დან.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

სო­სო ცის­კა­რიშ­ვი­ლი: "უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა, ვა­და­ზე ად­რე ჩა­ტარ­დეს ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი"

სო­სო ცის­კა­რიშ­ვი­ლი: "უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა, ვა­და­ზე ად­რე ჩა­ტარ­დეს ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი"

ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნის სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ამ რე­ზო­ლუ­ცია მი­ი­ღო, რო­მელ­შიც გა­მოთ­ქმუ­ლია წუ­ხი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით, "სა­ზო­გა­დო­ე­ბრივ მა­უწყ­ე­ბელ­ში" შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გა­მო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ დო­კუ­მენ­ტის სა­მუ­შაო ვერ­სი­ა­ში თავ­და­პირ­ვე­ლად ეს პუნ­ქტი არ იყო, თუმ­ცა შემ­დეგ დე­ლე­გა­ტებ­მა სხვაგ­ვა­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს. ამა­ვე პუნ­ქტში წე­რი­ა, რომ ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა მო­უ­წო­დებს ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, თა­ვი აა­რი­დოს პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ და­პა­ტიმ­რე­ბებს. გვე­სა­უბ­რე­ბა პო­ლი­ტო­ლო­გი სო­სო ცის­კა­რიშ­ვი­ლი:

- შეგ­ვიძ­ლია მი­ვუ­ლო­ცოთ ბა­ტონ პრე­ზი­დენტს პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სვლა, რაც გა­მო­ი­ხა­ტა ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნი­სა და სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის მოტყ­უ­ე­ბა­ში. რას­მუ­სე­ნის ეს მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბა სწო­რედ სა­ა­კაშ­ვი­ლის და მი­სი დამ­ქა­შე­ბის სიც­რუ­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა და არა რე­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბა. ცხა­დი­ა, რომ ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს პო­ლი­ტი­კურ­მა ალ­ღომ უმ­ტყუ­ნა - ვერ წარ­მო­იდ­გი­ნა, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­სი პარ­ტნი­ო­რი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ხში­რად ლა­პა­რა­კობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტოს­კენ სწრაფ­ვა­ზე, ასეთ ტყუ­ი­ლებს იკად­რებ­და. რას­მუ­სე­ნის გან­ცხა­დე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად აი­სა­ხა სა­პა­რ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის რე­ზო­ლუ­ცი­ა­შიც. შე­დე­გად კი ამას მოჰ­ყვა ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა, რომ­ლის­თვი­საც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­ა, ასე­თი გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თუ შე­ეძ­ლო ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს მკვა­ხე გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა. ჩვენ­თვის ნა­ტო არის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის სიმ­ბო­ლო, სამ­წუ­ხა­რო­ა, რომ ამ სიმ­ბო­ლოს ჩირ­ქი მოს­ცხო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ტყუ­ი­ლებ­მა. იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, რომ პრე­მი­ერ­-მი­ნისტრ ივა­ნიშ­ვილ­თან შე­ხვე­დრის შემ­დეგ რას­მუ­სე­ნის­თვის ცხა­დი გახ­დე­ბა რე­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა, რის შემ­დე­გაც, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს ბო­დი­ში მო­ე­ხა­და ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

- მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის იმ­პიჩ­მენ­ტის­თვის ხელ­მო­წე­რებს აგ­რო­ვე­ბენ, ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარ­ტნი­ო­რე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა უნ­და ამო­წუ­როს საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­და...

- კარ­გი იქ­ნე­ბა, ჩვენს და­სავ­ლელ პარ­ტნი­ო­რებს ახ­სოვ­დეთ, რომ რე­ა­ლუ­რად ჩვენ პრე­ზი­დენ­ტი არ გვყავს, სა­მა­გი­ე­როდ გვყავს­ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რი, რო­მე­ლიც იჩე­მებს ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტო­ბას. რო­დე­საც აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­ვე­ლი პი­რი უპი­რის­პირ­დე­ბა ქვეყ­ნის პარ­ლა­მენტს და მთავ­რო­ბას, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, მი­სი საპ­რე­ზი­დენ­ტო ფუნ­ქცი­ე­ბი ეჭ­ვქვეშ დგე­ბა და ეს ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს არ ემ­სა­ხუ­რე­ბა. ეს კარ­გად გა­მოჩ­ნდა ამ ასამ­ბლე­ა­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლი­სას, რო­დე­საც ვნა­ხეთ, რომ პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის სა­ა­კაშ­ვი­ლი მზად არის ქვე­ყა­ნა და­ა­ზა­რა­ლოს. გა­მოჩ­ნდა ისიც, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი არ ემ­სა­ხუ­რე­ბა ნა­ტოს­კენ გულ­წრფელ სვლას, ეს არის სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­არ­კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლი და არა ნა­ტო­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­წევ­რე­ბის რე­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლი.

- ის, რომ ასე­თი მკაც­რი შე­ფა­სე­ბა გაჩ­ნდა რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში, ხომ არ მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მო­ი­კოჭ­ლეს ასამ­ბლე­ის მუ­შა­ო­ბი­სას?

- ვფიქ­რობ, უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­გზავ­ნი­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი - ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი და ვიქ­ტორ დო­ლი­ძე არ და­აკ­ლებ­დნენ მცდე­ლო­ბას, მი­ე­ტა­ნათ რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბამ­დე, მაგ­რამ ისიც გა­სა­გე­ბი­ა, რომ ამ შე­და­რე­ბით უც­ნო­ბი პი­რე­ბის მცდე­ლო­ბა ვერ შეც­ვლი­და ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის თვალ­საზ­რისს. შე­სა­ბა­მი­სად, ასამ­ბლე­ა­მაც გა­ი­ზი­ა­რა რას­მუ­სე­ნის აღ­შფო­თე­ბა. ერ­თი სა­კითხ­იც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა: წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბი­უ­ჯე­ტი­დან უამ­რა­ვი ფუ­ლი იხარ­ჯე­ბო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და არა ქვეყ­ნის ლო­ბი­რე­ბა­ში, ამ საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის წლე­ვან­დე­ლი ბი­უ­ჯე­ტი კი­დევ აძ­ლევს ნაც­მოძ­რა­ობას სა­შუ­ა­ლე­ბას, ლო­ბის­ტებს გა­და­უ­ხა­დოს ფუ­ლი, თუმ­ცა მო­მა­ვა­ლი წლი­დან ქვეყ­ნის ხარ­ჯზე ნამ­დვი­ლად ვე­ღა­რა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უწყ­ე­ბელს", რო­გორც ჩანს, ესეც იყო სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და რას­მუ­სე­ნის სა­უბ­რის თე­მა. სა­ა­კაშ­ვილ­მა სცა­და, "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უწყ­ე­ბელ­ში" ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის შეს­ვლა "ი­მე­დის" დარ­ბე­ვის რან­გში აეყ­ვა­ნა. არა­და, მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცია მოწ­მდე­ბა. "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყ­ებ­ლის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ და ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა ოპო­ზი­ცი­ამ თა­ვი­ან­თი მოქ­მე­დე­ბე­ბით, წი­ნას­წარ, გა­მო­ძი­ე­ბამ­დე აღი­ა­რეს, რომ ამ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შეს­წავ­ლის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოვ­ლინ­დე­ბა ფი­ნან­სუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი. რო­დე­საც სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ხა­ზი­ნის ამ­ხე­ლა ვა­ლი აქვს, ბუ­ნებ­რი­ვად ჩდე­ბა კითხ­ვე­ბი იმ სა­ხელ­მწი­ფო ფი­ნან­სუ­რი სის­ტე­მის მი­მართ, რო­მელ­მაც ამ­ხე­ლა ვა­ლის დაგ­რო­ვე­ბა და­უშ­ვა. კი­დევ უფ­რო უა­რე­სი­ა, რომ სა­ხელ­მწი­ფო სა­გა­და­სა­ხა­დო სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან ასე­თი მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­და კერ­ძო ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ნა­წილ­საც.

- მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში იგეგ­მე­ბო­და ნა­ტოს სამ­ხედ­რო კო­მი­სი­ის ჩა­მოს­ვლა, წინ იყო სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის სე­სია და ნა­ტოს მი­ნის­ტე­რი­ა­ლი, შეც­დო­მა ხომ არ იყო გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის და­კა­ვე­ბა, რო­მე­ლიც ჯერ გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, შემ­დეგ კი პრო­კუ­რა­ტუ­რამ ისევ მი­მარ­თა მი­სი და­პა­ტიმ­რე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს?

- რაც შე­ე­ხე­ბა სა­კითხს - უნ­და და­ა­პა­ტიმ­რონ თუ არა ვინ­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამა­ზე ჩვენ ნუ ვიმ­სჯე­ლებთ, ამის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ უკ­ვე აირ­ჩია პა­რლამენტი, რო­მელ­მაც შე­სა­ბა­მი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბით აღ­ჭურ­ვა მთავ­რო­ბა, მათ შო­რის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რიც, ამ ეტაპ­ზე მათ საქ­მე­ში ჩა­რე­ვა არაფ­რის მომ­ცე­მი იქ­ნე­ბა. ერ­თა­დერ­თი, რაც შე­მიძ­ლია შევ­თა­ვა­ზო რას­მუ­სენს, მო­მა­ვალ­შიც უად­გი­ლოდ და უსა­მარ­თლოდ რომ არ აღ­შფოთ­დეს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ში, მე­რე გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გით აღ­შფო­თე­ბა კი არა, გულ­ყრა რომ არ და­ე­მარ­თოს.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ზე გა­მოს­ვლი­სას გა­ნაცხ­ა­და, რომ ის იმ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი­ა, რო­მელ­შიც ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა­ა.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის", რო­გორც ჩანს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­ა, რომ მა­თი ცხრაწ­ლი­ა­ნი ბო­გი­ნი უნ­და დას­რულ­დეს. სი­ნამ­დვი­ლე­ში ამ ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის გა­მოწ­ვე­ვა ჩა­დე­ბუ­ლი იყო კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში, ამი­ტომ აქვს პრე­ზი­დენტს სა­პრე­ზი­დენ­ტო ვა­და ოქ­ტომ­ბრამ­დე გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი. იმე­დი აქვთ, რომ ერ­თი წე­ლი ეყო­ფათ ვი­თა­რე­ბის შე­მო­საბ­რუ­ნებ­ლად. რო­გორც კი გა­მოცხ­ად­და არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი, და­იწყო დი­დი თან­ხე­ბის გა­და­რიცხ­ვა ად­გი­ლობ­რი­ვი მმარ­თვე­ლო­ბე­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ბა­ლან­სზე რიცხ­უ­ლი უა­მ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი იმ რა­ი­ო­ნე­ბის თვით­მმარ­თვე­ლო­ბებს გა­და­უ­ფორ­მეს, სა­დაც ნაც­მოძ­რა­ო­ბამ გა­მარ­ჯვე­ბა მო­ა­ხერ­ხა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ ქვეყ­ნის მარ­თვის ისე­თი მრუ­დე სის­ტე­მა შექ­მნეს, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია არა რა­ი­მე ტი­პის დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ა­ზე, არა­მედ ად­გი­ლობ­რივ მმარ­თველ­თა ვერ­ტი­კა­ლუ­რი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­სა და მორ­ჩი­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ზე. ეს ვერ­ტი­კა­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი­ა, მაგ­რამ თუ გა­ირ­კვა, რომ სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვის პა­რა­ლე­ლუ­რად ამ ვერ­ტი­კალ­მა თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბით ზი­ა­ნი მო­უ­ტა­ნა ქვე­ყა­ნას, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, კონ­სტი­ტუ­ცი­ის დო­ნე­ზე უნ­და დად­გეს იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ყოფ­ნა­-არ­ყოფ­ნის სა­კითხ­ი, რო­მე­ლიც მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია სა­ბო­ტა­ჟის რე­ჟიმ­ში იმუ­შა­ოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ხალ­ხის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია მმარ­თვე­ლო­ბის ის სტი­ლი, რაც რე­გი­ო­ნებ­შია და­ნერ­გი­ლი, ამი­ტო­მაც უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა, ვა­და­ზე ად­რე ჩა­ტარ­დეს ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი.

- რას იტყ­ვით ბა­ჩო ახა­ლა­იას და­კა­ვე­ბა­სა და იმ პრო­ცე­სებ­ზე, რი­სი მომ­სწრე­ნიც ვართ - ის ცი­ხის საკ­ნი­დან იძ­ლე­ვა ინ­ტერ­ვი­უ­ებს და ცდი­ლობს, თა­ვი სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლოდ წარ­მო­ა­ჩი­ნოს. ცო­ტა უც­ნა­უ­რად არ გეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ლა­მის მონ­სტრად წარ­მო­ა­ჩენ­დნენ, საკ­მა­ოდ მსუ­ბუ­ქი ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს?

- ნა­ცე­ბიც და თეა თუთ­ბერი­ძეც ამ კა­ცის ლა­მის დე­და ტე­რე­ზად წარ­მო­ჩე­ნას ცდი­ლო­ბენ, თუმ­ცა მა­გათ მეტს ეს არა­ვის სჯე­რა. ახა­ლაია არ არის დე­და ტე­რე­ზა და ვერც იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, ახა­ლა­იას ბრა­ლი დღი­თი დღე დამ­ძიმ­დე­ბა. არ­სე­ბობს არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლო მო­საზ­რე­ბა, რომ ახა­ლა­ი­ა­სთ­ვის ყვე­ლა­ზე უსაფ­რთხო თავ­შე­სა­ფა­რი ახ­ლა ქარ­თუ­ლი ცი­ხე­ა, მით უფ­რო რომ, რო­გორც ჩანს, იმ ცი­ხე­ში მშვე­ნივ­რად გრძნობს თავს, არ აკ­ლია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ყუ­რადღ­ე­ბა, მაგ­რამ არა მგო­ნი­ა, ნორ­მა­ლუ­რი იყოს, ახა­ლაია ზე­აქ­ტი­უ­რი მე­დი­ის წყა­ლო­ბით მოძღ­ვრავ­დეს ერს ცი­ხი­დან.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა