პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როლანდ ახალაიას "ზვიადისტობისა" და "მხედრიონთან" დაპირისპირების შესახებ სამეგრელოს აქამდე არაფერი სმენია"
"როლანდ ახალაიას "ზვიადისტობისა" და "მხედრიონთან" დაპირისპირების შესახებ სამეგრელოს აქამდე არაფერი სმენია"

სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონ­სა და ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე თვალ­საზ­რისს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ამომ­რჩე­ველ­თა ლი­გის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კახა მი­ქა­ია გა­მო­ხა­ტავს.

- 13 ნო­ემ­ბერს ზუგ­დი­დის ცენ­ტრში, პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­ნო­ბას­თან, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას მხარ­დამ­ჭე­რი მი­ტინ­გი გა­ი­მარ­თა, ახა­ლა­ი­ას მომ­ხრე­ე­ბი, - სამ­წუ­ხა­როდ, ზუგ­დიდ­ში ასე­თე­ბიც არი­ან, - პა­ტიმ­რო­ბი­დან მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ.

- ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მან გა­ნა­ახ­ლა კონ­ტაქ­ტი სა­მეგ­რე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყოფ უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ფორ­მი­რე­ბებ­თან... ამ­ჟა­მად სად არი­ან და რით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ეს ფორ­მი­რე­ბე­ბი?

- ეს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბე­ბი რე­გი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ­ჟა­მა­დაც იმ­ყო­ფე­ბი­ან. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია ამ­ბობს, რომ უნდა მოხ­დეს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­კორ­პო­რი­რე­ბა ოფი­ცი­ა­ლურ სტრუქ­ტუ­რებ­ში და რომ ეს პრო­ცე­სი მშვი­დად უნდა წა­რი­მარ­თოს, რა­საც ვე­თან­ხმე­ბი. ამ უკა­ნო­ნო ფორ­მი­რე­ბე­ბის წევ­რე­ბი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას იცავ­დნენ აფხა­ზეთ­სა და სა­მა­ჩაბ­ლო­ში და მათი ოფი­ცი­ა­ლურ სტრუქ­ტუ­რებ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა მი­სა­ღე­ბია, მაგ­რამ ამ ფორ­მი­რე­ბე­ბის რი­გებ­ში ასე­ვე არი­ან კრი­მი­ნა­ლე­ბი, ამი­ტომ გა­ცხრილ­ვის პრო­ცე­სი ფრთხი­ლად, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში უნდა წა­რი­მარ­თოს. რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას მეშ­ვე­ო­ბით ამ დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, ამის საფრ­თხე, რა თქმა უნდა, არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ მცი­რე დო­ზით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონ­ში სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა, თუმ­ცა, ამ­გვა­რი მცდე­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და არა მარ­ტო ბაჩო ახა­ლა­ი­ას, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხრი­და­ნაც, მათ ეს ბან­დფორ­მი­რე­ბე­ბი სწო­რედ იმი­ტომ შექ­მნეს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის წა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, მაგ­რამ და­სავ­ლე­თის, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ზე­წო­ლის შემ­დეგ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, უკან და­ე­ხი­ათ.

- არი­ან თუ არა ამ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მომ­ხრე­ე­ბი?

- ამ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბა­ში მხო­ლოდ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მომ­ხრე­ე­ბი არ არი­ან, მას­ში შე­დი­ან ყო­ფი­ლი მხედ­რი­ო­ნე­ლე­ბი, დათო შენ­გე­ლი­ას პარ­ტი­ზა­ნუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის "ტყის ძმე­ბის" წევ­რე­ბი. სა­ა­კაშ­ვილ­მა და ბაჩო ახა­ლა­ი­ამ, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის, "ზვი­ა­დის­ტე­ბი­სა" და "მხედ­რი­ო­ნე­ლე­ბის" ერ­თად შეყ­რა მო­ა­ხერ­ხეს, თუმ­ცა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მომ­ხრე­ე­ბი უწო­დო მებ­რძო­ლებს, რომ­ლე­ბიც ბან­დფორ­მი­რე­ბა­ში სა­კუ­თარ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან და­სა­პი­რის­პი­რებ­ლად ერ­თი­ან­დე­ბი­ან?! რაც შე­ე­ხე­ბა რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას მიერ ზვი­ა­დის­ტო­ბის ფაქ­ტო­რით სპე­კუ­ლი­რე­ბას, ის შე­ვარ­დნა­ძის დროს გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი იყო; მისი ზვი­ა­დის­ტო­ბი­სა და მხედ­რი­ონ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ მთელ სა­მეგ­რე­ლოს აქამ­დე არა­ფე­რი სმე­ნია, ასე რომ, ამ ხერ­ხე­ბით ახა­ლა­ია მხო­ლოდ მისი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის - ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას დის­კრე­დი­ტა­ცი­ა­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი შო­უ­თი მისი შვი­ლე­ბის "საგ­მი­რო საქ­მე­ე­ბის" გა­და­ფარ­ვას ცდი­ლობს.

- სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დე­რი და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ბაჩო ახა­ლა­ია პირ­ვე­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა წა­რი­მარ­თოს მოვ­ლე­ნე­ბი ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის გარ­შე­მო?

- და­ვე­ლო­დოთ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ახა­ლა­ი­ას ბრა­ლი დღი­თი­დღე უმ­ძიმ­დე­ბა, თუმ­ცა, წინ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სია. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს აზრს, მი­ვიჩ­ნევ, რომ ბა­ჩა­ნა ახა­ლია პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი კი არა, ჯა­ლა­თია.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

"როლანდ ახალაიას "ზვიადისტობისა" და "მხედრიონთან" დაპირისპირების შესახებ სამეგრელოს აქამდე არაფერი სმენია"

"როლანდ ახალაიას "ზვიადისტობისა" და "მხედრიონთან" დაპირისპირების შესახებ სამეგრელოს აქამდე არაფერი სმენია"

სამეგრელოს რეგიონსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე თვალსაზრისს არასამთავრობო ორგანიზაცია "ამომრჩეველთა ლიგის" წარმომადგენელი კახა მიქაია გამოხატავს.

- 13 ნოემბერს ზუგდიდის ცენტრში, პროკურატურის შენობასთან, სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნის, ბაჩანა ახალაიას მხარდამჭერი მიტინგი გაიმართა, ახალაიას მომხრეები, - სამწუხაროდ, ზუგდიდში ასეთებიც არიან, - პატიმრობიდან მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

- ბაჩანა ახალაიას საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან განაახლა კონტაქტი სამეგრელოს ტერიტორიაზე მყოფ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან... ამჟამად სად არიან და რით არიან დაკავებული ეს ფორმირებები?

- ეს შეიარაღებული ფორმირებები რეგიონის ტერიტორიაზე ამჟამადაც იმყოფებიან. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ამბობს, რომ უნდა მოხდეს ამ ადამიანების ინკორპორირება ოფიციალურ სტრუქტურებში და რომ ეს პროცესი მშვიდად უნდა წარიმართოს, რასაც ვეთანხმები. ამ უკანონო ფორმირებების წევრები არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და მათი ოფიციალურ სტრუქტურებში გაერთიანება მისაღებია, მაგრამ ამ ფორმირებების რიგებში ასევე არიან კრიმინალები, ამიტომ გაცხრილვის პროცესი ფრთხილად, კანონის ფარგლებში უნდა წარიმართოს. რაც შეეხება ბაჩანა ახალაიას მეშვეობით ამ დაჯგუფებების გააქტიურებას, ამის საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობდა, მაგრამ მცირე დოზით, "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ სამეგრელოს რეგიონში სიტუაცია შეიცვალა, თუმცა, ამგვარი მცდელობა იქნებოდა არა მარტო ბაჩო ახალაიას, მიხეილ სააკაშვილის მხრიდანაც, მათ ეს ბანდფორმირებები სწორედ იმიტომ შექმნეს, რომ არჩევნების წაგების შემთხვევაში გამოეყენებინათ, მაგრამ დასავლეთის, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლის შემდეგ იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ.

- არიან თუ არა ამ შეიარაღებული დაჯგუფების წევრები ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეები?

- ამ შეიარაღებულ დაჯგუფებაში მხოლოდ ზვიად გამსახურდიას მომხრეები არ არიან, მასში შედიან ყოფილი მხედრიონელები, დათო შენგელიას პარტიზანული დაჯგუფების "ტყის ძმების" წევრები. სააკაშვილმა და ბაჩო ახალაიამ, ამ ადამიანების, "ზვიადისტებისა" და "მხედრიონელების" ერთად შეყრა მოახერხეს, თუმცა, როგორ შეიძლება ზვიად გამსახურდიას მომხრეები უწოდო მებრძოლებს, რომლებიც ბანდფორმირებაში სა­კუთარ მოსახლეობასთან დასაპირისპირებლად ერთიანდებიან?! რაც შეეხება როლანდ ახალაიას მიერ ზვიადისტობის ფაქტორით სპეკულირებას, ის შევარდნაძის დროს გამომძიებელი იყო; მისი ზვიადისტობისა და მხედრიონთან დაპირისპირების შესახებ მთელ სამეგრელოს აქამდე არაფერი სმენია, ასე რომ, ამ ხერხებით ახალაია მხოლოდ მისი მოწინააღმდეგის - ირაკლი ალასანიას დისკრედიტაციასა და პოლიტიკური შოუთი მისი შვილების "საგმირო საქმეების" გადაფარვას ცდილობს.

- საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ ბაჩო ახალაია პირველი პოლიტპატიმარია საქართველოში. როგორ შეიძლება წარიმართოს მოვლენები ყოფილი მაღალჩინოსნის გარშემო?

- დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ახალაიას ბრალი დღითიდღე უმძიმდება, თუმცა, წინ სასამართლო პროცესია. რაც შეეხება ჩემს აზრს, მივიჩნევ, რომ ბაჩანა ახალია პოლიტპატიმარი კი არა, ჯალათია.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა