ამ წუთებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, შოთა ხიზანიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხათუნა ოჩიაურმა განუცხადა.
ხათუნა ოჩიაურის თქმით, ხიზანიშვილთან ერთად იმყოფება მისი ადვოკატიც. ოჩიაური ამ დროისთვის არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ არის ხიზანიშვილის ადვოკატი.
"ასევე, არ ვფლობ ინფორმაციას, თუ რა საქმეზე მიმდინარეობს მისი დაკითხვა. დეტალები ჩემთვის უცნობია", - აღნიშნა ოჩიაურმა.
შოთა ხიზანიშვილი შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი იყო, შემდეგ კი მინისტრის, კერძოდ ბაჩო ახალაიას მოადგილე. ცოტა ხნის წინ ხიზანიშვილი თბილისის მერის მოადგილედ დაინიშნა.