საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქმრო ჰყავს, მაგრამ დაქორწინებას არ ჩქარობს, არადა, მე შვილიშვილი მინდა"
"საქმრო ჰყავს, მაგრამ დაქორწინებას არ ჩქარობს, არადა, მე შვილიშვილი მინდა"

ცოტა ხნის წინ, თბი­ლი­სის ერთ-ერთ კა­ფე­ში მომ­ღე­რალ ქეთა თო­ფუ­რი­ას დიდი ხნის უნა­ხავ დე­დას წა­ვა­წყდი. რო­გორც გა­ირ­კვა, ის თბი­ლის­ში ხში­რად ჩა­მო­დის. ერ­თმა­ნე­თი რომ მო­ვი­კი­თხეთ, ნატა თო­ფუ­რი­ას ინ­ტერ­ვიუ ვთხო­ვე. რა თქმა უნდა, ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი მის ვარ­სკვლავ შვილ­სა და მათი ოჯა­ხის მოს­კო­ვურ ცხოვ­რე­ბას შე­ე­ხო.

- თბი­ლი­სი ქე­თას­თვის ერ­თა­დერ­თი ქა­ლა­ქია, სა­ქარ­თვე­ლო­ზე აღარ ვლა­პა­რა­კობ, სა­დაც ჩემი შვი­ლი ყოფ­ნით არ იღ­ლე­ბა. რო­გორც კი თა­ვი­სუ­ფა­ლი დღე გა­მო­უჩ­ნდე­ბა, სულ იმას ცდი­ლობს, აქეთ გა­მო­იქ­ცეს. 9 წე­ლია, უკვე ასე გრძელ­დე­ბა. მაგ­რამ აღ­მაშ­ფო­თა ფაქ­ტმა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ქე­თას მო­ღა­ლა­ტის იმი­ჯი შე­უქ­მნეს იმი­ტომ, რომ პუ­ტინს უმ­ღე­რა. არა­და, ჯგუ­ფი "ა სტუ­დი­ოს" წევ­რე­ბი რუ­სეთ­სა და მოს­კოვ­ში რი­გი­თი მომ­ღერ­ლე­ბი არ არი­ან და მათ იქა­ურ შო­უ­ბიზ­ნეს­ში "ა კლა­სის" მუ­სი­კო­სე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ, ყვე­ლა სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერტსა თუ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

- ქეთა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა?

- დიახ, ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა 4 წლის წინ მი­ი­ღო... მოკ­ლედ, იმ სა­ში­ნელ­მა იარ­ლიყ­მა, რო­მე­ლიც ქე­თას სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ა­წე­ბეს, ძა­ლი­ან გა­მა­ღი­ზი­ა­ნა, მაგ­რამ ამან არა­ნა­ი­რად არ შე­მიც­ვა­ლა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩემი ქა­ლა­ქის, მე­გობ­რე­ბი­სა და ხალ­ხის მი­მართ... თა­ვი­დან ქე­თაც გა­ნიც­დი­და, ნერ­ვი­უ­ლობ­და, ტი­რო­და, თუმ­ცა არ და­ბოღ­მი­ლა და არ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლა, მაგ­რამ ბოლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­თვის "მო­ღა­ლა­ტის" წა­მო­ძა­ხე­ბამ რე­გუ­ლა­რუ­ლი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო, რა­ზეც უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ღი­ზი­ან­და. ვი­მე­ო­რებ, რუ­სე­თი ქე­თას მე­ო­რე სამ­შობ­ლოა, ისე­ვე რო­გორც ვთქვათ, ყა­ზა­ხე­თი, სა­დაც გიჟ­დე­ბი­ან მას­ზე, შვი­ლად მი­იჩ­ნე­ვენ... მაგ­რამ სა­ში­ნე­ლე­ბაა, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­შიც და­ი­ბა­დე და გა­ი­ზარ­დე, მო­ღა­ლა­ტედ გა­ცხა­დე­ბენ, შე­უძ­ლე­ბე­ლია ამას მშვი­დად უყუ­რო... არა­და, იყო დრო, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­იწ­ვი­ეს, სი­ა­მოვ­ნე­ბით უმ­ღე­რო­და მიშა სა­ა­კაშ­ვილ­საც, რო­დე­საც ნატო დუმ­ბა­ძემ ჯგუ­ფი "ა სტუ­დიო" აქ ჩა­მო­იყ­ვა­ნა... მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ვი­ღა­ცებს პი­როვ­ნუ­ლი ბოღ­მაც აქვთ ქე­თა­სი. ამის დას­ტუ­რია ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ზო­გი­ერ­თი გა­ზე­თი, რო­მელ­თა მფლო­ბე­ლე­ბი ყო­ფილ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და დღე­ვან­დელ პრე­ზი­დენ­ტთა­ნაც და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბი არი­ან, სა­ოც­რე­ბებს წერ­დნენ ქე­თა­ზე. ერთ-ერ­თმა გა­ზეთ­მა ცხოვ­რე­ბა გა­მიმ­წა­რა, მაგ­რამ შევ­ძე­ლი და იმ ყვე­ლა­ფერ­ზე თვა­ლი დავ­ხუ­ჭე...

- სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ აფა­სებთ თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს?

- 1-ელ ოქ­ტომ­ბრამ­დე სა­შინ­ლად ვა­ფა­სებ­დი. ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს ვი­ტყვი... ისე, მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე ემ­თხვე­ო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კრი­ტი­კულ პე­რი­ო­დებ­ში აქ მი­წევ­და ყოფ­ნა, რაც შოკ­ში მაგ­დებ­და. ერ­თა­დერ­თი, 2008 წლის ომის დროს არ ვყო­ფილ­ვარ აქ და იმ უმ­ძი­მეს პე­რი­ოდს იქი­დან ვა­დევ­ნებ­დი თვალ­ყურს. სა­ში­ნელ დღე­ში გახ­ლდით. და­მი­ჯე­რეთ, იქ ყოფ­ნა ჩემ­თვის 100-ჯერ უფრო ძნე­ლი იყო. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, რომ ქე­თაც იმა­ვეს გა­ნიც­დი­და, - დედა, ნე­ტავ, იქ ვი­ყო­თო, - სულ ამას მე­უბ­ნე­ბო­და...

- მოს­კოვ­ში ცხოვ­რე­ბას დედა-შვილ­მა ად­ვი­ლად აუ­ღეთ ალღო?

- ჯერ ერთი, მად­ლო­ბა პრო­დი­უ­სერ ნატო დუმ­ბა­ძეს, რომ "ა სტუ­დი­ოს" დაგ­ვა­კავ­ში­რა. ეს ქე­თას­თვის კა­რი­ე­რა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი წინსვლა იყო. სა­ქარ­თვე­ლო შო­უ­ბიზ­ნე­სის­თვის პა­ტა­რაა. ამი­ტომ, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯვას უცხო ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი ცდი­ლობს, რად­გა­ნაც ქე­თას ამი­სი შან­სი მი­ე­ცა, ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვა. თა­ვი­დან, რა თქმა უნდა, არ ვი­ცო­დით, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­მარ­თლებ­და თუ არა. ჯგუფ­თან ერ­თად ქეთა იქა­ურ­მა პუბ­ლი­კამ თბი­ლად მი­ი­ღო, "ა სტუ­დი­ოს" წევ­რებს შვი­ლი­ვით ჰყავთ; მაგ­რამ პირ­ვე­ლი 2 წელი ქე­თას დეპ­რე­სია ჰქონ­და და დი­ლი­დან სა-ღა­მომ­დე ტე­ლე­ფონ­ზე იყო ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი, თბი­ლის­ში ხან ერთ, ხან მე­ო­რე მე­გო­ბარს ურე­კავ­და. მერე იქა­უ­რო­ბას ნელ-ნელა მი­ეჩ­ვია, რად­გა­ნაც საქ­მე არ აძ­ლევ­და მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ქვე­ყა­ნა­მაც და­უ­ფა­სა, სტი­მუ­ლი მი­ე­ცა და ინ­ტე­რე­სი გა­უჩ­ნდა... არც ჩემ­თვის იყო ად­ვი­ლი იქა­ურ ცხოვ­რე­ბას­თან შე­გუ­ე­ბა, მაგ­რამ ვცდი­ლობ­დი, ეს არ გა­მო­მე­ხა­ტა.

- იმა­ზე არ გი­ფიქ­რი­ათ, რომ ქეთა მოს­კოვ­ში მარ­ტო გა­გეშ­ვათ?

- ჩემ­თვის იქ ყოფ­ნა სა­სურ­ვე­ლი იყო, რად­გა­ნაც იმ პე­რი­ოდ­ში ჩემი მე­უღ­ლე აქე­დან უკვე წა­სუ­ლი გახ­ლდათ და მა­ინც ხში­რად მო­მი­წევ­და მოს­კოვ­ში სი­ა­რუ­ლი.

- მე­უღ­ლე ახ­სე­ნეთ და იქ­ნებ უფრო ვრცლად გვე­სა­უბ­როთ მას­ზე? რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის უკვე 2 წე­ლია, რაც აღარ არის.

- რად­გან ჩვენ, მისი, რო­გორც კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის ოჯა­ხი, ასე ვთქვათ, ერ­თგვა­რი კას­ტა გავ­ხდით, რო­გორც კი აქე­დან წას­ვლის შან­სი გაგ­ვიჩ­ნდა, წა­ვე­დით. ასეც რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მა­ინც წა­ვი­დო­დით... სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩემ­მა მე­უღ­ლემ ცხოვ­რე­ბა ცუ­დად და­ამ­თავ­რა, რაც უკვე მისი "პრო­ფე­სი­ის" ბრა­ლია.

- მე­უღ­ლე კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი გყავ­დათ. რას ნიშ­ნავ­და ეს თქვენ­თვის?

- ად­ვი­ლი არ იყო, რად­გა­ნაც ეს ჩემ­თვის სა­პა­ტიო მი­სია ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ერთს ვი­ტყვი, კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, უბ­რა­ლოდ, ასე­თი ხვედ­რი ერ­გოთ და თუ მიჰ­ყვე­ბი ცო­ლად ასეთ ადა­მი­ანს, ასე თუ ისე, უნდა იცხოვ­რო კი­დეც მისი ცხოვ­რე­ბით...

- გა­აზ­რე­ბუ­ლი გქონ­დათ ეს მა­შინ, რო­დე­საც მას ცო­ლად მიჰ­ყვე­ბო­დით?

- გა­აზ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი მქო­ნია. მე ან­დრო თო­ფუ­რი­ას იმი­ტომ არ გავ­ყო­ლილ­ვარ, რომ ქურ­დი იყო ან ფული ჰქონ­და თუ არ ჰქონ­და, და­ი­ჭერ­დნენ თუ - არა. მე ის მიყ­ვარ­და და ცო­ლად ამი­ტომ გავ­ყე­ვი... საკ­მა­ოდ კარ­გი ოჯა­ხის შვი­ლი იყო. მამა პრო­ფე­სო­რი ჰყავ­და, დედა დო­ცენ­ტი, ორი­ვე­ნი ექი­მე­ბი იყ­ვნენ. მაგ­რამ ასე წა­უ­ვი­და ან­დროს ცხოვ­რე­ბა... თა­ვი­დან გა­უ­გებ­რო­ბის მსხვერ­პლი შე­იქ­მნა, ცი­ხე­ში სხვის მა­გივ­რად ჩაჯ­და და აე­რია კი­დეც ყვე­ლა­ფე­რი... ან­დრო რომ გარ­და­იც­ვა­ლა, აქ, გას­ვე­ნე­ბა­ში ბევ­რმა ვერ გა­ბე­და მოს­ვლა. იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სამ­ძი­მარ­ზე დღის სა­ა­თებ­ში ვერ მო­დი­ოდ­ნენ და შუ­ა­ღა­მი­სას გვი­სამ­ძიმ­რებ­დნენ. ესე­ნი იყ­ვნენ მისი მე­გობ­რე­ბი, რო­მელ­თა­გან ბევ­რი მთავ­რო­ბა­შიც მუ­შა­ობ­და... ჯერ არ შემ­ხვედ­რია ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ეთ­ქვას, რომ ან­დრომ მას აწყე­ნი­ნა. ან­დროს გან­ზრახ, ვინ­მეს­თვის ცუდი არას­დროს გა­უ­კე­თე­ბია და და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად არა­ვის­თვის უწყე­ნი­ნე­ბია... პი­როვ­ნუ­ლად კარ­გი ბიჭი იყო, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, კარ­გი მამა; ქეთა გიჟ­დე­ბო­და მას­ზე. მამა-შვი­ლი სა­ო­ცა­რი მე­სა­ი­დუმ­ლე­ე­ბი იყ­ვნენ...

- რო­გორ შეხ­ვდა იმას, რომ ქე­თამ კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა მოს­კოვ­ში, ერთ-ერთ ცნო­ბილ ჯგუფ­ში გა­და­წყვი­ტა?

- თა­ვი­დან სა­ერ­თოდ წი­ნა­აღ­მდე­გი იყო ქე­თას სიმ­ღე­რის. ოჯა­ხი­დან მოს­დევ­და, რომ თო­ფუ­რი­ე­ბი ყვე­ლა­ნი ექი­მე­ბი იყ­ვნენ და მე­უბ­ნე­ბო­და, ქე­თას სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა. რა­ტომ აირ­ჩია ეს გზა, რა­ტომ უნდა იმ­ღე­როს, ხომ შე­იძ­ლე­ბა, ექი­მი გა­მო­ვი­დე­სო? - ამ­ბობ­და. მერე, რო­დე­საც ნახა, ქე­თას ამ საქ­მე­ში გარ­კვე­უ­ლი წინსვლა ჰქონ­და, ხელი ჩა­იქ­ნია; მიხ­ვდა, მის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას აზრი არ ჰქონ­და.

- თა­ვი­დან­ვე ხე­დავ­დით ქე­თა­ში იმ პო­ტენ­ცი­ალს, რო­მე­ლიც მას იმ შე­დე­გამ­დე მი­იყ­ვან­და, რაც დღეს აქვს?

- არა, რა თქმა უნდა. მე მხო­ლოდ იმას ვხე­დავ­დი, რომ დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ყველ­გან და ყო­ველ­თვის მღე­რო­და. ადრე შუ­ქე­ბი რომ ქრე­ბო­და, ქეთა აი­ვან­ზე გა­დი­ო­და და ხმა­მაღ­ლა იწყებ­და სიმ­ღე­რას და შუ­ქიც მო­დი­ო­და. მერე მე­ზობ­ლე­ბი ეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ, სიმ­ღე­რა არ შე­ე­წყვი­ტა (იცი­ნის)... ჩვენს მე­ზობ­ლად იზო ლი­ლუ­აშ­ვილს სა­ბავ­შვო სტუ­დია ჰქონ­და გახ­სნი­ლი. ამ ქალ­ბა­ტონ­მა მთხო­ვა, რაკი ბავ­შვი მღე­რის, კარ­გი ხმაც ამოს­დის, იქ­ნებ ჩემს სტუ­დი­ა­ში ია­რო­სო და 4 წლის ქეთა მას­თან მი­ვიყ­ვა­ნე. 9 წლი­დან კი კომ­პო­ზი­ტორ ოთარ ტა­ტიშ­ვილ­თან მე­ცა­დი­ნე­ობ­და. ერთხელ ოთა­რის დე­ი­დამ - მომ­ღე­რალ­მა ცი­სა­ნა ტა­ტიშ­ვილ­მა მი­თხრა, ბავ­შვს სა­ო­პე­რო ხმა აქვს და ამა­ზე იფიქ­რეო... მოკ­ლედ, რად­გან პე­და­გო­გებ­მაც მირ­ჩი­ეს, ქეთა სიმ­ღე­რას გაჰ­ყო­ლო­და, ბავ­შვის­თვის არა­ფე­რი და­მიკ­ლია.

- და "ლელო" მა­ინც გა­ი­ტა­ნეთ, არა?

- კი და არ ვარ ამით კმა­ყო­ფი­ლი. რო­გორ არ მომ­წონს, რო­დე­საც ჩემს შვილს ტე­ლე­ეკ­რან­ზე ვუ­ყუ­რებ, მაგ­რამ რაც დრო გა­დის, ვხე­დავ, ეს ყვე­ლა­ფე­რი რამ­ხე­ლა შრო­მის ფა­სად უჯ­დე­ბა და ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, დი­ლას გა­დი­ხარ, 5-6 სა­ა­თი უნდა იფ­რი­ნო, ჩახ­ვი­დე ქა­ლაქ­ში, სა­დაც კონ­ცერ­ტია და­გეგ­მი­ლი, მო­ემ­ზა­დო და გახ­ვი­დე სცე­ნა­ზე, ცო­ცხლად იმ­ღე­რო. თუ იმ ქა­ლაქ­ში მე­ო­რე კონ­ცერ­ტი არ გაქვს, იმა­ვე დღეს მოს­კოვ­ში უნდა გა­მოფ­რინ­დე. გა­მო­ძი­ნე­ბას ვერც კი ას­წრებს. ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლია, მაგ­რამ რა ქნას? ასე­თია მისი პრო­ფე­სია. კვი­რა­ში ერთხელ მა­ინც უწევთ სა­ზღვარ­გა­რეთ კონ­ცერ­ტი: ევ­რო­პა­ში ან ამე­რი­კა­ში. მაგ­რამ მი­ხა­რია, რომ უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა აქვს...

- რო­გორც ვიცი, დედა-შვილს თა­ვი­დან­ვე მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ...

- რო­დე­საც ერთი შვი­ლი გყავს, თან ჰყვე­ბი. სულ იმას ვცდი­ლობ­დი, რომ ზედ­მე­ტი მზრუნ­ვე­ლო­ბით ეგო­ის­ტი არ გამ­ხდა­რი­ყო, რაც დე­დი­სერ­თა შვი­ლებს ახა­სი­ა­თებთ. შე­მიძ­ლია, ვთქვა, რომ ქეთა ეგო­ის­ტი არ გა­მო­სუ­ლა. თა­ვი­დან­ვე მინ­დო­და, რომ მის­თვის მე­გო­ბა­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. არ ვთრგუ­ნავ­დი, მაგ­რამ რომ ჰკი­თხოთ, მის მი­მართ არა­ნორ­მა­ლუ­რად მკაც­რი ვარ. ალ­ბათ, რა­ღაც მო­მენ­ტში ვარ კი­დე­ვაც ასე­თი. მთა­ვა­რი ის არის, რომ ის ჩემ­თვის მე­გო­ბა­რი იყო და მე­გობ­რად რჩე­ბა! შვილ­თან პრობ­ლე­მა არ მქო­ნია.

- რას გვე­ტყვით მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე?

- რა თქმა უნდა, შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც უნდა ჰყავ­დეს და ჰყავს კი­დეც. ოღონდ, ლი­ო­ვა გე­იხ­მა­ნი უკვე მისი საქმროა, მაგ­რამ ქეთა და­ქორ­წი­ნე­ბას რა­ტომ­ღაც არ ჩქა­რობს... ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მო­ვი­და და მი­თხრა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი მოს­წონ­და, რაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­ვი­ღე, რად­გა­ნაც ქეთა პა­ტა­რა აღარ არის. რო­დე­საც ლი­ო­ვა გა­ვი­ცა­ნი, მო­მე­წო­ნა, ქე­თა­ზე უფ­რო­სია, 37 წლის გახ­ლავთ. ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა. აქვს თა­ვი­სი საქ­მე, ჭკვი­ა­ნია და მინ­და, რომ მას ჩემი შვი­ლი ცო­ლად გაჰ­ყვეს.

- შვი­ლის საქმრო რო­გორ გა­ი­ცა­ნით?

- ის მა­შინ გა­ვი­ცა­ნი, რო­დე­საც ან­დრო, ჩემი მე­უღ­ლე და­ი­ჭი­რეს. ქეთა მა­შინ გას­ტრო­ლებ­ზე იყო. იმ პე­რი­ოდ­ში ლი­ო­ვა ჩემ­თან სახ­ლში მო­ვი­და და მი­თხრა: თქვენ­თან იმის­თვის მო­ვე­დი, რო­გორც ადა­მი­ა­ნი ამ რთულ დროს, მე­გობ­რუ­ლად გვერ­დით და­გიდ­გეთ და და­გეხ­მა­როთ და არა იმი­ტომ, რომ ქეთა მომ­წონ­სო. ამ ჟეს­ტით მან ჩემ­ში ნდო­ბა და­იმ­სა­ხუ­რა... უკვე 3 წე­ლია, ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბი­ან.

- სა­ვა­რა­უ­დოდ, რო­დის იგეგ­მე­ბა მათი და­ო­ჯა­ხე­ბა?

- ამა­ზე სულ მე­ლა­პა­რა­კე­ბა ლი­ო­ვა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ქე­თა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ვი­ნა­ი­დან მას ქორ­წი­ლის გა­დახ­და არ უნდა, ამი­ტომ ვურ­ჩიე: მარ­თლაც, არ არის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა ქორ­წი­ლის გა­დახ­დის, რად­გან შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ადა­მი­ა­ნის და­პა­ტი­ჟე­ბა ვერ მო­ხერ­ხდეს და გაგ­ვი­ნა­წყენ­დნენ, ამი­ტომ დიდი ცე­რე­მო­ნი­ა­ლის გა­რე­შე მო­ა­წე­რეთ ხელი-მეთ­ქი. - რად­გა­ნაც უკვე და­ვი­ღა­ლე ლო­დი­ნით, შვი­ლიშ­ვი­ლი მინ­და!

- სად ცხოვ­რობთ მოს­კოვ­ში?

- ცენ­ტრში. რომ გი­თხრათ, ჩვენს სახ­ლში მე­ზობ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს იც­ნო­ბენ-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ.

- არც ის იცი­ან, რომ მათი მე­ზო­ბე­ლი "A სტუ­დი­ოს" სო­ლის­ტია?

- (იღი­მე­ბა) ეს ყვე­ლამ იცო­და, სა­ნამ ჩვენ იმ სახ­ლში გა­და­ვი­დო­დით. მე­ზობ­ლე­ბი მარ­თლაც პა­ტივს გვცე­მენ. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთს სამ­ჯერ ჩა­ვუშ­ვით წყა­ლი და საყ­ვე­დუ­რიც არ უთ­ქვამთ, არა­და, ასეთ დროს მოს­კოვ­ში მი­ლი­ცი­ას იძა­ხე­ბენ;

- ქე­თას სხე­უ­ლის ფორ­მე­ბის კო­რექ­ცი­ა­სა და პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ებ­ზე ლა­მის ლე­გენ­დე­ბი და­დის. იქ­ნე­ბა რე­ა­ლუ­რად გვი­თხრათ, რა ოპე­რა­ცი­ე­ბი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი?

- სხე­ულ­ში არა­ნა­ი­რი გელი თუ სი­ლი­კო­ნი არ აქვს შეშ­ვე­ბუ­ლი და არც არაფ­რის კო­რექ­ცია არ აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. ცხვირ­ზე კი ორი იძუ­ლე­ბი­თი ოპე­რა­ცია - ერთი ქი­რურ­გი­უ­ლი და მე­ო­რე პლას­ტი­კუ­რი - გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ჰა­ი­მო­რი­ტი აწუ­ხებ­და, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად უმწვავ­დე­ბო­და მა­ღა­ლი სი­ცხის ფონ­ზე, ნა­ხე­ვა­რი სახე უსივ­დე­ბო­და და ვერ სუნ­თქავ­და. ძგი­დეც გამ­რუ­დე­ბუ­ლი ჰქონ­და. ამი­ტომ, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეო, მაგ­რამ ვერ ვუ­კე­თებ­დი. მოს­კოვ­ში რომ გა­და­ვე­დით, ჰა­ი­მორ­ტის გამ­წვა­ვე­ბის გამო კონ­ცერ­ტებს ვერ ჩა­აგ­დებ­და და სა­ჭი­რო გახ­და მისი ოპე­რა­ცია. თბი­ლის­ში ერთ-ერთი ქი­რურ­გი ურ­ჩი­ეს და ჩა­მო­ვი­და, - ძგი­დეს გა­ვის­წო­რე­ბო, ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ აღ­მოჩ­ნდა - ბავ­შვს ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ცხვი­რი და­უგ­რძელ­და. ექიმ­მა ის პრობ­ლე­მე­ბი კი მო­ა­ცი­ლა, რაც აწუ­ხებ­და, მაგ­რამ ამა­სო­ბა­ში მის­თვის თურ­მე ხრტი­ლი მო­უჭ­რია და გა­და­უგ­დია, რის გა­მოც ცხვირ­მა ფორ­მა შე­იც­ვა­ლა. ეს რომ გა­მოს­წო­რე­ბუ­ლი­ყო, პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და, რო­მე­ლის დრო­საც ექიმ­მა მისი კე­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ვერ შეძ­ლო. მოკ­ლედ, ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­რა და ამ ყვე­ლაფ­რი­დან მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­მო­ვე­დით. ეს არის და ეს.

- მად­ლო­ბა ინ­ტერ­ვი­უს­თვის. წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებთ.

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"საქმრო ჰყავს, მაგრამ დაქორწინებას არ ჩქარობს, არადა, მე შვილიშვილი მინდა"

"საქმრო ჰყავს, მაგრამ დაქორწინებას არ ჩქარობს, არადა, მე შვილიშვილი მინდა"

ცოტა ხნის წინ, თბილისის ერთ-ერთ კაფეში მომღერალ ქეთა თოფურიას დიდი ხნის უნახავ დედას წავაწყდი. როგორც გაირკვა, ის თბილისში ხშირად ჩამოდის. ერთმანეთი რომ მოვიკითხეთ, ნატა თოფურიას ინტერვიუ ვთხოვე. რა თქმა უნდა, ჩვენი საუბარი მის ვარსკვლავ შვილსა და მათი ოჯახის მოსკოვურ ცხოვრებას შეეხო.

- თბილისი ქეთასთვის ერთადერთი ქალაქია, საქართველოზე აღარ ვლაპარაკობ, სადაც ჩემი შვილი ყოფნით არ იღლება. როგორც კი თავისუფალი დღე გამოუჩნდება, სულ იმას ცდილობს, აქეთ გამოიქცეს. 9 წელია, უკვე ასე გრძელდება. მაგრამ აღმაშფოთა ფაქტმა, როდესაც საქართველოში ქეთას მოღალატის იმიჯი შეუქმნეს იმიტომ, რომ პუტინს უმღერა. არადა, ჯგუფი "ა სტუდიოს" წევრები რუსეთსა და მოსკოვში რიგითი მომღერლები არ არიან და მათ იქაურ შოუბიზნესში "ა კლასის" მუსიკოსებად მიიჩნევენ, ყველა სამთავრობო კონცერტსა თუ ღონისძიებაში მონაწილეობენ.

- ქეთა რუსეთის მოქალაქეა?

- დიახ, ორმაგი მოქალაქეობა 4 წლის წინ მიიღო... მოკლედ, იმ საშინელმა იარლიყმა, რომელიც ქეთას საქართველოში მიაწებეს, ძალიან გამაღიზიანა, მაგრამ ამან არანაირად არ შემიცვალა დამოკიდებულება ჩემი ქალაქის, მეგობრებისა და ხალხის მიმართ... თავიდან ქეთაც განიცდიდა, ნერვიულობდა, ტიროდა, თუმცა არ დაბოღმილა და არ გაღიზიანებულა, მაგრამ ბოლო 2 წლის განმავლობაში მისთვის ,,მოღალატის" წამოძახებამ რეგულარული ხასიათი მიიღო, რაზეც უკვე სერიოზულად გაღიზიანდა. ვიმეორებ, რუსეთი ქეთას მეორე სამშობლოა, ისევე როგორც ვთქვათ, ყაზახეთი, სადაც გიჟდებიან მასზე, შვილად მიიჩნევენ... მაგრამ საშინელებაა, როდესაც ქვეყანაში, რომელშიც დაიბადე და გაიზარდე, მოღალატედ გაცხადებენ, შეუძლებელია ამას მშვიდად უყურო... არადა, იყო დრო, საქართველოში მოიწვიეს, სიამოვნებით უმღეროდა მიშა სააკაშვილსაც, როდესაც ნატო დუმბაძემ ჯგუფი "ა სტუდიო" აქ ჩამოიყვანა... მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაცებს პიროვნული ბოღმაც აქვთ ქეთასი. ამის დასტურია ის, რომ საქართველოში ზოგიერთი გაზეთი, რომელთა მფლობელები ყოფილ ხელისუფლებასთან და დღევანდელ პრეზიდენტთანაც დაახლოებული პირები არიან, საოცრებებს წერდნენ ქეთაზე. ერთ-ერთმა გაზეთმა ცხოვრება გამიმწარა, მაგრამ შევძელი და იმ ყველაფერზე თვალი დავხუჭე...

- საინტერესოა, როგორ აფასებთ თბილისში განვითარებულ მოვლენებს?

- 1-ელ ოქტომბრამდე საშინლად ვაფასებდი. ახალ ხელისუფლებაზე ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი... ისე, მთელი ამ წლების განმავლობაში ისე ემთხვეოდა, რომ საქართველოსთვის კრიტიკულ პერიოდებში აქ მიწევდა ყოფნა, რაც შოკში მაგდებდა. ერთადერთი, 2008 წლის ომის დროს არ ვყოფილვარ აქ და იმ უმძიმეს პერიოდს იქიდან ვადევნებდი თვალყურს. საშინელ დღეში გახლდით. დამიჯერეთ, იქ ყოფნა ჩემთვის 100-ჯერ უფრო ძნელი იყო. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ქეთაც იმავეს განიცდიდა, - დედა, ნეტავ, იქ ვიყოთო, - სულ ამას მეუბნებოდა...

- მოსკოვში ცხოვრებას დედა-შვილმა ადვილად აუღეთ ალღო?

- ჯერ ერთი, მადლობა პროდიუსერ ნატო დუმბაძეს, რომ "ა სტუდიოს" დაგვაკავშირა. ეს ქეთასთვის კარიერაში სერიოზული წინსვლა იყო. საქართველო შოუბიზნესისთვის პატარაა. ამიტომ, საკუთარი ძალების მოსინჯვას უცხო ქვეყანაში ბევრი ცდილობს, რადგანაც ქეთას ამისი შანსი მიეცა, ხელიდან არ გაუშვა. თავიდან, რა თქმა უნდა, არ ვიცოდით, ეს ყველაფერი გაამართლებდა თუ არა. ჯგუფთან ერთად ქეთა იქაურმა პუბლიკამ თბილად მიიღო, "ა სტუდიოს" წევრებს შვილივით ჰყავთ; მაგრამ პირველი 2 წელი ქეთას დეპრესია ჰქონდა და დილიდან სა-ღამომდე ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული, თბილისში ხან ერთ, ხან მეორე მეგობარს ურეკავდა. მერე იქაურობას ნელ-ნელა მიეჩვია, რადგანაც საქმე არ აძლევდა მოდუნების საშუალებას. ქვეყანამაც დაუფასა, სტიმული მიეცა და ინტერესი გაუჩნდა... არც ჩემთვის იყო ადვილი იქაურ ცხოვრებასთან შეგუება, მაგრამ ვცდილობდი, ეს არ გამომეხატა.

- იმაზე არ გიფიქრიათ, რომ ქეთა მოსკოვში მარტო გაგეშვათ?

- ჩემთვის იქ ყოფნა სასურველი იყო, რადგანაც იმ პერიოდში ჩემი მეუღლე აქედან უკვე წასული გახლდათ და მაინც ხშირად მომიწევდა მოსკოვში სიარული.

- მეუღლე ახსენეთ და იქნებ უფრო ვრცლად გვესაუბროთ მასზე? როგორც ცნობილია, ის უკვე 2 წელია, რაც აღარ არის.

- რადგან ჩვენ, მისი, როგორც კანონიერი ქურდის ოჯახი, ასე ვთქვათ, ერთგვარი კასტა გავხდით, როგორც კი აქედან წასვლის შანსი გაგვიჩნდა, წავედით. ასეც რომ არ ყოფილიყო, მაინც წავიდოდით... სამწუხაროა, რომ ჩემმა მეუღლემ ცხოვრება ცუდად დაამთავრა, რაც უკვე მისი "პროფესიის" ბრალია.

- მეუღლე კანონიერი ქურდი გყავდათ. რას ნიშნავდა ეს თქვენთვის?

- ადვილი არ იყო, რადგანაც ეს ჩემთვის საპატიო მისია ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ერთს ვიტყვი, კანონიერი ქურდებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უბრალოდ, ასეთი ხვედრი ერგოთ და თუ მიჰყვები ცოლად ასეთ ადამიანს, ასე თუ ისე, უნდა იცხოვრო კიდეც მისი ცხოვრებით...

- გააზრებული გქონდათ ეს მაშინ, როდესაც მას ცოლად მიჰყვებოდით?

- გააზრებული არაფერი მქონია. მე ანდრო თოფურიას იმიტომ არ გავყოლილვარ, რომ ქურდი იყო ან ფული ჰქონდა თუ არ ჰქონდა, დაიჭერდნენ თუ - არა. მე ის მიყვარდა და ცოლად ამიტომ გავყევი... საკმაოდ კარგი ოჯახის შვილი იყო. მამა პროფესორი ჰყავდა, დედა დოცენტი, ორივენი ექიმები იყვნენ. მაგრამ ასე წაუვიდა ანდროს ცხოვრება... თავიდან გაუგებრობის მსხვერპლი შეიქმნა, ციხეში სხვის მაგივრად ჩაჯდა და აერია კიდეც ყველაფერი... ანდრო რომ გარდაიცვალა, აქ, გასვენებაში ბევრმა ვერ გაბედა მოსვლა. იყვნენ ადამიანები, რომლებიც სამძიმარზე დღის საათებში ვერ მოდიოდნენ და შუაღამისას გვისამძიმრებდნენ. ესენი იყვნენ მისი მეგობრები, რომელთაგან ბევრი მთავრობაშიც მუშაობდა... ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც ეთქვას, რომ ანდრომ მას აწყენინა. ანდროს განზრახ, ვინმესთვის ცუდი არასდროს გაუკეთებია და დაუმსახურებლად არავისთვის უწყენინებია... პიროვნულად კარგი ბიჭი იყო, განათლებული, კარგი მამა; ქეთა გიჟდებოდა მასზე. მამა-შვილი საოცარი მესაიდუმლეები იყვნენ...

- როგორ შეხვდა იმას, რომ ქეთამ კარიერის გაგრძელება მოსკოვში, ერთ-ერთ ცნობილ ჯგუფში გადაწყვიტა?

- თავიდან საერთოდ წინააღმდეგი იყო ქეთას სიმღერის. ოჯახიდან მოსდევდა, რომ თოფურიები ყველანი ექიმები იყვნენ და მეუბნებოდა, ქეთას სამედიცინოზე ჩაებარებინა. რატომ აირჩია ეს გზა, რატომ უნდა იმღეროს, ხომ შეიძლება, ექიმი გამოვიდესო? - ამბობდა. მერე, როდესაც ნახა, ქეთას ამ საქმეში გარკვეული წინსვლა ჰქონდა, ხელი ჩაიქნია; მიხვდა, მის წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა.

- თავიდანვე ხედავდით ქეთაში იმ პოტენციალს, რომელიც მას იმ შედეგამდე მიიყვანდა, რაც დღეს აქვს?

- არა, რა თქმა უნდა. მე მხოლოდ იმას ვხედავდი, რომ დილიდან საღამომდე ყველგან და ყოველთვის მღეროდა. ადრე შუქები რომ ქრებოდა, ქეთა აივანზე გადიოდა და ხმამაღლა იწყებდა სიმღერას და შუქიც მოდიოდა. მერე მეზობლები ეხვეწებოდნენ, სიმღერა არ შეეწყვიტა (იცინის)... ჩვენს მეზობლად იზო ლილუაშვილს საბავშვო სტუდია ჰქონდა გახსნილი. ამ ქალბატონმა მთხოვა, რაკი ბავშვი მღერის, კარგი ხმაც ამოსდის, იქნებ ჩემს სტუდიაში იაროსო და 4 წლის ქეთა მასთან მივიყვანე. 9 წლიდან კი კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილთან მეცადინეობდა. ერთხელ ოთარის დეიდამ - მომღერალმა ცისანა ტატიშვილმა მითხრა, ბავშვს საოპერო ხმა აქვს და ამაზე იფიქრეო... მოკლედ, რადგან პედაგოგებმაც მირჩიეს, ქეთა სიმღერას გაჰყოლოდა, ბავშვისთვის არაფერი დამიკლია.

- და "ლელო" მაინც გაიტანეთ, არა?

- კი და არ ვარ ამით კმაყოფილი. როგორ არ მომწონს, როდესაც ჩემს შვილს ტელეეკრანზე ვუყურებ, მაგრამ რაც დრო გადის, ვხედავ, ეს ყველაფერი რამხელა შრომის ფასად უჯდება და ძალიან მეცოდება... წარმოიდგინეთ, დილას გადიხარ, 5-6 საათი უნდა იფრინო, ჩახვიდე ქალაქში, სადაც კონცერტია დაგეგმილი, მოემზადო და გახვიდე სცენაზე, ცოცხლად იმღერო. თუ იმ ქალაქში მეორე კონცერტი არ გაქვს, იმავე დღეს მოსკოვში უნდა გამოფრინდე. გამოძინებას ვერც კი ასწრებს. ძალიან დატვირთულია, მაგრამ რა ქნას? ასეთია მისი პროფესია. კვირაში ერთხელ მაინც უწევთ საზღვარგარეთ კონცერტი: ევროპაში ან ამერიკაში. მაგრამ მიხარია, რომ უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს...

- როგორც ვიცი, დედა-შვილს თავიდანვე მეგობრული ურთიერთობა გქონდათ...

- როდესაც ერთი შვილი გყავს, თან ჰყვები. სულ იმას ვცდილობდი, რომ ზედმეტი მზრუნველობით ეგოისტი არ გამხდარიყო, რაც დედისერთა შვილებს ახასიათებთ. შემიძლია, ვთქვა, რომ ქეთა ეგოისტი არ გამოსულა. თავიდანვე მინდოდა, რომ მისთვის მეგობარი ვყოფილიყავი. არ ვთრგუნავდი, მაგრამ რომ ჰკითხოთ, მის მიმართ არანორმალურად მკაცრი ვარ. ალბათ, რაღაც მომენტში ვარ კიდევაც ასეთი. მთავარი ის არის, რომ ის ჩემთვის მეგობარი იყო და მეგობრად რჩება! შვილთან პრობლემა არ მქონია.

- რას გვეტყვით მის პირად ცხოვრებაზე?

- რა თქმა უნდა, შეყვარებულიც უნდა ჰყავდეს და ჰყავს კიდეც. ოღონდ, ლიოვა გეიხმანი უკვე მისი საქმროა, მაგრამ ქეთა დაქორწინებას რატომღაც არ ჩქარობს... ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა და მითხრა, რომ ეს ადამიანი მოსწონდა, რაც ჩვეულებრივად მივიღე, რადგანაც ქეთა პატარა აღარ არის. როდესაც ლიოვა გავიცანი, მომეწონა, ქეთაზე უფროსია, 37 წლის გახლავთ. ჩამოყალიბებული პიროვნებაა. აქვს თავისი საქმე, ჭკვიანია და მინდა, რომ მას ჩემი შვილი ცოლად გაჰყვეს.

- შვილის საქმრო როგორ გაიცანით?

- ის მაშინ გავიცანი, როდესაც ანდრო, ჩემი მეუღლე დაიჭირეს. ქეთა მაშინ გასტროლებზე იყო. იმ პერიოდში ლიოვა ჩემთან სახლში მოვიდა და მითხრა: თქვენთან იმისთვის მოვედი, როგორც ადამიანი ამ რთულ დროს, მეგობრულად გვერდით დაგიდგეთ და დაგეხმაროთ და არა იმიტომ, რომ ქეთა მომწონსო. ამ ჟესტით მან ჩემში ნდობა დაიმსახურა... უკვე 3 წელია, ერთმანეთს ხვდებიან.

- სავარაუდოდ, როდის იგეგმება მათი დაოჯახება?

- ამაზე სულ მელაპარაკება ლიოვა, მაგრამ ყველაფერი მაინც ქეთაზეა დამოკიდებული. ვინაიდან მას ქორწილის გადახდა არ უნდა, ამიტომ ვურჩიე: მართლაც, არ არის აუცილებლობა ქორწილის გადახდის, რადგან შეიძლება ბევრი ადამიანის დაპატიჟება ვერ მოხერხდეს და გაგვინაწყენდნენ, ამიტომ დიდი ცერემონიალის გარეშე მოაწერეთ ხელი-მეთქი. - რადგანაც უკვე დავიღალე ლოდინით, შვილიშვილი მინდა!

- სად ცხოვრობთ მოსკოვში?

- ცენტრში. რომ გითხრათ, ჩვენს სახლში მეზობლები ერთმანეთს იცნობენ-მეთქი, მოგატყუებთ.

- არც ის იციან, რომ მათი მეზობელი "A სტუდიოს" სოლისტია?

- (იღიმება) ეს ყველამ იცოდა, სანამ ჩვენ იმ სახლში გადავიდოდით. მეზობლები მართლაც პატივს გვცემენ. მაგალითად, ერთ-ერთს სამჯერ ჩავუშვით წყალი და საყვედურიც არ უთქვამთ, არადა, ასეთ დროს მოსკოვში მილიციას იძახებენ;

- ქეთას სხეულის ფორმების კორექციასა და პლასტიკურ ოპერაციებზე ლამის ლეგენდები დადის. იქნება რეალურად გვითხრათ, რა ოპერაციები აქვს გაკეთებული?

- სხეულში არანაირი გელი თუ სილიკონი არ აქვს შეშვებული და არც არაფრის კორექცია არ აქვს გაკეთებული. ცხვირზე კი ორი იძულებითი ოპერაცია - ერთი ქირურგიული და მეორე პლასტიკური - გახდა აუცილებელი. ჰაიმორიტი აწუხებდა, რომელიც პერიოდულად უმწვავდებოდა მაღალი სიცხის ფონზე, ნახევარი სახე უსივდებოდა და ვერ სუნთქავდა. ძგიდეც გამრუდებული ჰქონდა. ამიტომ, მეუბნებოდნენ, ოპერაცია გაუკეთეო, მაგრამ ვერ ვუკეთებდი. მოსკოვში რომ გადავედით, ჰაიმორტის გამწვავების გამო კონცერტებს ვერ ჩააგდებდა და საჭირო გახდა მისი ოპერაცია. თბილისში ერთ-ერთი ქირურგი ურჩიეს და ჩამოვიდა, - ძგიდეს გავისწორებო, ქირურგიული ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ ეს ყველაფერი წარმატებული არ აღმოჩნდა - ბავშვს ოპერაციის შემდეგ ცხვირი დაუგრძელდა. ექიმმა ის პრობლემები კი მოაცილა, რაც აწუხებდა, მაგრამ ამასობაში მისთვის თურმე ხრტილი მოუჭრია და გადაუგდია, რის გამოც ცხვირმა ფორმა შეიცვალა. ეს რომ გამოსწორებულიყო, პლასტიკური ოპერაცია დასჭირდა, რომელის დროსაც ექიმმა მისი კეხის შენარჩუნება ვერ შეძლო. მოკლედ, ღმერთმა დაგვიფარა და ამ ყველაფრიდან მშვიდობიანად გამოვედით. ეს არის და ეს.

- მადლობა ინტერვიუსთვის. წარმატებას გისურვებთ.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება