კონსტიტუციური უსაფრთხოებისა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მაღალჩინოსნები პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებიან, - ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროგრამა "მოამბე" იუწყება .
"მოამბესთან" საუბარში იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მარიამ სხილაძემ განმარტა, რომ აღნიშნული პირები პროკურატურაში დაკითხვაზე მოწმის სტატუსით იმყოფებიან.
კონკრეტულად რას უკავშირდება მაღალჩინოსნების პროკურატურაში დაბარება, ამ ეტაპზე უცნობია. არსებული ინფორმაციით, პროკურატურაში დაკითხვაზე 7 მაღალჩინოსანი იმყოფება.