მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით დარჩიაშვილი: "ზოგიერთი მეოცნებე ამბობს: ვინ ეკითხება რასმუსენს?"
დავით დარჩიაშვილი: "ზოგიერთი მეოცნებე ამბობს: ვინ ეკითხება რასმუსენს?"

ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე რთულ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ახ­ლა­ხან, ევ­რო­პა­ში ვი­ზი­ტი­სას პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

- არ მეს­მის, რაზე ატყდა აჟი­ო­ტა­ჟი. სა­ა­კაშ­ვი­ლი ლა­პა­რა­კობ­და არა იმგვარ ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა­ზე, რა­ზეც კომ­პარ­ტი­ის ის­ტო­რი­ა­შია სა­უ­ბა­რი, როცა საბ­ჭო­ე­ბი და დრო­ე­ბი­თი მთავ­რო­ბა გა­ნა­გებ­და რუ­სეთს. ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ სხვა­დას­ხვა ფუნ­ქცი­ის მქო­ნე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შტო­ებ­ში დღეს სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ასე­თია რე­ა­ლო­ბა. ჩვენს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბას, ისე­ვე რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, თვით­მმარ­თვე­ლო­ბებს მხო­ლოდ კო­ნსტრუქ­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის სურ­ვი­ლი გვაქვს, პა­სუ­ხად კი მი­ვი­ღეთ აშ­კა­რა მცდე­ლო­ბა იმი­სა, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ის ჩა­იგ­დოს ხელ­ში, რაც არ­ჩევ­ნე­ბით არ მო­უ­პო­ვე­ბია, ან ეს სტრუქ­ტუ­რე­ბი ფი­ნან­სუ­რი წნე­ხის ქვეშ აღ­მოჩ­ნდნენ.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის მიერ მი­ღე­ბულ რე­ზო­ლუ­ცი­ას? სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამ­გვა­რი რე­ზო­ლუ­ცი­ის მი­ღე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­მა შე­ას­რუ­ლა.

- რე­ზო­ლუ­ცი­ას იღებს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა და არა კან­დე­ლა­კი. ამ რე­ზო­ლუ­ცი­ის მიმ­ღებ ადა­მი­ა­ნებ­ში ძალ­ზე გა­მოც­დი­ლი, პა­ტივ­სა­ცე­მი პი­როვ­ნე­ბე­ბი არი­ან, ისი­ნი თა­ვი­ანთ სი­ტყვა­ზე პა­სუხს აგე­ბენ. გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი შე­იძ­ლე­ბა იყოს ინ­ფორ­მა­ცი­ის ერთ-ერთი წყა­რო.

- თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახ­სოვს კულ­ტუ­რის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, რუ­რუ­ას მძაფ­რი რე­აქ­ცია ეუ­თოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენტ მი­ლი­ო­რის ფრა­ზა­ზე ლე­ნი­ნიზ­მის შე­სა­ხებ, აკა­კი ბო­ბო­ხი­ძის აღ­შფო­თე­ბა აშშ-ის ყო­ფი­ლი ელ­ჩის, ბა­სის შე­ფა­სე­ბებ­ზე. მი­იჩ­ნევთ, რომ ეს რე­ზო­ლუ­ცია ობი­ექ­ტუ­რად ასა­ხავს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს?

- რე­ზო­ლუ­ცია ლე­გი­ტი­მურ­მა, პა­ტივ­სა­ცემ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნომ მი­ი­ღო და ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის­თვის, თუკი ეს ქვე­ყა­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ ის­წრაფ­ვის. ზო­გი­ერ­თი "მე­ოც­ნე­ბე" კი ამას ქვეყ­ნის სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვად მი­იჩ­ნევს და ამ­ბობს: ვინ ეკი­თხე­ბა რას­მუ­სენ­სო?! ეს კი დი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ცურ­ვა და ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბაა.

- თქვენ ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა უწო­დეთ ბაჩო ახა­ლა­ი­ას პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი; რა­ტომ ხართ ასე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი მის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში?

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს მოს­მე­ნის კულ­ტუ­რა არა აქვს, არ­გუ­მენ­ტე­ბი არ აინ­ტე­რე­სებს. მე წმინ­და პრო­ცე­სუ­ა­ლუ­რი მხა­რე ვი­გუ­ლის­ხმე; მეც მინ­და ბრალ­დე­ბე­ბის ამ კო­რი­ან­ტელ­ში გა­ვერ­კვე, რა არის სი­მარ­თლე და რა - არა. ბაჩო ახა­ლა­ია ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუნ­და, რომ ყვე­ლა კი­თხვა­ზე გა­ე­ცა პა­სუ­ხი. იმ ბრალ­დე­ბე­ბის ფონ­ზე, რაც მის წი­ნა­აღ­მდეგ ის­მო­და, მათ შო­რის, დაჭ­რი­ლი პა­ტიმ­რე­ბის პი­რა­დად ცემა და ა.შ. უცებ, მას უყე­ნე­ბენ ბრალს, რომ, ასე ვთქვათ, გა­დაც­დო­მის ჩამ­დე­ნი ოფი­ცე­რი შე­უ­რა­ცხყო. განა 1990-იან წლებ­ში ჯარ­ში არა­ვის შე­უ­რა­ცხყოფ­დნენ? და­ვით თევ­ზა­ძეს, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას პი­რი­დან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვა არ ამოს­ვლი­ათ? მა­შინ ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად უნდა მო­ე­თხო­ვოს, ხოლო თუ სე­რი­ო­ზუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა აქვთ ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ, ჯერ დამ­ტკიც­დეს და მერე ვი­ლა­პა­რა­კოთ... როცა ყვე­ლა­ფე­რი ასე სწრა­ფად ხდე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვი იკ­ვე­თე­ბა, რაც პო­ლიტ­პა­ტიმ­რო­ბას გუ­ლის­ხმობს. ახლა იმა­ზეც და­ი­წყეს ლა­პა­რა­კი, რომ კა­ლან­და­ძე ჯა­რის­კა­ცებს არ­ბე­ნი­ნებ­და და აყ­ვი­რებ­და. რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ჯარი ამის გა­რე­შე? თუ სა­კითხს ასე მი­უდ­გე­ბი­ან, ეს სა­ბო­ლო­ოდ დაშ­ლის ჯარს.

- ბოლო ხანს ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ორ ნა­წი­ლად იყო­ფა, რომ გიგა ბო­კე­რია ახალ პარ­ტი­ას ქმნის.

- პირ­ვე­ლად მეს­მის ასე­თი რამ, პარ­ტია ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია და ვე­რა­ვინ იტყვის, რა მოხ­დე­ბა წლე­ბის შემ­დეგ. ამ­ჟა­მად პარ­ტი­ა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი და იდე­ო­ლო­გი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ვა­ა­ნა­ლი­ზებთ შეც­დო­მებს, ბევ­რი ახა­ლი ადა­მი­ა­ნი მო­დის, ისი­ნი, ვი­საც აში­ნებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ნა­ბი­ჯე­ბი, და­ნა­პი­რე­ბის ასე­თი ფორ­მით შეს­რუ­ლე­ბა.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

დავით დარჩიაშვილი: "ზოგიერთი მეოცნებე ამბობს: ვინ ეკითხება რასმუსენს?"

დავით დარჩიაშვილი: "ზოგიერთი მეოცნებე ამბობს: ვინ ეკითხება რასმუსენს?"

ქვეყანაში მიმდინარე რთულ პოლიტიკურ პროცესებზე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი გვესაუბრება.

- ახლახან, ევროპაში ვიზიტისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოში არსებულ ორხელისუფლებიანობაზე გაამახვილა ყურადღება.

- არ მესმის, რაზე ატყდა აჟიოტაჟი. სააკაშვილი ლაპარაკობდა არა იმგვარ ორხელისუფლებიანობაზე, რაზეც კომპარტიის ისტორიაშია საუბარი, როცა საბჭოები და დროებითი მთავრობა განაგებდა რუსეთს. ლაპარაკია იმაზე, რომ სხვადასხვა ფუნქციის მქონე ხელისუფლების შტოებში დღეს სხვადასხვა პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი, ასეთია რეალობა. ჩვენს საპარლამენტო უმცირესობას, ისევე როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციას, თვითმმართველობებს მხოლოდ კო­ნსტრუქციული ურთიერთობის სურვილი გვაქვს, პასუხად კი მივიღეთ აშკარა მცდელობა იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ის ჩაიგდოს ხელში, რაც არჩევნებით არ მოუპოვებია, ან ეს სტრუქტურები ფინანსური წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ.

- როგორ შეაფასებთ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას? საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამგვარი რეზოლუციის მიღებაში განსაკუთრებული როლი "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა შეასრულა.

- რეზოლუციას იღებს საპარლამენტო ასამბლეა და არა კანდელაკი. ამ რეზოლუციის მიმღებ ადამიანებში ძალზე გამოცდილი, პატივსაცემი პიროვნებები არიან, ისინი თავიანთ სიტყვაზე პასუხს აგებენ. გიორგი კანდელაკი შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი წყარო.

- თუმცა საზოგადოებას ახსოვს კულტურის ყოფილი მინისტრის, რურუას მძაფრი რეაქცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მილიორის ფრაზაზე ლენინიზმის შესახებ, აკაკი ბობოხიძის აღშფოთება აშშ-ის ყოფილი ელჩის, ბასის შეფასებებზე. მიიჩნევთ, რომ ეს რეზოლუცია ობიექტურად ასახავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს?

- რეზოლუცია ლეგიტიმურმა, პატივსაცემმა საერთაშორისო ორგანომ მიიღო და ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, თუკი ეს ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობაში ინტეგრაციისკენ ის­წრაფვის. ზოგიერთი "მეოცნებე" კი ამას ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად მიიჩნევს და ამბობს: ვინ ეკითხება რასმუსენსო?! ეს კი დინების საწინააღმდეგოდ ცურვა და ეროვნული ინტერესების იგნორირებაა.

- თქვენ ერთ-ერთმა პირველმა უწოდეთ ბაჩო ახალაიას პოლიტპატიმარი; რატომ ხართ ასე დარწმუნებული მის უდანაშაულობაში?

- საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მოსმენის კულტურა არა აქვს, არგუმენტები არ აინტერესებს. მე წმინდა პროცესუალური მხარე ვიგულისხმე; მეც მინდა ბრალდებების ამ კორიანტელში გავერკვე, რა არის სიმართლე და რა - არა. ბაჩო ახალაია ქვეყანაში დაბრუნდა, რომ ყველა კითხვაზე გაეცა პასუხი. იმ ბრალდებების ფონზე, რაც მის წინააღმდეგ ისმოდა, მათ შორის, დაჭრილი პატიმრების პირადად ცემა და ა.შ. უცებ, მას უყენებენ ბრალს, რომ, ასე ვთქვათ, გადაცდომის ჩამდენი ოფიცერი შეურაცხყო. განა 1990-იან წლებში ჯარში არავის შეურაცხყოფდნენ? დავით თევზაძეს, ირაკლი ალასანიას პირიდან შეურაცხმყოფელი სიტყვა არ ამოსვლიათ? მაშინ ყველას ერთნაირად უნდა მოეთხოვოს, ხოლო თუ სერიოზული მტკიცებულება აქვთ ახალაიას წინააღმდეგ, ჯერ დამტკიცდეს და მერე ვილაპარაკოთ... როცა ყველაფერი ასე სწრაფად ხდება, პოლიტიკური მოტივი იკვეთება, რაც პოლიტპატიმრობას გულისხმობს. ახლა იმაზეც დაიწყეს ლაპარაკი, რომ კალანდაძე ჯარისკაცებს არბენინებდა და აყვირებდა. როგორ წარმოგიდგენიათ ჯარი ამის გარეშე? თუ საკითხს ასე მიუდგებიან, ეს საბოლოოდ დაშლის ჯარს.

- ბოლო ხანს ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ორ ნაწილად იყოფა, რომ გიგა ბოკერია ახალ პარტიას ქმნის.

- პირველად მესმის ასეთი რამ, პარტია ცოცხალი ორგანიზმია და ვერავინ იტყვის, რა მოხდება წლების შემდეგ. ამჟამად პარტიაში სერიოზული ორგანიზაციული და იდეოლოგიური მუშაობა მიმდინარეობს. ვაანალიზებთ შეცდომებს, ბევრი ახალი ადამიანი მოდის, ისინი, ვისაც აშინებს "ქართული ოცნების" ნაბიჯები, დანაპირების ასეთი ფორმით შესრულება.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა