მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატო გელაშვილი: "ყველა მამაკაცში მისტერ როჩესტერს ვეძებდი"
ნატო გელაშვილი: "ყველა მამაკაცში მისტერ როჩესტერს ვეძებდი"

ავ­ტორ-შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ნატო გე­ლაშ­ვი­ლი "ფსი­ქოს" წყა­ლო­ბით ბავ­შვო­ბა­ში და­ვაბ­რუ­ნეთ და ერთ დროს მისი ოც­ნე­ბის მა­მა­კა­ცი, მის­ტერ რო­ჩეს­ტე­რიც გა­ვახ­სე­ნეთ... ქალ­ბა­ტო­ნი ნატო თა­ვის ერ­თგულ მსმე­ნელს მალე ახალ სიმ­ღე­რებს აჩუ­ქებს:

- კარ­გა ხა­ნია, ახალ ალ­ბომ­ზე ვმუ­შა­ობ, მაგ­რამ ბოლო ხანს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, მუ­შა­ო­ბა შე­ვა­ჩე­რე. ახლა ყვე­ლა­ფე­რი ჩა­წყნარ­და და მგო­ნია, დად­გა დრო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შევ­თა­ვა­ზო ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბი. რამ­დე­ნი­მე დღე­ში რა­დი­ო­ებ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ერთი სიმ­ღე­რის პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თე­ბა.

- ბოლო წლებ­ში ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სი შუ­ა­ზე იყო გახ­ლე­ჩი­ლი: ერთი ნა­წი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ას­ხამ­და ხოტ­ბას, რის გა­მოც ჰქონ­დათ სა­მუ­შაო და სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტებ­ზე ამ­ღე­რებ­დნენ, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, პრო­ფე­სი­ა­წარ­თმე­უ­ლი იჯდა შინ.

- ეს ყვე­ლა­ფე­რი ნამ­დვი­ლად უსა­მარ­თლო­ბა იყო. სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­თვის ხში­რად უკი­თხავთ­, რა­ტომ არ ეძახ­დით ე.წ. ოპო­ზი­ცი­ო­ნერ მომ­ღერ­ლებ­სო და ამა­ზე პა­სუ­ხობ­დნენ, ვე­ძა­ხით, მაგ­რამ თვი­თონ არ მო­დი­ა­ნო. ასეა თუ ისე, რაც ხდე­ბო­და, ნამ­დვი­ლად ცუდი იყო. სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­დაც ძა­ლი­ან ცოტა გვყავს კარ­გი მომ­ღე­რა­ლი, ამი­ტომ ისი­ნი არც პო­ლი­ტი­კა­ში უნდა გავ­სვა­როთ და არც პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სის გამო დავ­სვათ შინ. მთა­ვა­რია, ქვე­ყა­ნამ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნოს.

- ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი რამ­დე­ნი­მე მომ­ღე­რა­ლი მარ­თლაც ამ­ბობ­და უარს სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, მაგ­რამ არ­სე­ბო­ბენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც სცე­ნა­ზე გას­ვლამ­დე მო­უხ­სნი­ათ კონ­ცერ­ტე­ბი­დან. მა­გა­ლი­თად, თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე, ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი...

- ამ ყვე­ლა­ფერს ყო­ველ­თვის ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი. ჩემი ნე­ბის­მი­ე­რი სოლო კონ­ცერ­ტი სავ­სე იყო ე.წ. ოპო­ზი­ცი­უ­რი მომ­ღერ­ლე­ბით, რად­გან ჩვენ ერ­თად მოვ­დი­ვართ ბავ­შვო­ბი­დან, სტუ­დენ­ტო­ბი­დან, ისი­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან და არა­ვის პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სი არ მა­ინ­ტე­რე­სებს. მი­მაჩ­ნია, რომ ამ სფე­როს ყვე­ლა ასე უნდა მი­უდ­გეს. არ შე­იძ­ლე­ბა შენი ხუშ­ტუ­რე­ბის, სიმ­პა­თია-ან­ტი­პა­თი­ის გამო ხე­ლოვ­ნე­ბა და ნამ­დვი­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი მოკ­ლა. არც მხო­ლოდ ერთი მომ­ღერ­ლის ან ხე­ლო­ვა­ნის ამო­ჩე­მე­ბა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ შენ მოგ­წონს. ეს არ ნიშ­ნავს, რომ მის გარ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა მომ­ღე­რა­ლი არ არ­სე­ბობს.

- რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პერ­სო­ნაჟ­თან იმე­გობ­რებ­დით?

- ჩემი საყ­ვა­რე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბა­ში მაქვს წა­კი­თხუ­ლი და დღემ­დე ძა­ლი­ან მიყ­ვარს, არის შარ­ლო­ტა ბრონ­ტეს "ჯეინ ეარი". ცუდ გან­წყო­ბა­ზე რო­დე­საც ვარ, "ჯეინ ეარს" ვშლი და ბავ­შვო­ბის ბედ­ნი­ერ ხა­ნა­ში ვბრუნ­დე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს კი­თხვა და უამ­რა­ვი რამ მაქვს წა­კი­თხუ­ლი, ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ინც ეს ნა­წარ­მო­ე­ბი მიყ­ვარს, რად­გან ჩემი ბავ­შვო­ბაა. მის­ტერ რო­ჩეს­ტერს კი ყვე­ლა მა­მა­კაც­ში­ ვე­ძებ­დი, ეს პერ­სო­ნა­ჟი ჩემ­თვის კა­ცის იდე­ა­ლი­ იყო. ეს წიგ­ნი ლა­მა­ზი ზღა­პა­რია და ბავ­შვო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი­დან დღემ­დე ვერ გა­მო­ვე­დი.

- რო­მან­ტი­კო­სი ყო­ფილ­ხართ.

- რა თქმა უნდა. სწო­რედ რო­მან­ტიზ­მი მშვე­ლის, რომ არ გავ­გიჟ­დე. რაც უნდა ცუდი მო­მენ­ტი მქონ­დეს, ყო­ველ­თვის ვიცი, რომ კარ­გად დამ­თავ­რდე­ბა.

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ერთ-ერთ გა­ზეთ­ში კი­თხუ­ლობთ კახა ბენ­დუ­ქი­ძის ინ­ტერ­ვი­უს, სა­დაც ამ­ბობს, სიმ­ღე­რა "აყ­ვავ­დე­ბა როცა ნუში" ჩემი და­წე­რი­ლი­აო. რო­გო­რი რე­აქ­ცია გექ­ნე­ბათ?

- თუ ძა­ლი­ან უნდა, რომ მისი და­წე­რი­ლი იყოს, ვე­ტყვი, და­გით­მობ, შენი იყოს-მეთ­ქი. თუმ­ცა, სა­ზო­გა­დოდ, ხმას არ ამო­ვი­ღებ, რად­გან ეს სიმ­ღე­რა თა­ვის პატ­რონს ისე­დაც მი­აგ­ნებს.

- თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­შირ­და პლა­გი­ა­ტის ფაქ­ტე­ბი.

- უჰ, ძა­ლი­ან. ჩემი სიმ­ღე­რის მე­ლო­დია თუ ფრა­ზე­ბი არა­ერ­თხელ მი­პო­ვია სხვა სიმ­ღე­რებ­ში, მაგ­რამ ხმა არ ამო­მი­ღია. თუ ასე და­ი­წყო ფრა­ზე­ბის მით­ვი­სე­ბა, მა­შინ გა­გი­ჟე­ბუ­ლა ეს ხალ­ხი, გი­ჟე­ბის აყო­ლა კი არ ღირს. პი­რი­ქით, უნდა და­ე­თან­ხმო, კი ბა­ტო­ნო, ნამ­დვი­ლად შე­ნია, შენ და­წე­რე (იცი­ნის)...

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, გი­ბა­რებთ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი და გნიშ­ნავთ შო­უ­ბიზ­ნე­სის მმარ­თვე­ლად. რას გა­ა­კე­თებ­დით ამ სფე­რო­ში?­

- უარს ვე­ტყო­დი, რად­გან არც სკა­მი მა­ინ­ტე­რე­სებს და, მით უმე­ტეს, არც შო­უ­ბიზ­ნე­სის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა. მირ­ჩევ­ნია, შინ, ჩემს სა­კუ­თარ სკამ­ზე ვიჯ­დე და ჩემი საქ­მე ვა­კე­თო. ხე­ლო­ვა­ნი ვარ და ვერ და­ვი­წყებ ვი­ღა­ცის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბას და ვი­ღა­ცის გა­უ­ბე­დუ­რე­ბას, მით უმე­ტეს, ჩემი კო­ლე­გე­ბის. რაც უნდა ვი­ძა­ხო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­დვი­ლი მომ­ღე­რა­ლი ძა­ლი­ან ცო­ტაა, ყვე­ლას, ვი­საც ხელ­ში მიკრო­ფო­ნი უჭი­რავს, თავი მა­ინც მომ­ღე­რა­ლი ეგო­ნე­ბა.

- სე­რე­ნა­და უმ­ღე­რი­ათ თქვენ­თვის?

- რა თქმა უნდა. სტუ­დენ­ტო­ბი­სას დი­ღომ­ში ვცხოვ­რობ­დი. არც შუქი იყო, არც-გაზი. ქუ­ჩებ­ში მხედ­რი­ო­ნი და­თა­რე­შობ­და, მაგ­რამ დღეს ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რად მა­ინც ეგ პე­რი­ო­დი მახ­სენ­დე­ბა. ძა­ლი­ან ხში­რად მო­დი­ოდ­ნენ ბი­ჭე­ბი ჩემს სახ­ლთან და მღე­როდ­ნენ სე­რე­ნა­დას. ეს არც მე მა­ღი­ზი­ა­ნებ­და და არც მეზო­ბლებს. რა­ღაც­ნა­ი­რად ლა­მა­ზი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი.

- რას აჩუ­ქებ­დით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს?

- მი­შა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- დიახ, ეგ არის ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი.

- რა ვიცი, ისე აი­რია ყვე­ლა­ფე­რი... ვა­ი­მე, და­ვი­ბე­ნი, რა გა­უ­ხარ­დე­ბო­და? მი­შას ვა­ჩუ­ქებ­დი ძა­ლი­ან კარგ ვერ­ტმფრენს.

- რა­ტომ ვერ­ტმფრენს?

- ძა­ლი­ან უყ­ვარს, თა­ნაც - სა­ჭი­როა.

ფსი­ქო­ლო­გის დას­კვნა

მა­რი­ამ ღონ­ღა­ძე, ფსი­ქო­ლო­გი: - თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი და მშვი­დი ადა­მი­ა­ნია. თუ რამე არ მოს­წონს, და­უ­ფიქ­რებ­ლად არა­ვის საყ­ვე­დუ­რობს, ცდი­ლობს, მო­ზო­მი­ლად, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად აუხ­სნას ვი­თა­რე­ბა. უყ­ვარს თა­ვი­სი კუ­თხე, ოჯა­ხი, სა­დაც ყვე­ლა­ზე კარ­გად ის­ვე­ნებს.

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ნატო გელაშვილი: "ყველა მამაკაცში მისტერ როჩესტერს ვეძებდი"

ნატო გელაშვილი: "ყველა მამაკაცში მისტერ როჩესტერს ვეძებდი"

ავტორ-შემსრულებელი ნატო გელაშვილი "ფსიქოს" წყალობით ბავშვობაში დავაბრუნეთ და ერთ დროს მისი ოცნების მამაკაცი, მისტერ როჩესტერიც გავახსენეთ... ქალბატონი ნატო თავის ერთგულ მსმენელს მალე ახალ სიმღერებს აჩუქებს:

- კარგა ხანია, ახალ ალბომზე ვმუშაობ, მაგრამ ბოლო ხანს ჩვენს ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო, მუშაობა შევაჩერე. ახლა ყველაფერი ჩაწყნარდა და მგონია, დადგა დრო, რომ საზოგადოებას შევთავაზო ახალი სიმღერები. რამდენიმე დღეში რადიოებში ჯერჯერობით ერთი სიმღერის პრემიერა გაიმართება.

- ბოლო წლებში ქართული შოუბიზნესი შუაზე იყო გახლეჩილი: ერთი ნაწილი სააკაშვილის ხელისუფლებას ასხამდა ხოტბას, რის გამოც ჰქონდათ სამუშაო და სამთავრობო კონცერტებზე ამღერებდნენ, მეორე ნაწილი კი, შეიძლება ითქვას, პროფესიაწართმეული იჯდა შინ.

- ეს ყველაფერი ნამდვილად უსამართლობა იყო. სამთავრობო კონცერტების ორგანიზატორებისთვის ხშირად უკითხავთ­, რატომ არ ეძახდით ე.წ. ოპოზიციონერ მომღერლებსო და ამაზე პასუხობდნენ, ვეძახით, მაგრამ თვითონ არ მოდიანო. ასეა თუ ისე, რაც ხდებოდა, ნამდვილად ცუდი იყო. საქართველოში ისედაც ძალიან ცოტა გვყავს კარგი მომღერალი, ამიტომ ისინი არც პოლიტიკაში უნდა გავსვაროთ და არც პოლიტიკური თვალსაზრისის გამო დავსვათ შინ. მთავარია, ქვეყანამ პროფესიონალები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

- ოპოზიციურად განწყობილი რამდენიმე მომღერალი მართლაც ამბობდა უარს სამთავრობო კონცერტებში მონაწილეობაზე, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც სცენაზე გასვლამდე მოუხსნიათ კონცერტებიდან. მაგალითად, თამრიკო ჭოხონელიძე, ეკა კვალიაშვილი...

- ამ ყველაფერს ყოველთვის ვაპროტესტებდი. ჩემი ნებისმიერი სოლო კონცერტი სავსე იყო ე.წ. ოპოზიციური მომღერლებით, რადგან ჩვენ ერთად მოვდივართ ბავშვობიდან, სტუდენტობიდან, ისინი პროფესიონალები არიან და არავის პოლიტიკური თვალსაზრისი არ მაინტერესებს. მიმაჩნია, რომ ამ სფეროს ყველა ასე უნდა მიუდგეს. არ შეიძლება შენი ხუშტურების, სიმპათია-ანტიპათიის გამო ხელოვნება და ნამდვილი ხელოვანები მოკლა. არც მხოლოდ ერთი მომღერლის ან ხელოვანის ამოჩემება შეიძლება მხოლოდ იმიტომ, რომ შენ მოგწონს. ეს არ ნიშნავს, რომ მის გარდა საქართველოში სხვა მომღერალი არ არსებობს.

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდით?

- ჩემი საყვარელი ნაწარმოები, რომელიც ბავშვობაში მაქვს წაკითხული და დღემდე ძალიან მიყვარს, არის შარლოტა ბრონტეს "ჯეინ ეარი". ცუდ განწყობაზე როდესაც ვარ, "ჯეინ ეარს" ვშლი და ბავშვობის ბედნიერ ხანაში ვბრუნდები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს კითხვა და უამრავი რამ მაქვს წაკითხული, ყველაზე მეტად მაინც ეს ნაწარმოები მიყვარს, რადგან ჩემი ბავშვობაა. მისტერ როჩესტერს კი ყველა მამაკაცში­ ვეძებდი, ეს პერსონაჟი ჩემთვის კაცის იდეალი­ იყო. ეს წიგნი ლამაზი ზღაპარია და ბავშვობის შთაბეჭდილებებიდან დღემდე ვერ გამოვედი.

- რომანტიკოსი ყოფილხართ.

- რა თქმა უნდა. სწორედ რომანტიზმი მშველის, რომ არ გავგიჟდე. რაც უნდა ცუდი მომენტი მქონდეს, ყოველთვის ვიცი, რომ კარგად დამთავრდება.

- წარმოიდგინეთ, ერთ-ერთ გაზეთში კითხულობთ კახა ბენდუქიძის ინტერვიუს, სადაც ამბობს, სიმღერა "აყვავდება როცა ნუში" ჩემი დაწერილიაო. როგორი რეაქცია გექნებათ?

- თუ ძალიან უნდა, რომ მისი დაწერილი იყოს, ვეტყვი, დაგითმობ, შენი იყოს-მეთქი. თუმცა, საზოგადოდ, ხმას არ ამოვიღებ, რადგან ეს სიმღერა თავის პატრონს ისედაც მიაგნებს.

- თუმცა, საქართველოში გახშირდა პლაგიატის ფაქტები.

- უჰ, ძალიან. ჩემი სიმღერის მელოდია თუ ფრაზები არაერთხელ მიპოვია სხვა სიმღერებში, მაგრამ ხმა არ ამომიღია. თუ ასე დაიწყო ფრაზების მითვისება, მაშინ გაგიჟებულა ეს ხალხი, გიჟების აყოლა კი არ ღირს. პირიქით, უნდა დაეთანხმო, კი ბატონო, ნამდვილად შენია, შენ დაწერე (იცინის)...

- წარმოიდგინეთ, გიბარებთ კულტურის მინისტრი და გნიშნავთ შოუბიზნესის მმართველად. რას გააკეთებდით ამ სფეროში?­

- უარს ვეტყოდი, რადგან არც სკამი მაინტერესებს და, მით უმეტეს, არც შოუბიზნესის ხელში ჩაგდება. მირჩევნია, შინ, ჩემს საკუთარ სკამზე ვიჯდე და ჩემი საქმე ვაკეთო. ხელოვანი ვარ და ვერ დავიწყებ ვიღაცის გაბედნიერებას და ვიღაცის გაუბედურებას, მით უმეტეს, ჩემი კოლეგების. რაც უნდა ვიძახო, რომ საქართველოში ნამდვილი მომღერალი ძალიან ცოტაა, ყველას, ვისაც ხელში მიკროფონი უჭირავს, თავი მაინც მომღერალი ეგონება.

- სერენადა უმღერიათ თქვენთვის?

- რა თქმა უნდა. სტუდენტობისას დიღომში ვცხოვრობდი. არც შუქი იყო, არც-გაზი. ქუჩებში მხედრიონი დათარეშობდა, მაგრამ დღეს ყველაზე ბედნიერად მაინც ეგ პერიოდი მახსენდება. ძალიან ხშირად მოდიოდნენ ბიჭები ჩემს სახლთან და მღეროდნენ სერენადას. ეს არც მე მაღიზიანებდა და არც მეზო­ბლებს. რაღაცნაირად ლამაზი იყო ეს ყველაფერი.

- რას აჩუქებდით საქართველოს პრეზიდენტს?

- მიშაზეა ლაპარაკი?

- დიახ, ეგ არის ჩვენი პრეზიდენტი.

- რა ვიცი, ისე აირია ყველაფერი... ვაიმე, დავიბენი, რა გაუხარდებოდა? მიშას ვაჩუქებდი ძალიან კარგ ვერტმფრენს.

- რატომ ვერტმფრენს?

- ძალიან უყვარს, თანაც - საჭიროა.

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - თავშეკავებული და მშვიდი ადამიანია. თუ რამე არ მოსწონს, დაუფიქრებლად არავის საყვედურობს, ცდილობს, მოზომილად, დიპლომატიურად აუხსნას ვითარება. უყვარს თავისი კუთხე, ოჯახი, სადაც ყველაზე კარგად ისვენებს.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება