მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინი შერმადინი მეგობრებს დაემშვიდობა
ნინი შერმადინი მეგობრებს დაემშვიდობა

8 ნო­ემ­ბერს მომ­ღე­რა­ლი ნინი შერ­მა­დი­ნი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გაფ­რინ­და. რო­გორც იცით, ის ბროდ­ვე­ი­ზე მი­უ­ზიკლ "კა­ბა­რეს" შე­სარ­ჩევ ტურ­ზე გა­მო­ი­ძა­ხეს. მა­ნამ­დე კი მომ­ღე­რალ­მა მე­გობ­რე­ბი, კო­ლე­გე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი შეკ­რი­ბა და გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი სა­ღა­მო მო­ა­წყო.

სა­ღა­მოს წამ­ყვა­ნი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე უნდა ყო­ფი­ლი­ყო. პრინ­ციპ­ში თა­ვი­დან ასეც იყო, მაგ­რამ მა­ლე­ვე ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თა­ვის რჩე­ულ­თან ერ­თად გა­უ­ჩი­ნარ­და და სცე­ნა­ზე მისი ფუნ­ქცია ხან პა­ა­ტა თე­დი­აშ­ვილ­მა, ხან კო­ტი­კო თო­ლო­რა­ი­ამ და ხა­ნაც თვი­თონ სა­ღა­მოს გმირ­მა შე­ი­თავ­სა.

ნი­ნიმ სა­ღა­მო გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი სი­ტყვით და­ი­წყო. სა­თი­თა­ოდ და­ა­სა­ხე­ლა ყვე­ლა მე­გო­ბა­რი, კო­ლე­გა, ვი­საც პა­ტა­რა წვლი­ლი მა­ინც მი­უ­ძღვის მის მომ­ღერ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. იმ­დე­ნი მად­ლო­ბა გა­და­ი­ხა­და, თავი "ოს­კა­რე­ბის" და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მე­გო­ნა. ჟურ­ნა­ლე­ბის ჩა­მოთ­ვლა "რე­ი­ტინ­გი­დან" და­ი­წყო და ჩემი სა­ხე­ლი და გვა­რი სა­გან­გე­ბოდ გა­მო­ა­ცხა­და, ჩემი პირ­ვე­ლი ნერ­ვე­ბის მომშლე­ლია და მა­ინც მიყ­ვარ­სო. აქ ცოტა სინ­დის­მაც შე­მა­წუ­ხა, გუ­ლიც კი ამი­ჩუყ­და.

სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლი მარ­კუს მეტ­რე­ვე­ლი ავი­და, მას მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი, დუ­ე­ტი "ჯორ­ჯია" და კო­ტი­კო თო­ლო­რა­ია მიჰ­ყვნენ. და­თუ­ნა მგე­ლა­ძემ ჯგუფ "სა­ხეს" ძვე­ლი ჰიტი "დიდ­ხანს გე­ლო­დი" შე­ას­რუ­ლა.

შთამ­ბეჭ­და­ვი იყო ქეთი ორ­ჯო­ნი­კი­ძის გა­მოს­ვლა. სა­ო­ცა­რი სას­ცე­ნო მა­ნე­რე­ბი და იმი­ჯი აქვს, მის ვო­კა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვა.

ნინი დე­დას­თან, ძმა­სა და შვილ­თან ერ­თად იყო მო­სუ­ლი. მე­უღ­ლე ახ­ლდა მაკა ზამ­ბა­ხი­ძეს. სცე­ნა­ზე ავიდ­ნენ მიშა სუ­ლუ­ხია, გელა გნო­ლი­ძე.

სა­ღა­მოს ცრემ­ლე­ბის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია. დუეტ "ჯორ­ჯი­ას" სცე­ნა­ზე ას­ვლამ და მაკა ზამ­ბა­ხი­ძის სი­ტყვებ­მა ნი­ნის გული აუ­ჩუ­ყა.

სცე­ნა­ზე ქა­ლიშ­ვილ­თან, პა­ტა­რა მა­რი­ამ­თან ერ­თად იდგა და ტი­რო­და. ამ კად­რე­ბის შემ­ხედ­ვა­რე მა­ყუ­რე­ბე­ლიც ცრემ­ლმო­რე­უ­ლი ადევ­ნებ­და თვალს ნი­ნის ემო­ცი­ებს. ცოტა ხანს მე­გობ­რებ­თან გან­მარ­ტოვ­და, მერე კი კვლავ სცე­ნა­ზე ავი­და და გი­ორ­გი ჩი­ქო­ვან­თან ერ­თად დუ­ე­ტი გვიმ­ღე­რა.

მა­ყუ­რე­ბელს შო­რის გიგა კვე­ნე­ტა­ძე, ნანა ცინ­ცა­ძე, ქეთი და თა­მუ­ნა გო­მარ­თე­ლე­ბიც იყ­ვნენ. სა­ღა­მომ გვი­ან ღა­მემ­დე გას­ტა­ნა. მხი­ა­რუ­ლი, ხა­ლი­სი­ა­ნი და იმავდრო­უ­ლად ემო­ცი­უ­რი გა­მოდ­გა შერ­მა­დი­ნის გა­ცი­ლე­ბა. იმე­დია, ნი­ნის ამე­რი­კა­ში გამ­გზავ­რე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა მისი კა­რი­ე­რის­თვის.

DJ ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

იხი­ლეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ნინი შერმადინი მეგობრებს დაემშვიდობა

ნინი შერმადინი მეგობრებს დაემშვიდობა

8 ნოემბერს მომღერალი ნინი შერმადინი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფრინდა. როგორც იცით, ის ბროდვეიზე მიუზიკლ "კაბარეს" შესარჩევ ტურზე გამოიძახეს. მანამდე კი მომღერალმა მეგობრები, კოლეგები და ჟურნალისტები შეკრიბა და გამოსამშვიდობებელი საღამო მოაწყო.

საღამოს წამყვანი თამუნა მუსერიძე უნდა ყოფილიყო. პრინციპში თავიდან ასეც იყო, მაგრამ მალევე ტელეწამყვანი თავის რჩეულთან ერთად გაუჩინარდა და სცენაზე მისი ფუნქცია ხან პაატა თედიაშვილმა, ხან კოტიკო თოლორაიამ და ხანაც თვითონ საღამოს გმირმა შეითავსა.

ნინიმ საღამო გამოსამშვიდობებელი სიტყვით დაიწყო. სათითაოდ დაასახელა ყველა მეგობარი, კოლეგა, ვისაც პატარა წვლილი მაინც მიუძღვის მის მომღერლად ჩამოყალიბებაში. იმდენი მადლობა გადაიხადა, თავი "ოსკარების" დაჯილდოების ცერემონიაზე მეგონა. ჟურნალების ჩამოთვლა "რეიტინგიდან" დაიწყო და ჩემი სახელი და გვარი საგანგებოდ გამოაცხადა, ჩემი პირველი ნერვების მომშლელია და მაინც მიყვარსო. აქ ცოტა სინდისმაც შემაწუხა, გულიც კი ამიჩუყდა.

სცენაზე პირველი მარკუს მეტრეველი ავიდა, მას მაიკო კაჭკაჭიშვილი, დუეტი "ჯორჯია" და კოტიკო თოლორაია მიჰყვნენ. დათუნა მგელაძემ ჯგუფ "სახეს" ძველი ჰიტი "დიდხანს გელოდი" შეასრულა.

შთამბეჭდავი იყო ქეთი ორჯონიკიძის გამოსვლა. საოცარი სასცენო მანერები და იმიჯი აქვს, მის ვოკალურ მონაცემებზე რომ არაფერი ვთქვა.

ნინი დედასთან, ძმასა და შვილთან ერთად იყო მოსული. მეუღლე ახლდა მაკა ზამბახიძეს. სცენაზე ავიდნენ მიშა სულუხია, გელა გნოლიძე.

საღამოს ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია. დუეტ "ჯორჯიას" სცენაზე ასვლამ და მაკა ზამბახიძის სიტყვებმა ნინის გული აუჩუყა.

სცენაზე ქალიშვილთან, პატარა მარიამთან ერთად იდგა და ტიროდა. ამ კადრების შემხედვარე მაყურებელიც ცრემლმორეული ადევნებდა თვალს ნინის ემოციებს. ცოტა ხანს მეგობრებთან განმარტოვდა, მერე კი კვლავ სცენაზე ავიდა და გიორგი ჩიქოვანთან ერთად დუეტი გვიმღერა.

მაყურებელს შორის გიგა კვენეტაძე, ნანა ცინცაძე, ქეთი და თამუნა გომართელებიც იყვნენ. საღამომ გვიან ღამემდე გასტანა. მხიარული, ხალისიანი და იმავდროულად ემოციური გამოდგა შერმადინის გაცილება. იმედია, ნინის ამერიკაში გამგზავრება წარმატებული ნაბიჯი იქნება მისი კარიერისთვის.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება