Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი დიზაინერის ნამუშევარი ჩინეთის მსოფლიო ბიენალეზე მოხვდა
ქართველი დიზაინერის ნამუშევარი ჩინეთის მსოფლიო ბიენალეზე მოხვდა

გო­ბე­ლე­ნი ხე­ლით ნაქ­სო­ვი "ნა­წარ­მო­ე­ბია", იგი­ვე ფერ­წე­რუ­ლი ტილო - ძა­ფე­ბით შექ­მნი­ლი, რო­მე­ლიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ინ­ტე­რი­ე­რის გა­სა­ფორ­მებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

გო­ბე­ლე­ნი საფ­რან­გეთ­ში გაჩ­ნდა და მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნა გივი ყან­და­რე­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა.

მიმ­დი­ნა­რე დღე­ებ­ში ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის ხა­ტია ძი­ძი­კაშ­ვი­ლის მიერ შექ­მნი­ლი გო­ბე­ლე­ნი ჩი­ნეთ­ში გა­მარ­თულ მსოფ­ლიო ბი­ე­ნა­ლე­ზე მო­ნა­წი­ლე­ობს. გა­მო­ფე­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია საპ­რი­ზო ად­გი­ლე­ბი, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რო­გორ გა­და­ნა­წილ­დე­ბა ისი­ნი. თა­ვის­თა­ვად ის ფაქ­ტი, რომ ხა­ტი­ას ნა­მუ­შე­ვა­რი მსოფ­ლიო ბი­ე­ნა­ლე­ზე მოხ­ვდა, უკვე წარ­მა­ტე­ბაა და გა­დავ­წყვი­ტეთ, ეს ხე­ლო­ვა­ნი უფრო ახ­ლოს გა­გაც­ნოთ...

- მხატ­ვრე­ბის ოჯახ­ში და მათ გა­რე­მოც­ვა­ში გა­ვი­ზარ­დე. სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე არა­სო­დეს მი­ფიქ­რია. სამი და ვართ და სა­მი­ვე მხატ­ვრე­ბი. ორი მა­მი­და მყავს, ისი­ნიც მხატ­ვრე­ბი არი­ან და სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში მუ­შა­ო­ბენ. მთე­ლი ბავ­შვო­ბა აკა­დე­მი­ა­ში გა­ვა­ტა­რე. ახლო ურ­თერ­თო­ბა მქონ­და იქა­ურ ლექ­ტო­რებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით გივი ყან­და­რელ­თან, რო­მე­ლიც ხში­რად მე­უბ­ნე­ბო­და, მოდი, მე და შენ რამე დავ­ხა­ტო­თო.

მახ­სოვს, ერთხელ დავ­ხა­ტე ცხე­ნი, ძა­ლი­ან ბავ­შვუ­რი გა­მო­ვი­და და მერე ბა­ტონ­მა გი­ვიმ ნა­ხატ­ში თა­ვი­სე­ბუ­ლი კო­რექ­ტი­რე­ბა შე­ი­ტა­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, ის ნა­მუ­შე­ვა­რი შე­ნა­ხუ­ლი არ მაქვს (იღი­მის). სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, უმაღ­ლე­სი ქუ­ლე­ბით სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ტექ­სტი­ლის დი­ზა­ი­ნის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე ჩა­ვი­რი­ცხე. სტუ­დენ­ტო­ბი­სას ბევრ გა­მო­ფე­ნა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი - რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე მის ფარ­გლებს გა­რეთ. სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის მე­სა­მე კურ­სზე ვსწავ­ლობ­დი, როცა პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა მქონ­და და წარ­მო­ვად­გი­ნე თე­ქის, გო­ბე­ლე­ნის, აბ­რე­შუ­მი­სა და ქა­ღალ­დის ნა­მუ­შევ­რე­ბი. ჩემი ერთ-ერთი ტრიპ­ტი­ხი სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში და­ი­ტო­ვეს და ახლა ის დე­კა­ნატ­შია გა­მო­ფე­ნი­ლი. სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ერთ-ერთ სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ა­ში დი­ზა­ი­ნე­რად ვმუ­შა­ობ­დი. დღეს­დღე­ო­ბით ტექ­სტილ­ში ვმუ­შა­ობ და ვქმნი კოს­ტი­უ­მებს, თე­ქის ქუ­დებს, შარ­ფებს. ვა­კე­თებ ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­საც და ამ სფე­რო­თი დღეს უკვე ბევ­რი ინ­ტე­რეს­დე­ბა.

- თე­ქა­ზე ბევ­რი მუ­შა­ობს, თუმ­ცა მის ხა­რისხზე იშ­ვი­ა­თად თუ და­იკ­ვეხ­ნის ვინ­მე...

- დიახ, ასეა. ბევ­რმა ის­წავ­ლა თე­ქა­ზე მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ხა­რის­ხი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში და­ბა­ლია. არა იმი­ტომ, რომ ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბია, მაგ­რამ რა­დი­კა­ლურ გან­სხვა­ვე­ბას იგ­რძნობთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დი­ა­სახ­ლი­სის მიერ გა­კე­თე­ბულ და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის ნა­კე­თო­ბას შო­რის. ერთი პე­რი­ო­დი თე­ქის ნივ­თებ­ზე ბევ­რი შეკ­ვე­თა მქონ­და და აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი სა­ელ­ჩო­ებ­თან. დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ჩუქ­რე­ბად ყი­დუ­ლობ­დნენ თე­ქის შარ­ფებს, კედ­ლის პა­ნო­ებ­სა და სხვა ნა­წარმს. მათ­ში აუ­ცი­ლებ­ლად ფი­გუ­რი­რებ­და ქარ­თუ­ლი ელე­მენ­ტე­ბი, რა­საც ხში­რად ვი­ყე­ნებ. უცხო­ე­ლებს ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რა აინ­ტე­რე­სებთ და ეს ნა­მუ­შევ­რებ­ში უნდა აი­სა­ხოს. გო­ბე­ლე­ნი­თაც ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, თუმ­ცა ეს შე­და­რე­ბით ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბაა.

- თქვე­ნი ნა­ხე­ლა­ვი­დან თქვენ თვი­თონ რას ატა­რებთ?

- ბა­ტი­კის შარ­ფებს ხში­რად ვა­ტა­რებ, რად­გან ვფიქ­რობ, რომ ის თე­ქა­ზე უფრო კომ­ფორ­ტუ­ლია. სახ­ლშიც ბევ­რი მაქვს ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩემი სახ­ლი სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცეა (იღი­მის).

- ხა­ტია, მინ­და გვე­სა­უბ­როთ იმ ბი­ე­ნა­ლე­ზეც, რო­მელ­ზეც მცი­რე ხნის წინ თქვე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი გაგ­ზავ­ნეთ...

- მა­მი­და­ჩე­მი მა­ნა­ნა ძი­ძი­კაშ­ვი­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მხატ­ვა­რია. ის 2002 წლი­დან მო­ნა­წი­ლე­ობს მსოფ­ლიო ბი­ე­ნა­ლე­ში. ბე­ი­ნა­ლე ჩი­ნეთ­ში ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ იმარ­თე­ბა. მას­ზე ძი­რი­თა­დად გო­ბე­ლე­ნე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მელ­ზეც მუ­შა­ო­ბა დიდ დრო­სა და ენერ­გი­ას მო­ი­თხოვს. სა­ერ­თოდ, ამ გა­მო­ფე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თუ შე­ძე­ლი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა მი­გიწ­ვი­ეს, ეს დიდი პა­ტი­ვია. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ფა­სი­ა­ნია, მაგ­რამ მა­ნა­ნა ბი­ე­ნა­ლეს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ერთ-ერთი რჩე­უ­ლი მხატ­ვა­რია და მას ყო­ველ­თვის იწ­ვე­ვენ, როცა კი ბი­ე­ნა­ლე იმარ­თე­ბა. წელს მეც გა­დავ­წყვი­ტე ჩემი მო­ნა­ცე­მე­ბი­სა და ნა­მუ­შევ­რე­ბის გაგ­ზავ­ნა, რო­მელ­თაც საკ­მა­ოდ და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. წე­რილ­ში ეწე­რა, რომ ჩემს აპ­ლი­კა­ცი­ას შე­ეძ­ლო ბი­ე­ნა­ლე­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მიწ­ვე­ვა მო­მი­ვი­და, მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის თან­ხის გა­დახ­და არც მე მომ­თხო­ვეს და ჩი­ნეთ­ში ტრიპ­ტი­ხი გავ­გზავ­ნე. წე­სით, ნა­მუ­შე­ვა­რი თა­ვად უნდა წა­მე­ღო, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან პა­ტა­რა ბავ­შვი მყავს და სხვა უამ­რა­ვი დე­ტა­ლი იყო მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი, გამ­გზავ­რე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხე. ბი­ე­ნა­ლეს შე­დე­გე­ბი დე­კემ­ბერ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. სამი საპ­რი­ზო ად­გი­ლია, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, ისი­ნი რო­გორ და ვის­ზე გა­და­ნა­წილ­დე­ბა. ჩემ­თვის უკვე შე­დე­გია ის, რომ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა უამ­რავ ნი­მუშს შო­რის ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რიც აარ­ჩი­ეს გა­მო­სა­ფე­ნად.

ანა კა­ლან­და­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ქართველი დიზაინერის ნამუშევარი ჩინეთის მსოფლიო ბიენალეზე მოხვდა

ქართველი დიზაინერის ნამუშევარი ჩინეთის მსოფლიო ბიენალეზე მოხვდა

გობელენი ხელით ნაქსოვი "ნაწარმოებია", იგივე ფერწერული ტილო - ძაფებით შექმნილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ინტერიერის გასაფორმებლად გამოიყენება.

გობელენი საფრანგეთში გაჩნდა და მისი საქართველოში შემოტანა გივი ყანდარელის სახელს უკავშირდება.

მიმდინარე დღეებში ქართველი დიზაინერის ხატია ძიძიკაშვილის მიერ შექმნილი გობელენი ჩინეთში გამართულ მსოფლიო ბიენალეზე მონაწილეობს. გამოფენით გათვალისწინებულია საპრიზო ადგილები, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადანაწილდება ისინი. თავისთავად ის ფაქტი, რომ ხატიას ნამუშევარი მსოფლიო ბიენალეზე მოხვდა, უკვე წარმატებაა და გადავწყვიტეთ, ეს ხელოვანი უფრო ახლოს გაგაცნოთ...

- მხატვრების ოჯახში და მათ გარემოცვაში გავიზარდე. სხვა პროფესიაზე არასოდეს მიფიქრია. სამი და ვართ და სამივე მხატვრები. ორი მამიდა მყავს, ისინიც მხატვრები არიან და სამხატვრო აკადემიაში მუშაობენ. მთელი ბავშვობა აკადემიაში გავატარე. ახლო ურთერთობა მქონდა იქაურ ლექტორებთან, განსაკუთრებით გივი ყანდარელთან, რომელიც ხშირად მეუბნებოდა, მოდი, მე და შენ რამე დავხატოთო.

მახსოვს, ერთხელ დავხატე ცხენი, ძალიან ბავშვური გამოვიდა და მერე ბატონმა გივიმ ნახატში თავისებული კორექტირება შეიტანა. სამწუხაროდ, ის ნამუშევარი შენახული არ მაქვს (იღიმის). სკოლა რომ დავამთავრე, უმაღლესი ქულებით სამხატვრო აკადემიაში ტექსტილის დიზაინის სპეციალობაზე ჩავირიცხე. სტუდენტობისას ბევრ გამოფენაში ვმონაწილეობდი - როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. სამხატვრო აკადემიის მესამე კურსზე ვსწავლობდი, როცა პერსონალური გამოფენა მქონდა და წარმოვადგინე თექის, გობელენის, აბრეშუმისა და ქაღალდის ნამუშევრები. ჩემი ერთ-ერთი ტრიპტიხი სამხატვრო აკადემიაში დაიტოვეს და ახლა ის დეკანატშია გამოფენილი. სწავლის დასრულების შემდეგ ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში დიზაინერად ვმუშაობდი. დღესდღეობით ტექსტილში ვმუშაობ და ვქმნი კოსტიუმებს, თექის ქუდებს, შარფებს. ვაკეთებ ინტერიერის დიზაინსაც და ამ სფეროთი დღეს უკვე ბევრი ინტერესდება.

- თექაზე ბევრი მუშაობს, თუმცა მის ხარისხზე იშვიათად თუ დაიკვეხნის ვინმე...

- დიახ, ასეა. ბევრმა ისწავლა თექაზე მუშაობა, მაგრამ ხარისხი ხშირ შემთხვევაში დაბალია. არა იმიტომ, რომ ჩემი ნამუშევრებია, მაგრამ რადიკალურ განსხვავებას იგრძნობთ ჩვეულებრივი დიასახლისის მიერ გაკეთებულ და პროფესიონალის ნაკეთობას შორის. ერთი პერიოდი თექის ნივთებზე ბევრი შეკვეთა მქონდა და აქტიურად ვთანამშრომლობდი საელჩოებთან. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საჩუქრებად ყიდულობდნენ თექის შარფებს, კედლის პანოებსა და სხვა ნაწარმს. მათში აუცილებლად ფიგურირებდა ქართული ელემენტები, რასაც ხშირად ვიყენებ. უცხოელებს ჩვენი ეროვნული კულტურა აინტერესებთ და ეს ნამუშევრებში უნდა აისახოს. გობელენითაც ინტერესდებიან, თუმცა ეს შედარებით ძვირად ღირებული სიამოვნებაა.

- თქვენი ნახელავიდან თქვენ თვითონ რას ატარებთ?

- ბატიკის შარფებს ხშირად ვატარებ, რადგან ვფიქრობ, რომ ის თექაზე უფრო კომფორტულია. სახლშიც ბევრი მაქვს ჩემი ნამუშევარი, ფაქტობრივად, ჩემი სახლი საგამოფენო სივრცეა (იღიმის).

- ხატია, მინდა გვესაუბროთ იმ ბიენალეზეც, რომელზეც მცირე ხნის წინ თქვენი ნამუშევარი გაგზავნეთ...

- მამიდაჩემი მანანა ძიძიკაშვილი წარმატებული მხატვარია. ის 2002 წლიდან მონაწილეობს მსოფლიო ბიენალეში. ბეინალე ჩინეთში ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მასზე ძირითადად გობელენებია წარმოდგენილი, რომელზეც მუშაობა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. საერთოდ, ამ გამოფენაში მონაწილეობა თუ შეძელი და ორგანიზატორებმა მიგიწვიეს, ეს დიდი პატივია. მასში მონაწილეობა ფასიანია, მაგრამ მანანა ბიენალეს წარმომადგენლების ერთ-ერთი რჩეული მხატვარია და მას ყოველთვის იწვევენ, როცა კი ბიენალე იმართება. წელს მეც გადავწყვიტე ჩემი მონაცემებისა და ნამუშევრების გაგზავნა, რომელთაც საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. წერილში ეწერა, რომ ჩემს აპლიკაციას შეეძლო ბიენალეზე მონაწილეობა. მიწვევა მომივიდა, მონაწილეობისთვის თანხის გადახდა არც მე მომთხოვეს და ჩინეთში ტრიპტიხი გავგზავნე. წესით, ნამუშევარი თავად უნდა წამეღო, მაგრამ ვინაიდან პატარა ბავშვი მყავს და სხვა უამრავი დეტალი იყო მოსაგვარებელი, გამგზავრება ვერ მოვახერხე. ბიენალეს შედეგები დეკემბერში გახდება ცნობილი. სამი საპრიზო ადგილია, მაგრამ მიმაჩნია, რომ მნიშვნელობა არა აქვს, ისინი როგორ და ვისზე გადანაწილდება. ჩემთვის უკვე შედეგია ის, რომ ორგანიზატორებმა უამრავ ნიმუშს შორის ჩემი ნამუშევარიც აარჩიეს გამოსაფენად.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება