პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რასმუსენი ბიძინა ივანიშვილს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზეც ესაუბრა
რასმუსენი ბიძინა ივანიშვილს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზეც ესაუბრა

ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ირ­გვლივ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზეც ესა­უბ­რა.

რო­გორც პრე­მი­ერ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვის პა­სუ­ხად აღ­ნიშ­ნა, სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია ამ სა­კი­თხზე ნათ­ლად და­ა­ფიქ­სი­რა.

"შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვარ, თუ ეს პრო­ცე­სე­ბი აღიქ­მე­ბა, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი. ეს სა­ზი­ა­ნოა ქვეყ­ნის იმი­ჯის­თვის, თუნ­დაც მარ­თა­ლიც არ იყოს. ეს არის ჩემი შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზი. აი, რა­ტომ არის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ასეთ­მა პრო­ცე­სებ­მა კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის სა­ბა­ზი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვით ჩა­ი­ა­როს, უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ იქ­ნას სრუ­ლი გამჭვირ­ვა­ლო­ბა და სა­მარ­თლი­ა­ნი პრო­ცე­სი. ეს გან­ვა­ცხა­დე და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმაც და­მარ­წმუ­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ასე მოხ­დე­ბა. ამა­ზე დაყ­რდნო­ბით ასე­ვე ნათ­ლად უნდა და­ვა­ფიქ­სი­რო, რომ ჩვენ არ ვა­პი­რებთ ჩა­რე­ვას მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში. ჩვენ გვჯე­რა, რომ ეს პრო­ცე­სე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ჩა­რე­ვის გა­რე­შე და გა­ა­მარ­თლებს კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის ფუნ­და­მენ­ტურ პრინ­ცი­პებს", - გა­ნა­ცხა­და რას­მუ­სენ­მა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­მენ­ტა­რი ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა მას შემ­დეგ გა­ა­კე­თა, რაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ჟურ­ნა­ლის­ტი და­ინ­ტე­რეს­და, რო­გო­რია მისი შე­ფა­სე­ბა "მა­უ­წყე­ბელ­ში მიმ­დი­ნა­რე ფი­ნან­სურ რე­ვი­ზი­ა­ზე, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ბრალ­დე­ბე­ბის დამ­ძი­მე­ბა­სა და გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის შე­საძ­ლო დევ­ნის შე­სა­ხებ".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რასმუსენი ბიძინა ივანიშვილს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზეც ესაუბრა

რასმუსენი ბიძინა ივანიშვილს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზეც ესაუბრა

ანდერს ფოგ რასმუსენი ბიძინა ივანიშვილს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზეც ესაუბრა.

როგორც პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, საკუთარი პოზიცია ამ საკითხზე ნათლად დააფიქსირა.

"შეშფოთებული ვარ, თუ ეს პროცესები აღიქმება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. ეს საზიანოა ქვეყნის იმიჯისთვის, თუნდაც მართალიც არ იყოს. ეს არის ჩემი შეშფოთების მიზეზი. აი, რატომ არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ასეთმა პროცესებმა კანონის უზენაესობის საბაზისო სამართლებრივი პრინციპების დაცვით ჩაიაროს, უზრუნველყოფილ იქნას სრული გამჭვირვალობა და სამართლიანი პროცესი. ეს განვაცხადე და პრემიერ-მინისტრმაც დამარწმუნა, რომ ყველაფერი ასე მოხდება. ამაზე დაყრდნობით ასევე ნათლად უნდა დავაფიქსირო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ჩარევას მიმდინარე პროცესებში. ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროცესები ჩატარდება პოლიტიკური ჩარევის გარეშე და გაამართლებს კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს", - განაცხადა რასმუსენმა.

აღნიშნული კომენტარი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორია მისი შეფასება "მაუწყებელში მიმდინარე ფინანსურ რევიზიაზე, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ბრალდებების დამძიმებასა და გავრცელებულ ინფორმაციაზე სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის შესაძლო დევნის შესახებ".

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები