კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანდერს ფოგ რასმუსენი - "ნამდვილი გამოცდა დემოკრატიისა არის ის, რამდენად შეუძლიათ სხვადასხვა ძალებს ერთად იმუშაონ"
ანდერს ფოგ რასმუსენი - "ნამდვილი გამოცდა დემოკრატიისა არის ის, რამდენად შეუძლიათ სხვადასხვა ძალებს ერთად იმუშაონ"

ნამ­დვი­ლი გა­მოც­და დე­მოკ­რა­ტი­ი­სა არის ის, რამ­დე­ნად შე­უძ­ლი­ათ სხვა­დას­ხვა ძა­ლებს ერ­თად იმუ­შა­ონ ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ , - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი შეხ­ვედ­რა ჰქონ­და.

"სა­ქარ­თვე­ლო რჩე­ბა ერ­თგულ და ახლო პარტნი­ო­რად ნა­ტოს­თვის. თქვენ უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში გა­ა­ორ­მა­გეთ თქვე­ნი წვლი­ლი ავ­ღა­ნეთ­ში და უკვე შე­უ­ერ­თდით ნატო-ს მიერ და­გეგ­მილ მომ­დევ­ნო, სა­კონ­სულ­ტა­ციო მი­სი­ას ავ­ღა­ნეთ­ში, რაც 2014 წლის შემ­დეგ ავ­ღა­ნუ­ლი ჯა­რე­ბის გაწ­ვრთნა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. თქვენ გაქვთ მის­წრა­ფე­ბა, შე­უ­ერ­თდეთ ჩვენს ალი­ანსს. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, მი­ვე­სალ­მე­ბით თქვენს გან­ცხა­დე­ბას, რომ თქვე­ნი მთავ­რო­ბა ასე­ვე მო­წა­დი­ნე­ბუ­ლია, რათა ეს მოხ­დეს და გარ­წმუ­ნებთ, რომ ნა­ტო­საც სურს, ახლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს­თან. ჩვე­ნი კავ­ში­რე­ბი მტკი­ცეა, ჩვე­ნი დი­ა­ლო­გე­ბი კი უმაღ­ლე­სი რან­გი­საა", - გა­ნა­ცხა­და რას­მუ­სენ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ამ თე­მებ­ზე მიმ­დი­ნა­რე კვი­რის და­სა­წყის­ში პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­საც ესა­უბ­რა.

ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი 1-ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­საც შე­ე­ხო და აღ­ნიშ­ნა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი და დე­მოკ­რა­ტი­ულ სტან­დარ­ტებს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და.

"მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა პარ­ტი­ას, გა­ნაგ­რძონ ასე­თი წინსვლა და მო­ახ­დი­ნონ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სის კონ­სო­ლი­დი­რე­ბა, რაც ნიშ­ნავს კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის, კონ­სტი­ტუ­ცი­ი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას. მაგ­რამ ნად­ვი­ლი გა­მოც­და დე­მოკ­რა­ტი­ი­სა არის ის, რამ­დე­ნად შე­უძ­ლი­ათ სხვა­დას­ხვა ძა­ლებს ერ­თად იმუ­შა­ონ ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ. ამა­ზე სა­ა­კაშ­ვილ­საც ვე­სა­უბ­რე. ორი­ვეს მო­გი­წო­დეთ, კონ­სტი­ტუ­ცი­ის ფარ­გლებ­სა და თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბებ­ში გე­თა­ნამ­შრომ­ლათ ერ­თმა­ნეთ­თან დარ­ჩე­ნილ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლი­სათ­ვის", - აღ­ნიშ­ნა რას­მუ­სენ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო დგას ნატო-სკენ მი­მა­ვალ გზა­ზე და ის აუ­ცი­ლებ­ლად გახ­დე­ბა ნატო-ს წევ­რი.

"ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ერ­თგუ­ლი ვრჩე­ბით, მაგ­რამ წევ­რო­ბა სა­ჭი­რო­ებს მეტ შრო­მას, რე­ფორ­მებ­სა და კონ­სტრუქ­ცი­ულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას მთავ­რო­ბის ყვე­ლა გან­შტო­ე­ბას შო­რის. ამი­ტომ, მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა პარ­ტი­ას, მო­ძებ­ნონ კონ­სენ­სუ­სი და იმუ­შა­ონ ერ­თად, რათა გა­აგ­რძე­ლონ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბი და მი­აღ­წი­ონ უმაღ­ლეს დე­მოკ­რა­ტი­ულ სტან­დარ­ტებს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტია ამ გა­მოც­დას ჩა­ა­ბა­რებს", - გა­ნა­ცხა­და რას­მუ­სენ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ანდერს ფოგ რასმუსენი - "ნამდვილი გამოცდა დემოკრატიისა არის ის, რამდენად შეუძლიათ სხვადასხვა ძალებს ერთად იმუშაონ"

ანდერს ფოგ რასმუსენი - "ნამდვილი გამოცდა დემოკრატიისა არის ის, რამდენად შეუძლიათ სხვადასხვა ძალებს ერთად იმუშაონ"

ნამდვილი გამოცდა დემოკრატიისა არის ის, რამდენად შეუძლიათ სხვადასხვა ძალებს ერთად იმუშაონ ქვეყნის საკეთილდღეოდ , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრა ჰქონდა.

"საქართველო რჩება ერთგულ და ახლო პარტნიორად ნატოსთვის. თქვენ უკანასკნელ პერიოდში გააორმაგეთ თქვენი წვლილი ავღანეთში და უკვე შეუერთდით ნატო-ს მიერ დაგეგმილ მომდევნო, საკონსულტაციო მისიას ავღანეთში, რაც 2014 წლის შემდეგ ავღანული ჯარების გაწვრთნაზეა ორიენტირებული. თქვენ გაქვთ მისწრაფება, შეუერთდეთ ჩვენს ალიანსს. პრემიერ-მინისტრო, მივესალმებით თქვენს განცხადებას, რომ თქვენი მთავრობა ასევე მოწადინებულია, რათა ეს მოხდეს და გარწმუნებთ, რომ ნატოსაც სურს, ახლო ურთიერთობები ჰქონდეს საქართველოსთან. ჩვენი კავშირები მტკიცეა, ჩვენი დიალოგები კი უმაღლესი რანგისაა", - განაცხადა რასმუსენმა.

მისივე თქმით, ამ თემებზე მიმდინარე კვირის დასაწყისში პრეზიდენტ სააკაშვილსაც ესაუბრა.

ნატო-ს გენერალური მდივანი 1-ლი ოქტომბრის არჩევნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამებოდა.

"მოვუწოდებთ ყველა პარტიას, განაგრძონ ასეთი წინსვლა და მოახდინონ დემოკრატიული პროცესის კონსოლიდირება, რაც ნიშნავს კანონის უზენაესობის, კონსტიტუციისა და დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემას. მაგრამ ნადვილი გამოცდა დემოკრატიისა არის ის, რამდენად შეუძლიათ სხვადასხვა ძალებს ერთად იმუშაონ ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამაზე სააკაშვილსაც ვესაუბრე. ორივეს მოგიწოდეთ, კონსტიტუციის ფარგლებსა და თანაცხოვრების პირობებში გეთანამშრომლათ ერთმანეთთან დარჩენილ თვეების განმავლობაში. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლისათვის", - აღნიშნა რასმუსენმა.

მისივე თქმით, საქართველო დგას ნატო-სკენ მიმავალ გზაზე და ის აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.

"ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ერთგული ვრჩებით, მაგრამ წევრობა საჭიროებს მეტ შრომას, რეფორმებსა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას მთავრობის ყველა განშტოებას შორის. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მოძებნონ კონსენსუსი და იმუშაონ ერთად, რათა გააგრძელონ დემოკრატიული რეფორმები და მიაღწიონ უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული დემოკრატია ამ გამოცდას ჩააბარებს", - განაცხადა რასმუსენმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"