საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - რასმუსენის განცხადებაში საოცრება და საზარელი არაფერი მინახავს
ბიძინა ივანიშვილი - რასმუსენის განცხადებაში საოცრება და საზარელი არაფერი მინახავს

ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში სა­ოც­რე­ბა და სა­ზა­რე­ლი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ბრი­უ­სელ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის რე­ზო­ლუ­ცი­ას, ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, მას "სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტი შე­სა­ტყვი­სად უპა­სუ­ხებს".

"შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი და აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ის, რაც ხდე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და არა ის, რაც დღეს ხდე­ბა. ეს არის პა­სუ­ხი ძველ ქმე­დე­ბებ­ზე, ალ­ბათ ეს ჰქონ­და მხედ­ვე­ლო­ბა­ში რას­მუ­სენს. ამ სა­კითხს ჩვენ მას­თან შეხ­ვედ­რა­ზე შე­ვა­ჯე­რებთ", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად მო­სუ­ლი ახა­ლი მთავ­რო­ბის მიერ ოპო­ნენ­ტე­ბის და­კა­ვე­ბის გამო შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა. რას­მუ­სენ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მო­უ­წო­და, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ჩა­რე­ვის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი იყოს.

"მე უკი­დუ­რე­სად შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვარ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის და­კა­ვე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ამ სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის პრე­რო­გა­ტი­ვაა, მაგ­რამ ცხა­დია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ასე­თი საქ­მე­ე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ჩა­რე­ვის გა­რე­შე გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს. ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით და­ვაკ­ვირ­დე­ბით მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით", - გა­ნა­ცხა­და რას­მუ­სენ­მა პრა­ღა­ში, ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის სხდო­მა­ზე.

რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში კი, რო­მე­ლიც ასამ­ბლე­ის 58-ე სე­სი­ა­ზე მი­ი­ღეს, ნათ­ქვა­მია: "ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა შეშ­ფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტავს სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ზე, კერ­ძოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე ზე­წო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის გამო და მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ახალ მთავ­რო­ბას თავი შე­ი­კა­ვოს პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და­პა­ტიმ­რე­ბე­ბის­გან. ასამ­ბლეა მო­უ­წო­დებს ნატო-ს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბებს, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცენ სა­ქარ­თვე­ლოს, ბუ­ქა­რეს­ტი­სა და ჩი­კა­გოს სა­მი­ტებ­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი­სა და ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პროგ­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­დად­გას შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი ნა­ტოს­კენ ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე და გა­ნი­ხი­ლონ სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის (МAP) მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხი, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს უფრო კონ­კრე­ტულ წვდო­მა­სა და ჩა­ხე­დუ­ლო­ბას ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ და ინ­სტი­ტუ­ცი­ურ რე­ფორ­მებ­ში".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა

ბიძინა ივანიშვილი - რასმუსენის განცხადებაში საოცრება და საზარელი არაფერი მინახავს

ბიძინა ივანიშვილი - რასმუსენის განცხადებაში საოცრება და საზარელი არაფერი მინახავს

ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაში საოცრება და საზარელი არაფერი მინახავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, ივანიშვილის თქმით, მას "საპარლამენტო კომიტეტი შესატყვისად უპასუხებს".

"შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელია ის, რაც ხდებოდა საქართველოში და არა ის, რაც დღეს ხდება. ეს არის პასუხი ძველ ქმედებებზე, ალბათ ეს ჰქონდა მხედველობაში რასმუსენს. ამ საკითხს ჩვენ მასთან შეხვედრაზე შევაჯერებთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა არჩევნების შედეგად მოსული ახალი მთავრობის მიერ ოპონენტების დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა. რასმუსენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ სასამართლო პროცესები პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი იყოს.

"მე უკიდურესად შეწუხებული ვარ არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებით, რომელიც საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას უკავშირდება. ამ საკითხების გადაწყვეტა სასამართლო სისტემის პრეროგატივაა, მაგრამ ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საქმეები პოლიტიკური ჩარევის გარეშე განიხილებოდეს. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას ამ მიმართულებით", - განაცხადა რასმუსენმა პრაღაში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე.

რეზოლუციაში კი, რომელიც ასამბლეის 58-ე სესიაზე მიიღეს, ნათქვამია: "ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციებზე, კერძოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმების გამო და მოუწოდებს საქართველოს ახალ მთავრობას თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისგან. ასამბლეა მოუწოდებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს, შესაძლებლობა მისცენ საქართველოს, ბუქარესტისა და ჩიკაგოს სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და ქვეყნის დემოკრატიული პროგრესის გათვალისწინებით, გადადგას შემდეგი ნაბიჯი ნატოსკენ ინტეგრაციის გზაზე და განიხილონ საქართველოსათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (МAP) მინიჭების საკითხი, რაც უზრუნველყოფს უფრო კონკრეტულ წვდომასა და ჩახედულობას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ინსტიტუციურ რეფორმებში".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა