პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კალანდაძის მხარე მზად არის მისი ხელახალი დაპატიმრების სანაცვლოდ გირაოს სახით 10 ათასი ლარი გადაიხადოს
 გიორგი კალანდაძის მხარე მზად არის მისი ხელახალი დაპატიმრების სანაცვლოდ გირაოს სახით 10 ათასი ლარი გადაიხადოს

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, გი­ორ­გი კა­ლან­და­ძის მხა­რე მზად არის მისი ხე­ლა­ხა­ლი და­პა­ტიმ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ გი­რა­ოს სა­ხით 10 ათა­სი ლარი გა­და­ი­ხა­დოს.

კა­ლან­და­ძის ხე­ლახ­ლა და­პა­ტიმ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში პრო­ცე­სი ამ წუ­თებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრო­ცეს­ზე მხა­რე­ებ­მა უკვე და­ა­ყე­ნეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბე­ბი. პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გი­ორ­გი კა­ლან­და­ძი­სა და ბაჩო ახა­ლა­ი­ას მი­მართ აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხო­ვენ.

პრო­ცეს­ზე კა­ლან­და­ძის ად­ვო­კატ­მა გო­გი­ტა გა­ბა­ი­ძემ და­ა­ყე­ნა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, რომ მის მი­მართ 10 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბის გი­რაო იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. მისი თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა უსა­ფუძ­ვლოა და ის არ უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს. ად­ვო­კა­ტის შე­ფა­სე­ბით, გი­ორ­გი კა­ლან­და­ძეს აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს გი­რაო და ის ძა­ლა­ში უნდა დარ­ჩეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ბაჩო ახა­ლა­ი­ას, მისი ად­ვო­კა­ტის, და­ვით დე­კა­ნო­ი­ძის თქმით, ახა­ლა­ი­ას აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა უსა­ფუძ­ვლო და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ის არ უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს, რად­გან ამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მისი სტა­ტუ­სი არ შე­იც­ვლე­ბა, რად­გან ის ამ­ჟა­მა­დაც პა­ტი­მა­რია.

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბაჩო ახა­ლა­ი­ა­სა და გი­ორ­გი კა­ლან­და­ძის წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი ეპი­ზო­დი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და სა­სა­მარ­თლოს კა­ლან­და­ძის და­პა­ტიმ­რე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით დღეს მი­მარ­თა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გიორგი კალანდაძის მხარე მზად არის მისი ხელახალი დაპატიმრების სანაცვლოდ გირაოს სახით 10 ათასი ლარი გადაიხადოს

 გიორგი კალანდაძის მხარე მზად არის მისი ხელახალი დაპატიმრების სანაცვლოდ გირაოს სახით 10 ათასი ლარი გადაიხადოს

გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გიორგი კალანდაძის მხარე მზად არის მისი ხელახალი დაპატიმრების სანაცვლოდ გირაოს სახით 10 ათასი ლარი გადაიხადოს.

კალანდაძის ხელახლა დაპატიმრებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პროცესზე მხარეებმა უკვე დააყენეს შუამდგომლობები. პროკურატურის წარმომადგენლები გიორგი კალანდაძისა და ბაჩო ახალაიას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას ითხოვენ.

პროცესზე კალანდაძის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ დააყენა შუამდგომლობა, რომ მის მიმართ 10 ათასი ლარის ოდენობის გირაო იყოს გამოყენებული. მისი თქმით, პროკურატურის შუამდგომლობა უსაფუძვლოა და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს. ადვოკატის შეფასებით, გიორგი კალანდაძეს აღმკვეთ ღონისძიებად შეფარდებული აქვს გირაო და ის ძალაში უნდა დარჩეს.

რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, მისი ადვოკატის, დავით დეკანოიძის თქმით, ახალაიას აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. შესაბამისად, ის არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი სტატუსი არ შეიცვლება, რადგან ის ამჟამადაც პატიმარია.

მთავარმა პროკურატურამ ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ ახალი ეპიზოდი გამოაქვეყნა და სასამართლოს კალანდაძის დაპატიმრების შუამდგომლობით დღეს მიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ