პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა ახალაიასა და კალანდაძის მიმართ წარდგენილ ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით მოწმეების ჩვენებებს აქვეყნებს
 პროკურატურა ახალაიასა და კალანდაძის მიმართ წარდგენილ ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით მოწმეების ჩვენებებს აქვეყნებს

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ბაჩო ახა­ლა­ი­ა­სა და გი­ორ­გი კა­ლან­და­ძის მი­მართ წარ­დგე­ნილ ახალ ბრალ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბებს აქ­ვეყ­ნებს.

მოწ­მის სა­ხით არ­სე­ბუ­ლი 17 პი­რი­დან ამ დრო­ის­თვის უწყე­ბის ვებ-გვერ­დზე 11-ის ჩვე­ნე­ბაა გან­თავ­სე­ბუ­ლი. ჩვე­ნე­ბებ­ში მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო პი­რე­ბი არი­ან, თავ­დაც­ვი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფილ მი­ნის­ტრ ბაჩო ახა­ლა­ი­ას, ასე­ვე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ყო­ფილ უფ­როსს, გი­ორ­გი კა­ლან­და­ძეს მათ სი­ტყვი­ერ და ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ახა­ლა­ი­ა­სა და კა­ლან­და­ძის წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი ეპი­ზო­დის შე­სა­ხებ გუ­შინ გა­ნა­ცხა­და.

"2010 წლის 16 თე­ბერ­ვალს, გვარ­დი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ასე­უ­ლის 17-მა თა­ნამ­შრო­მელ­მა იმ მი­ზე­ზით, რომ ისი­ნი იყ­ვნენ მძღო­ლე­ბი და მო­რი­გე­ობ­დნენ წინა ღა­მით, უარი გან­ცხა­დეს დი­ლის ვარ­ჯიშ­ზე. 2010 წლის 18 თე­ბერ­ვალს, ღა­მით, და­ახ­ლო­ე­ბით 02-03 სა­ათ­ზე, ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას ბრძა­ნე­ბით, რო­მე­ლიც იმ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი იყო, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი, მათი დას­ჯის მიზ­ნით, ქა­ლაქ თბი­ლი­სი­დან სე­ნა­კის მე­ო­რე ბრი­გა­დის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს. ად­გილ­ზე ჩა­სულ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს, სხვა სამ­ხედ­რო პი­რებ­თან ერ­თად, დახ­ვდა ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ია და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის სარ­და­ლი გი­ორ­გი კა­ლან­და­ძე. ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ამ, გი­ორ­გი კა­ლან­და­ძემ და გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნილ­მა სხვა პი­რებ­მა, სე­ნაკ­ში ჩაყ­ვა­ნილ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს, მათ ორ ოც­მე­თა­ურ­თან ერ­თად, სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. შემ­დეგ, ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას ბრძა­ნე­ბით, ისი­ნი გა­ა­შიშ­ვლეს წელს ზე­ვით და და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის მან­ძილ­ზე სი­ცი­ვე­ში არ­ბე­ნი­ნეს. ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას ბრძა­ნე­ბით, სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი ჩა­კე­ტეს ამა­ვე ბრი­გა­დის აბა­ნო­ში, და­უ­ყე­ნეს მათ გუ­შა­გე­ბი, გა­მო­ურ­თეს გათ­ბო­ბა და გა­უ­საძ­ლის სი­ცი­ვე­ში ამ­ყო­ფეს 3 ღა­მი­სა და 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, 2010 წლის 20 თე­ბერ­ვლამ­დე. აბა­ნო­ში სა­დაც ჯა­რის­კა­ცე­ბი იყ­ვნენ ჩა­კე­ტი­ლე­ბი, არ იყო სა­წო­ლე­ბი, ლე­ი­ბე­ბი, პლე­დე­ბი და სკა­მე­ბი, რის გა­მოც მათ ეძი­ნათ ცივი მეტ­ლა­ხის ფი­ლებ­ზე. თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად, და­ახ­ლო­ე­ბით 36 სა­ა­თის მან­ძილ­ზე, ჯა­რის­კა­ცებს არ მი­ე­წო­დე­ბო­და საკ­ვე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ამ ჩა­ი­დი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" და "გ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა - ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 7-დან 10 წლამ­დე) და 1441 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ" და "დ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (წა­მე­ბა - ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 9-დან 15 წლამ­დე) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი. ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით დარ­ღვე­ულ იქნა ასე­ვე, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და ძი­რი­თად თა­ვი­სუფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კონ­ვენ­ცი­ის მე-3 მუხ­ლი (წა­მე­ბის, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის აკ­რძალ­ვა). გი­ორ­გი კა­ლან­და­ძემ, რო­მელ­მაც სცე­მა და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა ჯა­რის­კა­ცებს, ჩა­ი­დი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ" და "გ" ქვე­პუნ­ქტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი. ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­თა გამო, ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას და გი­ორ­გი კა­ლან­და­ძეს 2012 წლის 12 ნო­ემ­ბერს წა­რედ­გი­ნათ ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის. ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ა­სა და გი­ორ­გი კა­ლან­და­ძის მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქ­ტი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია 17-ვე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რი­სა და 2 ოც­მე­თა­უ­რის ჩვე­ნე­ბით და სხვა მოწ­მე­თა და­კი­თხვის ოქ­მე­ბით. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბულ­თა მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მო­თხოვ­ნის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ჩვე­ნე­ბებ­ში მოწ­მე­თა პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

პროკურატურა ახალაიასა და კალანდაძის მიმართ წარდგენილ ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით მოწმეების ჩვენებებს აქვეყნებს

 პროკურატურა ახალაიასა და კალანდაძის მიმართ წარდგენილ ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით მოწმეების ჩვენებებს აქვეყნებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის მიმართ წარდგენილ ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით მოწმეების ჩვენებებს აქვეყნებს.

მოწმის სახით არსებული 17 პირიდან ამ დროისთვის უწყების ვებ-გვერდზე 11-ის ჩვენებაა განთავსებული. ჩვენებებში მოწმეები, რომლებიც ყოფილი სამხედრო პირები არიან, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას, ასევე გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს, გიორგი კალანდაძეს მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ახალაიასა და კალანდაძის წინააღმდეგ ახალი ეპიზოდის შესახებ გუშინ განაცხადა.

"2010 წლის 16 თებერვალს, გვარდიის დეპარტამენტის უზრუნველყოფის ასეულის 17-მა თანამშრომელმა იმ მიზეზით, რომ ისინი იყვნენ მძღოლები და მორიგეობდნენ წინა ღამით, უარი განცხადეს დილის ვარჯიშზე. 2010 წლის 18 თებერვალს, ღამით, დაახლოებით 02-03 საათზე, ბაჩანა ახალაიას ბრძანებით, რომელიც იმჟამად საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო, აღნიშნული პირები, მათი დასჯის მიზნით, ქალაქ თბილისიდან სენაკის მეორე ბრიგადის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ადგილზე ჩასულ სამხედრო მოსამსახურეებს, სხვა სამხედრო პირებთან ერთად, დახვდა ბაჩანა ახალაია და შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი გიორგი კალანდაძე. ბაჩანა ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ და გამოძიებით დადგენილმა სხვა პირებმა, სენაკში ჩაყვანილ სამხედრო მოსამსახურეებს, მათ ორ ოცმეთაურთან ერთად, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდეგ, ბაჩანა ახალაიას ბრძანებით, ისინი გააშიშვლეს წელს ზევით და დაახლოებით ერთი საათის მანძილზე სიცივეში არბენინეს. ბაჩანა ახალაიას ბრძანებით, სამხედრო მოსამსახურეები ჩაკეტეს ამავე ბრიგადის აბანოში, დაუყენეს მათ გუშაგები, გამოურთეს გათბობა და გაუსაძლის სიცივეში ამყოფეს 3 ღამისა და 2 დღის განმავლობაში, 2010 წლის 20 თებერვლამდე. აბანოში სადაც ჯარისკაცები იყვნენ ჩაკეტილები, არ იყო საწოლები, ლეიბები, პლედები და სკამები, რის გამოც მათ ეძინათ ცივი მეტლახის ფილებზე. თავისუფლების უკანონო აღკვეთის პარალელურად, დაახლოებით 36 საათის მანძილზე, ჯარისკაცებს არ მიეწოდებოდა საკვები. აღნიშნული ქმედებით ბაჩანა ახალაიამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა - ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე) და 1441 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "დ" ქვეპუნქტებით (წამება - ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 15 წლამდე) გათვალისწინებული დანაშაული. ბაჩანა ახალაიას ზემოაღნიშნული ქმედებით დარღვეულ იქნა ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა). გიორგი კალანდაძემ, რომელმაც სცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჯარისკაცებს, ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული. ჩადენილ დანაშაულთა გამო, ბაჩანა ახალაიას და გიორგი კალანდაძეს 2012 წლის 12 ნოემბერს წარედგინათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლების დარღვევისათვის. ბაჩანა ახალაიასა და გიორგი კალანდაძის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია 17-ვე სამხედრო მოსამსახურისა და 2 ოცმეთაურის ჩვენებით და სხვა მოწმეთა დაკითხვის ოქმებით. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ჩვენებებში მოწმეთა პირადი მონაცემები მითითებული არ არის.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ