საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
20 შტატს აშშ-ის შემადგენლობიდან გამოსვლა უნდა
20 შტატს აშშ-ის შემადგენლობიდან გამოსვლა უნდა

აშშ-ში ბა­რაკ ობა­მას მე­ო­რე საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დით არ­ჩე­ვის შემ­დეგ, და­ახ­ლო­ე­ბით 100 000-მა ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი შტა­ტე­ბის აშშ-ის შე­მად­გენ­ლო­ბი­დან გა­მოს­ვლის შე­სა­ხებ პე­ტი­ცი­ას ხელი მო­ა­წე­რა.

პე­ტი­ცი­ებს ხელი 20 შტა­ტის: ტე­ხა­სის, ნიუ-იორ­კის, ნიუ-ჯერ­სის, ჩრდი­ლო­ეთ და სამ­ხრეთ კა­რო­ლი­ნის, ალა­ბა­მას, ჯორ­ჯი­ას, ფლო­რი­დის, ინ­დი­ა­ნას, მი­ჩი­გა­ნის, ტე­ნე­სის, ლუ­ი­ზი­ა­ნას, კენ­ტუ­კის, არ­კან­ზა­სის, კო­ლო­რა­დოს, ჩრდი­ლო­ეთ და­კო­ტას, ორე­გო­ნის, მი­სი­სი­პის, მი­სუ­რის და მონ­ტა­ნას მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა მო­ა­წე­რეს.

ხელ­მო­წე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით ტე­ხა­სი ლი­დე­რობს, პე­ტი­ცი­ას ხელი 25 000-მა ადა­მი­ან­მა მო­ა­წე­რა, თეთ­რი სახ­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, პე­ტი­ცი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხი გას­ცეს.

პე­ტი­ცი­ე­ბი თეთ­რი სახ­ლის სა­იტ­ზე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში - "ჩვენ ხალ­ხი ვართ" არის გან­თავ­სე­ბუ­ლი. აქ ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი მო­თხოვ­ნა და­წე­როს. შტა­ტის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვის გამო ჩი­ვი­ან. პე­ტი­ცი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა იმ შტა­ტე­ბის მა­ცხოვ­რებ­ლებს ეკუთ­ვნის, რო­მელ­თაც ხმა ობა­მას მე­ტო­ქეს, რეს­პუბ­ლი­კელ მიტ რომ­ნის მის­ცეს.

ბო­ლოს, რამ­დე­ნი­მე შტა­ტი ქვეყ­ნის შე­მად­გენ­ლო­ბი­დან 1860 და 1861 წელს, პრე­ზი­დენ­ტად აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნის არ­ჩე­ვის შემ­დეგ გა­მო­ვი­და, რა­საც სა­მო­ქა­ლა­ქო ომი მოჰ­ყვა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია focus.ua-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

20 შტატს აშშ-ის შემადგენლობიდან გამოსვლა უნდა

20 შტატს აშშ-ის შემადგენლობიდან გამოსვლა უნდა

აშშ-ში ბარაკ ობამას მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევის შემდეგ, დაახლოებით 100 000-მა ადამიანმა საკუთარი შტატების აშშ-ის შემადგენლობიდან გამოსვლის შესახებ პეტიციას ხელი მოაწერა.

პეტიციებს ხელი 20 შტატის: ტეხასის, ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის, ალაბამას, ჯორჯიას, ფლორიდის, ინდიანას, მიჩიგანის, ტენესის, ლუიზიანას, კენტუკის, არკანზასის, კოლორადოს, ჩრდილოეთ დაკოტას, ორეგონის, მისისიპის, მისურის და მონტანას მაცხოვრებლებმა მოაწერეს.

ხელმოწერების რაოდენობით ტეხასი ლიდერობს, პეტიციას ხელი 25 000-მა ადამიანმა მოაწერა, თეთრი სახლი ვალდებულია, პეტიციას ოფიციალური პასუხი გასცეს.

პეტიციები თეთრი სახლის საიტზე განყოფილებაში - "ჩვენ ხალხი ვართ" არის განთავსებული. აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი მოთხოვნა დაწეროს. შტატის მაცხოვრებლები ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო ჩივიან. პეტიციების უმეტესობა იმ შტატების მაცხოვრებლებს ეკუთვნის, რომელთაც ხმა ობამას მეტოქეს, რესპუბლიკელ მიტ რომნის მისცეს.

ბოლოს, რამდენიმე შტატი ქვეყნის შემადგენლობიდან 1860 და 1861 წელს, პრეზიდენტად აბრაამ ლინკოლნის არჩევის შემდეგ გამოვიდა, რასაც სამოქალაქო ომი მოჰყვა.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა