ბერმუდის სამკუთხედის რაიონში ძველი უცნობი ქალაქის ნანგრევები იპოვეს. კანადელმა მეცნიერებმა პოლ ვაინცვეიგმა და პოლინა ზალიცკიმ კუბის აღმოსავლეთ სანაპიროდან ჩრდილოეთისკენ 700 მეტრში წყალქვეშა ნანგრევები იპოვეს.
რობოტის დახმარებით გაკეთდა ატლანტის ოკეანეში იდუმალი ადგილის ფოტოები. მეცნიერთა თქმით, ფოტოსურათებზე აღბეჭდილია მონუმენტური ნაგებობები, მათ შორის ოთხი გიგანტური პირამიდა, რომელთაგან ერთი მათგანი, ჩანს, შუშისგან არის გაკეთებული. ფოტოებზე ასევე ჩანს რაღაც სფინქსის ქანდაკების მსგავსი და რამდენიმე მონოლითური ნაგებობა.
როგორც მკვლევრები ვარაუდობენ, აღმოჩენილი ქალაქი ეკუთვნის კარიბის და ცენტრალური ამერიკის ისტორიის კლასიკურის წინა პერიოდს. ეს ადგილი თავის დროზე შეიძლებოდა ტეოტიუაკანის კულტურის მსგავსი წამყვანი ცივილიზაციებით ყოფილიყო დასახლებული.
კანადელი მეცნიერების აზრით, პირველებმა ეს ჩაძირული ქალაქი ამერიკელებმა იპოვეს 1960-იან წლებში, კარიბის კრიზისის დროს. მაგრამ ობიექტი დახურეს. კანადელებმა კი ეს ახალი აღმოჩენა შემთხვევით გააკეთეს. ჯერ კიდევ 2000-იან წლებში ისინი კუბის ხელისუფლებამ დაიქირავა და ოკეანის ფსკერის კარტოგრაფიული აღწერა შეუკვეთა. კუბელებს სურდათ ესპანური ჩაძირული გემების განძის პოვნა, შედეგად კი ქალაქის ნანგრევები აღმოჩნდა.
ბერმუდის სამკუთხედი - რაიონი ატლანტის ოკეანეში - ცნობილია იმით, რომ აქ თითქოს იდუმალი მოვლენები ხდება, მოულოდნელად ქრებიან საზღვაო თუ საჰაერო ხომალდები. სხვადასხვა ჰიპოთეზა არსებობს ამ ზონაში გაუჩინარების შესახებ: ჩვეულებრივი ამინდის მოვლენებიდან უცხოპლანეტელების მიერ გატაცებამდე, ასევე არსებობს ვერსია, რომ ამ ხომალდებს ატლანტიდის, ლეგენდარული ჩაძირული კუნძულის მცხოვრებნი იტაცებენ.
NewScientist
(გამოდის ორშაბათობით)