პოლიტიკა
კონფლიქტები
მსოფლიო

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იური მეჩითოვი: "ინტელიგენცია იყიდება და ამის არც კი რცხვენია"
იური მეჩითოვი: "ინტელიგენცია იყიდება და ამის არც კი რცხვენია"

"ყუ­რა­დღე­ბით ვა­დევ­ნებ თვალ­ყურს, რა ხდე­ბა რუ­სეთ­ში - მად­ლო­ბა ღმერ­თს, გვაქვს ინ­ტერ­ნე­ტი და შე­მიძ­ლია გი­თხრათ: სა­ქარ­თვე­ლო და რუ­სე­თი ერთი სო­ციო-კულ­ტუ­რულ სივ­რცე­ში ცხოვ­რო­ბენ.

მი­უ­ხე­და­ვად ჩემი არა­ქარ­თუ­ლი გვა­რი­სა, სის­ხლით და ხორ­ცით ქარ­თვე­ლი ვარ. ქარ­თუ­ლი სუ­ლის­თვის უცხო სა­ინ­ფორ­მა­ციო ველ­ში გა­დაგ­ვნერ­გეს - ამ­ჟა­მად ცნო­ბი­ე­რე­ბის გა­და­ფორ­მა­ტე­ბა ე.წ. ლი­ბე­რა­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ ხდე­ბა. ლა­პა­რაკს ჯერ არ გვიშ­ლი­ან - გვაქვს თა­ვი­სუ­ფა­ლი პრე­სა, მაგ­რამ არის სამი მთა­ვა­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო ტე­ლე­არ­ხი, რო­მელ­თაც აღ­ლუ­მი მიჰ­ყავთ.

რო­დე­საც ამ­ბო­ბენ: "ექ­სკლუ­ზი­ვი, ივენ­თი, პრო­უ­მო­შე­ნი", - ყურს მჭრის, თუმ­ცა ინ­გლი­სუ­რი ჩემი სა­მუ­შაო ენაა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­გლი­სურ ენა­ზე ელეთ-მე­ლე­თი მოს­დით. ამ­ბო­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო უნდა გახ­დეს ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ქვე­ყა­ნა. თოქ-შო­უ­საც კი აწყო­ბენ: "გვინ­და თუ არა რუ­სუ­ლი ენის სწავ­ლა?", არა­და, რუ­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის ენაც იყო... ახლა უკვე აღარ. ინ­გლი­სუ­რი კი იქ­ნე­ბა ტუ­რის­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბის ენა - 200 სი­ტყვი­ა­ნი ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გით.

რო­გორც ყველ­გან, სა­ქარ­თვე­ლო­შიც "ერის ტვი­ნი" იყი­დე­ბა. დღეს, ინ­ტე­ლი­გენ­ცი­აც იყი­დე­ბა და ამის არც კი რცხვე­ნია. არა­და ცხოვ­რე­ბა ხომ უნ­დათ! ვცხოვ­რობთ აბ­სო­ლუ­ტუ­რი უსინ­დი­სო­ბის სივ­რცე­ში და ამას ვერც კი ვამ­ჩნევთ. სა­ი­დან­ღაც გა­მოჩ­ნდნენ ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­დღაც სამ­თვი­ა­ნი კურ­სე­ბი და­ამ­თავ­რეს და თავს ექ­სპერ­ტებს ეძა­ხი­ან. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, აზ­როვ­ნე­ბა კი უჭირთ, მათი საქ­მი­ა­ნო­ბა "მარ­თა­ლი" შაბ­ლო­ნე­ბის დამ­კვიდ­რე­ბის მცდე­ლო­ბაა.

ის­ტე­რი­კის მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ში ვცხოვ­რობთ, უკვე 20 წე­ლია და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი ვართ და ერი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვერ ახერ­ხებს, მით უმე­ტეს, რომ სას­წო­რის პი­ნა­ზე მისი გა­დარ­ჩე­ნის სა­კი­თხია და­დე­ბუ­ლი.

უმუ­შე­ვა­რი არ ვზი­ვარ, მაგ­რამ ჩემს გარ­შე­მო შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 80% საქ­მის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლო ფან­ტას­ტი­კუ­რი იუ­მო­რის ქვე­ყა­ნაა, მაგ­რამ რაზე ვი­ცი­ნოთ, ამას უკვე ჩვენ არ ვწყვეტთ. გვკვე­ბა­ვენ წი­ნას­წარ გა­წე­რი­ლი სი­ცი­ლით - "მოკ­ლე სი­ცი­ლი, ხან­გრძლი­ვი სი­ცი­ლი, აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი" და თუ ინ­ტე­ლი­გენ­ცი­აც ამას ყლა­პავს, ის უკვე ინ­ტე­ლი­გენ­ცია აღარ არის.

თუ ინ­ტე­ლი­გენ­ცია მო­მავ­ლის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, სამ­წუ­ხა­როდ, უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის ხმა არ მეს­მის.

ქარ­თველ­თა ეთ­ნოფ­სი­ქო­ლო­გი­ის პრობ­ლე­მებს ვსწავ­ლობ­დი და ვიცი: აქ რომ სა­ხა­რო­ვი "მი­ვი­ღოთ", რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­მა ერ­თდრო­უ­ლად უნდა იმუ­შა­ოს, უპირ­ვე­ლე­სად, ასე­თი გო­ნე­ბის პატ­რო­ნი ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი, პა­ტივ­სა­ცე­მი ოჯა­ხი­დან უნდა იყოს. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ფე­ნო­მე­ნი მეტ­წი­ლად იმი­ტომ შედ­გა, რომ ის ცნო­ბი­ლი მწერ­ლის ოჯა­ხი­დან იყო. ის შე­იძ­ლე­ბა ბევრ რა­მე­ში გა­აკ­რი­ტი­კო, მაგ­რამ გამ­სა­ხურ­დი­ამ ხალ­ხის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგე­ლო­ბა აიღო და ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამო სა­კუ­თა­რი, და არა მარ­ტო სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლით გა­და­ი­ხა­და. ასე­თია პო­ლი­ტი­კო­სის ხვედ­რი.

რა უნდა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის­გან? ის, რომ დამ­ჯე­რი იყოს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ყველ­გან ერთი და იგი­ვე უნდა - გა­არ­ძე­ლოს მარ­თვა ისე, რო­გორც ამას თა­ვად მი­იჩ­ნევს სა­ჭი­როდ. არ შე­მიძ­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გან­ვსა­ჯო - ვნსჯი სა­კუ­თარ თავს და ჩემ­ნა­ი­რებს, ამის კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას რომ ვაძ­ლევთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლოს ოპო­ზი­ცი­ა­საც უნდა ძა­ლა­უფ­ლე­ბა, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის ნე­ბის­მი­ე­რი ვა­რი­ან­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბას გუ­ლის­ხმობს. ახ­ლა­ხან ოპო­ზი­ცია ახ­ლოს იყო გა­მარ­ჯვე­ბას­თან, მაგ­რამ არც ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად და არც "კა­ცუ­რად" პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ აუ­ღია, ამი­ტო­მაც ნდო­ბა მის მი­მართ გაქ­რა.

დიდი ადა­მი­ა­ნე­ბი წა­ვიდ­ნენ, ახალ­გაზ­რდო­ბა კი "ფე­ის­ბუქ­ში" ზის. ყო­ველ­დღი­უ­რად ვცდი­ლობ სტუ­დენ­ტებს "ფე­ის­ბუ­ქის" ფსევ­დო­ურ­თი­ერ­თო­ბის სი­სუ­ლე­ლე ამო­ვუგ­დო თა­ვი­დან. ეს კა­ტას­ტრო­ფაა - მათ ყვე­ლაფ­რის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ ღი­ლაკ­ზე ერთი დაწ­კა­პუ­ნე­ბით, მაგ­რამ არა­ფე­რი იცი­ან და ძი­რი­თად დროს სა­კუ­თა­რი "პრო­ფა­ი­ლე­ბის" შე­საქ­მე­ნად ხარ­ჯა­ვენ. სა­ხელ­მწი­ფო და და­სავ­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში პოსტმო­დერ­ნის­ტუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის სი­ცა­რი­ე­ლეს უჭე­რენ მხარს. დარ­ბა­ზებ­ში დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბი ზე­რე­ლედ და­დი­ან. ფი­როს­მა­ნის ოც­ნე­ბა - სა­მო­ვა­რის გარ­შე­მო ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი - ოც­ნე­ბად­ვე დარ­ჩა. დღემ­დე არ ვი­ცით, სად არის მისი საფ­ლა­ვი. და სა­ნამ არ მოგ­ვბეზ­რდე­ბა პოსტმო­დერ­ნის ეს სიმ­ყრა­ლე, არც პურს და­უბ­რუნ­დე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლი გემო.

მე არ ვი­ზი­ა­რებ ქარ­თუ­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის პრო­და­სავ­ლურ აღ­ტკი­ნე­ბას. ჩემი აზ­რით, და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცია გა­მო­ფი­ტუ­ლია. რა თქმა უნდა, ის კი­დევ გას­ტანს რამ­დე­ნი­მე ხანს. და­სა­ღუ­პად გა­და­დე­ბუ­ლი რო­მის იმ­პე­რია 300 წელი ინ­გრე­ო­და. ქარ­თვე­ლე­ბი თავს ბავ­შვე­ბად გრძნო­ბენ და ელო­დე­ბი­ან, რომ ვი­ღაც მათ მო­მა­ვალს უზ­რუნ­ველ­ყოფს. ჩვენ შე­ვეჩ­ვი­ეთ კარ­გად ცხოვ­რე­ბას. ამი­ტო­მაც შე­ვიც­ვა­ლეთ პატ­რო­ნი. დღე­ვან­დე­ლი პატ­რო­ნი წი­ნან­დელ­ზე გა­ცი­ლე­ბით მდი­და­რია და ჩვენ ვა­კე­თებთ იმას, რა­საც პატ­რო­ნი გვე­უბ­ნე­ბა.

შე­დი­ხარ სომ­ხეთ­ში - მე­ბა­ჟეს შენი პას­პორ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბი ცალი ხე­ლით შეჰ­ყავს კომ­პი­უ­ტერ­ში. 10 ლარს (6 დო­ლარს) აძ­ლევ და მო­ნა­ცე­მე­ბის 2 ხე­ლით შეყ­ვა­ნას იწყებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი რამ უკვე აღარ ხდე­ბა. კარ­გსაც ვხე­დავ, მაგ­რამ და­მი­ტო­ვეთ უფ­ლე­ბა ცუდ­საც ვხე­დავ­დე.

მშობ­ლე­ბის­გან მახ­სოვს გა­მოთ­ქმა: "კედ­ლებ­საც ყუ­რე­ბი აქ­ვთო". გა­მოთ­ქმა დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ავ­ტო­რი­ტა­რულ სა­ხელ­მწი­ფო­ში ვცხოვ­რობთ და თვალ­ყუ­რი უნდა ვა­დევ­ნოთ, რომ ის ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლად არ იქ­ცეს. ეს ჩემი, ჩვე­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო ვა­ლია და ეს ვი­ღა­ცამ უნდა გა­ა­კე­თოს. ამ სა­მუ­შა­ოს­თვის ფულს არა­ვინ იხ­დის. ფუ­ლის გუ­ლის­თვის წა­ვალ ქორ­წილ­ში ფო­ტო­ე­ბის გა­და­სა­ღე­ბად და შე­ვეც­დე­ბი ეს საქ­მე კარ­გად გა­ვა­კე­თო.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია novayagazeta.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

იური მეჩითოვი: "ინტელიგენცია იყიდება და ამის არც კი რცხვენია"

იური მეჩითოვი: "ინტელიგენცია იყიდება და ამის არც კი რცხვენია"

"ყურადღებით ვადევნებ თვალყურს, რა ხდება რუსეთში - მადლობა ღმერთს, გვაქვს ინტერნეტი და შემიძლია გითხრათ: საქართველო და რუსეთი ერთი სოციო-კულტურულ სივრცეში ცხოვრობენ.

მიუხედავად ჩემი არაქართული გვარისა, სისხლით და ხორცით ქართველი ვარ. ქართული სულისთვის უცხო საინფორმაციო ველში გადაგვნერგეს - ამჟამად ცნობიერების გადაფორმატება ე.წ. ლიბერალური ფასეულობების სასარგებლოდ ხდება. ლაპარაკს ჯერ არ გვიშლიან - გვაქვს თავისუფალი პრესა, მაგრამ არის სამი მთავარი საინფორმაციო ტელეარხი, რომელთაც აღლუმი მიჰყავთ.

როდესაც ამბობენ: "ექსკლუზივი, ივენთი, პროუმოშენი", - ყურს მჭრის, თუმცა ინგლისური ჩემი სამუშაო ენაა. საქართველოში ინგლისურ ენაზე ელეთ-მელეთი მოსდით. ამბობენ, რომ საქართველო უნდა გახდეს ინგლისურენოვანი ქვეყანა. თოქ-შოუსაც კი აწყობენ: "გვინდა თუ არა რუსული ენის სწავლა?", არადა, რუსული საქართველოში სულიერი განვითარების ენაც იყო... ახლა უკვე აღარ. ინგლისური კი იქნება ტურისტთა მომსახურების ენა - 200 სიტყვიანი ლექსიკური მარაგით. 

როგორც ყველგან, საქართველოშიც "ერის ტვინი" იყიდება. დღეს, ინტელიგენციაც იყიდება და ამის არც კი რცხვენია. არადა ცხოვრება ხომ უნდათ! ვცხოვრობთ აბსოლუტური უსინდისობის სივრცეში და ამას ვერც კი ვამჩნევთ. საიდანღაც გამოჩნდნენ ახალგაზრდა ადამიანები, რომლებმაც სადღაც სამთვიანი კურსები დაამთავრეს და თავს ექსპერტებს ეძახიან. ხელისუფლებას ემსახურებიან, აზროვნება კი უჭირთ, მათი საქმიანობა "მართალი" შაბლონების დამკვიდრების მცდელობაა.

ისტერიკის მაღალ ტემპერატურაში ვცხოვრობთ, უკვე 20 წელია დაავადებულები ვართ და ერი გამოჯანმრთელებას ვერ ახერხებს, მით უმეტეს, რომ სასწორის პინაზე მისი გადარჩენის საკითხია დადებული.

უმუშევარი არ ვზივარ, მაგრამ ჩემს გარშემო შრომისუნარიანი მოსახლეობის 80% საქმის გარეშეა დარჩენილი.

საქართველო ფანტასტიკური იუმორის ქვეყანაა, მაგრამ რაზე ვიცინოთ, ამას უკვე ჩვენ არ ვწყვეტთ. გვკვებავენ წინასწარ გაწერილი სიცილით - "მოკლე სიცილი, ხანგრძლივი სიცილი, აპლოდისმენტები" და თუ ინტელიგენციაც ამას ყლაპავს, ის უკვე ინტელიგენცია აღარ არის.

თუ ინტელიგენცია მომავლის წინაშე პასუხისმგებლობაა, სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ინტელიგენციის ხმა არ მესმის.

ქართველთა ეთნოფსიქოლოგიის პრობლემებს ვსწავლობდი და ვიცი: აქ რომ სახაროვი "მივიღოთ", რამდენიმე ფაქტორმა ერთდროულად უნდა იმუშაოს, უპირველესად, ასეთი გონების პატრონი ყველასთვის ცნობილი, პატივსაცემი ოჯახიდან უნდა იყოს. ზვიად გამსახურდიას ფენომენი მეტწილად იმიტომ შედგა, რომ ის ცნობილი მწერლის ოჯახიდან იყო. ის შეიძლება ბევრ რამეში გააკრიტიკო, მაგრამ გამსახურდიამ ხალხის წინაშე პასუხისმგელობა აიღო და ამ პასუხისმგებლობის გამო საკუთარი, და არა მარტო საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა. ასეთია პოლიტიკოსის ხვედრი.

რა უნდა საქართველოს ხელისუფლებას ინტელიგენციისგან? ის, რომ დამჯერი იყოს. ხელისუფლებას ყველგან ერთი და იგივე უნდა - გაარძელოს მართვა ისე, როგორც ამას თავად მიიჩნევს საჭიროდ. არ შემიძლია ხელისუფლება განვსაჯო - ვნსჯი საკუთარ თავს და ჩემნაირებს, ამის კეთების საშუალებას რომ ვაძლევთ ხელისუფლებას.

საქართველოს ოპოზიციასაც უნდა ძალაუფლება, მაგრამ ხელისუფლების შეცვლის ნებისმიერი ვარიანტი პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს. ახლახან ოპოზიცია ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ არც ინტელექტუალურად და არც "კაცურად" პასუხისმგებლობა არ აუღია, ამიტომაც ნდობა მის მიმართ გაქრა.

დიდი ადამიანები წავიდნენ, ახალგაზრდობა კი "ფეისბუქში" ზის. ყოველდღიურად ვცდილობ სტუდენტებს "ფეისბუქის" ფსევდოურთიერთობის სისულელე ამოვუგდო თავიდან. ეს კატასტროფაა - მათ ყველაფრის მიღება შეუძლიათ ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით, მაგრამ არაფერი იციან და ძირითად დროს საკუთარი "პროფაილების" შესაქმენად ხარჯავენ. სახელმწიფო და დასავლური ორგანიზაციები საქართველოში პოსტმოდერნისტული ხელოვნების სიცარიელეს უჭერენ მხარს. დარბაზებში დამთვალიერებლები ზერელედ დადიან. ფიროსმანის ოცნება - სამოვარის გარშემო ხელოვნებაზე საუბარი - ოცნებადვე დარჩა. დღემდე არ ვიცით, სად არის მისი საფლავი. და სანამ არ მოგვბეზრდება პოსტმოდერნის ეს სიმყრალე, არც პურს დაუბრუნდება თავდაპირველი გემო.

მე არ ვიზიარებ ქართული ინტელიგენციის პროდასავლურ აღტკინებას. ჩემი აზრით, დასავლური ცივილიზაცია გამოფიტულია. რა თქმა უნდა, ის კიდევ გასტანს რამდენიმე ხანს. დასაღუპად გადადებული რომის იმპერია 300 წელი ინგრეოდა. ქართველები თავს ბავშვებად გრძნობენ და ელოდებიან, რომ ვიღაც მათ მომავალს უზრუნველყოფს. ჩვენ შევეჩვიეთ კარგად ცხოვრებას. ამიტომაც შევიცვალეთ პატრონი. დღევანდელი პატრონი წინანდელზე გაცილებით მდიდარია და ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც პატრონი გვეუბნება.

შედიხარ სომხეთში - მებაჟეს შენი პასპორტის მონაცემები ცალი ხელით შეჰყავს კომპიუტერში. 10 ლარს (6 დოლარს) აძლევ და მონაცემების 2 ხელით შეყვანას იწყებს. საქართველოში ასეთი რამ უკვე აღარ ხდება. კარგსაც ვხედავ, მაგრამ დამიტოვეთ უფლება ცუდსაც ვხედავდე.

მშობლებისგან მახსოვს გამოთქმა: "კედლებსაც ყურები აქვთო". გამოთქმა დღესაც აქტუალურია. ავტორიტარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და თვალყური უნდა ვადევნოთ, რომ ის ტოტალიტარულად არ იქცეს. ეს ჩემი, ჩვენი სამოქალაქო ვალია და ეს ვიღაცამ უნდა გააკეთოს. ამ სამუშაოსთვის ფულს არავინ იხდის. ფულის გულისთვის წავალ ქორწილში ფოტოების გადასაღებად და შევეცდები ეს საქმე კარგად გავაკეთო.

მომზადებულია novayagazeta.ru-ს მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"