მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურამ ოდიშარიას ვერ წარმოუდგენია, რომ მეჩითოვმა "იუთუბიზე" განთავსებულ ვიდეოში განცხადებები სერიოზულად გააკეთა
გურამ ოდიშარიას ვერ წარმოუდგენია, რომ მეჩითოვმა "იუთუბიზე" განთავსებულ ვიდეოში განცხადებები სერიოზულად გააკეთა

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრ გუ­რამ ოდი­შა­რი­ას ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია, რომ მის­მა მო­ად­გი­ლემ იური მე­ჩი­თოვ­მა "იუ­თუ­ბი­ზე" გან­თავ­სე­ბულ ვი­დე­ო­ში გან­ცხა­დე­ბე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ა­კე­თა.

რო­გორც დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გუ­რამ ოდი­შა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, მას არ უნა­ხავს "იუ­თუ­ბი­ზე" გან­თავ­სე­ბუ­ლი ვი­დეო, სა­დაც მისი მო­ად­გი­ლე იური მე­ჩი­თო­ვი აცხა­დებს, რომ ქარ­თვე­ლებ­მა რუ­სე­თის სა­დღეგ­რძე­ლო ყო­ველ­დღე უნდა შეს­ვან, ხოლო აჭა­რა რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლია, რუ­სე­თის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა კი­თხვა და­უს­ვეს გუ­რამ ოდი­შა­რი­ას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მისი მო­ად­გი­ლე აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ო­ში გუ­რუ­ლებ­სა და მეგ­რე­ლებს აუ­გად მო­იხ­სე­ნი­ებს.

გუ­რამ ოდი­შა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ვი­დე­ოს აუ­ცი­ლებ­ლად ნა­ხავს, ხოლო იური მე­ჩი­თო­ვი იუ­მო­რის გრძნო­ბის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბაა და ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია, რომ მან აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ა­კე­თა.

"იური მე­ჩი­თო­ვი ხა­ლა­სით და იუ­მო­რით აღ­სავ­სე პი­როვ­ნე­ბაა. შე­იძ­ლე­ბა ეს სი­ტყვე­ბი მან ოჯა­ხურ წრე­ში, იუ­მო­რით თქვა და მას ეს სე­რი­ო­ზუ­ლად არ უთ­ქვამს. გარ­და ამი­სა, მე ისიც შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ იური მე­ჩი­თო­ვი ყვე­ლა­ზე ბევრ ანეკ­დოტს სომ­ხებ­ზე ჰყვე­ბა, ასე­ვე სოსო ჯაჭვლი­ა­ნი ყვე­ლა­ზე მე­ტად სვა­ნებ­ზე ჰყვე­ბა ანეკ­დო­ტებს. ყო­ვე­ლი­ვე ეს კი, სე­რი­ო­ზუ­ლად არ უნდა აღ­ვიქ­ვათ. რაც შე­ე­ხე­ბა, ყო­ველ­დღე რუ­სე­თის სა­დღეგ­რძე­ლო რომ და­ლი­ოს ქარ­თველ­მა კაც­მა, მე ამას არ ვე­თან­ხმე­ბი და მი­უ­ღე­ბე­ლია", - გა­ნა­ცხა­და გუ­რამ ოდი­შა­რი­ამ.

გარ­და ამი­სა, მი­ნის­ტრმა სხვა მო­ად­გი­ლე­ებ­ზეც ისა­უბ­რა. მისი გან­ცხა­დე­ბით, ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძე, ალექ­სან­დრე მარ­გიშ­ვი­ლი, მა­რი­ნე მი­ზან­და­რი და იური მე­ჩი­თო­ვი თა­ვი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გახ­დნენ მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი. გუ­რამ ოდი­შა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­ნამ ის წა­რად­გენ­და მო­ად­გი­ლე­ებს, 20-მდე კან­დი­და­ტი არ­სე­ბობ­და, რომ­ლებ­საც მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა სურ­დათ.

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, მისი მე­გობ­რე­ბი ად­გენ­დნენ სი­ებს და რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლევ­დნენ, რათა მო­ად­გი­ლე­ე­ბად ესა თუ ის ადა­მი­ა­ნი და­ე­ნიშ­ნა. თუმ­ცა მან ხუნ­და­ძე, მარ­გიშ­ვი­ლი, მი­ზან­და­რი და მე­ჩი­თო­ვი პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ნიშ­ნა აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იხი­ლეთ ასე­ვე: რას ამ­ბობს იური მე­ჩი­თო­ვი მეგ­რე­ლებ­ზე, გუ­რუ­ლებ­ზე და აჭარ­ლებ­ზე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

გურამ ოდიშარიას ვერ წარმოუდგენია, რომ მეჩითოვმა "იუთუბიზე" განთავსებულ ვიდეოში განცხადებები სერიოზულად გააკეთა

გურამ ოდიშარიას ვერ წარმოუდგენია, რომ მეჩითოვმა "იუთუბიზე" განთავსებულ ვიდეოში განცხადებები სერიოზულად გააკეთა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიას ვერ წარმოუდგენია, რომ მისმა მოადგილემ იური მეჩითოვმა "იუთუბიზე" განთავსებულ ვიდეოში განცხადებები სერიოზულად გააკეთა.

როგორც დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას გურამ ოდიშარიამ განაცხადა, მას არ უნახავს "იუთუბიზე" განთავსებული ვიდეო, სადაც მისი მოადგილე იური მეჩითოვი აცხადებს, რომ ქართველებმა რუსეთის სადღეგრძელო ყოველდღე უნდა შესვან, ხოლო აჭარა რომ საქართველოს ნაწილია, რუსეთის დამსახურებაა.

ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს გურამ ოდიშარიას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი მოადგილე აღნიშნულ ვიდეოში გურულებსა და მეგრელებს აუგად მოიხსენიებს.

გურამ ოდიშარიამ აღნიშნა, რომ ვიდეოს აუცილებლად ნახავს, ხოლო იური მეჩითოვი იუმორის გრძნობის მქონე პიროვნებაა და ვერ წარმოუდგენია, რომ მან აღნიშნული განცხადებები სერიოზულად გააკეთა.

"იური მეჩითოვი ხალასით და იუმორით აღსავსე პიროვნებაა. შეიძლება ეს სიტყვები მან ოჯახურ წრეში, იუმორით თქვა და მას ეს სერიოზულად არ უთქვამს. გარდა ამისა, მე ისიც შემიძლია ვთქვა, რომ იური მეჩითოვი ყველაზე ბევრ ანეკდოტს სომხებზე ჰყვება, ასევე სოსო ჯაჭვლიანი ყველაზე მეტად სვანებზე ჰყვება ანეკდოტებს. ყოველივე ეს კი, სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ. რაც შეეხება, ყოველდღე რუსეთის სადღეგრძელო რომ დალიოს ქართველმა კაცმა, მე ამას არ ვეთანხმები და მიუღებელია", - განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

გარდა ამისა, მინისტრმა სხვა მოადგილეებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ხათუნა ხუნდაძე, ალექსანდრე მარგიშვილი, მარინე მიზანდარი და იური მეჩითოვი თავისი პროფესიული უნარ-ჩვევებითა და გამოცდილების საფუძველზე გახდნენ მისი მოადგილეები. გურამ ოდიშარიას განცხადებით, სანამ ის წარადგენდა მოადგილეებს, 20-მდე კანდიდატი არსებობდა, რომლებსაც მინისტრის მოადგილეების თანამდებობის დაკავება სურდათ.

მინისტრის განცხადებით, მისი მეგობრები ადგენდნენ სიებს და რეკომენდაციებს აძლევდნენ, რათა მოადგილეებად ესა თუ ის ადამიანი დაენიშნა. თუმცა მან ხუნდაძე, მარგიშვილი, მიზანდარი და მეჩითოვი პროფესიული უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების საფუძველზე დანიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: რას ამბობს იური მეჩითოვი მეგრელებზე, გურულებზე და აჭარლებზე?

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა