სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყვითელი ავტობუსების მძღოლებმა მუშაობა განაახლეს
ყვითელი ავტობუსების მძღოლებმა მუშაობა განაახლეს

ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის მძღო­ლებ­მა მუ­შა­ო­ბა დღეს დი­ლი­დან გა­ნა­ახ­ლეს. 5-დღი­ა­ნი გა­ფიც­ვის შე­წყვე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მათ გლ­და­ნის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატ სოსო ჯაჭვლი­ან­თან გუ­შინ გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღეს.

ჯაჭვლი­ა­ნი მძღო­ლებს დაჰ­პირ­და, რომ მათ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სია, რო­მელ­საც უშუ­ა­ლოდ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს. მისი თქმით, ყვე­ლა კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნა, პრე­ტენ­ზია შე­სა­ბა­მი­სად გან­ხი­ლუ­ლი და გა­და­წყვე­ტი­ლი იქ­ნე­ბა.

გა­ფიც­ვის შე­წყვე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მელ­საც სამი სამ­გზავ­რო ავ­ტო­პარ­კის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მძღო­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. ასე­ვე, შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ პროფ­კავ­ში­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი.

რო­გორც შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მძღო­ლე­ბი აღ­ნიშ­ნავ­დნენ, გა­მო­ვიდ­ნენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან და ამ ეტაპ­ზე მათი სა­კი­თხის შეს­წავ­ლის იმე­დით მუ­შა­ო­ბას გა­ნა­ახ­ლე­ბენ. ამას­თან, ძა­ლა­ში რჩე­ბა მძღო­ლე­ბის მო­თხოვ­ნა სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ლე­ვან კოპ­ლა­ტა­ძი­სა და თბი­ლი­სის მე­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, აკა­კი ჯო­ხა­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის მძღო­ლე­ბი 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ გა­ფი­ცუ­ლი და მათი გა­ფიც­ვის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ანა­ზღა­უ­რე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მხრი­დან არა­სა­თა­ნა­დო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ყვითელი ავტობუსების მძღოლებმა მუშაობა განაახლეს

ყვითელი ავტობუსების მძღოლებმა მუშაობა განაახლეს

ყვითელი ავტობუსების მძღოლებმა მუშაობა დღეს დილიდან განაახლეს. 5-დღიანი გაფიცვის შეწყვეტის გადაწყვეტილება მათ გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანთან გუშინ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს.

ჯაჭვლიანი მძღოლებს დაჰპირდა, რომ მათთან დაკავშირებულ საკითხებს დეტალურად შეისწავლის სახელმწიფო კომისია, რომელსაც უშუალოდ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ყველა კანონიერი მოთხოვნა, პრეტენზია შესაბამისად განხილული და გადაწყვეტილი იქნება.

გაფიცვის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიღებულია შეხვედრაზე, რომელსაც სამი სამგზავრო ავტოპარკის წარმომადგენელი მძღოლები ესწრებოდნენ. ასევე, შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროფკავშირების წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი.

როგორც შეხვედრის შემდეგ მძღოლები აღნიშნავდნენ, გამოვიდნენ მოქალაქეების ინტერესებიდან და ამ ეტაპზე მათი საკითხის შესწავლის იმედით მუშაობას განაახლებენ. ამასთან, ძალაში რჩება მძღოლების მოთხოვნა სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის, ლევან კოპლატაძისა და თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელის, აკაკი ჯოხაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

ყვითელი ავტობუსების მძღოლები 5 დღის განმავლობაში იყვნენ გაფიცული და მათი გაფიცვის მთავარი მიზეზი ანაზღაურებით უკმაყოფილება და ხელმძღვანელობის მხრიდან არასათანადო დამოკიდებულება იყო.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"