იტალიაში კატების უფლებები გაზარდეს. ახალი წინადადება ცხოველების უფლების აღიარებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვით "კატებს უფლება აქვთ, იცხოვრონ მათი ბიოლოგიური მოთხოვნების შესაბამისად".
კატების უფლებები კონკრეტულად იტალიის ერთ ქალაქში, სპეციაში გაზარდეს. ახლა ამ ქალაქის მცხოვრებლებს კატების თავისუფალი ცხოვრებისთვის, ან მათი კოლონიის გადაადგილებისთვის ხელის შეშლა კანონით ეკრძალებათ.
გარდა ამისა, სპეციაში მობინადრე კატებს ექიმები შეამოწმებენ.
მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.