პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვას მიმდინარე კვირიდან დაიწყებს.
ამნისტიის შესახებ პროექტი, რომელსაც დეპუტატები ეკა ბესელია, ქეთევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე აწერენ ხელს, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
კანონპროექტის საფუძველზე ამნისტია შეეხება მსჯავრდებულებს, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იხდიან სასჯელს. პროექტის თანახმად, ამნისტირებული იქნება მუხლები, სადაც სანქცია 0-დან 5 წლამდეა განსაზღვრული. ასევე, ამნისტიის პროექტით, სასჯელი გაუნახევრდებათ რიგი მძიმე და განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირებს.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მიმდინარე კვირიდან დაიწყება. მისი განხილვის პროცესი კანონპროექტების განხილვის ვადების დაცვით წარიმართება, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს სთხოვა, ვადები დაიცვან, მაგრამ განხილვის პროცესი არ გაახანგრძლივონ.