საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - "ნატოსგან ასეთი კრიტიკული ტონი არ მახსოვს"
მიხეილ სააკაშვილი - "ნატოსგან ასეთი კრიტიკული ტონი არ მახსოვს"

ნა­ტოს მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ასე­თი კრი­ტი­კუ­ლი ტონი არ მახ­სოვს, - ასე აფა­სებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნის გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­მაც თავ­დაც­ვის უწყე­ბის ქარ­თვე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­კა­ვე­ბის გამო შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა.

ამას­თან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ნა­ტოს მხრი­დან "ასე­თი კრი­ტი­კუ­ლი ტონი" იშ­ვი­ა­თად ახ­სოვს სხვა ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლით­ზეც.

"იმ პი­რო­ბებ­ში, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ტოს სამ­ხედ­რო კო­მი­ტე­ტის ვი­ზიტ­ზე ამ­დენს ვმუ­შა­ობ­დით, გენშტა­ბის უფ­რო­სის და­კა­ვე­ბა დი­ლის 06:00 სა­ათ­ზე, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის კა­ბი­ნეტ­ში სხვა მი­ზე­ზით გა­მო­ძა­ხე­ბით, ვფიქ­რობ, იძ­ლე­ვა და­ფიქ­რე­ბის სა­ფუძ­ველს. ეს ვი­ზი­ტი ჩაგ­ვე­შა­ლა. ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს ვუ­თხა­რი, რომ იქ­ნებ გა­ზა­ფხულ­ზე იყოს კო­მი­ტე­ტის ჩა­მოს­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ვუ­თხა­რი, რომ იქ­ნებ ნა­ტოს მი­ნის­ტე­რი­ა­ლი დე­კემ­ბერ­ში არ "ჩა­ი­შა­ლოს" და რა­ღაც პროგ­რესს მი­ვაღ­წი­ოთ, თუ "მაპი" არა, რად­გან ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, არ ვიცი, ეს რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­დეს. გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­თან ჩემი გზავ­ნი­ლი, მას შემ­დეგ, რაც მან შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა, იყო, რომ ამან არ უნდა შე­ა­ჩე­როს სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლა ნა­ტო­ში", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

პრე­ზი­დენ­ტის გან­მარ­ტე­ბით, გი­ორ­გი კა­ლან­და­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სად მისი და­ტო­ვე­ბით მან ახალ მთავ­რო­ბას შან­სი მის­ცა, რო­მე­ლიც არ გა­მო­ი­ყე­ნა.

"როცა გენშტა­ბის უფ­რო­სი გა­მო­უშ­ვეს და ჩემ­თან მო­ვიწ­ვიე, კი­დევ ერთხელ მი­ვე­ცი შან­სი ახალ მთავ­რო­ბას, რომ ეს ინ­ცი­დენ­ტი გვერ­დზე მოგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა, რად­გან იქ­ნებ აღარ ჩაშ­ლი­ლი­ყო ეს ყვე­ლა­ფე­რი. სამ­წუ­ხა­როდ, მან ეს შან­სი არ გა­მო­ი­ყე­ნა. ყვე­ლა­ნი უნდა მივ­ხვდეთ, რომ ნა­ტოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი არ უნდა იყოს მთავ­რო­ბას და პრე­ზი­დენტს შო­რის კინ­კლა­ო­ბის თემა. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ალი­ანსს მი­ე­ბას", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

გარ­და ამი­სა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ "ამ ყვე­ლა­ფერს" ახა­ლი მთავ­რო­ბა გან­გებ კი არა, გა­მო­უც­დე­ლო­ბით აკე­თებს. "იმე­დია, ეს ახალ მთავ­რო­ბას გან­გებ კი არ მოს­დის, მოს­დის გა­მო­უც­დე­ლო­ბით. ალ­ბათ, შე­ი­ძენს უცხო­ეთ­ში ვი­ზი­ტე­ბით გა­მოც­დი­ლე­ბას. მი­ვე­სალ­მე­ბი პრე­მი­ე­რის ბრი­უ­სელ­ში ვი­ზიტს და ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებს ნათ­ლად და­ი­ნა­ხავს. არ­ჩევ­ნე­ბის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის "უხა­ვერ­დო­ვა­ნე­სად" გა­და­ბა­რე­ბის შემ­დეგ გვქონ­და შან­სი ნა­ტოს­კენ ნახ­ტო­მი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. მარ­თლა არ მეს­მის, რა სა­ჭი­რო იყო ნაჩ­ქა­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, ცოტა მა­ინც მო­ეთ­მი­ნათ", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად მო­სუ­ლი ახა­ლი მთავ­რო­ბის მიერ ოპო­ნენ­ტე­ბის და­კა­ვე­ბის გამო შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა. "რო­ი­ტე­რის" ცნო­ბით, რას­მუ­სენ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მო­უ­წო­და, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ჩა­რე­ვის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი იყოს.

"მე უკი­დუ­რე­სად შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვარ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის და­კა­ვე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ამ სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის პრე­რო­გა­ტი­ვაა, მაგ­რამ ცხა­დია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ასე­თი საქ­მე­ე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ჩა­რე­ვის გა­რე­შე გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს. ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით და­ვაკ­ვირ­დე­ბით მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით", - გა­ნა­ცხა­და რას­მუ­სენ­მა პრა­ღა­ში, ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის სხდო­მა­ზე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

მიხეილ სააკაშვილი - "ნატოსგან ასეთი კრიტიკული ტონი არ მახსოვს"

მიხეილ სააკაშვილი - "ნატოსგან ასეთი კრიტიკული ტონი არ მახსოვს"

ნატოს მხრიდან საქართველოს მიმართ ასეთი კრიტიკული ტონი არ მახსოვს, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური დირექტორის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას, რომელმაც თავდაცვის უწყების ქართველი მაღალჩინოსნების დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ნატოს მხრიდან "ასეთი კრიტიკული ტონი" იშვიათად ახსოვს სხვა ქვეყნების მაგალითზეც.

"იმ პირობებში, როცა საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტზე ამდენს ვმუშაობდით, გენშტაბის უფროსის დაკავება დილის 06:00 საათზე, თავდაცვის მინისტრის კაბინეტში სხვა მიზეზით გამოძახებით, ვფიქრობ, იძლევა დაფიქრების საფუძველს. ეს ვიზიტი ჩაგვეშალა. ნატოს გენერალურ მდივანს ვუთხარი, რომ იქნებ გაზაფხულზე იყოს კომიტეტის ჩამოსვლა შესაძლებელი. ვუთხარი, რომ იქნებ ნატოს მინისტერიალი დეკემბერში არ "ჩაიშალოს" და რაღაც პროგრესს მივაღწიოთ, თუ "მაპი" არა, რადგან ამ სიტუაციაში, არ ვიცი, ეს როგორ შეიძლება გამოვიდეს. გენერალურ მდივანთან ჩემი გზავნილი, მას შემდეგ, რაც მან შეშფოთება გამოთქვა, იყო, რომ ამან არ უნდა შეაჩეროს საქართველოს წინსვლა ნატოში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრეზიდენტის განმარტებით, გიორგი კალანდაძის გათავისუფლების შემდეგ გაერთიანებული შტაბის უფროსად მისი დატოვებით მან ახალ მთავრობას შანსი მისცა, რომელიც არ გამოიყენა.

"როცა გენშტაბის უფროსი გამოუშვეს და ჩემთან მოვიწვიე, კიდევ ერთხელ მივეცი შანსი ახალ მთავრობას, რომ ეს ინციდენტი გვერდზე მოგვეტოვებინა, რადგან იქნებ აღარ ჩაშლილიყო ეს ყველაფერი. სამწუხაროდ, მან ეს შანსი არ გამოიყენა. ყველანი უნდა მივხვდეთ, რომ ნატოსთან დაკავშირებული საკითხები არ უნდა იყოს მთავრობას და პრეზიდენტს შორის კინკლაობის თემა. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ალიანსს მიებას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ "ამ ყველაფერს" ახალი მთავრობა განგებ კი არა, გამოუცდელობით აკეთებს. "იმედია, ეს ახალ მთავრობას განგებ კი არ მოსდის, მოსდის გამოუცდელობით. ალბათ, შეიძენს უცხოეთში ვიზიტებით გამოცდილებას. მივესალმები პრემიერის ბრიუსელში ვიზიტს და ვფიქრობ, საქართველოს ინტერესებს ნათლად დაინახავს. არჩევნების და ხელისუფლების "უხავერდოვანესად" გადაბარების შემდეგ გვქონდა შანსი ნატოსკენ ნახტომი გაგვეკეთებინა. მართლა არ მესმის, რა საჭირო იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, ცოტა მაინც მოეთმინათ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა არჩევნების შედეგად მოსული ახალი მთავრობის მიერ ოპონენტების დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა. "როიტერის" ცნობით, რასმუსენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ სასამართლო პროცესები პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი იყოს.

"მე უკიდურესად შეწუხებული ვარ არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებით, რომელიც საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას უკავშირდება. ამ საკითხების გადაწყვეტა სასამართლო სისტემის პრეროგატივაა, მაგრამ ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საქმეები პოლიტიკური ჩარევის გარეშე განიხილებოდეს. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას ამ მიმართულებით", - განაცხადა რასმუსენმა პრაღაში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა