საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოძიების ცნობით, რაზვოზჟაევმა სამართალდამცველებს გივი თარგამაძისგან მიღებული 3 300 დოლარი გადასცა
გამოძიების ცნობით, რაზვოზჟაევმა სამართალდამცველებს გივი თარგამაძისგან მიღებული 3 300 დოლარი გადასცა

რუს­მა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა ლე­ო­ნიდ რაზ­ვო­ზჟა­ევ­მა გა­მომ­ძი­ებ­ლებს 3 300 დო­ლა­რი გა­დას­ცა, რო­მე­ლიც კონ­სტან­ტი­ნე ლე­ბე­დე­ვის მეშ­ვე­ო­ბით გივი თარ­გა­მა­ძის­გან მი­ი­ღო. "ლენ­ტა.რუ"-ს ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბა­ში, რო­მე­ლიც რაზ­ვო­ზჟა­ევ­მა, რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის ვერ­სი­ით, სა­კუ­თა­რი ნე­ბით მის­ცა.

რო­გორც რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვლა­დი­მერ მარ­კი­ნი აცხა­დებს, რაზ­ვო­ზჟა­ევ­მა 10-გვერ­დი­ა­ნი ჩვე­ნე­ბა და­წე­რა.

ჩვე­ნე­ბის უკა­ნას­კნელ გვერ­დზე მო­თხრო­ბი­ლია, რო­გორ მოხ­ვდა რაზ­ვო­ზჟა­ე­ვი რუ­სეთ­ში. დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, კი­ევ­ში მდე­ბა­რე "ჰი­ა­სის" ოფი­სი­დან გა­მოს­ვლი­სას რაზ­ვო­ზჟა­ევ­მა შე­ნიშ­ნა, რომ უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ. მან გა­ა­ჩე­რა ავ­ტო­მან­ქა­ნა და ვაგ­ზალ­ზე წაყ­ვა­ნა სთხო­ვა, თუმ­ცა გზა­ზე რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა. აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღოლს რაზ­ვო­ზჟა­ევ­მა მოს­კოვ­ში წაყ­ვა­ნა მოს­თხო­ვა, სა­დაც ბი­ნი­დან სამი ათა­სი რუბ­ლი აიღო. სა­ბო­ლო­ოდ, რო­გორც დო­კუ­მენ­ტი­დან ირ­კვე­ვა, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა გა­და­წყვი­ტა მო­ე­ნა­ნი­ე­ბი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც "ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის დაკ­ვე­თით ჩა­ი­დი­ნა".

ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც საქ­მე­ში დევს, რაზ­ვო­ზჟა­ევ­მა მოს­კო­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში უარ­ყო. მისი თქმით, 19 ოქ­ტომ­ბერს კი­ევ­ში უც­ნობ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა გა­ი­ტა­ცეს. ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს უამ­ბო, რომ იგი წა­იყ­ვა­ნეს რუ­სეთ­ში და ოჯა­ხის წევ­რე­ბის სი­ცო­ცხლე­ზე მუ­ქა­რით აი­ძუ­ლეს, და­ე­წე­რა აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა.

რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ რაზ­ვო­ზჟა­ე­ვი კო­მი­ტეტ­ში სა­კუ­თა­რი ნე­ბით მი­ვი­და. უკ­რა­ი­ნის სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რი კი არ გას­ცემს ცნო­ბას, რო­მე­ლი სა­სა­ზღვრო-გამ­შვე­ბი პუნ­ქტი­დან და­ტო­ვა უკ­რა­ი­ნა რაზ­ვო­ზჟა­ევ­მა და გა­ა­კე­თა თუ არა ეს სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით. უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო "ჰი­ა­სის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ რაზ­ვო­ზჟა­ე­ვი სა­სა­დი­ლო შეს­ვე­ნე­ბი­სას გა­უ­ჩი­ნარ­და და სა­კუ­თა­რი ნივ­თე­ბი ოფის­ში და­ტო­ვა.

ლე­ო­ნიდ რაზ­ვო­ზჟა­ევს, კონ­სტან­ტი­ნე ლე­ბე­დევ­სა და სერ­გეი უდალ­ცოვს რუ­სეთ­ში მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბის მზა­დე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, 2012 წლის ივ­ნის­ში ისი­ნი მინ­სკში, არე­უ­ლო­ბის და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გივი თარ­გა­მა­ძეს­თან მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად გა­ემ­გზავრნენ. რაზ­ვო­ზჟა­ე­ვი და ლე­ბე­დე­ვი დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, უდალ­ცო­ვი კი ქვეყ­ნი­დან გა­უს­ვლე­ლო­ბის ხელ­წე­რი­ლით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გამოძიების ცნობით, რაზვოზჟაევმა სამართალდამცველებს გივი თარგამაძისგან მიღებული 3 300 დოლარი გადასცა

გამოძიების ცნობით, რაზვოზჟაევმა სამართალდამცველებს გივი თარგამაძისგან მიღებული 3 300 დოლარი გადასცა

რუსმა ოპოზიციონერმა ლეონიდ რაზვოზჟაევმა გამომძიებლებს 3 300 დოლარი გადასცა, რომელიც კონსტანტინე ლებედევის მეშვეობით გივი თარგამაძისგან მიიღო. "ლენტა.რუ"-ს ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია აღიარებით ჩვენებაში, რომელიც რაზვოზჟაევმა, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ვერსიით, საკუთარი ნებით მისცა.

როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელი ვლადიმერ მარკინი აცხადებს, რაზვოზჟაევმა 10-გვერდიანი ჩვენება დაწერა.

ჩვენების უკანასკნელ გვერდზე მოთხრობილია, როგორ მოხვდა რაზვოზჟაევი რუსეთში. დოკუმენტის თანახმად, კიევში მდებარე "ჰიასის" ოფისიდან გამოსვლისას რაზვოზჟაევმა შენიშნა, რომ უთვალთვალებდნენ. მან გააჩერა ავტომანქანა და ვაგზალზე წაყვანა სთხოვა, თუმცა გზაზე რუსეთში დაბრუნება გადაწყვიტა. აღიარებით ჩვენებაში ნათქვამია, რომ ავტომანქანის მძღოლს რაზვოზჟაევმა მოსკოვში წაყვანა მოსთხოვა, სადაც ბინიდან სამი ათასი რუბლი აიღო. საბოლოოდ, როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ოპოზიციონერმა გადაწყვიტა მოენანიებინა დანაშაული, რომელიც "ქართული პოლიტიკური ელიტის დაკვეთით ჩაიდინა".

ჩვენება, რომელიც საქმეში დევს, რაზვოზჟაევმა მოსკოვის საქალაქო სასამართლოში უარყო. მისი თქმით, 19 ოქტომბერს კიევში უცნობმა ადამიანებმა გაიტაცეს. ოპოზიციონერმა უფლებადამცველებს უამბო, რომ იგი წაიყვანეს რუსეთში და ოჯახის წევრების სიცოცხლეზე მუქარით აიძულეს, დაეწერა აღიარებითი ჩვენება.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ირწმუნება, რომ რაზვოზჟაევი კომიტეტში საკუთარი ნებით მივიდა. უკრაინის სასაზღვრო სამსახური კი არ გასცემს ცნობას, რომელი სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან დატოვა უკრაინა რაზვოზჟაევმა და გააკეთა თუ არა ეს საკუთარი სურვილით. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო "ჰიასის" თანამშრომლების ინფორმაციაზე მიუთითებს, რომლებიც აცხადებენ, რომ რაზვოზჟაევი სასადილო შესვენებისას გაუჩინარდა და საკუთარი ნივთები ოფისში დატოვა.

ლეონიდ რაზვოზჟაევს, კონსტანტინე ლებედევსა და სერგეი უდალცოვს რუსეთში მასობრივი არეულობის მზადებაში ადანაშაულებენ. გამოძიების ვერსიით, 2012 წლის ივნისში ისინი მინსკში, არეულობის დაფინანსებასთან დაკავშირებით გივი თარგამაძესთან მოსალაპარაკებლად გაემგზავრნენ. რაზვოზჟაევი და ლებედევი დროებითი მოთავსების იზოლატორებში იმყოფებიან, უდალცოვი კი ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა