პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკონომიკის სამინისტრო "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მართვის აღებას არ აპირებს
ეკონომიკის სამინისტრო "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მართვის აღებას არ აპირებს

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო დე­და­ქა­ლა­ქის მერს, გიგი უგუ­ლა­ვას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. რო­გორც სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, "თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია" და თბი­ლი­სის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბის ობი­ექ­ტე­ბია.

"შე­სა­ბა­მი­სად, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია ვალ­დე­ბუ­ლია, უზ­რუნ­ველ­ყოს აღ­ნიშ­ნუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და მათ გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­კი­თხის თუ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა. ამ­დე­ნად, თბი­ლი­სის მე­რის მიერ სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის პირ­და­პი­რი ეთე­რით 11 ნო­ემ­ბერს გა­კე­თე­ბუ­ლი გა­ცხა­დე­ბა არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბა. ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო კი­დევ ერთხელ ცალ­სა­ხად აფიქ­სი­რებს, რომ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო ტრან­სპორ­ტის გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის სა­კი­თხი არის თბი­ლი­სის მე­რი­ის კომ­პე­ტენ­ცია და შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რედ მე­რია არის ვალ­დე­ბუ­ლი, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა თა­ვად­ვე მო­აგ­ვა­როს", - ნათ­ქვა­მია ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

შპს "სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის" მარ­თვა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას გუ­შინ, "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "P.შ." –ში ჩარ­თვი­სას დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, გიგი უგუ­ლა­ვამ შეს­თა­ვა­ზა.

ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა მე­რი­ის ვებ-გვერ­დზეც გავ­რცელ­და, სა­დაც ამის მი­ზე­ზად სა­ხელ­დე­ბა ის, რომ შე­წყდეს ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის მძღო­ლე­ბის გა­ფიც­ვა, ქა­ლაქ­ში აღ­დგეს მოძ­რა­ო­ბა და თბი­ლი­სე­ლებ­მა შე­უ­ფერ­ხებ­ლად შეძ­ლონ გა­და­ად­გი­ლე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ეკონომიკის სამინისტრო "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მართვის აღებას არ აპირებს

ეკონომიკის სამინისტრო "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მართვის აღებას არ აპირებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დედაქალაქის მერს, გიგი უგულავას პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაში ადანაშაულებს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" და თბილისის მეტროპოლიტენი მუნიციპალური დაქვემდებარების ობიექტებია.

"შესაბამისად, დედაქალაქის მერია ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული სტრუქტურების გამართული ფუნქციონირება და მათ გარშემო არსებული ნებისმიერი საკითხის თუ პრობლემის მოგვარება. ამდენად, თბილისის მერის მიერ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერით 11 ნოემბერს გაკეთებული გაცხადება არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კიდევ ერთხელ ცალსახად აფიქსირებს, რომ თბილისის საქალაქო ტრანსპორტის გამართულად ფუნქციონირების საკითხი არის თბილისის მერიის კომპეტენცია და შესაბამისად, სწორედ მერია არის ვალდებული, აღნიშნული პრობლემა თავადვე მოაგვაროს", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

შპს "სატრანსპორტო კომპანიის" მართვა საქართველოს მთავრობას გუშინ, "რუსთავი 2"-ის გადაცემა "P.შ." –ში ჩართვისას დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ შესთავაზა.

ამის შესახებ განცხადება მერიის ვებ-გვერდზეც გავრცელდა, სადაც ამის მიზეზად სახელდება ის, რომ შეწყდეს ყვითელი ავტობუსების მძღოლების გაფიცვა, ქალაქში აღდგეს მოძრაობა და თბილისელებმა შეუფერხებლად შეძლონ გადაადგილება.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ