პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიუზიკლი "ქეთო და კოტე" სახელმწიფო ბიუჯეტს 2 მილიონ 125 ათასი ლარი დაუჯდა"
"მიუზიკლი "ქეთო და კოტე" სახელმწიფო ბიუჯეტს 2 მილიონ 125 ათასი ლარი დაუჯდა"

ხუთი რე­ზი­დენ­ცია, სამი თვითმფრი­ნა­ვი, უამ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლის­გან შემ­დგა­რი კორ­ტე­ჟი, - შე­საძ­ლოა მო­მა­ვა­ლი წლი­დან პრე­ზი­დენ­ტმა ყვე­ლა ამ სი­კე­თით სარ­გებ­ლო­ბა ვე­ღარ შეძ­ლოს, რად­გან 2013 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, მისი და­ფი­ნან­სე­ბა 50 მი­ლი­ო­ნი­დან 10 მი­ლი­ო­ნამ­დე შემ­ცირ­დე­ბა. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფი­ნან­სუ­რი გუნ­დი "ქამ­რე­ბის შე­მო­ჭე­რის" პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბას გეგ­მავს. ვის მო­უ­ჭერს "სა­ბი­უ­ჯე­ტო ქა­მა­რი" და რო­გორ გა­იფ­ლან­გა ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 1 მი­ლი­არ­დი ლარი, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრ ნო­დარ ხა­დურ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში შე­ი­ტყობთ. სა­უ­ბა­რი მთავ­რო­ბის იმ სხდო­მის შე­სა­ხებ და­ვი­წყეთ, რო­მელ­ზეც "და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი სტუ­მა­რი" - გიგი უგუ­ლა­ვა გა­მო­ცხად­და.

- ბა­ტო­ნო ნო­დარ, რა მოხ­და მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე?

- მოხ­და ის, რაც უნდა მომ­ხდა­რი­ყო. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სხდო­მას ეს­წრე­ბი­ან მხო­ლოდ მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი ან სხვა პი­რე­ბი მთავ­რო­ბის მოწ­ვე­ვით. ამ სხდო­მა­ზე კი მოწ­ვე­ვა არა­ვის ჰქო­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, თბი­ლი­სის მე­რის მოს­ვლა არა­ვის­თან ყო­ფი­ლა შე­თან­ხმე­ბუ­ლი და დღის წეს­რიგ­ში არ იდგა ის სა­კი­თხი, რომ­ლის გან­ხილ­ვა­საც უგუ­ლა­ვა გვთა­ვა­ზობ­და. მე­რია ცდი­ლობს, ჩვენ გად­მოგ­ვაბ­რა­ლოს და დაგ­ვა­კის­როს თა­ვი­სი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მათ შო­რის - სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ის თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვა, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის სხვა­დას­ხვა ტი­პის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბის შე­ღა­ვა­თე­ბი. საქ­მის ვი­თა­რე­ბა კი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია. მიმ­დი­ნა­რე წლის 19 ოქ­ტომ­ბერს 11 დღის გა­დამ­დგა­რი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი აწერს ხელს გან­კარ­გუ­ლე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ და­სა­ფი­ნან­სე­ბე­ლი სამი სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა რა­ტომ­ღაც უნდა და­ა­ფი­ნან­სოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ. ეს უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რად­გან არ შე­იძ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­მა და­ა­ფი­ნან­სოს ის, რაც არ არის ასა­ხუ­ლი ბი­უ­ჯეტ­ში, ამი­ტო­მაც ვთქვით უარი ამ უკა­ნო­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე.

2012 წლის 30 სექ­ტემ­ბერს, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 1 დღით ადრე, სა­ქარ­თვე­ლოს ძველ­მა მთავ­რო­ბამ პარ­ლა­მენ­ტში გან­სა­ხილ­ვე­ლად შე­ი­ტა­ნა 2013 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი, სა­დაც ეს სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი გა­წე­რი­ლი არ არის, არ წე­რია, რომ თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ და­სა­ფი­ნან­სე­ბე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი უნდა და­ა­ფი­ნან­სოს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­მა. შე­სა­ბა­მი­სად, ჯერ კი­დევ 30 სექ­ტემ­ბერს ყო­ფი­ლი მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი ამა­ზე არ ფიქ­რობ­დნენ. ახლა კი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოს გე­ტყვით: 12 ოქ­ტომ­ბერს, პრე­მი­ე­რის ბრძა­ნე­ბამ­დე 7 დღით ადრე, თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე სწერს წე­რილს საკ­რე­ბუ­ლოს და ითხოვს ამ სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის­თვის გა­წე­რი­ლი თან­ხე­ბის ამო­ღე­ბას თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტი­დან. შემ­დეგ კი ბა­ტონ­მა მე­რა­ბიშ­ვილ­მა, უკაც­რა­ვად სლენ­გის­თვის, "გა­უპ­რა­ვა" მე­რი­ას თა­ვი­სი უკა­ნო­ნო ბრძა­ნე­ბე­ბით ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, რომ შე­ღა­ვა­თე­ბი გა­უქ­მე­ბუ­ლი­ყო, არ არ­სე­ბობ­და და მე­რი­ას მო­უ­წევს ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ამის­თვის ჩვენ ბი­უ­ჯე­ტი­დან ვაძ­ლევთ მე­რი­ას ყო­ველ­წლი­უ­რად 450 მი­ლი­ონ ლარს. ამი­ტომ, ნაც­ვლად იმი­სა, 450 მი­ლი­ო­ნი ლარი თა­ვი­სი კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბის, ამ­ხა­ნა­გო­ბე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი­სა და ამომ­რჩევ­ლის მოს­ყიდ­ვი­სათ­ვის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და, მიზ­ნობ­რი­ვად გა­ე­ხარ­ჯათ.

- ე. ი. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ თბი­ლი­სის მე­რია სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხებს არა­მიზ­ნობ­რი­ვად ხარ­ჯავ­და?

- შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ თბი­ლი­სის მე­რი­ამ თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა და­სა­ჯა იმის­თვის, რომ მათ არ­ჩევ­ნებ­ში მხა­რი და­უ­ჭი­რეს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას".

- 2013 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, პრე­ზი­დენ­ტის ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მცირ­დე­ბა, თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ თან­ხე­ბის და­ზოგ­ვა უკვე და­ი­წყო და აგერ უკვე კვი­რა­ზე მე­ტია პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის ფა­სა­დი ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლია.

- სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს აქვს ხუთი რე­ზი­დენ­ცია, ჰყავს სამი თვითმფრი­ნა­ვი და რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მან­ქა­ნის­გან შემ­დგა­რი კორ­ტე­ჟით და­დის. ბევ­რი ხარ­ჯი აქვს პრე­ზი­დენტს, მას ხუთი სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცია აფი­ნან­სებს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან. მხო­ლოდ ერთი შე­ნო­ბის, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ხარ­ჯი 800 ათა­სი ლა­რია თვე­ში.

რა დაჯ­და ეგ შე­ნო­ბა, კაც­მა არ იცის. ჩვენ არა ვართ ისე­თი მდი­და­რი ქვე­ყა­ნა, რომ ასე­თი ტი­პის ხარ­ჯე­ბი გვქონ­დეს. თუმ­ცა, წლე­ვან­დე­ლი და­ფი­ნან­სე­ბა ჩვენ არ შეგ­ვიმ­ცი­რე­ბია პრე­ზი­დენ­ტის­თვის, მისი ად­მი­ნის­ტრა­ცია ფი­ნანსდე­ბო­და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, რო­გორც აქამ­დე. რაც შე­ე­ხე­ბა მო­მა­ვალ წელს პრე­ზი­დენ­ტის ფონ­დის შემ­ცი­რე­ბას, ამას აქვს ერთი ახ­სნა და არ­გუ­მენ­ტი: არ­სე­ბობს ორი სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი - ერთი მთავ­რო­ბის და არა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და მე­ო­რე - პრე­ზი­დენ­ტის. მთავ­რო­ბის ფონდს გან­კარ­გავს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა - კო­ლე­გი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნო, მე­ო­რეს კი ერთი პირი - პრე­ზი­დენ­ტი. ძა­ლი­ან ბევ­რი არა­მიზ­ნობ­რი­ვი ხარ­ჯია მისი ფონ­დი­დან გა­წე­უ­ლი. მა­გა­ლი­თად, მი­უ­ზიკ­ლი "ქეთო და კოტე" სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს 2 მი­ლი­ონ 125 ათა­სი ლარი და­უჯ­და, ხოლო ბა­თუმ­ში ან­დრია ბო­ჩე­ლის კონ­ცერ­ტის­თვის 2,4 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯა პრე­ზი­დენ­ტის ფონ­დი­დან. სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი ხარ­ჯე­ბის სია საკ­მა­ოდ დი­დია. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ საკ­მა­რის თან­ხას ვაძ­ლევთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს თა­ვი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის სრუ­ლად შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, თუმ­ცა, შე­საძ­ლოა სამი თვითმფრი­ნა­ვი­სა და ხუთი რე­ზი­დენ­ცი­ის და­ფი­ნან­სე­ბას აღარ ეყოს. თუ იმ­ყო­ფი­ნებს, მისი ნე­ბაა. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ყვე­ლა ხარ­ჯი, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის, ასე­ვე მთავ­რო­ბის ფონ­დი­დან, უნდა იყოს გამჭვირ­ვა­ლე და ყვე­ლა გან­კარ­გუ­ლე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდეს, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს, რაში რამ­დე­ნი იხარ­ჯე­ბა.

ძა­ლი­ან უხე­ში დათ­ვლით, ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1 მი­ლი­არ­დი ლა­რია სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან წყალს გა­ტა­ნე­ბუ­ლი. მე­რია წუ­წუ­ნებს, რომ ავ­ტო­ბუ­სით მგზავ­რო­ბის შე­ღა­ვათს ვერ და­უ­ფი­ნან­სებს თბი­ლი­სე­ლებს, ვერ და­ა­ფი­ნან­სებს სო­ცი­ა­ლურ შე­ღა­ვა­თებს, არა­და, 1 მი­ლი­არ­დი ლარი, ად­გნენ და, უბ­რა­ლოდ გა­და­ყა­რეს.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ გაფ­ლან­გუ­ლი მი­ლი­არ­დის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გეს?

- რა თქმა უნდა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

"მიუზიკლი "ქეთო და კოტე" სახელმწიფო ბიუჯეტს 2 მილიონ 125 ათასი ლარი დაუჯდა"

"მიუზიკლი "ქეთო და კოტე" სახელმწიფო ბიუჯეტს 2 მილიონ 125 ათასი ლარი დაუჯდა"

ხუთი რეზიდენცია, სამი თვითმფრინავი, უამრავი ავტომობილისგან შემდგარი კორტეჟი, - შესაძლოა მომავალი წლიდან პრეზიდენტმა ყველა ამ სიკეთით სარგებლობა ვეღარ შეძლოს, რადგან 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მისი დაფინანსება 50 მილიონიდან 10 მილიონამდე შემცირდება. ახალი ხელისუფლების ფინანსური გუნდი "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის გატარებას გეგმავს. ვის მოუჭერს "საბიუჯეტო ქამარი" და როგორ გაიფლანგა ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მილიარდი ლარი, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან ინტერვიუში შეიტყობთ. საუბარი მთავრობის იმ სხდომის შესახებ დავიწყეთ, რომელზეც "დაუპატიჟებელი სტუმარი" - გიგი უგულავა გამოცხადდა.

- ბატონო ნოდარ, რა მოხდა მთავრობის სხდომაზე?

- მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. საქართველოს მთავრობის სხდომას ესწრებიან მხოლოდ მთავრობის წევრები ან სხვა პირები მთავრობის მოწვევით. ამ სხდომაზე კი მოწვევა არავის ჰქონია. შესაბამისად, თბილისის მერის მოსვლა არავისთან ყოფილა შეთანხმებული და დღის წესრიგში არ იდგა ის საკითხი, რომლის განხილვასაც უგულავა გვთავაზობდა. მერია ცდილობს, ჩვენ გადმოგვაბრალოს და დაგვაკისროს თავისი წილი პასუხისმგებლობა, მათ შორის - სხვადასხვა კატეგორიის თბილისელებისთვის სამედიცინო დაზღვევა, სოციალურად დაუცველი ოჯახების სხვადასხვა ტიპის ფინანსური დახმარება და მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათები. საქმის ვითარება კი ძალიან მარტივია. მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს 11 დღის გადამდგარი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აწერს ხელს განკარგულებას, რომლის თანახმადაც, თბილისის მერიის მიერ დასაფინანსებელი სამი სოციალური პროგრამა რატომღაც უნდა დააფინანსოს ჯანდაცვის სამინისტრომ. ეს უკანონო გადაწყვეტილება იყო, რადგან არ შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტმა დააფინანსოს ის, რაც არ არის ასახული ბიუჯეტში, ამიტომაც ვთქვით უარი ამ უკანონობის შესრულებაზე.

2012 წლის 30 სექტემბერს, არჩევნებამდე 1 დღით ადრე, საქართველოს ძველმა მთავრობამ პარლამენტში განსახილველად შეიტანა 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც ეს სოციალური პროგრამები გაწერილი არ არის, არ წერია, რომ თბილისის მერიის მიერ დასაფინანსებელი სოციალური პროგრამები უნდა დააფინანსოს სახელმწიფო ბიუჯეტმა. შესაბამისად, ჯერ კიდევ 30 სექტემბერს ყოფილი მთავრობის წევრები ამაზე არ ფიქრობდნენ. ახლა კი ყველაზე საინტერესოს გეტყვით: 12 ოქტომბერს, პრემიერის ბრძანებამდე 7 დღით ადრე, თბილისის მერის მოადგილე სწერს წერილს საკრებულოს და ითხოვს ამ სოციალური პროგრამებისთვის გაწერილი თანხების ამოღებას თბილისის ბიუჯეტიდან. შემდეგ კი ბატონმა მერაბიშვილმა, უკაცრავად სლენგისთვის, "გაუპრავა" მერიას თავისი უკანონო ბრძანებებით ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად, საფუძველი იმისა, რომ შეღავათები გაუქმებულიყო, არ არსებობდა და მერიას მოუწევს ამ ვალდებულებების შესრულება. ამისთვის ჩვენ ბიუჯეტიდან ვაძლევთ მერიას ყოველწლიურად 450 მილიონ ლარს. ამიტომ, ნაცვლად იმისა, 450 მილიონი ლარი თავისი კოორდინატორების, ამხანაგობების თავმჯდომარეებისა და ამომრჩევლის მოსყიდვისათვის გამოეყენებინათ, უმჯობესი იქნებოდა, მიზნობრივად გაეხარჯათ.

- ე. ი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის მერია საბიუჯეტო თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა?

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის მერიამ თბილისის მოსახლეობა დასაჯა იმისთვის, რომ მათ არჩევნებში მხარი დაუჭირეს "ქართულ ოცნებას".

- 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, პრეზიდენტის ფონდის დაფინანსება მნიშვნელოვნად მცირდება, თუმცა, ფაქტია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თანხების დაზოგვა უკვე დაიწყო და აგერ უკვე კვირაზე მეტია პრეზიდენტის სასახლის ფასადი ჩაბნელებულია.

- საქართველოს პრეზიდენტს აქვს ხუთი რეზიდენცია, ჰყავს სამი თვითმფრინავი და რამდენიმე ათეული მანქანისგან შემდგარი კორტეჟით დადის. ბევრი ხარჯი აქვს პრეზიდენტს, მას ხუთი სხვადასხვა ორგანიზაცია აფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მხოლოდ ერთი შენობის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ელექტროენერგიის ხარჯი 800 ათასი ლარია თვეში.

რა დაჯდა ეგ შენობა, კაცმა არ იცის. ჩვენ არა ვართ ისეთი მდიდარი ქვეყანა, რომ ასეთი ტიპის ხარჯები გვქონდეს. თუმცა, წლევანდელი დაფინანსება ჩვენ არ შეგვიმცირებია პრეზიდენტისთვის, მისი ადმინისტრაცია ფინანსდებოდა ჩვეულებრივად, როგორც აქამდე. რაც შეეხება მომავალ წელს პრეზიდენტის ფონდის შემცირებას, ამას აქვს ერთი ახსნა და არგუმენტი: არსებობს ორი სარეზერვო ფონდი - ერთი მთავრობის და არა პრემიერ-მინისტრის და მეორე - პრეზიდენტის. მთავრობის ფონდს განკარგავს საქართველოს მთავრობა - კოლეგიალური ორგანო, მეორეს კი ერთი პირი - პრეზიდენტი. ძალიან ბევრი არამიზნობრივი ხარჯია მისი ფონდიდან გაწეული. მაგალითად, მიუზიკლი "ქეთო და კოტე" სახელმწიფო ბიუჯეტს 2 მილიონ 125 ათასი ლარი დაუჯდა, ხოლო ბათუმში ანდრია ბოჩელის კონცერტისთვის 2,4 მილიონი ლარი დაიხარჯა პრეზიდენტის ფონდიდან. სამწუხაროდ, ასეთი ხარჯების სია საკმაოდ დიდია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკმარის თანხას ვაძლევთ საქართველოს პრეზიდენტს თავისი უფლებამოსილების სრულად შესანარჩუნებლად და განსახორციელებლად, თუმცა, შესაძლოა სამი თვითმფრინავისა და ხუთი რეზიდენციის დაფინანსებას აღარ ეყოს. თუ იმყოფინებს, მისი ნებაა. მიგვაჩნია, რომ ყველა ხარჯი, როგორც პრეზიდენტის, ასევე მთავრობის ფონდიდან, უნდა იყოს გამჭვირვალე და ყველა განკარგულება გამოქვეყნდეს, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რაში რამდენი იხარჯება.

ძალიან უხეში დათვლით, ბოლო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 1 მილიარდი ლარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან წყალს გატანებული. მერია წუწუნებს, რომ ავტობუსით მგზავრობის შეღავათს ვერ დაუფინანსებს თბილისელებს, ვერ დააფინანსებს სოციალურ შეღავათებს, არადა, 1 მილიარდი ლარი, ადგნენ და, უბრალოდ გადაყარეს.

- შესაძლებელია, რომ გაფლანგული მილიარდისთვის კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?

- რა თქმა უნდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ