ჰოლივუდის მსახიობს, ჰოლი ბერის საფრანგეთში ცხოვრებაზე უარი უთხრეს. კინოვარსკვლავს მის ქალიშვილთან, ნალასთან ერთად საფრანგეთში გადასვლა მისმა ფრანგმა საქმრომ, ოლივიე მარტინესმა შესთავაზა.
როგორც მსახიობმა ჟურნალისტებს განუცხადა, პოპულარობის გამო აშშ-ში მას და ნალას პირადი ცხოვრების უფლება ეზღუდებათ. პაპარაცები მათ გამუდმებით თავს დასტრიალებენ, რასაც თაყვანისმცემელთა გადამეტებული ყურადღებაც ერთვის. საფრანგეთში კი მას გაცილებით მშვიდი ცხოვრების იმედი ჰქონდა.
პატარა ნალას მამა, კანადელი მსახიობი და ფოტომოდელი, გაბრიელ ობრი გოგონას საფრანგეთში გადასახლების კატეგორიული წინააღმდეგია. მამა შიშობს, რომ ამ შემთხვევაში შვილთან ურთიერთობის რეგულარული შესაძლებლობა აღარ ექნება. ამ მოტივით ობრიმ ჰოლი ბერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელიც მის სასარგებლოდ დაკმაყოფილდა.
მომზადებულია people.com-ის მიხედვით.