სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაიწუნა მაიკო კაჭკაჭიშვილის დაწერილი ჰიმნი ასლან აბაშიძემ?
რატომ დაიწუნა მაიკო კაჭკაჭიშვილის დაწერილი ჰიმნი ასლან აბაშიძემ?

კომ­პო­ზი­ტორ­მა მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა ოთხ თვე­ში 34 კილო და­იკ­ლო. "შე­იძ­ლე­ბა ექი­მე­ბი, დი­ე­ტო­ლო­გე­ბი გა­მიბ­რაზ­დნენ, მაგ­რამ ეს დი­ე­ტა თვი­თონ მო­ვი­გო­ნე. არ მი­ვირ­თმევ ტკბილს, ფქვილს და ცხიმს. ვჭამ დღე-ღა­მის ნე­ბის­მი­ერ დროს და იმ­დენს, რამ­დე­ნიც მინ­და. ახა­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის, სცე­ნი­სა და კონ­ცერ­ტე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბი", - მი­თხრა ინ­ტერ­ვი­უს და­წყე­ბამ­დე მა­ი­ამ. დღეს მას ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- დედა, ლია ლი­პა­რიშ­ვი­ლი, პე­და­გო­გია, მამა, ზურა კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი, ინ­ჟი­ნე­რი გახ­ლავთ. ბა­თუმ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. სკო­ლაც იქ და­ვამ­თავ­რე. ბავ­შვო­ბი­დან ვხე­დავ­დი, რო­გორ შრო­მობ­დნენ ჩემი მშობ­ლე­ბი და მხო­ლოდ ამ გზით შო­უ­ლობ­დნენ სა­არ­სე­ბო წყა­როს. ამი­ტო­მაც იმ­თა­ვით­ვე ვი­ცო­დი შრო­მის ფასი, 14 წლის ასაკ­ში მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე, ბავ­შვე­ბი ავიყ­ვა­ნე და ვო­კალ­ში ვამ­ზა­დებ­დი. სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ოჯა­ხი გვქონ­და. ვინ­მე რომ შე­მო­ვი­დო­და სახ­ლში, დე­დას აუ­ცი­ლებ­ლად სუფ­რა უნდა გა­ე­შა­ლა. მხო­ლოდ ყა­ვას თუ მი­ვარ­თმევთ, დღემ­დე ჰგო­ნია, რომ ამით სტუ­მარს ვამ­ცი­რებთ. მე ამ პრო­ცე­სებ­ში ნამ­ცხვრე­ბის გა­მო­ცხო­ბით ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. თა­ვად ვის­წავ­ლე, და­ვინ­ტე­რეს­დი. რომ შე­მომ­ხე­დავს ადა­მი­ა­ნი, მიხ­ვდე­ბა, რომ ბავ­შვო­ბი­დან ვა­ცხობ­დი ნამ­ცხვრებს და ამ ნუგ­ბა­რის ყვე­ლა­ნა­ირ სა­ხე­ო­ბას კარ­გად ვა­ცხობ (იცი­ნის).

- სიმ­კაც­რეს მშობ­ლე­ბის მხრი­დან რო­მე­ლი უფრო იჩენ­და?

- მა­მის სას­ტი­კად მე­ში­ნო­და. მამა მე­ო­რე პრო­ფე­სი­ით მა­თე­მა­ტი­კო­სია. 55 წლის არის და კალ­კუ­ლა­ტო­რი დღემ­დე არ უხ­მა­რია. ექ­ვსნიშ­ნა ციფ­რებს ამ­რავ­ლებს და ყოფს გა­მომ­თვლე­ლი მან­ქა­ნის და­უხ­მა­რებ­ლად. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­თე­მა­ტი­კა­ში სა­მი­ა­ნი მყავ­და. და­ნარ­ჩენ საგ­ნებ­ში ხუ­თე­ბი. მამა მა­თე­მა­ტი­კა­ში მა­მე­ცა­დი­ნებ­და და მისი ისე მე­ში­ნო­და, რომ ვერ ვსწავ­ლობ­დი. მერე, რო­გორც იქ­ნე­ბო­და, და­ვი­ზე­პი­რებ­დი ფორ­მუ­ლებს, მი­ვი­დო­დი სკო­ლა­ში და იქაც ისე­თი დეს­პო­ტი პე­და­გო­გი მყავ­და, ვიბ­ნე­ო­დი და ყვე­ლა­ფე­რი მა­ვი­წყდე­ბო­და. მოკ­ლედ, მა­მა­ჩე­მი­სა და მა­თე­მა­ტი­კის პე­და­გო­გის სიმ­კაც­რემ გა­ნა­პი­რო­ბა ჩემი უცო­დი­ნა­რო­ბა ამ სა­გან­ში. ასე რომ, მა­თე­მა­ტი­კამ გვერ­დით ჩა­მი­ა­რა. იმ­დე­ნი კი ვიცი, რამ­დე­ნი უნდა ავი­ღო ჰო­ნო­რა­რი სიმ­ღე­რა­ში (იცი­ნის).

- კი­დევ რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და მა­მის სიმ­კაც­რე?

- ღა­მით გა­რეთ არ მიშ­ვებ­და. მე ურჩი ვი­ყა­ვი ყო­ველ­თვის. 3-4 წლი­დან უკვე ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დი მშობ­ლებს. უნ­დო­დათ ჩემ­თვის რქე­ბის მომტვრე­ვა, მაგ­რამ ვერ შეძ­ლეს, რად­გან სა­ოც­რად ჯი­უ­ტი ხა­სი­ა­თი და­მა­ნათ­ლა გან­გე­ბამ. ჩემი მომ­რე­ვი ვე­რა­ვინ გა­მოჩ­ნდა დე­და­მი­წის ზურ­გზე.

- დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი გყავს?

- და მყავს ჩემ­ზე ექ­ვსი წლით უმ­ცრო­სი. გვან­ცა დამთმო­ბი და დამ­ყო­ლი ბავ­შვი იყო ყო­ველ­თვის. მე - და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი. მა­გა­ლი­თად, 5 წლის ასაკ­ში რომ მი­თხრეს, ცხრა სა­ათ­ზე უნდა ამოხ­ვი­დე ეზო­და­ნო, ზუს­ტად რვა სა­ათ­ზე ჩა­ვიც­ვი და წა­ვე­დი მან­და­რი­ნე­ბის ტყე­ში. და­ვი­კარ­გე. სამი კორ­პუ­სის მცხოვ­რებ­ლებ­მა და დე­და­ჩემ­მა შუ­ა­ღა­მი­სას ძლივს მო­მაგ­ნეს.

- თვი­თონ არ შე­გე­შინ­და ღა­მით მან­და­რი­ნე­ბის ტყე­ში?

- არა, ასე­თი მითი იყო ბა­თუმ­ში, ვინ­მე მევ­ლუ­დი მან­და­რი­ნე­ბის ტყე­ში და­დის და კის­ტის თოფს ის­ვრი­სო. აი, მაგ მევ­ლუ­დის მე­ში­ნო­და მარ­ტო. უფრო სწო­რად, მისი კის­ტის თო­ფის ტყვი­ის. მაგ­რამ ისე გა­ვი­ზარ­დეთ ყვე­ლა, მევ­ლუ­დი ვე­რა­ვინ ვნა­ხეთ. მო­გო­ნი­ლი იყო ეგ ამ­ბა­ვი.

- დე­დის­გან თუ გახ­სენ­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­რი­გე­ბა?

- დე­და­ჩე­მი დღემ­დე მა­რი­გებს და აღარ მინ­და (იღი­მე­ბა). დიდი გოგო ვარ უკვე. ვერ ვა­გე­ბი­ნებ, რომ უკვე ორი შვი­ლი მყავს და ძა­ლი­ან დიდი ვარ სა­ი­მი­სოდ, რომ ჭკუა და­მა­რი­გოს. ის მა­ინც ჯი­უ­ტად ყო­ველ დი­ლით აღებს ჩემი სა­ძი­ნებ­ლის კარს და მა­რი­გებს.

- ძი­რი­თა­დად რას მო­ი­თხოვს შენ­გან?

- მეტი დრო გა­ვა­ტა­რო სახ­ლში, მეტი დრო და­ვუთ­მო შვი­ლებს. სწო­რად მო­ი­თხოვს, რა თქმა უნდა, მაგ­რამ ისე­თი პრო­ფე­სია და ხა­სი­ა­თი მაქვს, ყვე­ლა­ფე­რი ყო­ველ­დღი­უ­რი და მი­წი­ე­რი ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებს. შვი­ლე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს დე­და­მი­წის ზურ­გზე, მაგ­რამ კარ­გი დედა ვერ ვარ. დე­დო­ბას სხვა ნიჭი სჭირ­დე­ბა კი­დევ. მო­მი­ტე­ვებს ალ­ბათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ამას რომ ვამ­ბობ, მაგ­რამ ღმერ­თმა მუ­სი­კა­ში იმ­ხე­ლა ნიჭი მომ­ცა, დე­დო­ბის ნიჭი და­მაკ­ლო ალ­ბათ. მუ­სი­კო­სე­ბი გა­მი­გე­ბენ, თუმ­ცა კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­მაჩ­ნია ჩემი შვი­ლე­ბის მი­მართ.

- პრო­ფე­სია რო­გორ აირ­ჩიე?

- დე­დამ მი­თხრა, 3 წლის ასაკ­ში, ფეხ­ზე დამ­დგა­რი ფორ­ტე­პი­ა­ნოს კლა­ვი­ა­ტუ­რის ქვეშ რომ ვე­ტე­ო­დი, იქი­დან ვმღე­რო­დი დე­დას­თან ერ­თად პირ­ველ ხმას. მერე, ინ­სტრუ­მენ­ტთან რომ დამ­სვეს, თა­ვი­სუფ­ლად ვუკ­რავ­დი ორი­ვე ხე­ლით. ბავ­შვო­ბი­დან ჩემი ცხოვ­რე­ბა გახ­და კლა­ვი­შე­ბი და რთუ­ლი იყო, ვინ­მეს სხვა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა ეი­ძუ­ლე­ბი­ნა ჩემ­თვის. დედა კარ­გად უკ­რავს, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს მუ­სი­კა­ლუ­რი ათწლე­დი, სიმ­ღე­რებ­საც წერ­და და წერს დღე­საც. ეტყო­ბა, ნიჭი მის­გან მაქვს.

- პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი, პირ­ვე­ლი ჰო­ნო­რა­რი...

- 14 წლის ასაკ­ში ავი­ღე პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი. რო­გორც გი­თხა­რით, ბავ­შვე­ბის მომ­ზა­დე­ბა და­ვი­წყე. თვე რომ გა­ვი­და, მშობ­ლებ­მა მო­მი­ტა­ნეს სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი. ძა­ლი­ან მა­გა­რი შეგ­რძნე­ბა მქონ­და. მე­გობ­რე­ბი შევ­კრი­ბე და ბოლო თეთ­რამ­დე დავ­ხარ­ჯე ბა­თუ­მის ერთ-ერთ კა­ფე­ში. მა­მა­ჩემს და დე­და­ჩემს ზე­მო­და­ნაც კი გა­დავ­ხე­დე. ისე­თი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა მქონ­და, მიხ­ვდნენ, რა­შიც იყო საქ­მე. ძა­ლი­ან ამა­ყი გახ­ლდით.

- რო­გო­რი იყო სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი, ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ოჯახ­ში, გი­ფიქ­რია იმა­ზე, რომ შენი ჰო­ნო­რა­რით ოჯახს დახ­მა­რე­ბო­დი?

- 13 წლამ­დე მარ­თლა ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და. მამა მოს­კოვ­ში წა­ვი­და, ბიზ­ნე­სი უნდა ეწარ­მო­ე­ბი­ნა, რო­მე­ლიც არ გა­მო­უ­ვი­და და დე­დას მარ­ტო უწევ­და ჩვე­ნი რჩე­ნა. თან ისე მოხ­და, რომ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მამა ვე­ღარ გვი­კავ­შირ­დე­ბო­და. ვერც ჩვენ ვა­ხერ­ხებ­დით ამას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­შინ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი არ იყო, ფოს­ტა­ში ვა­თე­ნებ­დით ღა­მე­ებს. ყვე­ლა­ფე­რი გა­ყი­და დე­დამ, რომ ჩვენ­თვის საკ­ვე­ბი ეყი­და. ბო­ლოს, გა­სა­ყი­დიც რომ არა­ფე­რი დარ­ჩა ოჯახ­ში, მახ­სოვს მჭადსა და ჭან­ჭუ­რის ჯემს გვი­ზო­გავ­და დედა.

- თბი­ლის­ში რო­გორ წა­მოხ­ვე­დი?

- ას­ლან აბა­ში­ძის გამო წა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში. აჭა­რა­ში "აღორ­ძი­ნე­ბის კავ­ში­რის­თვის" ჰიმ­ნის კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­და. 16 წლის ვი­ყა­ვი მა­შინ, დავ­წე­რე ჰიმ­ნი, ბა­თუ­მის ოპე­რის გუნ­დი ას­რუ­ლებ­და. მო­ე­წო­ნათ და დამ­ტკიც­და. სტუ­დი­ა­ში ვი­ყა­ვი, სიმ­ღე­რას ვწერ­დი, როცა შე­მა­ტყო­ბი­ნეს, ას­ლან აბა­ში­ძე გი­ბა­რებ­სო. შევ­ხვდი. მი­თხრა, შენ­ში ისე­თი რამ არის, რაც ჩვენ­თვის ძვირ­ფა­სია, მე­ა­მა­ყე­ბი, მინ­და ოპე­რა "ლე­ლა­ზე" დაგ­პა­ტი­ჟო, აგიხ­სნი, რო­გო­რი მუ­სი­კა მომ­წონს, რომ კი­დევ არა­ერ­თი ნა­წარ­მო­ე­ბი შექ­მნა ჩვენ­თვი­სო. და­ი­ნიშ­ნა ყრი­ლო­ბა, რო­მე­ლიც ჩემი ჰიმ­ნით უნდა გახ­სნი­ლი­ყო, ას­ლან აბა­ში­ძემ მი­თხრა, რომ მის გვერ­დით სკა­მი ცა­რი­ე­ლი იქ­ნე­ბო­და ჩემ­თვის. ყრი­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე სტუ­დი­ა­ში ვი­ყა­ვი, რი­გით სიმ­ღე­რას ვწერ­დი. ვხე­დავ, დიდი ფუს­ფუ­სია ირ­გვლივ, ოპე­რის მომ­ღერ­ლე­ბი მო­დი­ან სტუ­დი­ა­ში, კლა­სი­კუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის ჩა­წე­რა­აო, მეს­მის. თვალს მა­რი­დე­ბენ მუ­სი­კო­სე­ბი. ბო­ლოს ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე მო­ვი­და და მი­თხრა, რაც უნდა მოხ­დეს, ჩვენ გულ­ში მა­ინც შენს ჰიმნს ვიმ­ღე­რებ­თო. უკვე მივ­ხვდი, რომ კარ­გად არ იყო საქ­მე. დად­გა ნა­ნატ­რი ყრი­ლო­ბის დღეც და და­ვი­ნა­ხე, რომ ას­ლან აბა­ში­ძის გვერ­დით კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის რექ­ტო­რი ნო­დარ ფა­ღა­ვა იჯდა.

იმ დღის მერე მა­მა­ჩემ­მა მან­ქა­ნა­ში ჩა­ა­ლა­გა ბარ­გი და მთე­ლი ოჯა­ხი თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დით. ბი­ძა­ჩემ­თან ვცხოვ­რობ­დით. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ვი­ცო­დი, რა უნდა მე­კე­თე­ბი­ნა, კლა­ვიშ­ზე თითი არ და­მი­კა­რე­ბია, არც წა­მი­ღი­ღი­ნია. სა­ში­ნე­ლი დეპ­რე­სია და­მე­მარ­თა. მუ­სი­კა სა­ერ­თოდ დამ­თავ­რდა ჩემ­თვის. იმის გამო, რომ მუ­სი­კის არც წერა მინ­დო­და და არც ბავ­შვე­ბის მომ­ზა­დე­ბა, ჩემი საყ­ვა­რე­ლი ბაქ­ლა­ვის გა­მო­ცხო­ბა და ჩა­ბა­რე­ბა და­ვი­წყე. ნუ­ლი­დან შე­ვუ­დე­ქი ცხოვ­რე­ბას.

- რა მოხ­და აჭა­რა­ში, რა­ტომ შეც­ვა­ლეს და­პი­რე­ბა, არ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ხარ?

- მა­მა­ჩე­მის ძმა, გელა კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი იყო, არ ჰქონ­და კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა "აღორ­ძი­ნე­ბას­თან". ას­ლან აბა­ში­ძის კა­ბი­ნე­ტი­დან რომ გა­მოვ­დი­ო­დი, სა­და­უ­რი კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი ხარო, მკი­თხა. მეს­ხი ვარ, გელა კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის ძმის­შვი­ლი-მეთ­ქი, ვუ­პა­სუ­ხე. აი, ამას ვაბ­რა­ლებ ყვე­ლა­ფერს. პა­რა­ლე­ლუ­რად ვსწავ­ლობ­დი მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში ირი­ნა ებ­რა­ლი­ძეს­თან. ეს ქალი არის ერთ-ერთი ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მელ­მაც გზა­ზე და­მა­ყე­ნა, მან და­მაბ­რუ­ნა ინ­სტრუ­მენ­ტთან. მე­ტიც, მე­ო­რე მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში მტო­ვებ­და ლექ­ტო­რად, მაგ­რამ ჩემი ურ­ჩო­ბის გამო არ გა­მო­ვი­და ეს ამ­ბა­ვი. მე სხვა­ნა­ი­რი ხა­სი­ა­თი მაქვს, ჩარ­ჩო­ებ­ში ვერ ვექ­ცე­ვი, სა­ა­თე­ბით და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რე­ბით ვერ ვცხოვ­რობ. არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ვარ. შე­იძ­ლე­ბა ახლა ისეთ ხა­სი­ათ­ზე დავ­დგე, ვე­ღა­რა­ვინ ამი­ტა­ნოს. ირი­ნამ გა­მიშ­ვა "ბომ­ბო­რა­ში" ვო­კა­ლის პე­და­გო­გად. იქ ბავ­შვებს სამ კონ­კურ­სზე სა­მი­ვე­ჯერ გრან-პრი ავა­ღე­ბი­ნე, მერე გა­ვი­ცა­ნი ლე­ვან ლა­ზა­რიშ­ვი­ლი.

- სა­სიყ­ვა­რუ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ვა­დე­ქით...

- 5 წლის ასა­კი­დან მიყ­ვარ­და ლე­ვა­ნი. სკო­ლა­ში მუ­სი­კის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე მის სიმ­ღე­რებს გვამ­ღე­რებ­დნენ. "ლახ­ტის" სო­ლის­ტი იყო. არა­ნორ­მა­ლუ­რად მიყ­ვარ­და. მერე თქვეს, ვი­თომ ლე­ვა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, გა­მო­ვი­ტი­რე. სიმ­ღე­რის ჩა­წე­რა მინ­დო­და, ფული არ მქონ­და, ოქ­როს სამ­კა­უ­ლე­ბი და­ვა­ლომ­ბარ­დე, ფული შე­ვაგ­რო­ვე და მე­გო­ბარს გავ­ყე­ვი სტუ­დი­ა­ში, სა­დაც ია­ფად უნდა ჩაგ­ვე­წე­რა სიმ­ღე­რა. იქ ვნა­ხე ლე­ვა­ნი. მის სტუ­დი­ა­ში მოვ­ხვდი. სულ­მა სული იცნო მარ­თლაც. მივ­ხვდი, რომ მად­ლო­ბა უნდა გა­და­მე­ხა­და ას­ლან აბა­ში­ძის­თვის. მად­ლო­ბა მას, რომ დღეს კარ­გი კა­რი­ე­რა მაქვს, შვი­ლე­ბი მყავს. ექ­ვსი წელი ვი­ცხოვ­რეთ ერ­თად.

- შე­იძ­ლე­ბა გკი­თხო მი­ზე­ზი, რის გა­მოც ერ­თმა­ნეთს და­შორ­დით?

- მე­სა­მე პირი გა­მო­რი­ცხეთ. მგო­ნი, ამოვ­წუ­რეთ ერ­თმა­ნე­თი. ჯერ­ჯე­რო­ბით ვის­ვე­ნებთ ერ­თმა­ნე­თის­გან. მალე მივ­ხვდე­ბით, ვჭირ­დე­ბით თუ არა ერ­თმა­ნეთს. იმე­დი მაქვს, რომ ვჭირ­დე­ბით და ასე­ვე ფიქ­რობს ლე­ვა­ნი. ახ­ლა­ხან იყო ჩა­მო­სუ­ლი თბი­ლის­ში და ეს და­ვი­ნა­ხე მას­ში. ალ­ბათ დავღ­ვინ­დე­ბით და ისევ ერ­თად ვიქ­ნე­ბით. ყვე­ლა­ნი ერ­თად ვი­ცხოვ­რებთ ერთ ლა­მაზ სახ­ლში.

- მა­ი­კო, თა­ვად რა გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებ შვი­ლებს, რა­მეს თუ უკ­რძა­ლავ?

- ზუკა და და­თუ­ნა 8 წლი­სა­ნი არი­ან. ჩვენ ვმე­გობ­რობთ. რა­საც მთხო­ვენ, ყვე­ლა­ფერს ვუს­რუ­ლებ. ჩემს თხოვ­ნებ­საც ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ სწავ­ლის თვალ­საზ­რი­სით და არა მარ­ტო. ცხოვ­რე­ბა­ში ხმა არ ამი­წე­ვია მათ­თვის. ძი­რი­თა­დად დე­და­ჩე­მი ზრუ­ნავს მათ­ზე, მას­თან რომ არი­ან, მშვი­დად ვარ.

- შეც­დო­მებ­ზე რას იტყვი, შეც­ვლი­დი რა­ი­მეს შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- არა­ფერს ვნა­ნობ. მარ­თა­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. ზურგს უკან არას­დროს არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია. ბოღ­მა და შური ჩემ­თვის უცხოა. ასე რომ, არა­ფე­რი შემ­შლია.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რატომ დაიწუნა მაიკო კაჭკაჭიშვილის დაწერილი ჰიმნი ასლან აბაშიძემ?

რატომ დაიწუნა მაიკო კაჭკაჭიშვილის დაწერილი ჰიმნი ასლან აბაშიძემ?

კომპოზიტორმა მაია კაჭკაჭიშვილმა ოთხ თვეში 34 კილო დაიკლო. "შეიძლება ექიმები, დიეტოლოგები გამიბრაზდნენ, მაგრამ ეს დიეტა თვითონ მოვიგონე. არ მივირთმევ ტკბილს, ფქვილს და ცხიმს. ვჭამ დღე-ღამის ნებისმიერ დროს და იმდენს, რამდენიც მინდა. ახალი ცხოვრებისთვის, სცენისა და კონცერტებისთვის ვემზადები", - მითხრა ინტერვიუს დაწყებამდე მაიამ. დღეს მას ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

-  დედა, ლია ლიპარიშვილი, პედაგოგია, მამა, ზურა კაჭკაჭიშვილი, ინჟინერი გახლავთ. ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. სკოლაც იქ დავამთავრე. ბავშვობიდან ვხედავდი, როგორ შრომობდნენ ჩემი მშობლები და მხოლოდ ამ გზით შოულობდნენ საარსებო წყაროს. ამიტომაც იმთავითვე ვიცოდი შრომის ფასი, 14 წლის ასაკში მუშაობა დავიწყე, ბავშვები ავიყვანე და ვოკალში ვამზადებდი. სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა. ვინმე რომ შემოვიდოდა სახლში, დედას აუცილებლად სუფრა უნდა გაეშალა. მხოლოდ ყავას თუ მივართმევთ, დღემდე ჰგონია, რომ ამით სტუმარს ვამცირებთ. მე ამ პროცესებში ნამცხვრების გამოცხობით ვიღებდი მონაწილეობას. თავად ვისწავლე, დავინტერესდი. რომ შემომხედავს ადამიანი, მიხვდება, რომ ბავშვობიდან ვაცხობდი ნამცხვრებს და ამ ნუგბარის ყველანაირ სახეობას კარგად ვაცხობ (იცინის).

-  სიმკაცრეს მშობლების მხრიდან რომელი უფრო იჩენდა?

-  მამის სასტიკად მეშინოდა. მამა მეორე პროფესიით მათემატიკოსია. 55 წლის არის და კალკულატორი დღემდე არ უხმარია. ექვსნიშნა ციფრებს ამრავლებს და ყოფს გამომთვლელი მანქანის დაუხმარებლად. მიუხედავად ამისა, მათემატიკაში სამიანი მყავდა. დანარჩენ საგნებში ხუთები. მამა მათემატიკაში მამეცადინებდა და მისი ისე მეშინოდა, რომ ვერ ვსწავლობდი. მერე, როგორც იქნებოდა, დავიზეპირებდი ფორმულებს, მივიდოდი სკოლაში და იქაც ისეთი დესპოტი პედაგოგი მყავდა, ვიბნეოდი და ყველაფერი მავიწყდებოდა. მოკლედ, მამაჩემისა და მათემატიკის პედაგოგის სიმკაცრემ განაპირობა ჩემი უცოდინარობა ამ საგანში. ასე რომ, მათემატიკამ გვერდით ჩამიარა. იმდენი კი ვიცი, რამდენი უნდა ავიღო ჰონორარი სიმღერაში (იცინის).

-  კიდევ რაში გამოიხატებოდა მამის სიმკაცრე?

-  ღამით გარეთ არ მიშვებდა. მე ურჩი ვიყავი ყოველთვის. 3-4 წლიდან უკვე ვეწინააღმდეგებოდი მშობლებს. უნდოდათ ჩემთვის რქების მომტვრევა, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან საოცრად ჯიუტი ხასიათი დამანათლა განგებამ. ჩემი მომრევი ვერავინ გამოჩნდა დედამიწის ზურგზე.

-  დედმამიშვილე­ბი გყავს?

-  და მყავს ჩემზე ექვსი წლით უმცროსი. გვანცა დამთმობი და დამყოლი ბავშვი იყო ყოველთვის. მე - დაუმორჩილებელი. მაგალითად, 5 წლის ასაკში რომ მითხრეს, ცხრა საათზე უნდა ამოხვიდე ეზოდანო, ზუსტად რვა საათზე ჩავიცვი და წავედი მანდარინების ტყეში. დავიკარგე. სამი კორპუსის მცხოვრებლებმა და დედაჩემმა შუაღამისას ძლივს მომაგნეს.

-  თვითონ არ შეგეშინდა ღამით მანდარინების ტყეში?

-  არა, ასეთი მითი იყო ბათუმში, ვინმე მევლუდი მანდარინების ტყეში დადის და კისტის თოფს ისვრისო. აი, მაგ მევლუდის მეშინოდა მარტო. უფრო სწორად, მისი კისტის თოფის ტყვიის. მაგრამ ისე გავიზარდეთ ყველა, მევლუდი ვერავინ ვნახეთ. მოგონილი იყო ეგ ამბავი.

-  დედისგან თუ გახსენდება განსაკუთრებული დარიგება?

-  დედაჩემი დღემდე მარიგებს და აღარ მინდა (იღიმება). დიდი გოგო ვარ უკვე. ვერ ვაგებინებ, რომ უკვე ორი შვილი მყავს და ძალიან დიდი ვარ საიმისოდ, რომ ჭკუა დამარიგოს. ის მაინც ჯიუტად ყოველ დილით აღებს ჩემი საძინებლის კარს და მარიგებს.

-  ძირითადად რას მოითხოვს შენგან?

-  მეტი დრო გავატარო სახლში, მეტი დრო დავუთმო შვილებს. სწორად მოითხოვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთი პროფესია და ხასიათი მაქვს, ყველაფერი ყოველდღიური და მიწიერი ნაკლებად მაინტერესებს. შვილები ყველაზე მეტად მიყვარს დედამიწის ზურგზე, მაგრამ კარგი დედა ვერ ვარ. დედობას სხვა ნიჭი სჭირდება კიდევ. მომიტევებს ალბათ საზოგადოება, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ღმერთმა მუსიკაში იმხელა ნიჭი მომცა, დედობის ნიჭი დამაკლო ალბათ. მუსიკოსები გამიგებენ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდი სიყვარული და პასუხისმგებლობა გამაჩნია ჩემი შვილების მიმართ.

-  პროფესია როგორ აირჩიე?

-  დედამ მითხრა, 3 წლის ასაკში, ფეხზე დამდგარი ფორტეპიანოს კლავიატურის ქვეშ რომ ვეტეოდი, იქიდან ვმღეროდი დედასთან ერთად პირველ ხმას. მერე, ინსტრუმენტთან რომ დამსვეს, თავისუფლად ვუკრავდი ორივე ხელით. ბავშვობიდან ჩემი ცხოვრება გახდა კლავიშები და რთული იყო, ვინმეს სხვა პროფესიის არჩევა ეიძულებინა ჩემთვის. დედა კარგად უკრავს, დამთავრებული აქვს მუსიკალური ათწლედი, სიმღერებსაც წერდა და წერს დღესაც. ეტყობა, ნიჭი მისგან მაქვს.

-  პირველი ხელფასი, პირველი ჰონორარი...

-  14 წლის ასაკში ავიღე პირველი ხელფასი. როგორც გითხარით, ბავშვების მომზადება დავიწყე. თვე რომ გავიდა, მშობლებმა მომიტანეს სწავლის საფასური. ძალიან მაგარი შეგრძნება მქონდა. მეგობრები შევკრიბე და ბოლო თეთრამდე დავხარჯე ბათუმის ერთ-ერთ კაფეში. მამაჩემს და დედაჩემს ზემოდანაც კი გადავხედე. ისეთი გამომეტყველება მქონდა, მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე. ძალიან ამაყი გახლდით.

-  როგორი იყო სოციალური ფონი, ფინანსური მდგომარეობა ოჯახში, გიფიქრია იმაზე, რომ შენი ჰონორარით ოჯახს დახმარებოდი?

-  13 წლამდე მართლა ძალიან გვიჭირდა. მამა მოსკოვში წავიდა, ბიზნესი უნდა ეწარმოებინა, რომელიც არ გამოუვიდა და დედას მარტო უწევდა ჩვენი რჩენა. თან ისე მოხდა, რომ ერთი წლის განმავლობაში მამა ვეღარ გვიკავშირდებოდა. ვერც ჩვენ ვახერხებდით ამას. მოგეხსენებათ, მაშინ მობილური ტელეფონები არ იყო, ფოსტაში ვათენებდით ღამეებს. ყველაფერი გაყიდა დედამ, რომ ჩვენთვის საკვები ეყიდა. ბოლოს, გასაყიდიც რომ არაფერი დარჩა ოჯახში, მახსოვს მჭადსა და ჭანჭურის ჯემს გვიზოგავდა დედა.

-  თბილისში როგორ წამოხვედი?

-  ასლან აბაშიძის გამო წამოვედი თბილისში. აჭარაში "აღორძინების კავშირისთვის" ჰიმნის კონკურსი გამოცხადდა. 16 წლის ვიყავი მაშინ, დავწერე ჰიმნი, ბათუმის ოპერის გუნდი ასრულებდა. მოეწონათ და დამტკიცდა. სტუდიაში ვიყავი, სიმღერას ვწერდი, როცა შემატყობინეს, ასლან აბაშიძე გიბარებსო. შევხვდი. მითხრა, შენში ისეთი რამ არის, რაც ჩვენთვის ძვირფასია, მეამაყები, მინდა ოპერა "ლელაზე" დაგპატიჟო, აგიხსნი, როგორი მუსიკა მომწონს, რომ კიდევ არაერთი ნაწარმოები შექმნა ჩვენთვისო. დაინიშნა ყრილობა, რომელიც ჩემი ჰიმნით უნდა გახსნილიყო, ასლან აბაშიძემ მითხრა, რომ მის გვერდით სკამი ცარიელი იქნებოდა ჩემთვის. ყრილობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე სტუდიაში ვიყავი, რიგით სიმღერას ვწერდი. ვხედავ, დიდი ფუსფუსია ირგვლივ, ოპერის მომღერლები მოდიან სტუდიაში, კლასიკური ნაწარმოების ჩაწერააო, მესმის. თვალს მარიდებენ მუსიკოსები. ბოლოს ხვიჩა მაღლაკელიძე მოვიდა და მითხრა, რაც უნდა მოხდეს, ჩვენ გულში მაინც შენს ჰიმნს ვიმღერებთო. უკვე მივხვდი, რომ კარგად არ იყო საქმე. დადგა ნანატრი ყრილობის დღეც და დავინახე, რომ ასლან აბაშიძის გვერდით კონსერვატორიის რექტორი ნოდარ ფაღავა იჯდა.

იმ დღის მერე მამაჩემმა მანქანაში ჩაალაგა ბარგი და მთელი ოჯახი თბილისში წამოვედით. ბიძაჩემთან ვცხოვრობდით. ერთი წლის განმავლობაში არ ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა, კლავიშზე თითი არ დამიკარებია, არც წამიღიღინია. საშინელი დეპრესია დამემართა. მუსიკა საერთოდ დამთავრდა ჩემთვის. იმის გამო, რომ მუსიკის არც წერა მინდოდა და არც ბავშვების მომზადება, ჩემი საყვარელი ბაქლავის გამოცხობა და ჩაბარება დავიწყე. ნულიდან შევუდექი ცხოვრებას.

-  რა მოხდა აჭარაში, რატომ შეცვალეს დაპირება, არ დაინტერესებულხარ?

-  მამაჩემის ძმა, გელა კაჭკაჭიშვილი ადიგენის რაიონის გამგებელი იყო, არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა "აღორძინებასთან". ასლან აბაშიძის კაბინეტიდან რომ გამოვდიოდი, სადაური კაჭკაჭიშვილი ხარო, მკითხა. მესხი ვარ, გელა კაჭკაჭიშვილის ძმისშვილი-მეთქი, ვუპასუხე. აი, ამას ვაბრალებ ყველაფერს. პარალელურად ვსწავლობდი მუსიკალურ სასწავლებელში ირინა ებრალიძესთან. ეს ქალი არის ერთ-ერთი ნათელი წერტილი ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც გზაზე დამაყენა, მან დამაბრუნა ინსტრუმენტთან. მეტიც, მეორე მუსიკალურ სასწავლებელში მტოვებდა ლექტორად, მაგრამ ჩემი ურჩობის გამო არ გამოვიდა ეს ამბავი. მე სხვანაირი ხასიათი მაქვს, ჩარჩოებში ვერ ვექცევი, საათებით დაგეგმილი შეხვედრებით ვერ ვცხოვრობ. არაპროგნოზირებადი ვარ. შეიძლება ახლა ისეთ ხასიათზე დავდგე, ვეღარავინ ამიტანოს. ირინამ გამიშვა "ბომბორაში" ვოკალის პედაგოგად. იქ ბავშვებს სამ კონკურსზე სამივეჯერ გრან-პრი ავაღებინე, მერე გავიცანი ლევან ლაზარიშვილი.

-  სასიყვარულო გამოცდილებას მივადექით...

-  5 წლის ასაკიდან მიყვარდა ლევანი. სკოლაში მუსიკის გაკვეთილებზე მის სიმღერებს გვამღერებდნენ. "ლახტის" სოლისტი იყო. არანორმალურად მიყვარდა. მერე თქვეს, ვითომ ლევანი გარდაიცვალა, გამოვიტირე. სიმღერის ჩაწერა მინდოდა, ფული არ მქონდა, ოქროს სამკაულები დავალომბარდე, ფული შევაგროვე და მეგობარს გავყევი სტუდიაში, სადაც იაფად უნდა ჩაგვეწერა სიმღერა. იქ ვნახე ლევანი. მის სტუდიაში მოვხვდი. სულმა სული იცნო მართლაც. მივხვდი, რომ მადლობა უნდა გადამეხადა ასლან აბაშიძისთვის. მადლობა მას, რომ დღეს კარგი კარიერა მაქვს, შვილები მყავს. ექვსი წელი ვიცხოვრეთ ერთად.

-  შეიძლება გკითხო მიზეზი, რის გამოც ერთმანეთს დაშორდით?

-  მესამე პირი გამორიცხეთ. მგონი, ამოვწურეთ ერთმანეთი. ჯერჯერობით ვისვენებთ ერთმანეთისგან. მალე მივხვდებით, ვჭირდებით თუ არა ერთმანეთს. იმედი მაქვს, რომ ვჭირდებით და ასევე ფიქრობს ლევანი. ახლახან იყო ჩამოსული თბილისში და ეს დავინახე მასში. ალბათ დავღვინდებით და ისევ ერთად ვიქნებით. ყველანი ერთად ვიცხოვრებთ ერთ ლამაზ სახლში.

-  მაიკო, თავად რა გამოცდილებას უზიარებ შვილებს, რამეს თუ უკრძალავ?

-  ზუკა და დათუნა 8 წლისანი არიან. ჩვენ ვმეგობრობთ. რასაც მთხოვენ, ყველაფერს ვუსრულებ. ჩემს თხოვნებსაც ითვალისწინებენ სწავლის თვალსაზრისით და არა მარტო. ცხოვრებაში ხმა არ ამიწევია მათთვის. ძირითადად დედაჩემი ზრუნავს მათზე, მასთან რომ არიან, მშვიდად ვარ.

-  შეცდომებზე რას იტყვი, შეცვლიდი რაიმეს შენს ცხოვრებაში?

-  არაფერს ვნანობ. მართალი ადამიანი ვარ. ზურგს უკან არასდროს არაფერი გამიკეთებია. ბოღმა და შური ჩემთვის უცხოა. ასე რომ, არაფერი შემშლია.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება