Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ჩხეიძე: "ქართველი მაყურებელი თეატრში ძირითადად მსახიობების გასაკიცხავად დადის"
ეკა ჩხეიძე: "ქართველი მაყურებელი თეატრში ძირითადად მსახიობების გასაკიცხავად დადის"

24 ოქ­ტომ­ბერს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში გა­ი­მარ­თა სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა სა­ხელ­წო­დე­ბით "კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი", რო­მე­ლიც სა­ზე­ი­მო თა­რიღს, კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის 140-ე წლის­თავს მი­ე­ძღვნა. სპექ­ტაკლში ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის როლს მსა­ხი­ო­ბი ეკა ჩხე­ი­ძე თა­მა­შობს, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი­დან გას­ტრო­ლებ­ზე გახ­ლდათ წა­სუ­ლი.

გას­ტრო­ლე­ბი ერე­ვან­ში

- ერე­ვან­ში ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა ფეს­ტი­ვა­ლი "ჰა­ი­ფეს­ტი", სა­დაც თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი­დან წა­ვი­ღეთ სარა რუ­ლის პი­ე­სის მი­ხედ­ვით დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლი "სუფ­თა სახ­ლი". გას­ტრო­ლებ­ზე 3-4 დღე ვი­ყა­ვით, მაგ­რამ კარ­გად გა­ვერ­თეთ და მშვე­ნი­ე­რი დრო გა­ვა­ტა­რეთ.

ერ­თდრო­უ­ლად ორ თე­ატ­რში...

- ორ თე­ატ­რში - მარ­ჯა­ნიშ­ვილ­სა და თუ­მა­ნიშ­ვილ­ში ერ­თდრო­უ­ლად ვმუ­შა­ობ, შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი მაქვს. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა ის არის, რომ ერ­თმა­ნეთს არ და­ემ­თხვას რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და სპექ­ტაკ­ლე­ბი, და­ნარ­ჩე­ნი ყვვე­ლა­ფე­რი კარ­გად მაქვს აწყო­ბი­ლი. ახ­ლა­ხან და­ვამ­თავ­რეთ მუ­შა­ო­ბა ახალ სპექ­ტაკლზე "კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი", რო­მე­ლიც ლე­ვან წუ­ლა­ძემ დად­გა, პრე­მი­ე­რა 24 ოქ­ტომ­ბერს გვქონ­და. თუ ვინ­მეს აინ­ტე­რე­სებს რო­გორ და­ი­შა­ლა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი, რო­გორ შე­იქ­მნა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი, რა პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ მსა­ხი­ო­ბებს, რო­გო­რი ცენ­ზუ­რა იყო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში, უნდა ნა­ხოს ეს სპექ­ტაკ­ლი. ეს გახ­ლავთ 2-სა­ა­თი­ა­ნი შე­მეც­ნე­ბით-ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნა, რა­მდე­ნა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, მას­ში დიდი ის­ტო­რია ჩა­ვა­ტი­ეთ. სპექ­ტაკ­ლი კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის 140-ე წლის­თავს მი­ე­ძღვნა. გეგ­მა­ში არ გვქო­ნია მა­ყუ­რებ­ლის­თვის მისი მრა­ვალ­ჯერ წარ­დგე­ნა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ინ­ტე­რეს­და და სა­ნამ ეს ინ­ტე­რე­სი იქ­ნე­ბა, სპექ­ტაკლს მა­ნამ­დე ვი­თა­მა­შებთ. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს გმირს, ვა­სა­ხი­ე­რებ ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძეს, მაგ­რამ მინ­და სწო­რად გა­მი­გოთ, არ მაქვს პრე­ტენ­ზია, თუნ­დაც სპექ­ტაკლში ვიყო ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე, არ ვცდი­ლობ, მა­ნე­რუ­ლო­ბით ან გა­რეგ­ნო­ბით და­ვემ­სგავ­სო მას, უბ­რა­ლოდ ჩვენ, მსა­ხი­ო­ბე­ბი, ვყვე­ბით ამ­ბავს და სა­დაც სათ­ქმე­ლი აქვს კონ­კრე­ტულ პერ­სო­ნაჟს, მას ვახ­მო­ვა­ნებთ, ვსა­უბ­რობთ მათი ენით. მა­გა­ლი­თად, მე მაქვს მო­ნო­ლო­გი, რო­მე­ლიც პი­ე­სა­ში სა­ერ­თოდ არ იყო, მაგ­რამ ლე­ვან წუ­ლა­ძემ და­წე­რა. მას­ში გად­მო­ცე­მუ­ლია მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა, ტკი­ვი­ლი, მი­ზე­ზე­ბი, თუ რა­ტომ ვერ ღა­ლა­ტობს თე­ატრს, მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბი­სა. ასე­ვე ვმუ­შა­ობთ ახალ სპექ­ტაკლზე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ჯერ არა­ფერს ვი­ტყვი, თუმ­ცა ყო­ველ­დღე მაქვს რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, დე­კემ­ბრამ­დე უნდა და­ვას­რუ­ლოთ. ამ ბოლო დროს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში სპექ­ტაკ­ლე­ბის დად­გმა­ზე ცო­ცხა­ლი რიგი დგას, ბევ­რი რე­ჟი­სო­რი მუ­შა­ობს, ბევ­რი მსა­ხი­ო­ბია და­კა­ვე­ბუ­ლი, რაც ძა­ლი­ან კარ­გია, სე­ზო­ნი და­ხუნძლუ­ლი იქ­ნე­ბა პრე­მი­ე­რე­ბით. არ შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეს იმის პრე­ტენ­ზია და ამ­ბი­ცია, რომ ათი სპექ­ტაკ­ლი­დან რვა მა­ინც კარ­გი გა­მო­ვა, ხუთი მა­ინც თუ გა­მო­ვი­და კარ­გი, ეს უკვე შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­დე­გია. მსა­ხი­ო­ბი რა ასაკ­შიც უნდა იყოს, მის­თვის ყო­ვე­ლი ახა­ლი როლი არის ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც გან­ვი­თა­რე­ბა­ში უწყობს ხელს, სახ­ლში ჯდო­მით ჩვე­ნი პრო­ფე­სია კვდე­ბა, ამი­ტომ მუდ­მი­ვი მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო.

პარტნი­ო­რი სცე­ნა­ზე

- პარტნი­ორს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რა­საც გას­ცემ, იმას უნდა იღებ­დე უკან, მაგ­რამ არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ასე არ ხდე­ბა. მყო­ლია პარტნი­ო­რი, მის სა­ხელს არ და­ვა­სა­ხე­ლებ, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე ფიქ­რობს, არა­და რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან კარ­გი მსა­ხი­ო­ბია. რო­დე­საც პარტნი­ორს იმპრო­ვი­ზი­რე­ბუ­ლად რა­ღაც, თუნ­დაც უმ­ნიშ­ვნე­ლოს შეს­თა­ვა­ზებ და აგ­ყვე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მო­დის, ამ დროს უფრო ცო­ცხლდე­ბა და სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა სპექ­ტაკ­ლი. ხან­და­ხან ისეც ხდე­ბა, რომ გა­გე­ჭე­დე­ბა ტექ­სტი, მაგ­რამ პარტნი­ორს გა­მოჰ­ყავ­ხარ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი ვე­რა­ფერს მიხ­ვდეს, რა­ზეც მსა­ხი­ო­ბე­ბი ბევ­რს ვხა­ლი­სობთ ხოლ­მე.

სცე­ნა­ზე გას­ვლის წინ...

- არა­ნა­ი­რი თი­ლის­მა არ მაქვს, არ მინ­და რა­მე­ზე ვიყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. არას­დროს ვნერ­ვი­უ­ლობ სპექ­ტაკ­ლის წინ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თი­თო­ე­უ­ლი სპექ­ტაკ­ლის წინ ინერ­ვი­უ­ლო, ცოტა ხან­ში და­ა­ვად­მყოფ­დე­ბი. სკო­ლა­ში გა­მო­ძა­ხე­ბას, გა­მოც­დებს ვე­რას­დროს ვი­ტან­დი მხო­ლოდ იმის გამო, რომ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. როცა იცი, რას აკე­თებ და გიყ­ვარს შენი საქ­მე, მა­შინ სა­ნერ­ვი­უ­ლოც არა­ფე­რია. ისე, ბოლო დროს და­მე­წყო სა­სი­ა­მოვ­ნო ღელ­ვა სცე­ნა­ზე გას­ვლის წინ, რაც მომ­წონს კი­დეც, გა­დი­ხარ მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე, რომ­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, შენს გან­სას­ჯე­ლა­დაა მო­სუ­ლი, ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი ძი­რი­თა­დად მსა­ხი­ო­ბე­ბის გა­სა­კი­ცხა­ვად და­დის თე­ატ­რში. სად და რო­მელ ფეს­ტი­ვალ­ზე არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ იქ მა­ყუ­რე­ბე­ლი თბი­ლად გი­ღებს, ჩვენ­თან კი ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნე­ბი არი­ან, უფრო კრი­ტი­კუ­ლე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სპექ­ტაკ­ლი თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გად მი­დის, ის აუ­ცი­ლებ­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გას­ტროლ­ზეც.

ად­გი­ლი, სა­დაც სხვა ადა­მი­ა­ნად გარ­და­ი­სა­ხე­ბა

- საგ­რი­მი­ო­რო­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე მსა­ხი­ო­ბი ეთი­შე­ბა გარე სამ­ყა­როს და გმი­რის ცხოვ­რე­ბით იწყებს ცხოვ­რე­ბას, ამი­ტომ სპექ­ტაკ­ლის დღეს მიყ­ვარს თე­ატ­რში ადრე მის­ვლა და საგ­რი­მი­ო­რო­ში ყოფ­ნა, გრი­მი უნდა გა­ვი­კე­თო ძა­ლი­ან ნელა, ასე­ვე ნელა უნდა ჩა­ვიც­ვა კოს­ტი­უ­მი. სა­ერ­თოდ, როცა სპექ­ტაკ­ლი მაქვს, იმ დღეს რა­ი­მე სე­რი­ო­ზულ საქ­მეს არ ვგეგ­მავ. ვცდი­ლობ, თე­ატ­რა­ლურ სამ­ყა­როს არ გა­მო­ვე­თი­შო, ამას წი­ნათ დი­ლით რე­პე­ტი­ცია მქონ­და, სა­ღა­მოს კი სპექ­ტაკ­ლი, მაგ­რამ მთე­ლი დღე თე­ატ­რში გა­ვა­ტა­რე, ვი­წე­ქი საგ­რი­მი­ო­რო­ში, არ მინ­დო­და გა­რე­მოს შეც­ვლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დი­ლით სულ სხვა სპექ­ტაკ­ლის რე­პე­ტი­ცია მქონ­და და სა­ღა­მოს სხვა უნდა მე­თა­მა­შა.

ძა­ლი­ან მიყ­ვარს უკვე ის­ტო­რი­ას ჩა­ბა­რე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბის აფი­შე­ბის შე­ნახ­ვა ხელ­მო­წე­რე­ბით, სურ­ვი­ლე­ბით, მსა­ხი­ო­ბებს აქვთ ჩვე­ვა, პრე­მი­ე­რა­ზე ერ­თმა­ნეთს სუ­ვე­ნი­რებს და სა­მახ­სოვ­რო ნივ­თებს ჩუქ­ნი­ან, სწო­რედ ესე­ნი მაქვს შე­ნა­ხუ­ლი ორი­ვე თე­ატ­რის საგ­რი­მი­ო­რო­ში. იქ ასე­ვე ნა­ხავთ ფო­ტო­ებს სპექ­ტაკ­ლე­ბი­დან, რე­პე­ტი­ცი­ე­ბი­დან. მიყ­ვარს გა­და­ღე­ბა და სულ თან და­მაქვს აპა­რა­ტი, ისეთ მო­მენ­ტებს ვა­ფიქ­სი­რებ, რაც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გან­წყო­ბა­ზე მოქ­მე­დებს და კარგ წუ­თებს მახ­სე­ნებს.

მე­ო­რე პრო­ფე­სია

- უკვე 15 წე­ლია გახ­მო­ვა­ნე­ბა­ზე ვმუ­შა­ობ, ახლა ამ­ბო­ბენ, "რუს­თა­ვი 2"-ს და­ხურ­ვა ემუქ­რე­ბაო, არ ვიცი, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, მარ­თლა და­ი­ხუ­რე­ბა თუ არა ეს ტე­ლე­ვი­ზია, ფორ­მატს შე­იც­ვლის და სა­ერ­თოდ თუ დას­ჭირ­დე­ბათ სე­რი­ა­ლე­ბი, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით იქ ჩვე­უ­ლებ­რივ ვმუ­შა­ობ. გახ­მო­ვა­ნე­ბა უკვე ჩემს მე­ო­რე პრო­ფე­სი­ად იქცა, მსა­ხი­ო­ბო­ბის­გან შორს არ არის, უკვე მე­ქა­ნი­კუ­რად ვა­კე­თებ ამ საქ­მეს, არც კი ვიღ­ლე­ბი.

დედა და დი­ა­სახ­ლი­სი...

- სახ­ლში არა­ფერს ვა­კე­თებ, თუ სა­ჭი­რო­ე­ბამ მო­ი­თხო­ვა, დედა მი­კე­თებს ხოლ­მე სა­დილს, რომც გა­ვა­კე­თო, აზრი არ აქვს, ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი ისეა და­კა­ვე­ბუ­ლი, სა­დაც მო­უ­ხერ­ხდე­ბათ, იქ ჭა­მენ და ღა­მით სა­დი­ლი არა­ვის უნდა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, დი­დად არ მხიბ­ლავს მა­გი­დის ირ­გვლივ სა­სა­დი­ლოდ შე­მომ­სხდა­რი მთე­ლი ოჯა­ხი. ხომ არი­ან ოჯა­ხე­ბი, სა­დაც ქმა­რი სამ­სა­ხუ­რი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად სა­დი­ლის­თვის მი­დის და მერე ისევ საქ­მე­ებს უბ­რუნ­დე­ბა?! ეს ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია და არც მომ­წონს, მსგავ­სი რამ ჩემს ოჯახ­ში არ მომ­ხდა­რა და არც მინ­და, იყოს. თუ დრო მაქვს, შე­იძ­ლე­ბა მი­ვა­ლა­გო და მსუ­ბუ­ქი საქ­მე გა­ვა­კე­თო, ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სო­ბა­ზე დი­დად არ ვდებ თავს. თუ მცა­ლია, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა შვილ­თან - და­თას­თან ერ­თად დრო­ის გა­ტა­რე­ბა. ახლა პრე­მი­ე­რე­ბი მი­ე­წყო და სულ დე­და­ჩემ­თან იყო, ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა, დღეს შე­და­რე­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლი გრა­ფი­კი მაქვს და წა­მო­ვიყ­ვა­ნე, ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს მას­თან ერ­თად გაკ­ვე­თი­ლე­ბის სწავ­ლაც კი. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს უფ­როს შვილს, ის ჩემ­ზე გვი­ან ბრუნ­დე­ბა შინ, მგო­ნი, სულ აღარ სჭირ­დე­ბა დედა (იღი­მე­ბა).

ეკა - მძღო­ლი

- გა­და­სა­რე­ვი მძღო­ლი ვარ. 23 წე­ლია სა­ჭეს­თან ვზი­ვარ. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრაქ­ტი­კაა, შენ­ზე უნდა გა­მოს­ცა­დო ყვე­ლა­ფე­რი, ცოდ­ნით, წა­კი­თხვით, და­რი­გე­ბით არა­ფე­რი გა­მო­ვა, რო­გორც უნდა გას­წავ­ლონ მან­ქა­ნის ტა­რე­ბა, პრაქ­ტი­კა მა­ინც სხვა გა­მოც­დი­ლე­ბას გძენს.

პო­ლი­ტი­კა

- ძა­ლი­ან აპო­ლი­ტი­კუ­რი ვარ. არც ზვი­ა­დის­ტი ვყო­ფილ­ვარ, არც მი­შის­ტი, არც ბი­ძი­ნის­ტი, არა­ვის­ტი ვარ, ჩემი შვი­ლე­ბის­ტი ვარ მხო­ლოდ. პრე­ზი­დენ­ტსა და მთავ­რო­ბას ვირ­ჩევ იმის­თვის გამო, რომ უკე­თე­სის იმე­დი მაქვს და გარ­კვე­უ­ლი დრო­ით ვან­დობ ჩემს თავ­სა და შვი­ლებს მათ, თო­რემ მე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ მაქვს მათ­თან. სა­შინ­ლად მა­ღი­ზი­ა­ნებს ლან­ძღვა, მით უმე­ტეს პო­ლი­ტი­კურ ნი­ა­დაგ­ზე, საქ­მით და­ამ­ტკი­ცონ, თუ რამე შე­უძ­ლი­ათ, ლან­ძღვით ვე­რა­ფერს მი­აღ­წე­ვენ, საქ­მით დაგ­ვა­ნახ­ვონ, რომ სხვებ­ზე უკე­თე­სე­ბი არი­ან.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ეკა ჩხეიძე: "ქართველი მაყურებელი თეატრში ძირითადად მსახიობების გასაკიცხავად დადის"

ეკა ჩხეიძე: "ქართველი მაყურებელი თეატრში ძირითადად მსახიობების გასაკიცხავად დადის"

24 ოქტომბერს მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა სპექტაკლის პრემიერა სახელწოდებით "კოტე მარჯანიშვილი", რომელიც საზეიმო თარიღს, კოტე მარჯანიშვილის დაბადების 140-ე წლისთავს მიეძღვნა. სპექტაკლში ვერიკო ანჯაფარიძის როლს მსახიობი ეკა ჩხეიძე თამაშობს, რომელიც ცოტა ხნის წინ თუმანიშვილის თეატრიდან გასტროლებზე გახლდათ წასული.

გასტროლები ერევანში

- ერევანში ყოველწლიურად ტარდება ფესტივალი "ჰაიფესტი", სადაც თუმანიშვილის თეატრიდან წავიღეთ სარა რულის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი "სუფთა სახლი". გასტროლებზე 3-4 დღე ვიყავით, მაგრამ კარგად გავერთეთ და მშვენიერი დრო გავატარეთ.

ერთდროულად ორ თეატრში...

- ორ თეატრში - მარჯანიშვილსა და თუმანიშვილში ერთდროულად ვმუშაობ, შესაბამისად, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ერთმანეთს არ დაემთხვას რეპეტიციები და სპექტაკლები, დანარჩენი ყვველაფერი კარგად მაქვს აწყობილი. ახლახან დავამთავრეთ მუშაობა ახალ სპექტაკლზე "კოტე მარჯანიშვილი", რომელიც ლევან წულაძემ დადგა, პრემიერა 24 ოქტომბერს გვქონდა. თუ ვინმეს აინტერესებს როგორ დაიშალა რუსთაველის თეატრი, როგორ შეიქმნა მარჯანიშვილის თეატრი, რა პრობლემები ჰქონდათ მსახიობებს, როგორი ცენზურა იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში, უნდა ნახოს ეს სპექტაკლი. ეს გახლავთ 2-საათიანი შემეცნებით-ინფორმაციული წარმოდგენა, რა­მდენადაც შესაძლებელი იყო, მასში დიდი ისტორია ჩავატიეთ. სპექტაკლი კოტე მარჯანიშვილის დაბადების 140-ე წლისთავს მიეძღვნა. გეგმაში არ გვქონია მაყურებლისთვის მისი მრავალჯერ წარდგენა, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოება დაინტერესდა და სანამ ეს ინტერესი იქნება, სპექტაკლს მანამდე ვითამაშებთ. რაც შეეხება ჩემს გმირს, ვასახიერებ ვერიკო ანჯაფარიძეს, მაგრამ მინდა სწორად გამიგოთ, არ მაქვს პრეტენზია, თუნდაც სპექტაკლში ვიყო ვერიკო ანჯაფარიძე, არ ვცდილობ, მანერულობით ან გარეგნობით დავემსგავსო მას, უბრალოდ ჩვენ, მსახიობები, ვყვებით ამბავს და სადაც სათქმელი აქვს კონკრეტულ პერსონაჟს, მას ვახმოვანებთ, ვსაუბრობთ მათი ენით. მაგალითად, მე მაქვს მონოლოგი, რომელიც პიესაში საერთოდ არ იყო, მაგრამ ლევან წულაძემ დაწერა. მასში გადმოცემულია მსახიობის ცხოვრება, ტკივილი, მიზეზები, თუ რატომ ვერ ღალატობს თეატრს, მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა. ასევე ვმუშაობთ ახალ სპექტაკლზე, რომლის შესახებაც ჯერ არაფერს ვიტყვი, თუმცა ყოველდღე მაქვს რეპეტიციები, დეკემბრამდე უნდა დავასრულოთ. ამ ბოლო დროს მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლების დადგმაზე ცოცხალი რიგი დგას, ბევრი რეჟისორი მუშაობს, ბევრი მსახიობია დაკავებული, რაც ძალიან კარგია, სეზონი დახუნძლული იქნება პრემიერებით. არ შეიძლება გქონდეს იმის პრეტენზია და ამბიცია, რომ ათი სპექტაკლიდან რვა მაინც კარგი გამოვა, ხუთი მაინც თუ გამოვიდა კარგი, ეს უკვე შესანიშნავი შედეგია. მსახიობი რა ასაკშიც უნდა იყოს, მისთვის ყოველი ახალი როლი არის ახალი გამოცდილება, რომელიც განვითარებაში უწყობს ხელს, სახლში ჯდომით ჩვენი პროფესია კვდება, ამიტომ მუდმივი მუშაობაა საჭირო.

პარტნიორი სცენაზე

- პარტნიორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რასაც გასცემ, იმას უნდა იღებდე უკან, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ასე არ ხდება. მყოლია პარტნიორი, მის სახელს არ დავასახელებ, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, არადა რეალურად ძალიან კარგი მსახიობია. როდესაც პარტნიორს იმპროვიზირებულად რა­ღაც, თუნდაც უმნიშვნელოს შესთავაზებ და აგყვება, ყველაფერი კარგად გამოდის, ამ დროს უფრო ცოცხლდება და საინტერესო ხდება სპექტაკლი. ხანდახან ისეც ხდება, რომ გაგეჭედება ტექსტი, მაგრამ პარტნიორს გამოჰყავხარ მდგომარეობიდან, რომ მაყურებელი ვერაფერს მიხვდეს, რაზეც მსახიობები ბევრს ვხალისობთ ხოლმე.

სცენაზე გასვლის წინ...

- არანაირი თილისმა არ მაქვს, არ მინდა რამეზე ვიყო დამოკიდებული. არასდროს ვნერვიულობ სპექტაკლის წინ, როგორ შეიძლება თითოეული სპექტაკლის წინ ინერვიულო, ცოტა ხანში დაავადმყოფდები. სკოლაში გამოძახებას, გამოცდებს ვერასდროს ვიტანდი მხოლოდ იმის გამო, რომ ვნერვიულობდი. როცა იცი, რას აკეთებ და გიყვარს შენი საქმე, მაშინ სანერვიულოც არაფერია. ისე, ბოლო დროს დამეწყო სასიამოვნო ღელვა სცენაზე გასვლის წინ, რაც მომწონს კიდეც, გადიხარ მაყურებლის წინაშე, რომლიც, ფაქტობრივად, შენს განსასჯელადაა მოსული, ქართველი მაყურებელი ძირითადად მსახიობების გასაკიცხავად დადის თეატრში. სად და რომელ ფესტივალზე არ ვყოფილვარ, მაგრამ იქ მაყურებელი თბილად გიღებს, ჩვენთან კი ძალიან მომთხოვნები არიან, უფრო კრიტიკულები. აქედან გამომდინარე, სპექტაკლი თუ საქართველოში კარგად მიდის, ის აუცილებლად წარმატებული იქნება გასტროლზეც.

ადგილი, სადაც სხვა ადამიანად გარდაისახება

- საგრიმიოროში შესვლისთანავე მსახიობი ეთიშება გარე სამყაროს და გმირის ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას, ამიტომ სპექტაკლის დღეს მიყვარს თეატრში ადრე მისვლა და საგრიმიოროში ყოფნა, გრიმი უნდა გავიკეთო ძალიან ნელა, ასევე ნელა უნდა ჩავიცვა კოსტიუმი. საერთოდ, როცა სპექტაკლი მაქვს, იმ დღეს რაიმე სერიოზულ საქმეს არ ვგეგმავ. ვცდილობ, თეატრალურ სამყაროს არ გამოვეთიშო, ამას წინათ დილით რეპეტიცია მქონდა, საღამოს კი სპექტაკლი, მაგრამ მთელი დღე თეატრში გავატარე, ვიწექი საგრიმიოროში, არ მინდოდა გარემოს შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ დილით სულ სხვა სპექტაკლის რეპეტიცია მქონდა და საღამოს სხვა უნდა მეთამაშა.

ძალიან მიყვარს უკვე ისტორიას ჩაბარებული სპექტაკლების აფიშების შენახვა ხელმოწერებით, სურვილებით, მსახიობებს აქვთ ჩვევა, პრემიერაზე ერთმანეთს სუვენირებს და სამახსოვრო ნივთებს ჩუქნიან, სწორედ ესენი მაქვს შენახული ორივე თეატრის საგრიმიოროში. იქ ასევე ნახავთ ფოტოებს სპექტაკლებიდან, რეპეტიციებიდან. მიყვარს გადაღება და სულ თან დამაქვს აპარატი, ისეთ მომენტებს ვაფიქსირებ, რაც დროთა განმავლობაში განწყობაზე მოქმედებს და კარგ წუთებს მახსენებს.

მეორე პროფესია

- უკვე 15 წელია გახმოვანებაზე ვმუშაობ, ახლა ამბობენ, "რუსთავი 2"-ს დახურვა ემუქრებაო, არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, მართლა დაიხურება თუ არა ეს ტელევიზია, ფორმატს შეიცვლის და საერთოდ თუ დასჭირდებათ სერიალები, მაგრამ ჯერჯერობით იქ ჩვეულებრივ ვმუშაობ. გახმოვანება უკვე ჩემს მეორე პროფესიად იქცა, მსახიობობისგან შორს არ არის, უკვე მექანიკურად ვაკეთებ ამ საქმეს, არც კი ვიღლები.

დედა და დიასახლისი...

- სახლში არაფერს ვაკეთებ, თუ საჭიროებამ მოითხოვა, დედა მიკეთებს ხოლმე სადილს, რომც გავაკეთო, აზრი არ აქვს, ოჯახის ყველა წევრი ისეა დაკავებული, სადაც მოუხერხდებათ, იქ ჭამენ და ღამით სადილი არავის უნდა. სიმართლე გითხრათ, დიდად არ მხიბლავს მაგიდის ირგვლივ სასადილოდ შემომსხდარი მთელი ოჯახი. ხომ არიან ოჯახები, სადაც ქმარი სამსახურიდან სპეციალურად სადილისთვის მიდის და მერე ისევ საქმეებს უბრუნდება?! ეს ჩემთვის წარმოუდგენელია და არც მომწონს, მსგავსი რამ ჩემს ოჯახში არ მომხდარა და არც მინდა, იყოს. თუ დრო მაქვს, შეიძლება მივალაგო და მსუბუქი საქმე გავაკეთო, ოჯახის დიასახლისობაზე დიდად არ ვდებ თავს. თუ მცალია, ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა შვილთან - დათასთან ერთად დროის გატარება. ახლა პრემიერები მიეწყო და სულ დედაჩემთან იყო, ძალიან მომენატრა, დღეს შედარებით თავისუფალი გრაფიკი მაქვს და წამოვიყვანე, ძალიან მსიამოვნებს მასთან ერთად გაკვეთილების სწავლაც კი. რაც შეეხება ჩემს უფროს შვილს, ის ჩემზე გვიან ბრუნდება შინ, მგონი, სულ აღარ სჭირდება დედა (იღიმება).

ეკა - მძღოლი

- გადასარევი მძღოლი ვარ. 23 წელია საჭესთან ვზივარ. ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკაა, შენზე უნდა გამოსცადო ყველაფერი, ცოდნით, წაკითხვით, დარიგებით არაფერი გამოვა, როგორც უნდა გასწავლონ მანქანის ტარება, პრაქტიკა მაინც სხვა გამოცდილებას გძენს.

პოლიტიკა

- ძალიან აპოლიტიკური ვარ. არც ზვიადისტი ვყოფილვარ, არც მიშისტი, არც ბიძინისტი, არავისტი ვარ, ჩემი შვილებისტი ვარ მხოლოდ. პრეზიდენტსა და მთავრობას ვირჩევ იმისთვის გამო, რომ უკეთესის იმედი მაქვს და გარკვეული დროით ვანდობ ჩემს თავსა და შვილებს მათ, თორემ მე დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და არანაირი კავშირი არ მაქვს მათთან. საშინლად მაღიზიანებს ლანძღვა, მით უმეტეს პოლიტიკურ ნიადაგზე, საქმით დაამტკიცონ, თუ რამე შეუძლიათ, ლანძღვით ვერაფერს მიაღწევენ, საქმით დაგვანახვონ, რომ სხვებზე უკეთესები არიან.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება