მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბენდუქიძე ვერ გამომიწვევდა დუელში, მით უმეტეს ხათუნა კალმახელიძის გამო"
"ბენდუქიძე ვერ გამომიწვევდა დუელში, მით უმეტეს ხათუნა კალმახელიძის გამო"

რუბ­რი­კა "ფსი­ქოს" სტუ­მა­რია ტე­ლე­კომ­პა­ნია "ჯი დი ეს-ტი­ვის" თა­ნამ­შრო­მე­ლი, იუ­მო­რის­ტი დათო გო­გიშ­ვი­ლი:

- პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას აღარ ვე­წე­ვი, რად­გან გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ალექ­სან­დრე ლო­მა­ი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რე­გი­ო­ნებ­ში ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რვა­ვე ფი­ლი­ა­ლი გა­უქ­მდა. შე­სა­ბა­მი­სად, და­ი­ხუ­რა ქვე­მო ქარ­თლის ფი­ლი­ა­ლიც, სა­დაც ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვკი­თხუ­ლობ­დი სა­ქარ­თვე­ლოს და რე­ლი­გი­ის ის­ტო­რი­ას.

- დათო, ორ ურ­თი­ერ­თსა­პი­რის­პი­რო­ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობ­დი. ას­წავ­ლი­დი სტ­უდენ­ტებს, პა­რა­ლე­ლუ­რად კი პრო­ექტ "ფა­რულ კა­მე­რა­ში" "ციყ­ვად" წო­დე­ბუ­ლი არა­სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნის როლს თა­მა­შობ­დი. "ციყ­ვო­ბა" ხელს არ გიშ­ლი­და სტუ­დენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში?

- არა, მე ხომ ძი­რი­თა­დად, სო­მეხ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ სტუ­დენ­ტებ­თან მი­წევ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ­ლებ­საც სა­ტე­ლი­ტუ­რი ან­ტე­ნე­ბი ერევ­ნი­სა და ბა­ქოს­კენ ჰქონ­დათ მი­მარ­თუ­ლი და იქა­ურ გა­და­ცე­მებს უყუ­რებ­დნენ. თუმ­ცა ასეც რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში საკ­მა­ოდ აკა­დე­მი­უ­რი ვი­ყა­ვი და "ციყვთან" ვე­რა­ვინ გა­მა­ი­გი­ვებ­და.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხან პამ­პერ­სა­მოც­მუ­ლი დარ­ბო­დი ქუ­ჩა­ში და ხა­ნაც ქა­ლის სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი?

- (იცი­ნის) ერთ ამ­ბავს გა­ვიხ­სე­ნებ... რო­დე­საც გორ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ცი­ა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გვერ­დით გა­მოვ­ჩნდი, იმა­ვე დღეს ინ­ტერ­ნეტ­გვერდ "მა­ი­ვი­დე­ო­ზე" და­დეს ეს ტე­ლე­კად­რი. ჩემ­კენ ისა­რი იყო მო­მარ­თუ­ლი და ეწე­რა, ეს ის "ციყ­ვი" არ არის, ქუ­ჩა­ში პამ­პერ­სით რომ დარ­ბო­დაო? ანუ, ვი­ღაც ჩემს "გა­შა­ვე­ბას" შე­ე­ცა­და. მაგ­რამ დავ­მშვიდ­დი, რო­დე­საც ვნა­ხე, რომ 80-მდე კო­მენ­ტარ­ში მხო­ლოდ 3-4 იყო ასე­თი, და­ნარ­ჩე­ნი კი ამ ვი­დე­ოს ავ­ტო­რებს ისე სას­ტი­კად თა­თხავ­და, რომ მათ ად­გილ­ზე რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნას პო­ლი­ტი­კურ თავ­შე­სა­ფარს ვთხოვ­დი.

- ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ძველ კო­ლე­გებ­თან, ვის­თან ერ­თა­დაც იუ­მო­რის­ტულ გა­და­ცე­მებ­ზე მუ­შა­ობ­დი, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- უმე­ტე­სო­ბას­თან კვლავ ვმე­გობ­რობ, თუმ­ცა იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლებ­მაც მა­ი­ძუ­ლეს ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, აღარ ვურ­თი­ერ­თობ.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, შენს ოთახ­ში შე­მო­დის მომ­ღე­რა­ლი სოფო ნი­ჟა­რა­ძე და უკვე ნაც­ნობ ფრა­ზას: "ციყ­ვი, არ გრცხვე­ნია?" კვლავ გი­მე­ო­რებს. რო­გო­რი რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა?

- სო­ფომ თა­ვი­სი ნათ­ქვა­მი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ასე ახ­სნა: ციყ­ვი არ მო­მე­სალ­მა და ამი­ტომ ვუ­თხა­რიო. მაგ­რამ თუ ამას ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სის გამო მე­ტყვის, ვუ­პა­სუ­ხებ, რომ პი­რი­ქით, ამა­ყი ვარ, რო­გორც არას­დროს და ტა­ლა­ხი იმან ის­რო­ლოს, ვინც ჩემ­ზე სუფ­თაა.

- გი­ბა­რებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და გნიშ­ნავს თბი­ლი­სის მე­რად. რას გა­ა­კე­თებ­დი?

- თა­ვა­ზი­ან უარს ვე­ტყო­დი, რად­გან თბი­ლი­სის მე­რო­ბა არ არის ხელ­წა­მო­საკ­რა­ვი თა­ნამ­დე­ბო­ბა და ამ ად­გილ­ზე შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი უნდა და­ი­ნიშ­ნოს. თუმ­ცა "ფსი­ქოს­თვის" მა­ინც წარ­მო­ვიდ­გენ თავს "მე­რად" და გე­ტყვით, რომ, პირ­ველ რიგ­ში, თბი­ლი­სის სიმ­ბო­ლოს და დამ­ცა­ვი ჰო­ლოგ­რა­მის მკვეთ­რი ასო-ბგე­რა "ლა­სის" სწო­რად გა­მოთ­ქმის გა­მოც­დას სა­ჯა­როდ ჩა­ვა­ბა­რებ­დი (იცი­ნის). ამით მთელ თბი­ლისს და სა­ქარ­თვე­ლოს და­ვა­ნახ­ვებ­დი, რო­გორ უნდა წარ­მოვ­თქვათ სწო­რად ასო-ბგე­რა "ლ".

- კახა ბენ­დუ­ქი­ძემ ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძის გამო დუ­ელ­ში რომ გა­მო­გიწ­ვი­ოს, მი­ი­ღებ ამ გა­მოწ­ვე­ვას?

- ბენ­დუ­ქი­ძის­გან ამ გა­მოწ­ვე­ვას არ მი­ვი­ღებ­დი. რო­გორც ვიცი, დუ­ელ­ში ორი­ვე მხა­რეს მა­ღა­ლი მო­რა­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ, ბენ­დუ­ქი­ძეს კი სა­ა­მი­სო არც მო­რა­ლი და არც ადა­მი­ა­ნო­ბა არ გა­აჩ­ნია. ასე რომ, ბენ­დუ­ქი­ძე ვერ გა­მო­მიწ­ვევ­და დუ­ელ­ში, მით უმე­ტეს ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძის გამო.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ?

- ამ­ჯე­რად ჩემი გული თა­ვი­სუ­ფა­ლია, თუმ­ცა, მის დეკ­ლა­რი­რე­ბას არ ვახ­დენ და არც ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დზე და­მი­დევს გან­ცხა­დე­ბა გულ­ში ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლის შე­სა­ხებ (იცი­ნის). თუმ­ცა ორ­ჯერ ვი­ყა­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ორ­ჯერ­ვე ხელ­მო­ცა­რუ­ლი დავ­რჩი. თა­ვის დრო­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვი­საც კი ვა­პი­რებ­დი მე­თხო­ვა, სპე­ცი­ა­ლუ­რი პენ­სია და­ე­ნიშ­ნა, რო­გორც ცალ­მხრივ სიყ­ვა­რულ­ში დიდი სტა­ჟის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის. არა­და, საყ­ვა­რე­ლი არ­სე­ბის­თვის სი­ურპრი­ზე­ბის მო­წყო­ბას არა­ფე­რი მირ­ჩევ­ნია, რად­გან მისი სი­ხა­რუ­ლი უდი­დეს ბედ­ნი­ე­რე­ბას მა­ნი­ჭებს. ამის გამო ხში­რად ვმჯდარ­ვარ შინ მში­ე­რი...

- რას აჩუ­ქებ­დი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს?

- პირ­ველ რიგ­ში, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დელ" სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ჰგავ­და კონ­სტი­ტუ­ცი­ას, ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვის ტან­ზე არ "შე­მო­ის­ტრო­ჩკავ­და" და აგ­რეთ­ვე ბლანკს, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტე­ბი გან­ცხა­დე­ბას წე­რენ გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ.

ფსი­ქო­ლო­გის დას­კვნა

მა­რი­ამ ღონ­ღა­ძე, ფსი­ქო­ლო­გი: - გულ­წრფე­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია. არ უყ­ვარს ტყუ­ი­ლი და ყო­ველ­თვის ამ­ბობს, რა­საც ფიქ­რობს.

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"ბენდუქიძე ვერ გამომიწვევდა დუელში, მით უმეტეს ხათუნა კალმახელიძის გამო"

"ბენდუქიძე ვერ გამომიწვევდა დუელში, მით უმეტეს ხათუნა კალმახელიძის გამო"

რუბრიკა "ფსიქოს" სტუმარია ტელეკომპანია "ჯი დი ეს-ტივის" თანამშრომელი, იუმორისტი დათო გოგიშვილი:

- პედაგოგიურ საქმიანობას აღარ ვეწევი, რადგან განათლების ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ლომაიას გადაწყვეტილებით, რეგიონებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რვავე ფილიალი გაუქმდა. შესაბამისად, დაიხურა ქვემო ქართლის ფილიალიც, სადაც ცხრა წლის განმავლობაში ვკითხულობდი საქართველოს და რელიგიის ისტორიას.

- დათო, ორ ურთიერთსაპირისპირო­ სფეროში მოღვაწეობდი. ასწავლიდი სტ­უდენტებს, პარალელურად კი პროექტ "ფარულ კამერაში" "ციყვად" წოდებული არასერიოზული ადამიანის როლს თამაშობდი. "ციყვობა" ხელს არ გიშლიდა სტუდენტებთან ურთიერთობაში?

- არა, მე ხომ ძირითადად, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებთან მიწევდა ურთიერთობა, რომლებსაც სატელიტური ანტენები ერევნისა და ბაქოსკენ ჰქონდათ მიმართული და იქაურ გადაცემებს უყურებდნენ. თუმცა ასეც რომ არ ყოფილიყო, უნივერსიტეტში საკმაოდ აკადემიური ვიყავი და "ციყვთან" ვერავინ გამაიგივებდა.

- მიუხედავად იმისა, რომ ხან პამპერსამოცმული დარბოდი ქუჩაში და ხანაც ქალის სამოსში გამოწყობილი?

- (იცინის) ერთ ამბავს გავიხსენებ... როდესაც გორში "ქართული ოცნების" აქციაზე ბიძინა ივანიშვილის გვერდით გამოვჩნდი, იმავე დღეს ინტერნეტგვერდ "მაივიდეოზე" დადეს ეს ტელეკადრი. ჩემკენ ისარი იყო მომართული და ეწერა, ეს ის "ციყვი" არ არის, ქუჩაში პამპერსით რომ დარბოდაო? ანუ, ვიღაც ჩემს "გაშავებას" შეეცადა. მაგრამ დავმშვიდდი, როდესაც ვნახე, რომ 80-მდე კომენტარში მხოლოდ 3-4 იყო ასეთი, დანარჩენი კი ამ ვიდეოს ავტორებს ისე სასტიკად თათხავდა, რომ მათ ადგილზე რომელიმე ქვეყანას პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვდი.

- ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ძველ კოლეგებთან, ვისთან ერთადაც იუმორისტულ გადაცემებზე მუშაობდი, როგორი ურთიერთობა გაქვს?

- უმეტესობასთან კვლავ ვმეგობრობ, თუმცა იმ ადამიანებთან, რომლებმაც მაიძულეს ბერა ივანიშვილის ტელევიზიაში გადავსულიყავი, აღარ ვურთიერთობ.

- წარმოიდგინე, შენს ოთახში შემოდის მომღერალი სოფო ნიჟარაძე და უკვე ნაცნობ ფრაზას: "ციყვი, არ გრცხვენია?" კვლავ გიმეორებს. როგორი რეაქცია გექნება?

- სოფომ თავისი ნათქვამი მოგვიანებით ასე ახსნა: ციყვი არ მომესალმა და ამიტომ ვუთხარიო. მაგრამ თუ ამას ჩემი პოლიტიკური თვალსაზრისის გამო მეტყვის, ვუპასუხებ, რომ პირიქით, ამაყი ვარ, როგორც არასდროს და ტალახი იმან ისროლოს, ვინც ჩემზე სუფთაა.

- გიბარებს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და გნიშნავს თბილისის მერად. რას გააკეთებდი?

- თავაზიან უარს ვეტყოდი, რადგან თბილისის მერობა არ არის ხელწამოსაკრავი თანამდებობა და ამ ადგილზე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანი უნდა დაინიშნოს. თუმცა "ფსიქოსთვის" მაინც წარმოვიდგენ თავს "მერად" და გეტყვით, რომ, პირველ რიგში, თბილისის სიმბოლოს და დამცავი ჰოლოგრამის მკვეთრი ასო-ბგერა "ლასის" სწორად გამოთქმის გამოცდას საჯაროდ ჩავაბარებდი (იცინის). ამით მთელ თბილისს და საქართველოს დავანახვებდი, როგორ უნდა წარმოვთქვათ სწორად ასო-ბგერა "ლ".

- კახა ბენდუქიძემ ხათუნა კალმახელიძის გამო დუელში რომ გამოგიწვიოს, მიიღებ ამ გამოწვევას?

- ბენდუქიძისგან ამ გამოწვევას არ მივიღებდი. როგორც ვიცი, დუელში ორივე მხარეს მაღალი მორალის მქონე ადამიანები წარმოადგენდნენ, ბენდუქიძეს კი საამისო არც მორალი და არც ადამიანობა არ გააჩნია. ასე რომ, ბენდუქიძე ვერ გამომიწვევდა დუელში, მით უმეტეს ხათუნა კალმახელიძის გამო.

- შეყვარებული ხარ?

- ამჯერად ჩემი გული თავისუფალია, თუმცა, მის დეკლარირებას არ ვახდენ და არც ინტერნეტგვერდზე დამიდევს განცხადება გულში ვაკანტური ადგილის შესახებ (იცინის). თუმცა ორჯერ ვიყავი შეყვარებული, მაგრამ ორჯერვე ხელმოცარული დავრჩი. თავის დროზე სააკაშვილისთვისაც კი ვაპირებდი მეთხოვა, სპეციალური პენსია დაენიშნა, როგორც ცალმხრივ სიყვარულში დიდი სტაჟის მქონე ადამიანისთვის. არადა, საყვარელი არსებისთვის სიურპრიზების მოწყობას არაფერი მირჩევნია, რადგან მისი სიხარული უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს. ამის გამო ხშირად ვმჯდარვარ შინ მშიერი...

- რას აჩუქებდი საქართველოს პრეზიდენტს?

- პირველ რიგში, "ვარდების რევოლუციამდელ" საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ჯერ კიდევ ჰგავდა კონსტიტუციას, ვიდრე სააკაშვილი თავის ტანზე არ "შემოისტროჩკავდა" და აგრეთვე ბლანკს, სადაც პრეზიდენტები განცხადებას წერენ გადადგომის შესახებ.

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - გულწრფელი და სამართლიანი ადამიანია. არ უყვარს ტყუილი და ყოველთვის ამბობს, რასაც ფიქრობს.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები