მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ბაკურაძე: "ჩემი შეყვარებული ნამდვილად ბედნიერია"
სალომე ბაკურაძე: "ჩემი შეყვარებული ნამდვილად ბედნიერია"

ალ­ბათ ყვე­ლას გახ­სოვთ რუბ­რი­კა­ში - "თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლი პონ­ტე­ბი" და­ბეჭ­დი­ლი სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძის ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც მომ­ღე­რა­ლი იხ­სე­ნებ­და თა­ვის ბავ­შვო­ბას, ლა­პა­რა­კობ­და იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე უყ­ვარს და იმა­ზეც, რომ ერთი ოც­ნე­ბა უკვე აუხ­და - ბა­ტო­ნი კახი კავ­სა­ძე პი­რა­დად გა­იც­ნო და მას­თან ერ­თად სცე­ნა­ზეც კი მო­უხ­და დგო­მა. სა­ლო­მეს მე­ო­რე ოც­ნე­ბის ახ­დე­ნის - სტივ უან­დე­რის "რე­ალ­ში" მოს­მე­ნის შან­სიც ჰქონ­და - ის სტამ­ბოლ­ში, უან­დე­რის კონ­ცერ­ტზე აპი­რებ­და წას­ვლას და რო­გორც თქვა, ბი­ლე­თე­ბიც კი "გა­აძ­რო"...

სა­ლო­მეს სა­ხელ­ზე უამ­რა­ვი მე­სი­ჯი მო­ვი­და. მათ­გან რამ­დე­ნი­მეს თა­ვად მომ­ღე­რალ­მა გას­ცა პა­სუ­ხი და ზო­გი­ერთ თი­ნე­ი­ჯერს რჩე­ვაც კი მის­ცა.

სა­ლო­მეს სო­ფე­ლი...

ლებე გი­ორ­გა­ძე:

"გა­მარ­ჯო­ბა. მარ­თა­ლია, თი­ნე­ი­ჯე­რი აღარ მეთ­ქმის, რად­გან ხან­ში შე­სუ­ლი კაცი ვარ, მაგ­რამ თქვენს რუბ­რი­კას მა­ინც ყო­ველ­თვის ვკი­თხუ­ლობ. მა­ინ­ტე­რე­სებს, მო­ზარ­დე­ბი რას ფიქ­რო­ბენ, რო­გო­რი სუ­ლი­ე­რი საზ­რდო აქვთ და ა.შ. მა­ინ­ტე­რე­სებს ცნო­ბი­ლე­ბის ბავ­შვო­ბაც, მათი მის­წრა­ფე­ბე­ბი... თქვე­ნი ერთ-ერთი რეს­პონ­დენ­ტი, სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­წონს. ის რა­ღაც­ნა­ი­რი ხა­ლი­სი­ა­ნი გო­გო­ნაა, და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი მო­აქვს და თა­ნაც, რაც მთა­ვა­რია, იმე­რე­ლია - ჩემი კუ­თხის შვი­ლი; მეც იმე­რე­ლი ვარ და იქა­უ­რე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სა­ლო­მეს­თან ჩა­წე­რი­ლი ინ­ტერ­ვიუ კარ­გი იყო, მაგ­რამ ცუდი ის არის, რომ არ ჩა­ე­ძი­ეთ და არ ჰკი­თხეთ, კერ­ძოდ, სად აქვს სო­ფე­ლი ანუ სად ის­ვე­ნებ­და? რა­ტომ არა­ფე­რი მო­ა­ყო­ლეთ მა­მა­ზე, დე­და­ზე. ვინ არის ის ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­ზეც ასე­თი სით­ბო­თი ლა­პა­რა­კობს? ვინ იყო მა­მა­მი­სი და რას საქ­მი­ა­ნობ­და? მოკ­ლედ, თუ ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემთ, და­მა­ვა­ლებთ. მინ­და, თქვენც და სა­ლო­მე­საც წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო! P.S. არ იფიქ­როთ, რომ უსაქ­მუ­რი ვარ და გულს ჟურ­ნა­ლე­ბის კი­თხვით ვი­ო­ხებ. მარ­თა­ლია, პენ­სი­ო­ნე­რი გახ­ლა­ვართ, მაგ­რამ ერთი ცნო­ბი­ლი რეს­ტორ­ნის მე­პატ­რო­ნე ვარ და საქ­მე ნამ­დვი­ლად ბევ­რი მაქვს, მაგ­რამ ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბის კი­თხვაც მიყ­ვარს და რა ვქნა?!"

სა­ლო­მე:

- პირ­ველ რიგ­ში მინ­და, დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ჩემ მი­მართ ამ­ხე­ლა სით­ბოს გა­მო­ხა­ტავს... რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ტო­ნი ლე­ბეს კი­თხვას, - თუ სად მაქვს სო­ფე­ლი? ზა­ფხუ­ლო­ბით ვის­ვე­ნებ­დი ტყი­ბუ­ლის რა­ი­ონ­ში, კერ­ძოდ კი სო­ფელ ორ­პირ­ში, სა­დაც ბებო ცხოვ­რობს. ულა­მა­ზე­სი სო­ფე­ლია! იქ ჩემ გარ­და, და­სას­ვე­ნებ­ლად უა­მა­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მი­დი­ო­და - ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი, სხვა ნა­თე­სა­ვე­ბიც და მე­გობ­რე­ბი. იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი ძა­ლი­ან ტკბი­ლად მახ­სენ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს­დღე­ო­ბით იქ და­სას­ვე­ნებ­ლად ჩას­ვლას ვერ ვა­ხერ­ხებ, მაგ­რამ როცა დრო მაქვს, ბე­ბოს მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ჩავ­დი­ვარ ხოლ­მე...

დედა მუ­სი­კო­სია, ვო­კა­ლის­ტი, ფორ­ტე­პი­ა­ნოს პე­და­გო­გი... მამა პრო­ფე­სი­ით მშე­ნე­ბე­ლი იყო, თუმ­ცა, რაც მე მახ­სოვს, პრო­ფე­სი­ით არ უმუ­შა­ვია...

"სა­ზღვარ­გა­რეთ შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თა­დაც ვი­ყა­ვი..."

იკო, 16 წლის:

"სალო, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გოგო და მომ­ღე­რა­ლი ხარ. მინ­და, ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბე­ბი გი­სურ­ვო!.. ვიცი, რომ ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობ. მა­ინ­ტე­რე­სებს, ყვე­ლა­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შენ­ზე რო­მელ­მა ქვე­ყა­ნამ მო­ახ­დი­ნა და იქ­ნებ მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას თავს გა­დახ­დე­ნი­ლი კუ­რი­ო­ზი გა­იხ­სე­ნო? კი­დევ, მა­ინ­ტე­რე­სებს, ვის­თან ერ­თად გიყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა? შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ თუ ყო­ფილ­ხარ? პა­სუ­ხე­ბის­თვის წი­ნას­წარ გიხ­დი მად­ლო­ბას :))".

სა­ლო­მე:

- მოგ­ზა­უ­რო­ბა ნამ­დვი­ლად მიყ­ვარს. იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, რო­მელ­შიც ნამ­ყო­ფი ვარ, ჩემ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მა­ინც საფ­რან­გეთ­მა, კერ­ძოდ კი პა­რიზ­მა მო­ახ­დი­ნა. თუმ­ცა, ყვე­ლა ქვე­ყა­ნას თა­ვი­სე­ბუ­რი ხიბ­ლი აქვს. სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნი უცხო ად­გი­ლის თვა­ლი­ე­რე­ბი­სას ყო­ველ­თვის უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებს და ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი არც მე ვარ.

მე­გობ­რებ­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რო­ბა ალ­ბათ, ყვე­ლას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარს და მე არც ამ მხრივ ვარ გა­მო­ნაკ­ლი­სი. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა, რაც მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას მე და ჩემს მე­გობ­რებს გვაქვს, ის არის, რომ უცხო ქვე­ყა­ნა­ში ყოფ­ნი­სას ძილი არ მიყ­ვარს, ამა­ზე დროს არ ვხარ­ჯავ და ყვე­ლა იძუ­ლე­ბუ­ლია, ჩემი დღის რე­ჟიმ­ზე "გად­მო­ე­წყოს", ჩემ­თან ერ­თად ლა­მის მთე­ლი დღე­ე­ბი, ფე­ხით იბო­დი­ა­ლოს :))...

სა­ზღვარ­გა­რეთ შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თა­დაც ვი­ყა­ვი, ოღონდ - არა სა­მოგ­ზა­უ­როდ; უკ­რა­ი­ნა­ში, მოლ­დო­ვა­ში გა­მარ­თულ კონ­კურ­სებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ წა­მომ­ყვა...

"და­ი­კოს ძლივს და­ვუსხლტი ხე­ლი­დან"

ნია, 14 წლის:

"მიყ­ვარ­ხართ, მიყ­ვარ­ხართ და კი­დევ ერთხელ, მიყ­ვარ­ხართ... სა­ლო­მე, მეც მყავს ჩემ­ზე რამ­დე­ნი­მე წლით უფ­რო­სი და­ი­კო და ჩვენ გა­მუდ­მე­ბით ვჩხუ­ბობთ, სა­ერ­თო ენას ვერ ვპო­უ­ლობთ. მე­უბ­ნე­ბა, რომ ენა­ჭარ­ტა­ლა ვარ და როცა მისი მე­გობ­რე­ბი გვსტუმ­რო­ბენ, მე ოთახ­ში შეს­ვლა­საც კი მიკ­რძა­ლავს. სა­ინ­ტე­რე­სოა, ოდეს­მე შენს და­ი­კოს­თან მსგავ­სი პრობ­ლე­მა თუ შე­გქმნია? დედ­მა­მიშ­ვილ­თან და­მე­გობ­რე­ბა რო­გორ მო­ა­ხერ­ხე? P.შ. ისე, ცნო­ბი­სათ­ვის, ენა­ჭარ­ტა­ლა სუ­ლაც არ ვარ. უბ­რა­ლოდ, ერთხელ ის და მისი "და­ქა­ლო­ჩ­კე­ბი" ტრა­ბა­ხობ­დნენ, რომ ვი­ღაც ბიჭს რა­ღაც მა­გა­რი გა­უ­ჩა­ლი­ჩეს და თა­ნაც, ისე­თი მა­გა­რი რა­ღაც, რომ ბიჭს სკო­ლა­ში აღარ მი­ეს­ვლე­ბა. მერე გა­ვი­გე, რომ ის სა­წყა­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის წინ მაგ­რად შე­ურ­ცხვე­ნი­ათ და ამის გამო ვუ­საყ­ვე­დუ­რე არა მარ­ტო მას, არა­მედ მის მე­გობ­რებ­საც. დამ­ტუქ­სეს, არამ­კი­თხე მე­ძა­ხეს, და­ი­კომ კი ლა­მის მცე­მა, ძლივს და­ვუსხლტი ხე­ლი­დან. ჰოდა, როცა შინ მო­ვი­და, ისევ ჩხუ­ბი და­მი­წყო. ჰოდა, დე­დი­კომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­გო და ჩემი და­ი­კო უსაქ­ცი­ე­ლო­ბის გამო და­ტუქ­სა. მე მისი "ჩაშ­ვე­ბა" არც მი­ფიქ­რია, და­უ­ფიქ­რებ­ლად მო­იქ­ცა და თა­ვად­ვე გა­ამ­ხი­ლა სა­კუ­თა­რი სა­ი­დუმ­ლო... სა­ლო­მე, მომ­წონ­ხარ. იმე­დია, ჩემ­თვის რჩე­ვას არ და­ი­შუ­რებ..."

სა­ლო­მე:

- ნია, საყ­ვა­რე­ლო, მეს­მის შენი და ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან კარ­გი გოგო ხარ, ასე რომ გა­ნიც­დი დას­თან გა­ფუ­ჭე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბას. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი აუ­ცი­ლებ­ლად და­ლაგ­დე­ბა, უბ­რა­ლოდ, ვიდ­რე ეს მოხ­დე­ბა, შე­ე­ცა­დე, ხშირ-ხში­რად უთხრა, - რომ დები ხართ და სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი უნდა იყოთ. მეს­მის, რომ დედ­მა­მიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან გიყ­ვარს და მას­თან ჩხუ­ბი კი არა, მე­გობ­რო­ბა გინ­და, მაგ­რამ რას იზამ... იმე­დია, მალე ამ ყვე­ლა­ფერს შენი და­ი­კო მიხ­ვდე­ბა და და­გა­ფა­სებს...

"სი­გი­ჟე - ეს ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­ცი­ე­ლია"

ნიკა, 18 წლის:

"მა­გარ "ვიდ­ზე" ხარ, ბოლო დროს, ხომ იცი. მა­ინ­ტე­რე­სებს, ბი­ჭის გამო რა­ი­მე სი­გი­ჟე თუ ჩა­გი­დე­ნია? შეყ­ვა­რე­ბულს სი­ურპრი­ზე­ბით თუ ანე­ბივ­რებ? გო­გო­ნებს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე სა­ჩუქ­რის შერ­ჩე­ვა უჭირთ. მა­ინ­ტე­რე­სებს, შენ ამ საქ­მის მოგ­ვა­რე­ბას რო­გორ ახერ­ხებ?"

სა­ლო­მე:

- არ ვიცი, შეყ­ვა­რე­ბულს რამ­დე­ნად ვა­ნე­ბივ­რებ, მაგ­რამ მიყ­ვარს, როცა ადა­მი­ანს იმას ვჩუქ­ნი, რაც ვიცი, რომ გა­ა­ხა­რებს, რა­საც გა­მო­ი­ყე­ნებს. ვი­ნა­ი­დან ჩემს შეყ­ვა­რე­ბულს კარ­გად ვიც­ნობ, მის­თვის სა­ჩუქ­რის შერ­ჩე­ვა არ მი­ჭირს... სი­გი­ჟეს რაც შე­ე­ხე­ბა, ეს ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­ცი­ე­ლია. ჰოდა, აღარ ვიცი, ახლა რო­მე­ლი ერთი გა­ვიხ­სე­ნო და მოგ­წე­რო...

"დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი" სა­ჩუ­ქა­რი...

მიკა, 15 წლის:

"მარ­თა­ლია, სა­ლო­მეს სიმ­ღე­რე­ბის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი არ ვარ, მაგ­რამ მისი ინ­ტერ­ვიუ მა­ინც სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­კი­თხე. მინ­და ვკი­თხო, აჩუ­ქა თუ არა ფან­მა ის ნა­ხა­ტი? მო­ე­წო­ნა?"

სა­ლო­მე:

- ჩემო კარ­გო, ის სა­ჩუ­ქა­რი, რო­მელ­ზეც ინ­ტერ­ვი­უ­ში ვლა­პა­რა­კობ­დი, ჯერ­ჯე­რო­ბით ჩემ­თვის არ მო­უ­ტა­ნი­ათ. ასე რომ, შენს კი­თხვას სრულ­ყო­ფილ პა­სუხს ვერ გავ­ცემ.

"გა­მა­ზუ­ლი" სტივ უან­დე­რის კონ­ცერ­ტი

გიო, 19 წლის:

"მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარს მა­იკლ ჯექ­სო­ნის სიმ­ღე­რე­ბი, მაგ­რამ სტივ უან­დერ­ზეც ვა­ფა­ნა­ტებ. ჰოდა, ნამ­დვი­ლად შემ­შურ­და შენი, თა­ნაც - არა თეთ­რი შუ­რით :). აბა, რა ქენი, იყა­ვი სტი­ვის კონ­ცერ­ტზე? იქ­ნებ მოგ­ვიყ­ვე, რა რო­გორ მოხ­და? რა იგ­რძე­ნი მა­შინ, როცა ამ­ხე­ლა მომ­ღე­რალს "ლა­ივ­ში" უს­მენ­დი? მოკ­ლედ, რისი გად­მო­ცე­მაც შე­გიძ­ლია, გვი­თხა­რი, რა, ძა­ლი­ან გთხოვ. პა­სუ­ხის­თვის წი­ნას­წარ გიხ­დი მად­ლო­ბას".

სა­ლო­მე:

- ეს კი­თხვა ჩემ­თვის ტრა­გე­დია გახ­და, რად­გა­ნაც ქვე­ყა­ნა­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, კონ­ცერ­ტზე წას­ვლა ვერ შევ­ძე­ლი... ჰოდა, ამ ფაქ­ტის გამო, ნა­ხე­ვა­რი თბი­ლი­სი მა­წყნა­რებ­და... მაგ­რამ მე ოდეს­მე აუ­ცი­ლებ­ლად მოვ­ხვდე­ბი სტივ უან­დე­რის კო­ცერ­ტზე და მერე, აღარ გავ­ჩუმ­დე­ბი; ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით იმ­დენს დავ­წერ და ვი­ლა­პა­რა­კებ, რომ შე­იძ­ლე­ბა, თა­ვიც მო­გა­ბეზ­როთ :))...

დი­ე­ტა და ტა­ნი­სა­მო­სი

მაკა, 17 წლის:

"სა­ლო­მე, მეც შენ­ნა­ი­რი "გა­ბა­რი­ტე­ბის" ვარ. თუმ­ცა, ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით, შენ ყო­ველ­თვის ირ­გებ ტა­ნი­სა­მოსს, მე კი ტან­საც­მლის შერ­ჩე­ვა და მორ­გე­ბა მი­ჭირს. სა­ინ­ტე­რე­სოა, დი­ზა­ი­ნე­რი თუ გყავს? სა­მოსს თა­ვად ყი­დუ­ლობ? ძი­რი­თა­დად, მა­ღა­ზი­ებ­ში და­დი­ხარ თუ ბაზ­რო­ბა­საც სტუმ­რობ? P.S. და კი­დევ, დი­ე­ტა­ზე ყოფ­ნა ხში­რად გი­წევს? იქ­ნებ წო­ნა­ში დაკ­ლე­ბის რა­ი­მე კარ­გი მე­თო­დი მი­კარ­ნა­ხო. მე­უბ­ნე­ბი­ან, ივარ­ჯი­შე და მალე გახ­დე­ბიო, მაგ­რამ შინ ვარ­ჯიშს ვერ ვა­ხერ­ხებ, იმ­დე­ნი ფული კი არ მაქვს, რომ ტრე­ნა­ჟო­რებ­ზე ან შე­ი­პინგზე ვი­ა­რო... დიდი მად­ლო­ბა რჩე­ვის­თვის".

სა­ლო­მე:

- დი­ე­ტა­ზე ყოფ­ნა ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქცა. რაც შე­ე­ხე­ბა ვარ­ჯიშს, ეს სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბად და თუ ამას მო­ა­ხერ­ხებ, კარ­გი იქ­ნე­ბა. ისე, ინ­ტერ­ნეტ­შიც შე­გიძ­ლია, მო­ი­ძიო წო­ნა­ში და­საკ­ლე­ბი 15-წუ­თი­ა­ნი ვარ­ჯი­ში, რო­მე­ლიც სახ­ლის პი­რო­ბებ­შიც იოლი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე კი­თხვას - მყავს თუ არა დი­ზა­ი­ნე­რი? ჩემო კარ­გო, ტან­საც­მელს და­მო­უ­კი­დებ­ლად ვყი­დუ­ლობ ან სა­ქარ­თვე­ლო­ში, ან მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას, ან კი­დევ, დედა მიგ­ზავ­ნის მოს­კო­ვი­დან. დი­ზა­ი­ნე­რებს ძი­რი­თა­დად, მა­შინ ვსტუმ­რობ, როცა რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­კონ­ცერ­ტო კოს­ტი­უ­მი მჭირ­დე­ბა.

"ადა­მი­ა­ნე­ბი სი­ზარ­მა­ცით ბევ­რს ვკარ­გავთ"

ქეთო, 17 წლის:

"ეს მომ­ღე­რა­ლი მომ­წონს. ისე­თი ენერ­გი­უ­ლია, რომ მისი მშურს და როცა ტე­ლე­ეკ­რან­ზე ვხე­დავ, ყო­ველ­თვის აღ­ვნიშ­ნავ: იმის ნა­ხე­ვა­რი ენერ­გია რომ მქონ­დეს, რამ­დე­ნიც სა­ლო­მეს აქვს, ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რს მი­ვაღ­წევ­დი-მეთ­ქი. სიმ­ღე­რის ნიჭი მეც მაქვს, მაგ­რამ ზარ­მა­ცი ვარ და ჩე­მე­ბი ამის გამო გა­მუდ­მე­ბით მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ. სა­ლო­მე, გულ­წრფე­ლად მი­თხა­რი: არას­დროს არა­ფე­რი გე­ზა­რე­ბა? რო­გორ ფიქ­რობ, სი­ზარ­მა­ცე ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა­ზე დიდი მტე­რია?!"

სა­ლო­მე:

- დიდი მად­ლო­ბა კომ­პლი­მენ­ტე­ბის­თვის. ენერ­გი­უ­ლი ნამ­დვი­ლად ვარ, მაგ­რამ სი­ზარ­მა­ცეც არ მაკ­ლია. ჩემი აზ­რით, ადა­მი­ან­მა ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს სა­ი­მი­სოდ, რომ ის მავ­ნე ჩვე­ვა მა­ინც მო­ი­შო­როს თა­ვი­დან, რო­მე­ლიც მე­ტად აწუ­ხებს. მერ­წმუ­ნე, ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თა­რი სი­ზარ­მა­ცით ბევ­რს ვკარ­გავთ; გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ დრო სწრა­ფად გა­დის და მისი უქ­მად გაფ­ლან­გვა სი­სუ­ლე­ლეა. ასე რომ, სი­ზარ­მა­ცის გამო ბევრ კარგ რა­მე­ზე უა­რის თქმა ნამ­დვი­ლად არ ღირს...

კომ­პლი­მენ­ტე­ბი და ეჭ­ვი­ა­ნო­ბა...

გო­გი­ტა, 23 წლის:

"თი­ნე­ი­ჯე­რი არ ვარ, მაგ­რამ იმე­დია, ჩემი წე­რი­ლი სა­ლო­მემ­დე მა­ინც მი­აღ­წევს. ეს გოგო ძა­ლი­ან მომ­წონს და მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ცოტა არ იყოს, მშურს კი­დეც. ასე მგო­ნია, ის ბიჭი ბედ­ნი­ერ ვარ­სკვლავ­ზეა და­ბა­დე­ბუ­ლი. აბა, რა მო­ა­წყენს იმ ქა­ლის გვერ­დით, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის კარგ ხა­სი­ათ­ზეა და რო­მელ­საც სა­ოც­რად გა­დამ­დე­ბი სი­ცი­ლი აქვს. აუ­რის და ეგე­თი რა­ღა­ცე­ბის არ მჯე­რა, მაგ­რამ როცა სა­ლო­მეს ვუ­ყუ­რებ ან მის სიმ­ღე­რებს ვუს­მენ, აშ­კა­რად კარგ ხა­სი­ათ­ზე ვდგე­ბი. ალ­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ჩემ­ნა­ი­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს. ჰოდა, მა­ინ­ტე­რე­სებს, მის საქმროს ღა­მით რო­გორ სძი­ნავს? სა­ლო­მე­ზე არ ეჭ­ვი­ა­ნობს?"

სა­ლო­მე:

- უღ­რმე­სი მად­ლო­ბა. ჩემ­თვის კომ­პლი­მენ­ტი არ და­გი­შუ­რე­ბია. ისე, შენ მიერ დას­მუ­ლი კი­თხვის ად­რე­სა­ტი მგო­ნი, მე არ ვარ. ასე რომ, ზუსტ პა­სუხს ვერ გაგ­ცემ, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მარ­თა­ლაც, ბედ­ნი­ე­რია :))... რაც შე­ე­ხე­ბა ეჭ­ვი­ა­ნო­ბას - ის მსგავ­სი ფიქ­რე­ბით თავს ნამ­დვი­ლად არ იტან­ჯავს და ეს ძა­ლი­ან კარ­გია.

და­ბო­ლოს, მინ­და, ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბა გი­სურ­ვოთ და კი­დევ ერთხელ, მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ იმ თბი­ლი სი­ტყვე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მომ­წე­რეთ...

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სალომე ბაკურაძე: "ჩემი შეყვარებული ნამდვილად ბედნიერია"

სალომე ბაკურაძე: "ჩემი შეყვარებული ნამდვილად ბედნიერია"

ალბათ ყველას გახსოვთ რუბრიკაში - "თინეიჯერული პონტები" დაბეჭდილი სალომე ბაკურაძის ინტერვიუ, სადაც მომღერალი იხსენებდა თავის ბავშვობას, ლაპარაკობდა იმ ადამიანებზე, რომლებიც პატარაობიდანვე უყვარს და იმაზეც, რომ ერთი ოცნება უკვე აუხდა - ბატონი კახი კავსაძე პირადად გაიცნო და მასთან ერთად სცენაზეც კი მოუხდა დგომა. სალომეს მეორე ოცნების ახდენის - სტივ უანდერის "რეალში" მოსმენის შანსიც ჰქონდა - ის სტამბოლში, უანდერის კონცერტზე აპირებდა წასვლას და როგორც თქვა, ბილეთებიც კი "გააძრო"...

სალომეს სახელზე უამრავი მესიჯი მოვიდა. მათგან რამდენიმეს თავად მომღერალმა გასცა პასუხი და ზოგიერთ თინეიჯერს რჩევაც კი მისცა.

სალომეს სოფელი...

ლებე გიორგაძე:

"გამარჯობა. მართალია, თინეიჯერი აღარ მეთქმის, რადგან ხანში შესული კაცი ვარ, მაგრამ თქვენს რუბრიკას მაინც ყოველთვის ვკითხულობ. მაინტერესებს, მოზარდები რას ფიქრობენ, როგორი სულიერი საზრდო აქვთ და ა.შ. მაინტერესებს ცნობილების ბავშვობაც, მათი მისწრაფებები... თქვენი ერთ-ერთი რესპონდენტი, სალომე ბაკურაძე განსაკუთრებით მომწონს. ის რაღაცნაირი ხალისიანი გოგონაა, დადებითი ემოციები მოაქვს და თანაც, რაც მთავარია, იმერელია - ჩემი კუთხის შვილი; მეც იმერელი ვარ და იქაურები ძალიან მიყვარს. სალომესთან ჩაწერილი ინტერვიუ კარგი იყო, მაგრამ ცუდი ის არის, რომ არ ჩაეძიეთ და არ ჰკითხეთ, კერძოდ, სად აქვს სოფელი ანუ სად ისვენებდა? რატომ არაფერი მოაყოლეთ მამაზე, დედაზე. ვინ არის ის ქალბატონი, რომელზეც ასეთი სითბოთი ლაპარაკობს? ვინ იყო მამამისი და რას საქმიანობდა? მოკლედ, თუ ამ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას მისცემთ, დამავალებთ. მინდა, თქვენც და სალომესაც წარმატებები ვუსურვო! P.S. არ იფიქროთ, რომ უსაქმური ვარ და გულს ჟურნალების კითხვით ვიოხებ. მართალია, პენსიონერი გახლავართ, მაგრამ ერთი ცნობილი რესტორნის მეპატრონე ვარ და საქმე ნამდვილად ბევრი მაქვს, მაგრამ ჟურნალ-გაზეთების კითხვაც მიყვარს და რა ვქნა?!"

სალომე:

- პირველ რიგში მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემ მიმართ ამხელა სითბოს გამოხატავს... რაც შეეხება ბატონი ლებეს კითხვას, - თუ სად მაქვს სოფელი? ზაფხულობით ვისვენებდი ტყიბულის რაიონში, კერძოდ კი სოფელ ორპირში, სადაც ბებო ცხოვრობს. ულამაზესი სოფელია! იქ ჩემ გარდა, დასასვენებლად უამარავი ადამიანი მიდიოდა - ჩემი მამიდაშვილები, სხვა ნათესავებიც და მეგობრები. იქ გატარებული დღეები ძალიან ტკბილად მახსენდება. სამწუხაროდ, დღესდღეობით იქ დასასვენებლად ჩასვლას ვერ ვახერხებ, მაგრამ როცა დრო მაქვს, ბებოს მოსანახულებლად ჩავდივარ ხოლმე...

დედა მუსიკოსია, ვოკალისტი, ფორტეპიანოს პედაგოგი... მამა პროფესიით მშენებელი იყო, თუმცა, რაც მე მახსოვს, პროფესიით არ უმუშავია...

"საზღვარგარეთ შეყვარებულთან ერთადაც ვიყავი..."

იკო, 16 წლის:

"სალო, არაჩვეულებრივი გოგო და მომღერალი ხარ. მინდა, ცხოვრებაში წარმატებები გისურვო!.. ვიცი, რომ ბევრს მოგზაურობ. მაინტერესებს, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება შენზე რომელმა ქვეყანამ მოახდინა და იქნებ მოგზაურობისას თავს გადახდენილი კურიოზი გაიხსენო? კიდევ, მაინტერესებს, ვისთან ერთად გიყვარს მოგზაურობა? შეყვარებულთან ერთად საქართველოს ფარგლებს გარეთ თუ ყოფილხარ? პასუხებისთვის წინასწარ გიხდი მადლობას :))".

სალომე:

- მოგზაურობა ნამდვილად მიყვარს. იმ ქვეყნებიდან, რომელშიც ნამყოფი ვარ, ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მაინც საფრანგეთმა, კერძოდ კი პარიზმა მოახდინა. თუმცა, ყველა ქვეყანას თავისებური ხიბლი აქვს. საერთოდ, ადამიანი უცხო ადგილის თვალიერებისას ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას იღებს და ამ მხრივ გამონაკლისი არც მე ვარ.

მეგობრებთან ერთად მოგზაურობა ალბათ, ყველას განსაკუთრებულად უყვარს და მე არც ამ მხრივ ვარ გამონაკლისი. ერთადერთი პრობლემა, რაც მოგზაურობისას მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს, ის არის, რომ უცხო ქვეყანაში ყოფნისას ძილი არ მიყვარს, ამაზე დროს არ ვხარჯავ და ყველა იძულებულია, ჩემი დღის რეჟიმზე "გადმოეწყოს", ჩემთან ერთად ლამის მთელი დღეები, ფეხით იბოდიალოს :))...

საზღვარგარეთ შეყვარებულთან ერთადაც ვიყავი, ოღონდ - არა სამოგზაუროდ; უკრაინაში, მოლდოვაში გამართულ კონკურსებში ვმონაწილეობდი და შეყვარებული საგულშემატკივროდ წამომყვა...

"დაიკოს ძლივს დავუსხლტი ხელიდან"

ნია, 14 წლის:

"მიყვარხართ, მიყვარხართ და კიდევ ერთხელ, მიყვარხართ... სალომე, მეც მყავს ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი დაიკო და ჩვენ გამუდმებით ვჩხუბობთ, საერთო ენას ვერ ვპოულობთ. მეუბნება, რომ ენაჭარტალა ვარ და როცა მისი მეგობრები გვსტუმრობენ, მე ოთახში შესვლასაც კი მიკრძალავს. საინტერესოა, ოდესმე შენს დაიკოსთან მსგავსი პრობლემა თუ შეგქმნია? დედმამიშვილთან დამეგობრება როგორ მოახერხე? P.შ. ისე, ცნობისათვის, ენაჭარტალა სულაც არ ვარ. უბრალოდ, ერთხელ ის და მისი "დაქალოჩკები" ტრაბახობდნენ, რომ ვიღაც ბიჭს რაღაც მაგარი გაუჩალიჩეს და თანაც, ისეთი მაგარი რაღაც, რომ ბიჭს სკოლაში აღარ მიესვლება. მერე გავიგე, რომ ის საწყალი შეყვარებულის წინ მაგრად შეურცხვენიათ და ამის გამო ვუსაყვედურე არა მარტო მას, არამედ მის მეგობრებსაც. დამტუქსეს, არამკითხე მეძახეს, დაიკომ კი ლამის მცემა, ძლივს დავუსხლტი ხელიდან. ჰოდა, როცა შინ მოვიდა, ისევ ჩხუბი დამიწყო. ჰოდა, დედიკომ ყველაფერი გაიგო და ჩემი დაიკო უსაქციელობის გამო დატუქსა. მე მისი "ჩაშვება" არც მიფიქრია, დაუფიქრებლად მოიქცა და თავადვე გაამხილა საკუთარი საიდუმლო... სალომე, მომწონხარ. იმედია, ჩემთვის რჩევას არ დაიშურებ..."

სალომე:

- ნია, საყვარელო, მესმის შენი და ვფიქრობ, ძალიან კარგი გოგო ხარ, ასე რომ განიცდი დასთან გაფუჭებულ ურთიერთობას. დროთა განმავლობაში ყველაფერი აუცილებლად დალაგდება, უბრალოდ, ვიდრე ეს მოხდება, შეეცადე, ხშირ-ხშირად უთხრა, - რომ დები ხართ და საუკეთესო მეგობრები უნდა იყოთ. მესმის, რომ დედმამიშვილი ძალიან გიყვარს და მასთან ჩხუბი კი არა, მეგობრობა გინდა, მაგრამ რას იზამ... იმედია, მალე ამ ყველაფერს შენი დაიკო მიხვდება და დაგაფასებს...

"სიგიჟე - ეს ჩემი ყოველდღიური საქციელია"

ნიკა, 18 წლის:

"მაგარ "ვიდზე" ხარ, ბოლო დროს, ხომ იცი. მაინტერესებს, ბიჭის გამო რაიმე სიგიჟე თუ ჩაგიდენია? შეყვარებულს სიურპრიზებით თუ ანებივრებ? გოგონებს საყვარელი ადამიანისთვის დაბადების დღეზე საჩუქრის შერჩევა უჭირთ. მაინტერესებს, შენ ამ საქმის მოგვარებას როგორ ახერხებ?"

სალომე:

- არ ვიცი, შეყვარებულს რამდენად ვანებივრებ, მაგრამ მიყვარს, როცა ადამიანს იმას ვჩუქნი, რაც ვიცი, რომ გაახარებს, რასაც გამოიყენებს. ვინაიდან ჩემს შეყვარებულს კარგად ვიცნობ, მისთვის საჩუქრის შერჩევა არ მიჭირს... სიგიჟეს რაც შეეხება, ეს ჩემი ყოველდღიური საქციელია. ჰოდა, აღარ ვიცი, ახლა რომელი ერთი გავიხსენო და მოგწერო...

"დაგვიანებული" საჩუქარი...

მიკა, 15 წლის:

"მართალია, სალომეს სიმღერების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ მისი ინტერვიუ მაინც სიამოვნებით წავიკითხე. მინდა ვკითხო, აჩუქა თუ არა ფანმა ის ნახატი? მოეწონა?"

სალომე:

- ჩემო კარგო, ის საჩუქარი, რომელზეც ინტერვიუში ვლაპარაკობდი, ჯერჯერობით ჩემთვის არ მოუტანიათ. ასე რომ, შენს კითხვას სრულყოფილ პასუხს ვერ გავცემ.

"გამაზული" სტივ უანდერის კონცერტი

გიო, 19 წლის:

"მეც ძალიან მიყვარს მაიკლ ჯექსონის სიმღერები, მაგრამ სტივ უანდერზეც ვაფანატებ. ჰოდა, ნამდვილად შემშურდა შენი, თანაც - არა თეთრი შურით :). აბა, რა ქენი, იყავი სტივის კონცერტზე? იქნებ მოგვიყვე, რა როგორ მოხდა? რა იგრძენი მაშინ, როცა ამხელა მომღერალს "ლაივში" უსმენდი? მოკლედ, რისი გადმოცემაც შეგიძლია, გვითხარი, რა, ძალიან გთხოვ. პასუხისთვის წინასწარ გიხდი მადლობას".

სალომე:

- ეს კითხვა ჩემთვის ტრაგედია გახდა, რადგანაც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, კონცერტზე წასვლა ვერ შევძელი... ჰოდა, ამ ფაქტის გამო, ნახევარი თბილისი მაწყნარებდა... მაგრამ მე ოდესმე აუცილებლად მოვხვდები სტივ უანდერის კოცერტზე და მერე, აღარ გავჩუმდები; ამ თემასთან დაკავშირებით იმდენს დავწერ და ვილაპარაკებ, რომ შეიძლება, თავიც მოგაბეზროთ :))...

დიეტა და ტანისამოსი

მაკა, 17 წლის:

"სალომე, მეც შენნაირი "გაბარიტების" ვარ. თუმცა, ჩემგან განსხვავებით, შენ ყოველთვის ირგებ ტანისამოსს, მე კი ტანსაცმლის შერჩევა და მორგება მიჭირს. საინტერესოა, დიზაინერი თუ გყავს? სამოსს თავად ყიდულობ? ძირითადად, მაღაზიებში დადიხარ თუ ბაზრობასაც სტუმრობ? P.S. და კიდევ, დიეტაზე ყოფნა ხშირად გიწევს? იქნებ წონაში დაკლების რაიმე კარგი მეთოდი მიკარნახო. მეუბნებიან, ივარჯიშე და მალე გახდებიო, მაგრამ შინ ვარჯიშს ვერ ვახერხებ, იმდენი ფული კი არ მაქვს, რომ ტრენაჟორებზე ან შეიპინგზე ვიარო... დიდი მადლობა რჩევისთვის".

სალომე:

- დიეტაზე ყოფნა ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. რაც შეეხება ვარჯიშს, ეს საუკეთესო საშუალებაა წონაში დასაკლებად და თუ ამას მოახერხებ, კარგი იქნება. ისე, ინტერნეტშიც შეგიძლია, მოიძიო წონაში დასაკლები 15-წუთიანი ვარჯიში, რომელიც სახლის პირობებშიც იოლი შესასრულებელია.

რაც შეეხება მეორე კითხვას - მყავს თუ არა დიზაინერი? ჩემო კარგო, ტანსაცმელს დამოუკიდებლად ვყიდულობ ან საქართველოში, ან მოგზაურობისას, ან კიდევ, დედა მიგზავნის მოსკოვიდან. დიზაინერებს ძირითადად, მაშინ ვსტუმრობ, როცა რაღაც განსაკუთრებული საკონცერტო კოსტიუმი მჭირდება.

"ადამიანები სიზარმაცით ბევრს ვკარგავთ"

ქეთო, 17 წლის:

"ეს მომღერალი მომწონს. ისეთი ენერგიულია, რომ მისი მშურს და როცა ტელეეკრანზე ვხედავ, ყოველთვის აღვნიშნავ: იმის ნახევარი ენერგია რომ მქონდეს, რამდენიც სალომეს აქვს, ცხოვრებაში ბევრს მივაღწევდი-მეთქი. სიმღერის ნიჭი მეც მაქვს, მაგრამ ზარმაცი ვარ და ჩემები ამის გამო გამუდმებით მსაყვედურობენ. სალომე, გულწრფელად მითხარი: არასდროს არაფერი გეზარება? როგორ ფიქრობ, სიზარმაცე ადამიანის ყველაზე დიდი მტერია?!"

სალომე:

- დიდი მადლობა კომპლიმენტებისთვის. ენერგიული ნამდვილად ვარ, მაგრამ სიზარმაცეც არ მაკლია. ჩემი აზრით, ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს საიმისოდ, რომ ის მავნე ჩვევა მაინც მოიშოროს თავიდან, რომელიც მეტად აწუხებს. მერწმუნე, ადამიანები საკუთარი სიზარმაცით ბევრს ვკარგავთ; გასათვალისწინებელია, რომ დრო სწრაფად გადის და მისი უქმად გაფლანგვა სისულელეა. ასე რომ, სიზარმაცის გამო ბევრ კარგ რამეზე უარის თქმა ნამდვილად არ ღირს...

კომპლიმენტები და ეჭვიანობა...

გოგიტა, 23 წლის:

"თინეიჯერი არ ვარ, მაგრამ იმედია, ჩემი წერილი სალომემდე მაინც მიაღწევს. ეს გოგო ძალიან მომწონს და მისი შეყვარებულის ცოტა არ იყოს, მშურს კიდეც. ასე მგონია, ის ბიჭი ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული. აბა, რა მოაწყენს იმ ქალის გვერდით, რომელიც ყოველთვის კარგ ხასიათზეა და რომელსაც საოცრად გადამდები სიცილი აქვს. აურის და ეგეთი რაღაცების არ მჯერა, მაგრამ როცა სალომეს ვუყურებ ან მის სიმღერებს ვუსმენ, აშკარად კარგ ხასიათზე ვდგები. ალბათ, საქართველოში ბევრი ჩემნაირი თაყვანისმცემელი ჰყავს. ჰოდა, მაინტერესებს, მის საქმროს ღამით როგორ სძინავს? სალომეზე არ ეჭვიანობს?"

სალომე:

- უღრმესი მადლობა. ჩემთვის კომპლიმენტი არ დაგიშურებია. ისე, შენ მიერ დასმული კითხვის ადრესატი მგონი, მე არ ვარ. ასე რომ, ზუსტ პასუხს ვერ გაგცემ, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი შეყვარებული მართალაც, ბედნიერია :))... რაც შეეხება ეჭვიანობას - ის მსგავსი ფიქრებით თავს ნამდვილად არ იტანჯავს და ეს ძალიან კარგია.

დაბოლოს, მინდა, ყველას წარმატება გისურვოთ და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ იმ თბილი სიტყვებისთვის, რომელიც მომწერეთ...

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება