მეტროპოლიტენის პროფკავშირები მეტროს თანამშრომლების გაფიცვას არ გამორიცხავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მეტროპოლიტენის პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ხიტალიშვილმა განუცხადა, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ავტობუსების გაფიცულ მძღოლებს.
ხიტალიშვილის თქმით, მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა ჩამოაყალიბეს 12-პუნქტიანი მოთხოვნები, რომლებიც საკრებულოს წარუდგინეს.
მეტროპოლიტენის თანამშრომლების მთავარი მოთხოვნა შრომითი პირობების გაუმჯობესება და ანაზღაურების მომატებაა.
იმ შემთხვევაში, თუ მეტროპოლიტენის თანამშრომლების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მეტროპოლიტენის პროფკავშირები მეტროს თანამშრომლების გაფიცვას არ გამორიცხავს.