სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
LEO JEE-ს 5-წლიანი კონტრაქტი და არშემდგარი რომანტიკული ურთიერთობა
LEO JEE-ს 5-წლიანი კონტრაქტი და არშემდგარი რომანტიკული ურთიერთობა

"ევ­რო­ვი­ზი­ის" შიდა შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სზე წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­დეგ, Leo Jee-ს (ლე­ვან ჯიბ­ლა­ძე) გა­უ­მარ­თლა: შვე­დურ კომ­პა­ნი­ას­თან კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა და ახლა ევ­რო­პის მუ­სი­კა­ლუ­რი სფე­როს და­სა­პყრო­ბად ემ­ზა­დე­ბა...

- სიმ­ღე­რით - It's my life "ევ­რო­ვი­ზი­ის" შე­სარ­ჩევ ტურ­ზე გა­ვე­დი. სამ­წუ­ხა­როდ, მა­შინ ვერ გა­ვი­მარ­ჯვე, მაგ­რამ ჩემი სიმ­ღე­რით შვე­დუ­რი კომ­პა­ნია - Iguana Studio და­ინ­ტე­რეს­და, რო­მელ­საც ჩემ შე­სა­ხებ მა­სა­ლე­ბი პრო­დი­უ­სერ­მა - ეკა­ტე­რი­ნე ჩი­ტაშ­ვილ­მა (სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კონ­ცერ­ტო კომ­პა­ნია "მაქ­სი­მუ­მის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი) მი­ა­წო­და. შვე­დურ კომ­პა­ნი­ას­თან 5-წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი გა­ვა­ფორ­მე. პირ­ვე­ლი მა­ღალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი კლი­პი ბულ­გა­რეთ­ში გა­და­ვი­ღეთ. მას­ში ცნო­ბი­ლი მოლ­და­ვე­ლი მომ­ღე­რა­ლი და მო­დე­ლი - ირი­ნა ტა­რა­სი­უ­კი მო­ნა­წი­ლე­ობს, რო­მე­ლიც კას­ტინ­გის შე­დე­გად შე­არ­ჩი­ეს. მგო­ნი, ეს გო­გო­ნა კლიპს ძა­ლი­ან მო­უხ­და.

- გო­გო­ნე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში შენც მო­ნა­წი­ლე­ობ­დი?

- არა, არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ბულ­გა­რეთ­ში ჩა­სულს ირი­ნა და­მახ­ვედ­რეს. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა - მარ­თლა ლა­მა­ზი გო­გო­ნაა. მალე ახალ სიმ­ღე­რა­ზე ახა­ლი კლი­პის გა­და­ღე­ბა იგეგ­მე­ბა და ევ­რო­პის მას­შტა­ბით, კლი­პის რო­ტა­ცი­ას კომ­პა­ნია უზ­რუნ­ველ­ყოფს. ჩემს მუ­სი­კა­ლურ ალ­ბომ­ზე ცნო­ბი­ლი სტუ­დია იმუ­შა­ვებს, რო­მე­ლიც ბევრ პო­პუ­ლა­რულ მომ­ღე­რალ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. კლი­პი MusicBox-ზე რომ მი­ვი­ტა­ნე, ლიზა ვა­და­ჭ­კო­რი­ამ მი­თხრა: ისე­თი მა­გა­რია, სულ მინ­და, ვუს­მი­ნო და ვუ­ყუ­როო. პრე­მი­ე­რის მე­ო­რე დღი­დან, ტო­პა­თე­უ­ლებ­ში პირ­ველ ად­გილ­ზეა. ალ­ბათ, ხალ­ხს მარ­თლა მოს­წონს...

- სიმ­ღე­რის ტექ­სტი­სა და მუ­სი­კის ავ­ტო­რი ვინ არის?

- თა­ვად ვარ. სიმ­ღე­რა ზა­ფხულ­ში, მე­გობ­რე­ბის წრე­ში, გი­ტა­რის თან­ხლე­ბით დავ­წე­რე; შემ­დეგ არან­ჟი­რე­ბა გა­ვუ­კე­თეთ. თავ­და­პირ­ვე­ლად, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბა­ლა­და იყო, სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი ამე­რი­კუ­ლი პოპ­ვერ­სია გა­მო­ვი­და - ლა­მა­ზი და ენერ­გი­უ­ლი.

- შენს რო­მან­ტი­კულ სიმ­ღე­რას კონ­კრე­ტუ­ლი ად­რე­სა­ტი თუ ჰყავს?

- კონ­კრე­ტუ­ლი ად­რე­სა­ტი - წარ­მა­ტე­ბაა (იღი­მის)! ადა­მი­ა­ნი იმის­თვის იბ­რძვის, რომ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა კარ­გად წარ­მარ­თოს. ძა­ლი­ან მინ­და, ჩემი საქ­მე კარ­გად ვა­კე­თო...

- კლი­პის გა­და­ღე­ბა დიდ­ხანს გრძელ­დე­ბო­და?

- ვარ­ნა­ში (ბულ­გა­რეთ­ში) ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ად­გი­ლე­ბია და იქა­უ­რო­ბა კლი­პის­თვის ამი­ტო­მაც შე­ვარ­ჩი­ეთ. ამინდმაც შეგ­ვი­წყო ხელი, მაგ­რამ ერთ-ერთი ბოლო კად­რის გა­და­ღე­ბი­სას, სა­დაც ტალ­ღა მარ­ტყამს, წა­ვი­ქე­ცი და თავი და­ვარ­ტყი. ამი­ტო­მაც, გა­და­ღე­ბა ცო­ტა­თი გა­ხან­გრძლივ­და - 3 დღე დაგ­ვჭირ­და.

- კლიპ­ში შენი და ირი­ნა ტა­რა­სი­უ­კის სა­ერ­თო სცე­ნე­ბი არ არის...

- ირი­ნა ტა­რა­სი­უ­კი ფან­ტას­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნი და კარ­გი მომ­ღე­რა­ლია. სხვა­თა შო­რის, დუ­ე­ტის ჩა­წე­რას ვგეგ­მავთ. ძა­ლი­ან მინ­დო­და, კადრში ერ­თად ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ რე­ჟი­სორ­მა სხვაგ­ვა­რად მო­ი­სურ­ვა. ირი­ნა სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში ამ კლი­პის გა­პი­ა­რე­ბა­ზე აქ­ტი­უ­რად ზრუ­ნავს და ჩვენ შე­სა­ხებ იქა­ურ ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში ბევ­რს წე­რენ.

- მგო­ნი, გულ­და­წყვე­ტილ­მა აღ­ნიშ­ნე, - მინ­დო­და, კადრში ერ­თად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი­თო. ირი­ნას­თან რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გსურ­და, რო­მე­ლიც არ შედ­გა?

- მას­თან რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის სურ­ვი­ლი არ გამ­ჩე­ნია-მეთ­ქი, რომ ვთქვა, მო­გა­ტყუ­ებ, მაგ­რამ ირი­ნა ტა­რა­სი­უ­კი გა­თხო­ვი­ლია და თა­ნაც - ბავ­შვს ელო­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, ახლა უკვე მშო­ბი­ა­რობს კი­დეც: წე­ღან მომ­წე­რა, - წამი წამ­ზე ბავ­შვს ვე­ლო­დე­ბიო (იცი­ნის)... კლი­პის გა­და­ღე­ბი­სას მშვე­ნი­ერ ფორ­მა­ში იყო. მისი ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ რომ შე­ვი­ტყვე, ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და. ირი­ნას რჩე­უ­ლი ცნო­ბი­ლი მოლ­და­ვე­ლი მომ­ღე­რა­ლი გახ­ლავთ.

- ლე­ვან, კომ­პა­ნი­ის­გან შე­მო­სა­ვა­ლი უკვე გაქვს?

- მგზავ­რო­ბის ხარ­ჯე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, კომ­პა­ნია ყვე­ლა­ფერს უზ­რუნ­ველ­ყოფს. ჰო­ნო­რარს რაც შე­ე­ხე­ბა, ჯერ არ მაქვს. ალ­ბო­მი უნდა შე­იქ­მნას, რამ­დე­ნი­მე კლი­პი გა­და­ვი­ღოთ და მერე ვნა­ხოთ, რა და რო­გორ მოხ­დე­ბა... ამ­ჟა­მად სა­ი­ტი მზად­დე­ბა - ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე Leo Jee-ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ით შე­ივ­სე­ბა. კონ­ცერ­ტის გა­სა­მარ­თა­ვად ცხა­დია, მხო­ლოდ 1 სიმ­ღე­რა საკ­მა­რი­სი არ არის. იმე­დია, ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­ჰიტ­დე­ბა და მერე მეც კარ­გად ვიქ­ნე­ბი, ტრი­ფო­ნაც და მარ­გა­ლი­ტაც (იცი­ნის). ეკა ჩი­ტაშ­ვილს ნდო­ბის­თვის დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი; ასე­ვე, მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო Tork Studio-ს წარ­მო­მად­გე­ნელ გი­ორ­გი ალ­თუ­ნაშ­ვილს და ქარ­თულ პრე­სას - მხარ­და­ჭე­რის­თვის.

- ქალ­ბა­ტო­ნი ეკა რო­გორ გა­ი­ცა­ნი?

- და­ახ­ლო­ე­ბით 5 წე­ლია, რაც ეკას ვიც­ნობ. როცა "იურ­მა­ლას" შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი­დან დავ­ბრუნ­დი, მოლ­და­ვეთ­ში ერთ-ერთ მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სზე მი­მიწ­ვი­ეს, სა­დაც გა­ვი­მარ­ჯვე - გრან-პრი ავი­ღე. ეკა სწო­რედ იქ გა­ვი­ცა­ნი და მას შემ­დეგ, უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი ვართ. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ეს ადა­მი­ა­ნი რომ არ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვიქ­ნე­ბო­დი, უპერ­სპექ­ტი­ვოდ.

- უცხო­ეთ­ში გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი გა­ი­ჩი­ნე?

- რა თქმა უნდა! მო­ლო­და­ვეთ­სა და ბულ­გა­რეთ­ში ბევ­რი მიც­ნობს. უცხო­ეთ­ში შემ­სრუ­ლებ­ლის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა იცი­ან.

- სა­მა­გი­ე­როდ, რო­გორც მი­თხა­რი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტერ­ნე­ტით მოკ­ვლით გე­მუქ­რე­ბი­ან...

- ჩემ შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნეტ­ში სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­ზეც ვი­ღა­ცამ კო­მენ­ტა­რი და­მი­ტო­ვა, - შენ უნდა მოკ­ვდე და არ გა­ი­ხა­რო, ნა­გა­ვი ხარ. შვე­დებ­თან კონ­ტრაქ­ტი კი არ უნდა გა­ა­ფორ­მო, არა­მედ სიკ­ვდი­ლის მან­ქა­ნას უნდა გა­მო­გა­ბან და გათ­რი­ო­ნო! სა­ბედ­ნი­ე­როდ, კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლე­ბიც მწე­რენ. მეს­მის, რომ იდე­ა­ლუ­რი არა­ვინ არის - მტე­რი ყვე­ლას ჰყავს, მაგ­რამ მე - მო­ზღვა­ვე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით. ვი­სარ­გებ­ლებ შემ­თხვე­ვით და თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის მეშ­ვე­ო­ბით იმ ადა­მი­ა­ნებს მივ­მარ­თავ, ვი­საც ვძულ­ვარ: მე მა­ინც მიყ­ვარ­ხართ და ვიცი, ადრე თუ გვი­ან, მა­ინც შე­მიყ­ვა­რებთ (იცი­ნის). ჩემს გულ­შე­მატ­კივ­რებს მად­ლო­ბას ვუხ­დი - მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ჩემი სიმ­ღე­რა რა­დი­ო­შიც და ტე­ლე­ვი­ზი­ა­შიც ძა­ლი­ან მო­თხოვ­ნა­დი არის...

უკვე მე­ო­რე პრე­ცე­დენ­ტი და­ფიქ­სირ­და, როცა მომ­ღე­რალს სა­ჯა­როდ, მოკ­ვლით და­ე­მუქრნენ: ერთხელ ინ­ტერ­ნეტ­ში ჯას­ტინ ბი­ბერს სიკ­ვდი­ლი უსურ­ვეს, რა­ზეც მთე­ლი ამ­ბა­ვი ატყდა. აი, ბა­ტო­ნო, ახლა ქარ­თველ­საც მი­სურ­ვეს მსგავ­სი რამ (იცი­ნის).

- იმე­დია, ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­დე­ბი, რო­გო­რიც - ბი­ბე­რია...

- ფი­ნან­სუ­რად მა­ინც, არა?!.

- მისი შე­მოქ­მე­დე­ბა არ მოგ­წონს?

- ყვე­ლა მშრო­მელ ადა­მი­ანს ვა­ფა­სებ. ფაქ­ტია, ამ ბავ­შვმა თა­ვის სფე­რო­ში ეპო­ქა შექ­მნა - ყვე­ლა თი­ნე­ი­ჯე­რი მის სიმ­ღე­რებს უს­მენს. თა­ნაც - ბი­ბე­რი გე­ნი­ა­ლუ­რად ცეკ­ვავს. ისე, ადრე უფრო კარ­გად მღე­რო­და, ახლა კი გარ­და­ტე­ხის ასაკ­შია... იცი, რა? ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო ჯას­ტინ ბი­ბერს ლან­ძღავს. არა­და, ნე­ტავ, მის­ნა­ი­რი მომ­ღე­რა­ლი ქარ­თვე­ლებ­საც გვყავ­დეს.

- ლან­ძღვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი გაქვს, მთა­ვა­რია, წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წიო?

- ჯას­ტინ ბი­ბერ­ზე უა­რე­სი მომ­ღერ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გვი­ნა­ხავს? ხომ ძა­ლი­ან ბევ­რნი არი­ან? გვარ-სა­ხე­ლე­ბის ჩა­მოთ­ვლის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. მე არა­ვის ვლან­ძღავ - რაც უნ­დათ, ის აკე­თონ...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

იხი­ლეთ ვი­დეო: ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ლეო ჯი ახა­ლი კლი­პით ევ­რო­პის და­პყრო­ბას გეგ­მავს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

LEO JEE-ს 5-წლიანი კონტრაქტი და არშემდგარი რომანტიკული ურთიერთობა

LEO JEE-ს 5-წლიანი კონტრაქტი და არშემდგარი რომანტიკული ურთიერთობა

"ევროვიზიის" შიდა შესარჩევ კონკურსზე წარუმატებლობის შემდეგ, Leo Jee-ს (ლევან ჯიბლაძე) გაუმართლა: შვედურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა და ახლა ევროპის მუსიკალური სფეროს დასაპყრობად ემზადება...

- სიმღერით - It's my life "ევროვიზიის" შესარჩევ ტურზე გავედი. სამწუხაროდ, მაშინ ვერ გავიმარჯვე, მაგრამ ჩემი სიმღერით შვედური კომპანია - Iguana Studio დაინტერესდა, რომელსაც ჩემ შესახებ მასალები პროდიუსერმა - ეკატერინე ჩიტაშვილმა (საერთაშორისო საკონცერტო კომპანია "მაქსიმუმის" გენერალური დირექტორი) მიაწოდა. შვედურ კომპანიასთან 5-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. პირველი მაღალბიუჯეტიანი კლიპი ბულგარეთში გადავიღეთ. მასში ცნობილი მოლდაველი მომღერალი და მოდელი - ირინა ტარასიუკი მონაწილეობს, რომელიც კასტინგის შედეგად შეარჩიეს. მგონი, ეს გოგონა კლიპს ძალიან მოუხდა.

- გოგონების შერჩევის პროცესში შენც მონაწილეობდი?

- არა, არ ვმონაწილეობდი. ბულგარეთში ჩასულს ირინა დამახვედრეს. ძალიან მომეწონა - მართლა ლამაზი გოგონაა. მალე ახალ სიმღერაზე ახალი კლიპის გადაღება იგეგმება და ევროპის მასშტაბით, კლიპის როტაციას კომპანია უზრუნველყოფს. ჩემს მუსიკალურ ალბომზე ცნობილი სტუდია იმუშავებს, რომელიც ბევრ პოპულარულ მომღერალთან თანამშრომლობს. კლიპი MusicBox-ზე რომ მივიტანე, ლიზა ვადაჭკორიამ მითხრა: ისეთი მაგარია, სულ მინდა, ვუსმინო და ვუყუროო. პრემიერის მეორე დღიდან, ტოპათეულებში პირველ ადგილზეა. ალბათ, ხალხს მართლა მოსწონს...

- სიმღერის ტექსტისა და მუსიკის ავტორი ვინ არის?

- თავად ვარ. სიმღერა ზაფხულში, მეგობრების წრეში, გიტარის თანხლებით დავწერე; შემდეგ არანჟირება გავუკეთეთ. თავდაპირველად, ჩვეულებრივი ბალადა იყო, საბოლოო ჯამში კი ამერიკული პოპვერსია გამოვიდა - ლამაზი და ენერგიული.

- შენს რომანტიკულ სიმღერას კონკრეტული ადრესატი თუ ჰყავს?

- კონკრეტული ადრესატი - წარმატებაა (იღიმის)! ადამიანი იმისთვის იბრძვის, რომ საკუთარი ცხოვრება კარგად წარმართოს. ძალიან მინდა, ჩემი საქმე კარგად ვაკეთო...

- კლიპის გადაღება დიდხანს გრძელდებოდა?

- ვარნაში (ბულგარეთში) ძალიან ლამაზი ადგილებია და იქაურობა კლიპისთვის ამიტომაც შევარჩიეთ. ამინდმაც შეგვიწყო ხელი, მაგრამ ერთ-ერთი ბოლო კადრის გადაღებისას, სადაც ტალღა მარტყამს, წავიქეცი და თავი დავარტყი. ამიტომაც, გადაღება ცოტათი გახანგრძლივდა - 3 დღე დაგვჭირდა.

- კლიპში შენი და ირინა ტარასიუკის საერთო სცენები არ არის...

- ირინა ტარასიუკი ფანტასტიკური ადამიანი და კარგი მომღერალია. სხვათა შორის, დუეტის ჩაწერას ვგეგმავთ. ძალიან მინდოდა, კადრში ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ რეჟისორმა სხვაგვარად მოისურვა. ირინა საკუთარ ქვეყანაში ამ კლიპის გაპიარებაზე აქტიურად ზრუნავს და ჩვენ შესახებ იქაურ ჟურნალ-გაზეთებში ბევრს წერენ.

- მგონი, გულდაწყვეტილმა აღნიშნე, - მინდოდა, კადრში ერთად ვყოფილიყავითო. ირინასთან რომანტიკული ურთიერთობა გსურდა, რომელიც არ შედგა?

- მასთან რომანტიკული ურთიერთობის სურვილი არ გამჩენია-მეთქი, რომ ვთქვა, მოგატყუებ, მაგრამ ირინა ტარასიუკი გათხოვილია და თანაც - ბავშვს ელოდება. შეიძლება, ახლა უკვე მშობიარობს კიდეც: წეღან მომწერა, - წამი წამზე ბავშვს ველოდებიო (იცინის)... კლიპის გადაღებისას მშვენიერ ფორმაში იყო. მისი ორსულობის შესახებ რომ შევიტყვე, ძალიან გამიკვირდა. ირინას რჩეული ცნობილი მოლდაველი მომღერალი გახლავთ.

- ლევან, კომპანიისგან შემოსავალი უკვე გაქვს?

- მგზავრობის ხარჯებიდან დაწყებული, კომპანია ყველაფერს უზრუნველყოფს. ჰონორარს რაც შეეხება, ჯერ არ მაქვს. ალბომი უნდა შეიქმნას, რამდენიმე კლიპი გადავიღოთ და მერე ვნახოთ, რა და როგორ მოხდება... ამჟამად საიტი მზადდება - ინტერნეტსივრცე Leo Jee-ის შესახებ ინფორმაციით შეივსება. კონცერტის გასამართავად ცხადია, მხოლოდ 1 სიმღერა საკმარისი არ არის. იმედია, ჩემი ნამუშევრები გაჰიტდება და მერე მეც კარგად ვიქნები, ტრიფონაც და მარგალიტაც (იცინის). ეკა ჩიტაშვილს ნდობისთვის დიდ მადლობას ვუხდი; ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო Tork Studio-ს წარმომადგენელ გიორგი ალთუნაშვილს და ქართულ პრესას - მხარდაჭერისთვის.

- ქალბატონი ეკა როგორ გაიცანი?

- დაახლოებით 5 წელია, რაც ეკას ვიცნობ. როცა "იურმალას" შესარჩევი კონკურსიდან დავბრუნდი, მოლდავეთში ერთ-ერთ მუსიკალურ კონკურსზე მიმიწვიეს, სადაც გავიმარჯვე - გრან-პრი ავიღე. ეკა სწორედ იქ გავიცანი და მას შემდეგ, უახლოესი მეგობრები ვართ. ჩემს ცხოვრებაში ეს ადამიანი რომ არ გამოჩენილიყო, ისევ საქართველოში ვიქნებოდი, უპერსპექტივოდ.

- უცხოეთში გულშემატკივრები გაიჩინე?

- რა თქმა უნდა! მოლოდავეთსა და ბულგარეთში ბევრი მიცნობს. უცხოეთში შემსრულებლის მიმართ პატივისცემა იციან.

- სამაგიეროდ, როგორც მითხარი, საქართველოში ინტერნეტით მოკვლით გემუქრებიან...

- ჩემ შესახებ ინტერნეტში სტატია გამოქვეყნდა, რომელზეც ვიღაცამ კომენტარი დამიტოვა, - შენ უნდა მოკვდე და არ გაიხარო, ნაგავი ხარ. შვედებთან კონტრაქტი კი არ უნდა გააფორმო, არამედ სიკვდილის მანქანას უნდა გამოგაბან და გათრიონო! საბედნიეროდ, კეთილისმსურველებიც მწერენ. მესმის, რომ იდეალური არავინ არის - მტერი ყველას ჰყავს, მაგრამ მე - მოზღვავებული რაოდენობით. ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი ჟურნალის მეშვეობით იმ ადამიანებს მივმართავ, ვისაც ვძულვარ: მე მაინც მიყვარხართ და ვიცი, ადრე თუ გვიან, მაინც შემიყვარებთ (იცინის). ჩემს გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი - მათი დამსახურებაა, რომ ჩემი სიმღერა რადიოშიც და ტელევიზიაშიც ძალიან მოთხოვნადი არის...

უკვე მეორე პრეცედენტი დაფიქსირდა, როცა მომღერალს საჯაროდ, მოკვლით დაემუქრნენ: ერთხელ ინტერნეტში ჯასტინ ბიბერს სიკვდილი უსურვეს, რაზეც მთელი ამბავი ატყდა. აი, ბატონო, ახლა ქართველსაც მისურვეს მსგავსი რამ (იცინის).

- იმედია, ისეთივე წარმატებული გახდები, როგორიც - ბიბერია...

- ფინანსურად მაინც, არა?!.

- მისი შემოქმედება არ მოგწონს?

- ყველა მშრომელ ადამიანს ვაფასებ. ფაქტია, ამ ბავშვმა თავის სფეროში ეპოქა შექმნა - ყველა თინეიჯერი მის სიმღერებს უსმენს. თანაც - ბიბერი გენიალურად ცეკვავს. ისე, ადრე უფრო კარგად მღეროდა, ახლა კი გარდატეხის ასაკშია... იცი, რა? ნახევარი საქართველო ჯასტინ ბიბერს ლანძღავს. არადა, ნეტავ, მისნაირი მომღერალი ქართველებსაც გვყავდეს.

- ლანძღვის საწინააღმდეგო არაფერი გაქვს, მთავარია, წარმატებას მიაღწიო?

- ჯასტინ ბიბერზე უარესი მომღერლები საქართველოში არ გვინახავს? ხომ ძალიან ბევრნი არიან? გვარ-სახელების ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ. მე არავის ვლანძღავ - რაც უნდათ, ის აკეთონ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

იხილეთ ვიდეო: ქართველი მომღერალი ლეო ჯი ახალი კლიპით ევროპის დაპყრობას გეგმავს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება