პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა დისციპლინაზეა ლაპარაკი ჯარში, რომლის მთავარსარდლის დეზერტირობის მოწმე მთელი ქვეყანაა?"
"რა დისციპლინაზეა ლაპარაკი ჯარში, რომლის მთავარსარდლის დეზერტირობის მოწმე მთელი ქვეყანაა?"

სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე თვალ­საზ­რისს გე­ნე­რალ­თა კლუ­ბის წევ­რი, გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი კობა კო­ბა­ლა­ძე გა­მო­ხა­ტავს.

- ჯა­რის პულ­სა­ცია ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის პულ­სა­ცი­ას ემ­თხვე­ვა. რა ჯა­რის­კა­ცის აღ­ზრდა­ზე, დის­ციპ­ლი­ნა­ზეა ლა­პა­რა­კი ჯარ­ში, რომ­ლის მთა­ვარ­სარ­დლის (თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის) დე­ზერ­ტი­რო­ბის მოწ­მეც მთე­ლი ქვე­ყა­ნა გახ­და? წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია სა­ხელ­მწი­ფოს ერთ-ერთი უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი ასე იქ­ცე­ო­დეს, ეს მარ­ტო უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა კი არა, და­ნა­შა­უ­ლია... ერთ თვე­ზე ცოტა მეტი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი მო­ვი­და, ჩემი აზ­რით, წარ­მა­ტე­ბულ ნა­ბი­ჯად შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ ის, რომ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა საკ­მა­ოდ გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, მტკი­ცე ნე­ბის­ყო­ფის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც თა­ვის დრო­ზე სიმ­წა­რეც აქვს ნა­ნა­ხი და გარ­კვე­უ­ლი წვლი­ლიც აქვს შე­ტა­ნი­ლი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბა­ში.

- რო­გორ აფა­სებთ გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძის და­ნიშ­ვნას, მა­შინ, როცა გენ­შტა­ბის უფ­რო­სად კვლავ პრე­ზი­დენ­ტის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი გი­ორ­გი კა­ლან­და­ძე რჩე­ბა, თუმ­ცა, ვრცელ­დე­ბო­და ხმა, რომ ის თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ტო­ვებ­და.

- გენშტა­ბის უფ­რო­სის ახალ­და­ნიშ­ნუ­ლი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძე ჩემ­თვის მარ­ტო მუნ­დირ­ში შე­მო­სი­ლი გე­ნე­რა­ლი არ არის, ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და რე­გა­ლი­ე­ბი არა ვინ­მეს კე­თილ­გან­წყო­ბით, არა­მედ დამ­სა­ხუ­რე­ბი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბით აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი. ჩვენ ერ­თად გვიბ­რძო­ლია, სა­ერ­თო ამო­ცა­ნე­ბი გა­დაგ­ვი­წყვე­ტია და ვიცი, რო­გო­რია ის ბრძო­ლის ველ­ზე. მას გა­ნათ­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ებ­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი, - უკ­რა­ი­ნა­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არ არის შე­ზღუ­დუ­ლი პარ­ტი­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბით. ამის კარ­გი მა­გა­ლი­თი გვაჩ­ვე­ნეს ძა­ლო­ვან­მა მი­ნის­ტრებ­მა, რომ­ლებ­მაც და­ნიშ­ვნის­თა­ნა­ვე და­ტო­ვეს პარ­ტია. ვი­მე­დოვ­ნებ, პრე­ზი­დენ­ტიც უფრო ადეკ­ვა­ტუ­რად შე­ა­ფა­სებს ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ ახალ რე­ა­ლო­ბას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კა­პა­ნა­ძე და კა­ლან­და­ძე შეძ­ლე­ბენ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, სამ­ხედ­რო­ე­ბი უფრო რე­ა­ლუ­რად აფა­სე­ბენ ხოლ­მე სი­ტუ­ა­ცი­ას, თუმ­ცა, პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, კა­ლან­და­ძე გა­საზ­რდე­ლია. მან გა­მოთ­ქვა კი­დეც უცხო­ეთ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის სურ­ვი­ლი, ამ თხოვ­ნით, რო­გორც ვიცი, უმაღ­ლეს მთა­ვარ­სარ­დალ­საც მი­მარ­თა, მაგ­რამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს იმ­პულ­სუ­რო­ბა ახა­სი­ა­თებს, რაც სა­კუ­თარ თავ­ზე არა­ერ­თხელ ვიწ­ვნი­ეთ. მან ამ შემ­თხვე­ვა­ში "მე ეგრე მინ­დას" პრინ­ცი­პით შე­არ­ჩია კად­რი. ჩემი პროგ­ნო­ზით, მალე ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გილ­ზე დად­გე­ბა და გენშტა­ბის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძე და­ი­კა­ვებს.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქარ­თულ­მა ჯარ­მა, ისე რო­გორც მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, მრა­ვალ­წლი­ა­ნი სა­ხა­დი მო­ი­ხა­და და ახლა ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ ღირ­სე­უ­ლად გა­ვივ­ლით რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ოდს, აღარ უნდა და­ვუშ­ვათ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ავად­მყო­ფუ­რად და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლი უსამ­შობ­ლო და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ვიდ­ნენ.

- როცა მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბოხ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­გა­პა­ტიმ­რეს, პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა თქვენ­ზე თქვა: გე­ნე­რა­ლი კო­ბა­ლა­ძე ადრე იყო მი­სა­ხე­დი, ბო­რო­ტე­ბის გარ­და ქვეყ­ნის­თვის არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბი­ა­თო.

- ბოლო მოვ­ლე­ნებ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად აზ­როვ­ნე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ბო­რო­ტე­ბად ით­ვლე­ბო­და; ასე­თი ტერ­მი­ნე­ბი პრე­ზი­დენ­ტის გა­რე­მოც­ვის­თვის უცხო არ ყო­ფი­ლა: ზოგი სის­ხლის და­ლე­ვით იმუქ­რე­ბო­და, გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნებს კეთ­რო­ვა­ნებს უწო­დებ­დნენ და ა.შ. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ იმა­ზე, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია მათ­თვის არა­ფერს ნიშ­ნავ­და. მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხი, რომ­ლის შე­დე­გა­დაც, ჩემი ჩათ­ვლით, უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბის - 41 სამ­ხედ­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო პირი აღ­მოჩ­ნდა საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლი იყო. ზოგი იმა­საც ამ­ბობს, გე­ნე­რა­ლი კო­ბა­ლა­ძე საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის შე­დე­გად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­სო, რაზე უნდა შე­თან­ხმდე, როცა აბ­სურ­დულ ბრალ­დე­ბას გი­ყე­ნე­ბენ? დღემ­დე ცი­ხე­ში ამ ბრალ­დე­ბით და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ბევ­რი პირი ზის, ღირ­სე­უ­ლი მებ­რძო­ლე­ბი, ვფიქ­რობ, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნდა იყოს. ან იგი­ვე ნორა კვი­ცი­ა­ნი, რო­მე­ლიც აშ­კა­რად სინ­დი­სის პა­ტი­მა­რია. იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც სტუმ­რად მი­სუ­ლი მა­მა­კა­ცი, თუ სახ­ლში მხო­ლოდ ქალი დახ­ვდე­ბო­და, ზღურ­ბლს არ გა­და­ა­ბი­ჯებ­და, ნორა კვი­ცი­ა­ნი მხო­ლოდ იმი­ტომ და­ა­პა­ტიმ­რეს, რომ ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის დაა. ის ერთი კა­ცის ახი­რე­ბის მძე­ვა­ლია, ისე­ვე რო­გორც ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი ან შო­თი­კო ია­მა­ნი­ძე. თუნ­დაც მათი გუნ­დის ერთ-ერთი მედ­რო­შის, კერ­ძოდ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის სა­ხელ­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი გო­რე­ლი ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე შე­თხზუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბით იხ­დი­ან სას­ჯელს. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ მუხ­რო­ვა­ნის ფსევ­დო­ა­ჯან­ყე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში იყ­ვნენ უსამ­შობ­ლო, უფეს­ვე­ბო ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­ცხის შემ­დეგ უარი თქვეს მო­ვა­ლე­ო­ბა­ზე და ქვე­ყა­ნა და­ტო­ვეს... ისი­ნი თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში ისე იქ­ცე­ოდ­ნენ, რო­გორც ღირ­სე­უ­ლი ჯა­რის­კა­ცი მტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც კი არ მო­იქ­ცე­ვა... ყვე­ლა­ფერს სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა უნდა მი­ე­ცეს, თუ ჩა­დე­ნი­ლი ბო­რო­ტე­ბა ვინ­მეს შერ­ჩა, შე­საძ­ლოა, ვინ­მეს კი­დევ გა­უჩ­ნდეს მისი ჩა­დე­ნის სურ­ვი­ლი.

- რო­გორ ხე­დავთ თქვენს როლს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში და თუ მი­ი­ღეთ რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას­გან?

- დღეს ბევ­რი "და­ჩაგ­რუ­ლი" და "გულ­ში ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი" ალა­პა­რაკ­და. ამ ხნის მან­ძილ­ზე არც ერთი ნა­ბი­ჯი არ გა­დაგ­ვიდ­გამს იმის­თვის, რომ ოდეს­მე ვინ­მე რა­ღა­ცას შე­მოგ­ვთა­ვა­ზებ­და... 2008 წლის აგ­ვის­ტოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­და­ბა­რე­ბის ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ და­ვი­ნა­ხეთ, რომ სამ­ხედ­რო სფე­რო­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო კრი­ტი­კუ­ლი აზ­რის გა­ჩე­ნა, ამ მიზ­ნით შე­იქ­მნა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რალ­თა კლუ­ბი და მას­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოფი­ცერ­თა ორ­დე­ნი, სა­დაც შე­რის­ხუ­ლებ­მა მო­ვი­ყა­რეთ თავი. ახალ­მა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ნიშ­ვნის­თა­ნა­ვე ბრძა­ნა, რომ მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა ექ­ნე­ბა და გა­ი­ზი­ა­რებს იმ დიდ სამ­ხედ­რო გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და პო­ტენ­ცი­ალს, რო­მე­ლიც ასე უხ­ვა­დაა დაგ­რო­ვი­ლი, მათ შო­რის სა­უ­ბა­რი იყო გე­ნე­რალ­თა კლუბ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზეც. ნუ გა­ვუს­წრებთ მოვ­ლე­ნებს, ყო­ველ­თვის მზად ვი­ყა­ვით და ვიქ­ნე­ბით ჩვე­ნი ქვეყ­ნის სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის თუნ­დაც რი­გით ჯა­რის­კა­ცე­ბად.

- ლე­ო­ნარ­დო დევ­და­რი­ან­მა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ახალ­გო­რის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე თვი­თონ ქარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა თქვეს უარი.

- ზე­მოთ მო­გახ­სე­ნეთ ჩემი აზრი 2008 წლის ტრა­გი­კულ მოვ­ლე­ნებ­ზე. არ ვიცი, რო­მელ დაბ­რუ­ნე­ბა­ზეა უარი ნათ­ქვა­მი, ან რა აზრი ჰქონ­და ამ უარს, როცა მოქ­მე­დე­ბე­ბით უკვე გა­და­ბა­რე­ბუ­ლი იყო ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. რამ­დე­ნა­დაც მძი­მე უნდა იყოს ეს შე­ფა­სე­ბა, ფაქ­ტი მა­ინც რჩე­ბა ფაქ­ტად. მე ქედს ვიხ­რი იმ ღირ­სე­უ­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლე­ბის ხსოვ­ნის წი­ნა­შე, რომ­ლებ­მაც კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცეს ქარ­თუ­ლი მე­ომ­რუ­ლი გე­ნის აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა. ზუს­ტად ამი­ტო­მაა გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ავან­ტი­უ­რა და ამ პრო­ცე­სე­ბის სა­მარ­თლებ­ლი­ვი შე­ფა­სე­ბაა სა­ჭი­რო.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"რა დისციპლინაზეა ლაპარაკი ჯარში, რომლის მთავარსარდლის დეზერტირობის მოწმე მთელი ქვეყანაა?"

"რა დისციპლინაზეა ლაპარაკი ჯარში, რომლის მთავარსარდლის დეზერტირობის მოწმე მთელი ქვეყანაა?"

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებზე თვალსაზრისს გენერალთა კლუბის წევრი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე გამოხატავს.

- ჯარის პულსაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პულსაციას ემთხვევა. რა ჯარისკაცის აღზრდაზე, დისციპლინაზეა ლაპარაკი ჯარში, რომლის მთავარსარდლის (თავდაცვის მინისტრის) დეზერტირობის მოწმეც მთელი ქვეყანა გახდა? წარმოუდგენელია სახელმწიფოს ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი ასე იქცეოდეს, ეს მარტო უპასუხისმგებლობა კი არა, დანაშაულია... ერთ თვეზე ცოტა მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში ახალი პოლიტიკური გუნდი მოვიდა, ჩემი აზრით, წარმატებულ ნაბიჯად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ თავდაცვის მინისტრად დაინიშნა საკმაოდ გაწონასწორებული, მტკიცე ნებისყოფის ადამიანი, რომელსაც თავის დროზე სიმწარეც აქვს ნანახი და გარკვეული წვლილიც აქვს შეტანილი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში.

- როგორ აფასებთ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ ვახტანგ კაპანაძის დანიშვნას, მაშინ, როცა გენ­შტაბის უფროსად კვლავ პრეზიდენტის მიერ დანიშნული გიორგი კალანდაძე რჩება, თუმცა, ვრცელდებოდა ხმა, რომ ის თანამდებობას დატოვებდა.

- გენშტაბის უფროსის ახალდანიშნული პირველი მოადგილე ვახტანგ კაპანაძე ჩემთვის მარტო მუნდირში შემოსილი გენერალი არ არის, ის პროფესიონალია და რეგალიები არა ვინმეს კეთილგანწყობით, არამედ დამსახურებითა და გამოცდილებით აქვს მოპოვებული. ჩვენ ერთად გვიბრძოლია, საერთო ამოცანები გადაგვიწყვეტია და ვიცი, როგორია ის ბრძოლის ველზე. მას განათლება საუკეთესო სამხედრო აკადემიებში აქვს მიღებული, - უკრაინაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ არის შეზღუდული პარტიული ვალდებულებით. ამის კარგი მაგალითი გვაჩვენეს ძალოვანმა მინისტრებმა, რომლებმაც დანიშვნისთანავე დატოვეს პარტია. ვიმედოვნებ, პრეზიდენტიც უფრო ადეკვატურად შეაფასებს ქვეყანაში შექმნილ ახალ რეალობას. დარწმუნებული ვარ, კაპანაძე და კალანდაძე შეძლებენ თანამშრომლობას, სამხედროები უფრო რეალურად აფასებენ ხოლმე სიტუაციას, თუმცა, პროფესიული თვალსაზრისით, კალანდაძე გასაზრდელია. მან გამოთქვა კიდეც უცხოეთში სწავლის გაგრძელების სურვილი, ამ თხოვნით, როგორც ვიცი, უმაღლეს მთავარსარდალსაც მიმართა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს იმპულსურობა ახასიათებს, რაც საკუთარ თავზე არაერთხელ ვიწვნიეთ. მან ამ შემთხვევაში "მე ეგრე მინდას" პრინციპით შეარჩია კადრი. ჩემი პროგნოზით, მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და გენშტაბის უფროსის თანამდებობას ვახტანგ კაპანაძე დაიკავებს.

შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ჯარმა, ისე როგორც მთელმა საზოგადოებამ, მრავალწლიანი სახადი მოიხადა და ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ღირსეულად გავივლით რეაბილიტაციის პერიოდს, აღარ უნდა დავუშვათ, რომ ხელისუფლებაში ავადმყოფურად დაკომპლექსებული უსამშობლო და უპასუხისმგებლო ადამიანები მოვიდნენ.

- როცა მუხროვანის ამბოხში მონაწილეობის ბრალდებით დაგაპატიმრეს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვენზე თქვა: გენერალი კობალაძე ადრე იყო მისახედი, ბოროტების გარდა ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებიათო.

- ბოლო მოვლენებმა დაადასტურა, რომ სახელმწიფოებრივად აზროვნება სააკაშვილისთვის ბოროტებად ითვლებოდა; ასეთი ტერმინები პრეზიდენტის გარემოცვისთვის უცხო არ ყოფილა: ზოგი სისხლის დალევით იმუქრებოდა, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს კეთროვანებს უწოდებდნენ და ა.შ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია მათთვის არაფერს ნიშნავდა. მუხროვანის ამბოხი, რომლის შედეგადაც, ჩემი ჩათვლით, უპრეცედენტო რაოდენობის - 41 სამხედრო და სამოქალაქო პირი აღმოჩნდა საბრალდებო სკამზე, თავიდან ბოლომდე დადგმული სპექტაკლი იყო. ზოგი იმასაც ამბობს, გენერალი კობალაძე საპროცესო შეთანხმების შედეგად გაათავისუფლესო, რაზე უნდა შეთანხმდე, როცა აბსურდულ ბრალდებას გიყენებენ? დღემდე ციხეში ამ ბრალდებით დაპატიმრებული ბევრი პირი ზის, ღირსეული მებრძოლები, ვფიქრობ, ახალი ხელისუფლების პირველი ნაბიჯი მათი გათავისუფლება უნდა იყოს. ან იგივე ნორა კვიციანი, რომელიც აშკარად სინდისის პატიმარია. იმ ქვეყანაში, სადაც სტუმრად მისული მამაკაცი, თუ სახლში მხოლოდ ქალი დახვდებოდა, ზღურბლს არ გადააბიჯებდა, ნორა კვიციანი მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ ემზარ კვიციანის დაა. ის ერთი კაცის ახირების მძევალია, ისევე როგორც ლევან გოგიჩაიშვილი ან შოთიკო იამანიძე. თუნდაც მათი გუნდის ერთ-ერთი მედროშის, კერძოდ ირაკლი ოქრუაშვილის სახელთან ასოცირებული გორელი ბიჭები, რომლებიც ასევე შეთხზული ბრალდებებით იხდიან სასჯელს. აღარაფერს ვამბობ მუხროვანის ფსევდოაჯანყების მონაწილეებზე. ხელისუფლების სათავეში იყვნენ უსამშობლო, უფესვებო ადამიანები, რომლებმაც პოლიტიკური მარცხის შემდეგ უარი თქვეს მოვალეობაზე და ქვეყანა დატოვეს... ისინი თავის ქვეყანაში ისე იქცეოდნენ, როგორც ღირსეული ჯარისკაცი მტრის ტერიტორიაზეც კი არ მოიქცევა... ყველაფერს სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს, თუ ჩადენილი ბოროტება ვინმეს შერჩა, შესაძლოა, ვინმეს კიდევ გაუჩნდეს მისი ჩადენის სურვილი.

- როგორ ხედავთ თქვენს როლს შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროცესში და თუ მიიღეთ რაიმე კონკრეტული შეთავაზება ირაკლი ალასანიასგან?

- დღეს ბევრი "დაჩაგრული" და "გულში ოპოზიციონერი" ალაპარაკდა. ამ ხნის მანძილზე არც ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს იმისთვის, რომ ოდესმე ვინმე რაღაცას შემოგვთავაზებდა... 2008 წლის აგვისტოს ტერიტორიების გადაბარების ოპერაციის შემდეგ დავინახეთ, რომ სამხედრო სფეროში აუცილებელი იყო კრიტიკული აზრის გაჩენა, ამ მიზნით შეიქმნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალთა კლუბი და მასში გაერთიანებული ოფიცერთა ორდენი, სადაც შერისხულებმა მოვიყარეთ თავი. ახალმა თავდაცვის მინისტრმა დანიშვნისთანავე ბრძანა, რომ მჭიდრო ურთიერთობა ექნება და გაიზიარებს იმ დიდ სამხედრო გამოცდილებასა და პოტენციალს, რომელიც ასე უხვადაა დაგროვილი, მათ შორის საუბარი იყო გენერალთა კლუბთან მჭიდრო თანამშრომლობაზეც. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ყოველთვის მზად ვიყავით და ვიქნებით ჩვენი ქვეყნის სამსახურისათვის თუნდაც რიგით ჯარისკაცებად.

- ლეონარდო დევდარიანმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალგორის დაბრუნებაზე თვითონ ქართველმა პოლიტიკოსებმა თქვეს უარი.

- ზემოთ მოგახსენეთ ჩემი აზრი 2008 წლის ტრაგიკულ მოვლენებზე. არ ვიცი, რომელ დაბრუნებაზეა უარი ნათქვამი, ან რა აზრი ჰქონდა ამ უარს, როცა მოქმედებებით უკვე გადაბარებული იყო ეს ტერიტორიები. რამდენადაც მძიმე უნდა იყოს ეს შეფასება, ფაქტი მაინც რჩება ფაქტად. მე ქედს ვიხრი იმ ღირსეული მამულიშვილების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ქართული მეომრული გენის აღმატებულება. ზუსტად ამიტომაა გამოსაძიებელი 2008 წლის აგვისტოს ავანტიურა და ამ პროცესების სამართლებლივი შეფასებაა საჭირო.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"