მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ არსოშვილის მიერ "თელასში" ჩადენილი ფინანსური მაქინაციები
ზურაბ არსოშვილის მიერ "თელასში" ჩადენილი ფინანსური მაქინაციები

კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევრ და­ვით ფა­ცა­ცი­ას­თან სა­უბ­რი­სას, "თე­ლა­სის" ხელ­მძღვა­ნელ პირ­თა შე­სა­ხებ სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია და დო­კუ­მენ­ტე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი:

- სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ფარ­და აე­ხა­და არა­ერთ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბას, რაც ნაც­მოძ­რა­ო­ბის წევ­რებ­მა მთელ რიგ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში ჩა­ი­დი­ნეს. ამ­ჯე­რად მინ­და გე­სა­უბ­როთ იმ უკა­ნო­ნო­ბა­ზე, რაც "თე­ლას­ში" ხდე­ბო­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ. კერ­ძოდ კი, ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ა­კა­ვეს "თე­ლა­სის" ერთ-ერთი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, ეროვ­ნე­ბით რუსი, პრო­კუ­რა­ტუ­რამ (ანუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა) საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბით, ამ პი­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, 5 მი­ლი­ო­ნი მო­ი­თხო­ვა. ამ თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა და გა­დახ­და კი "თე­ლა­სის" თა­ნამ­შრომ­ლებს და­ე­კის­რათ. ეს ხუთი მი­ლი­ო­ნი "თე­ლა­სის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ხელ­ფა­სე­ბი­დან გა­და­ი­რი­ცხა, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნულ ქმე­დე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას მა­შინ­დე­ლი ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი პირი უწევ­და.

- იმ ადა­მი­ა­ნის ვი­ნა­ო­ბას არ და­ა­სა­ხე­ლებთ?

- რა­ტო­მაც არა. ეს გახ­ლავთ და­ვით ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი. ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამ შე­თა­ვა­ზე­ბას შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გა და სწო­რედ ამი­ტომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან. ენერ­გო­სის­ტე­მა­ში, კონ­კრე­ტუ­ლად კი "თე­ლას­ში" მომ­ხდა­რი სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი მე­ტყვე­ლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კო­რუფ­ცი­ულ ქმე­დე­ბა­ზე ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში. მე მო­მა­წო­დეს იმის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რო­გორ ახორ­ცი­ე­ლებ­და "თე­ლა­სის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ზუ­რაბ არ­სოშ­ვი­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებს "თე­ლა­სი­დან" ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის სა­სარ­გებ­ლოდ. ამ დო­კუ­მენ­ტი­დან ჩანს, რო­გორ ური­ცხავს "თე­ლა­სის" კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი ზუ­რაბ არ­სოშ­ვი­ლი ერთი დღის შექ­მნილ კომ­პა­ნი­ას 450 ათას აშშ დო­ლარს, რაც ბა­დებს "გო­ნივ­რუ­ლი ეჭ­ვის" სა­ფუძ­ველს, რომ ეს თან­ხა შემ­დეგ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ყუ­ლა­ბა­ში მოხ­ვდა. აქ­ვეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი ამო­ნა­წე­რი სა­ჯა­რო რე­ესტრი­დან და თან­ხის გა­და­რი­ცხვის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტიც, სა­დაც ვკი­თხუ­ლობთ რომ, შპს "ელენ­დეფ სერ­ვი­სი" 26 ივ­ლისს რე­გის­ტრირ­დე­ბა მი­სა­მარ­თზე: თბი­ლი­სი, ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნი, ბა­გე­ბი, კორ. #2, ბ.60. სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო კო­დით 40495352. უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პირი კი არის გი­ორ­გი ნემ­სიწ­ვე­რი­ძე - შპს-ს 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი. ამ შპს-ს "თე­ლას­მა" 2012 წლის 24 აგ­ვის­ტოს 450 ათას აშშ დო­ლა­რი გა­და­უ­რი­ცხა სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბის 90%-ის სა­ნაც­ვლოდ. გა­და­რი­ცხვა მოხ­და "ლი­ბერ­თი ბან­კის" სპე­ცი­ა­ლურ ან­გა­რიშ­ზე და თან­ხა ვი­ზი­რე­ბის გა­რე­შე გა­და­ი­რი­ცხა. არ­სე­ბობს კი­დევ და­ახ­ლო­ე­ბით 1,5 მი­ლი­ო­ნი ლა­რის გა­და­რი­ცხვის ამო­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებს ჩა­ე­რი­ცხათ კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის. აი, ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი არის დას­ტუ­რი იმ კა­ნონ­დარ­ღვე­ვი­სა, რა­საც ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი რე­ჟი­მი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ "თე­ლას­ში" ზუ­რაბ არ­სოშ­ვი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი და შს მი­ნის­ტრი და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ამ ფი­ნან­სუ­რი მა­ქი­ნა­ცი­ით და აღ­ძრა­ვენ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს "თე­ლა­სის" ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის, ზუ­რაბ არ­სოშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ.

- თუ იცით, ამ­ჟა­მად სად იმ­ყო­ფე­ბა ზუ­რაბ არ­სოშ­ვი­ლი და ვინ მო­გა­წო­დათ ეს დო­კუ­მენ­ტა­ცია?

- ეს დო­კუ­მენ­ტა­ცია მო­მა­წო­და "თე­ლა­სის" თა­ნამ­შრო­მელ­მა, ინ­ფორ­მა­ცი­ის ნამ­დვი­ლო­ბა კი სა­ჯა­რო რე­ესტრში შე­გიძ­ლი­ათ შე­ა­მოწ­მოთ. რაც შე­ე­ხე­ბა ზუ­რაბ არ­სოშ­ვი­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფელს, რო­გორც ვიცი, იგი სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­იქ­ცა, რო­გორც მი­თხრეს - ნი­ცა­ში...

და­რე­ჯან ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ზურაბ არსოშვილის მიერ "თელასში" ჩადენილი ფინანსური მაქინაციები

ზურაბ არსოშვილის მიერ "თელასში" ჩადენილი ფინანსური მაქინაციები

კოალიცია "ქართული ოცნების" წევრ დავით ფაცაციასთან საუბრისას, "თელასის" ხელმძღვანელ პირთა შესახებ სკანდალური ინფორმაცია და დოკუმენტები გახდა ცნობილი:

- საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ ფარდა აეხადა არაერთ დანაშაულებრივ ქმედებას, რაც ნაცმოძრაობის წევრებმა მთელ რიგ ორგანიზაციებში ჩაიდინეს. ამჯერად მინდა გესაუბროთ იმ უკანონობაზე, რაც "თელასში" ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ. კერძოდ კი, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დააკავეს "თელასის" ერთ-ერთი თანამდებობის პირი, ეროვნებით რუსი, პროკურატურამ (ანუ ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა) საპროცესო გარიგებით, ამ პიროვნების თავისუფლების სანაცვლოდ, 5 მილიონი მოითხოვა. ამ თანხის შეგროვება და გადახდა კი "თელასის" თანამშრომლებს დაეკისრათ. ეს ხუთი მილიონი "თელასის" თანამშრომლების ხელფასებიდან გადაირიცხა, მაგრამ აღნიშნულ ქმედებას განსაკუთრებულ წინააღმდეგობას მაშინდელი ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი უწევდა.

- იმ ადამიანის ვინაობას არ დაასახელებთ?

- რატომაც არა. ეს გახლავთ დავით ქართველიშვილი. ის ნაციონალური ხელისუფლების ამ შეთავაზებას შეეწინააღმდეგა და სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ენერგოსისტემაში, კონკრეტულად კი "თელასში" მომხდარი სერიოზული დარღვევები მეტყველებს ხელისუფლების კორუფციულ ქმედებაზე ამ ორგანიზაციაში. მე მომაწოდეს იმის დამადასტურებელი დოკუმენტები, როგორ ახორციელებდა "თელასის" გენერალური დირექტორი ზურაბ არსოშვილი წინასაარჩევნოდ ფინანსურ მაქინაციებს "თელასიდან" ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ. ამ დოკუმენტიდან ჩანს, როგორ ურიცხავს "თელასის" კომერციული დირექტორი ზურაბ არსოშვილი ერთი დღის შექმნილ კომპანიას 450 ათას აშშ დოლარს, რაც ბადებს "გონივრული ეჭვის" საფუძველს, რომ ეს თანხა შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ყულაბაში მოხვდა. აქვეა წარმოდგენილი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტიც, სადაც ვკითხულობთ რომ, შპს "ელენდეფ სერვისი" 26 ივლისს რეგისტრირდება მისამართზე: თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ბაგები, კორ. #2, ბ.60. საიდენტიფიკაციო კოდით 40495352. უფლებამოსილი პირი კი არის გიორგი ნემსიწვერიძე - შპს-ს 100%-იანი წილის მფლობელი. ამ შპს-ს "თელასმა" 2012 წლის 24 აგვისტოს 450 ათას აშშ დოლარი გადაურიცხა საკონსულტაციო მომსახურების 90%-ის სანაცვლოდ. გადარიცხვა მოხდა "ლიბერთი ბანკის" სპეციალურ ანგარიშზე და თანხა ვიზირების გარეშე გადაირიცხა. არსებობს კიდევ დაახლოებით 1,5 მილიონი ლარის გადარიცხვის ამონაწერი, რომელიც სხვადასხვა კომპანიებს ჩაერიცხათ კონსულტაციისთვის. აი, ეს დოკუმენტები არის დასტური იმ კანონდარღვევისა, რასაც ნაციონალური რეჟიმი წინასაარჩევნოდ "თელასში" ზურაბ არსოშვილის საშუალებით ახორციელებდა. დარწმუნებული ვარ, მთავარი პროკურორი და შს მინისტრი დაინტერესდებიან ამ ფინანსური მაქინაციით და აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს "თელასის" ყოფილი დირექტორის, ზურაბ არსოშვილის წინააღმდეგ.

- თუ იცით, ამჟამად სად იმყოფება ზურაბ არსოშვილი და ვინ მოგაწოდათ ეს დოკუმენტაცია?

- ეს დოკუმენტაცია მომაწოდა "თელასის" თანამშრომელმა, ინფორმაციის ნამდვილობა კი საჯარო რეესტრში შეგიძლიათ შეამოწმოთ. რაც შეეხება ზურაბ არსოშვილის ადგილსამყოფელს, როგორც ვიცი, იგი საქართველოდან გაიქცა, როგორც მითხრეს - ნიცაში...

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს