მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია ასათიანი: "მე კვლავ შევხედავ ცხოვრებას "პროფილის" თვალით"
მაია ასათიანი: "მე კვლავ შევხედავ ცხოვრებას "პროფილის" თვალით"

მას­ზე ბევ­რს ჭო­რა­ო­ბენ, ბევ­რს უყ­ვარს, ბევ­რიც აკ­რი­ტი­კებს, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­სარ­თობ შო­უ­ებ­ში მისი სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა "პრო­ფი­ლი" ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლია. მაია ასა­თი­ან­მა "პრო­ფი­ლის" მე­ა­თე სე­ზო­ნი ახა­ლი სტი­ლის სა­მო­სით, ახა­ლი იდე­ე­ბი­თა და უამ­რა­ვი სი­ურპრი­ზით გახ­სნა.

- სწო­რედ "პრო­ფი­ლის" ახა­ლი სე­ზო­ნის გახ­სნის წინ გავ­რცელ­და ცი­ხე­ებ­ში პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი შო­კის მომ­გვრე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა და ასეთ დროს სე­ზო­ნის ზარ-ზე­ი­მით გახ­სნა ჩემი მხრი­დან ამო­რა­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლი იქ­ნე­ბო­და. მად­ლი­ე­რი ვარ "რუს­თა­ვი 2"-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის, რო­მელ­მაც ჩემი თხოვ­ნა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და სე­ზო­ნი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­ხსე­ნით...

- მაია, შე­ვამ­ჩნიე, რომ ბევ­რი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მა­ყუ­რებ­ლის ზარს პა­სუ­ხობ. ეს დამ­ღლე­ლი არ არის?

- ჩემი პრო­ფე­სია მა­ყუ­რე­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაა. პირ­ველ კურ­სზე სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა, ბა­ტონ­მა ნო­დარ ტა­ბი­ძემ გვი­თხრა: რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ია­რეთ ქუ­ჩა­ში, იმ­გზავ­რეთ მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნით, ია­რეთ ქა­ლა­ქის გა­რე­უბ­ნებ­ში და იქ შეხ­ვდე­ბით ნამ­დვილ ადა­მი­ა­ნებს, წა­ა­წყდე­ბით ისეთ თე­მებს, რომ­ლებ­საც ვე­რას­დროს და­ი­ნა­ხავთ კომ­ფორ­ტუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ფან­ჯრე­ბი­და­ნო. ბა­ტო­ნი ნო­და­რის სი­ტყვე­ბი დღემ­დე მეხ­მა­რე­ბა, მო­ვამ­ზა­დო ისე­თი გა­და­ცე­მა, რო­გო­რიც მა­ყუ­რე­ბელს სურს. თუმ­ცა მაქვს მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი - არ და­ვარ­ღვიო მო­რა­ლუ­რი ნორ­მე­ბი და არა­ვის ვავ­ნო. მათ გა­სა­გო­ნად კი, ვინც ხუმ­რობს ცრემლზე, რო­მე­ლიც "პრო­ფილ­ში" უხ­ვად იღ­ვრე­ბა, ვი­ტყვი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შო­უს­თვის არ არის მო­გო­ნი­ლი, გულ­წრფე­ლი ცრემ­ლია. სწო­რედ "პრო­ფილ­მა" და­ამ­კვიდ­რა სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო თე­მა­ტი­კა, რა­მაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა სა­სი­კე­თოდ შეც­ვა­ლა. ამის­თვის კი ნე­ბის­მი­ე­რი ლან­ძღვის და ტა­ლა­ხის სრო­ლის ატა­ნა ღირს.

- მაია, ახალ სე­ზონ­ში ახა­ლი სტი­ლის სა­მო­სით გა­მოგ­ვე­ცხა­დე...

- მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ყო­ველ­თვის ერთი დი­ზა­ი­ნე­რის, ავ­თან­დი­ლის შექ­მნი­ლი სა­მო­სი მაც­ვია. პირ­ველ სე­ზონ­ზე 1960-იანი წლე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სტი­ლის სა­მო­სი მეც­ვა, შემ­დეგ - კოქ­ტე­ი­ლის კა­ბე­ბი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს ყვე­ლა­ფე­რი ოდ­ნავ სექ­სუ­ა­ლუ­რი გავ­ხა­დეთ, წელს კი ჩემი სტი­ლის გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბა და გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. ვერ ვი­ტყვი, რომ ჩემი თა­ვით და ახა­ლი სტი­ლით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ მა­ღა­ლი ქუს­ლე­ბი­დან ჩა­მო­ვე­დი და თა­ვი­სუფ­ლად დავ­დი­ვარ.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ ცვლი­ლე­ბას არა­ერ­თგვა­როვ­ნად შეხ­ვდა...

- დიახ, იყო რჩე­ვე­ბი, შე­ნიშ­ვნე­ბი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ლან­ძღვა-გი­ნე­ბაც, მაგ­რამ არა უშავს, ხდე­ბა ხოლ­მე (იღი­მის). ამ მხრივ ისე­თი ძლი­ე­რი იმუ­ნი­ტე­ტი გა­მო­ვი­მუ­შა­ვე, რომ ლან­ძღვა-გი­ნე­ბას ად­ვი­ლად ვი­ტან და ჭი­ქა­ში ქა­რიშ­ხლის ატე­ხით ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს და­მაკ­ლებს. გვი­რა­ბის ბო­ლოს ყო­ველ­თვის სი­ნათ­ლეს ვხე­დავ...

- სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც საკ­მა­ოდ მწვა­ვედ გაკ­რი­ტი­კე­ბენ...

- წე­რის მა­ნე­რით ვხვდე­ბი, ვინ, რა­ტომ და რა მიზ­ნით წერს ჩემ­ზე ათას­გვარ სა­ში­ნე­ლე­ბას. ამი­ტომ, თუ ვინ­მეს სურს, გული მატ­კი­ნოს, ვე­ტყვი, რომ ამა­ოდ ირ­ჯე­ბა, ასეთ რა­მე­ებს უკვე შე­ვეჩ­ვიე. ამ კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რებს კი ვე­ტყვი: გა­მარ­ჯო­ბა, მე თქვენ გიც­ნობთ და გხე­დავთ (იღი­მის)!

- 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს ტე­ლე­ი­მე­დის სხვა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად ძა­ლა­დო­ბა შენც იგე­მე. დღეს რა გან­ცდა გაქვს?

- გე­ტყვით, რაც აქამ­დე არა­ვის­თვის მით­ქვამს. 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის გახ­სე­ნე­ბი­სას ყო­ველ­თვის დიდ ტკი­ვილს გან­ვიც­დი. ამ დღის შემ­დეგ უამ­რა­ვი რამ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე და გა­და­ვა­ფა­სე. იმ­ხა­ნად საკ­მა­ოდ კრი­ტი­კუ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა მი­წევ­და და მივ­ხვდი, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კურ მე­დი­ა­ში მუ­შა­ობ, ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის წის­ქვილ­ზე ას­ხამ წყალს და შენს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს მა­ვა­ნი თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ იყე­ნებს. როცა 7-მა ნო­ემ­ბერ­მა ჩა­ი­ა­რა, ჩემს თავს პი­რო­ბა მი­ვე­ცი, და ამ პი­რო­ბის ერ­თგუ­ლი ვიქ­ნე­ბი სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე - არას­დროს არა­ვის წის­ქვილ­ზე აღარ და­ვას­ხამ წყალს... ამ დღეს ყო­ველ­თვის ეკ­ლე­სი­ა­ში მივ­დი­ვარ და ღმერ­თს მად­ლო­ბას ვწი­რავ, რომ გა­და­მარ­ჩი­ნა ფი­ზი­კუ­რად და სუ­ლი­ე­რად - არა­ვის­ზე გავ­ბო­როტ­დი, არ ავივ­სე ბოღ­მით და მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა ჩემი საქ­მე.

- მაია, "ნა­ნუ­კას შოუს" და­ხურ­ვის შემ­დეგ უკონ­კუ­რენ­ტოდ დარ­ჩი...

- გა­და­ცე­მის და­ხურ­ვა გა­მოც­დი­ლი მაქვს და ვიცი, რა მტკივ­ნე­უ­ლიც არის... ის, რომ სა­ტე­ლე­ვი­ზიო რე­ი­ტინ­გებ­ში "პრო­ფი­ლი" ყვე­ლას უს­წრებს, მათ შო­რის მა­ღალ­ბი­უ­ჯე­ტი­ან გა­და­ცე­მებ­საც, კონ­კუ­რენ­ტე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რად­გან კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ხარ და გაქვს სტი­მუ­ლი, სა­უ­კე­თე­სო იყო.

- მას შემ­დეგ, რაც ტე­ლე­ეკ­რან­ზე ახა­ლი სა­მო­სით გა­მოჩ­ნდი, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა შენი ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვის ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დზე დადო და იქვე მი­გი­თი­თა, სად შე­გეძ­ლო და­ხე­უ­ლი ჯინ­სის შე­ძე­ნა.

- მაია ასა­თი­ა­ნი მზად არის, აი­ტა­ნოს ათას­გვა­რი დამ­ცი­რე­ბა და შე­უ­რა­ცხყო­ფა, დად­გეს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა და მსგავს გა­მოხ­ტო­მებს არ უპა­სუ­ხოს.

- ნა­ნუ­კას­თან კონ­ფლიქ­ტი გაქვს?

- კონ­ფლიქ­ტი არა­ვის­თან მაქვს, რად­გან ვიცი, ვისი გო­რი­სა ვარ და ჩემი წი­ნაპ­რე­ბის ხსოვ­ნას არა­სო­დეს შევ­ბღა­ლავ. ამი­ტომ უღირს საქ­ცი­ელს ასე­თი­ვე ფორ­მით არ ვუ­პა­სუ­ხებ. ამა­ზე მე­ტიც ამი­ტა­ნია, კი­დევ მე­ტის ატა­ნაც შე­მიძ­ლია.

- ით­ქვა, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ზე გა­და­დი­სო.

- ეს მეც შე­ვი­ტყვე პრე­სის სა­შუ­ა­ლე­ბით. რა­ტომ­ღაც ყვე­ლა მე მე­კი­თხე­ბო­და აზრს. არა­და, ამ კი­თხვას ნა­ნუ­კამ უნდა უპა­სუ­ხოს. შე­მიძ­ლია და­ვი­ვი­წყო ყვე­ლა­ფე­რი, რაც ახ­ლდა ჩვენს ე.წ. კონ­კუ­რენ­ცი­ას - დამ­ცი­რე­ბა, ჩემი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვა... მე ნა­ნუ­კას ღირ­სე­ულ მას­პინ­ძლო­ბას გა­ვუ­წევ და მო­ვუხ­სნი იმ უხერ­ხუ­ლო­ბას, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, მას აქ მოს­ვლი­სას ახ­ლდეს. თუ ვინ­მეს ჰგო­ნია, რომ ნა­ნუ­კას ბა­რი­ე­რებს შე­ვუქ­მნი, ვი­ტყვი, რომ მას­ზე ნა­წყე­ნი ვარ და ჩვენ ერ­თად ვერ ვი­მუ­შა­ვებთ, ცდე­ბა. ასე რომ, ნა­ნუ­კას გა­და­სა­წყვე­ტია, მოვა თუ არა. მე თუ მკი­თხავთ, "ნა­ნუ­კას შოუ" მარ­თლაც კარ­გი გა­და­ცე­მაა და ამას მა­ყუ­რებ­ლის პო­ზი­ცი­ი­დან ვამ­ბობ. უბ­რა­ლოდ, ერთი თხოვ­ნა მაქვს იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი (ვგო­ნებ, ადა­მი­ა­ნი­სად­მი), რომ­ლე­ბიც ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დზე აქ­ტი­უ­რად მი­ტე­ვენ და მე­მუქ­რე­ბი­ან, ჩვენ მო­ვალთ და "პრო­ფილს" და­გი­ხუ­რავ­თო. მათ გა­სა­გო­ნად ვი­ტყვი: მე ისეთ ქარ­ცე­ცხლში გა­მო­ვი­ა­რე, ლან­ძღვა-გი­ნე­ბა და მით უმე­ტეს მუ­ქა­რა ჩემ­ზე არ მოქ­მე­დებს. ომამ­დე ტან­კის­ტი ვი­ყა­ვი (იცი­ნის).

- მაია, მარ­თლა ასე ფიქ­რობ?

- სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ მაქვს და ასე უნდა ვი­ფიქ­რო. იმი­ტომ, რომ მე მე ვარ, ცხოვ­რე­ბა უნდა გან­ვაგ­რძო და არ უნდა შემ­რცხვეს ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის თვა­ლებ­ში ჩა­ხედ­ვა. მთა­ვა­რი ეს არის. მე კვლავ შევ­ხე­დავ ცხოვ­რე­ბას "პრო­ფი­ლის" თვა­ლით!

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე არას­დროს სა­უბ­რობ...

- ამ­ჟა­მად ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ისე­თი მო­სა­წყე­ნია, რომ მაია ასა­თი­ანს გა­და­ცე­მა­ში არ დავ­პა­ტი­ჟებ­დი (იღი­მის). თუ რა­ღაც შე­იც­ვლე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ამას მა­ყუ­რე­ბე­ლი თა­ვის­თა­ვად მიხ­ვდე­ბა. პი­რო­ბას გაძ­ლევთ, რო­დე­საც ვინ­მე შე­მიყ­ვარ­დე­ბა, არც დავ­მა­ლავ და ვერც დავ­მა­ლავ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სიყ­ვა­რულ­ში საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზა მაქვს. ასეც ხდე­ბა ხოლ­მე, რად­გან ღმერ­თი ყვე­ლა­ფერს ერ­თბა­შად არ გაძ­ლევს. არ ვამ­ბობ, რომ ეს კარ­გია ან ცუდი. უბ­რა­ლოდ, ასე მოხ­და, არც ვწუ­წუ­ნებ. ვერ ვურ­თი­ერ­თობ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც მაია ასა­თი­ა­ნად აღ­მიქ­ვა­მენ. ჩემი წარ­მა­ტე­ბა კა­რი­ე­რა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე აი­სა­ხა. მა­კომ­პლექ­სებს ჩემი პო­პუ­ლა­რო­ბა და ეს არის ჩემ­თვის ერ­თგვა­რი ბა­რი­ე­რი. კლა­სი­კუ­რი და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ქალი ვარ. ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი იცით, რო­გო­რია? "შე­რე­კი­ლებ­ში" ცათ­მფრე­ნი რომ მიფ­რი­ნავს და გია ყან­ჩე­ლის სა­ო­ცა­რი მუ­სი­კის ფონ­ზე ვარ­დე­ბის თა­ი­გულს რომ ის­ვრი­ან "ეჰ თა­მუ­ნია, თა­მუ­ნია"... - ეგე­თია ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი.

ინ­ტერ­ვიუ: "ეჰ, თა­მუ­ნია, თა­მუ­ნია... ეგე­თია ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი"

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მაია ასათიანი: "მე კვლავ შევხედავ ცხოვრებას "პროფილის" თვალით"

მაია ასათიანი: "მე კვლავ შევხედავ ცხოვრებას "პროფილის" თვალით"

მასზე ბევრს ჭორაობენ, ბევრს უყვარს, ბევრიც აკრიტიკებს, თუმცა საქართველოში გასართობ შოუებში მისი საავტორო გადაცემა "პროფილი" ყველაზე რეიტინგულია. მაია ასათიანმა "პროფილის" მეათე სეზონი ახალი სტილის სამოსით, ახალი იდეებითა და უამრავი სიურპრიზით გახსნა.

- სწორედ "პროფილის" ახალი სეზონის გახსნის წინ გავრცელდა ციხეებში პატიმართა წამების ამსახველი შოკის მომგვრელი ვიდეომასალა და ასეთ დროს სეზონის ზარ-ზეიმით გახსნა ჩემი მხრიდან ამორალური საქციელი იქნებოდა. მადლიერი ვარ "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის, რომელმაც ჩემი თხოვნა გაითვალისწინა და სეზონი მოგვიანებით გავხსენით...

- მაია, შევამჩნიე, რომ ბევრი ტელეწამყვანისგან განსხვავებით, მაყურებლის ზარს პასუხობ. ეს დამღლელი არ არის?

- ჩემი პროფესია მაყურებელთან ურთიერთობაა. პირველ კურსზე სწავლის პერიოდში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანმა, ბატონმა ნოდარ ტაბიძემ გვითხრა: რაც შეიძლება მეტი იარეთ ქუჩაში, იმგზავრეთ მეტროპოლიტენით, იარეთ ქალაქის გარეუბნებში და იქ შეხვდებით ნამდვილ ადამიანებს, წააწყდებით ისეთ თემებს, რომლებსაც ვერასდროს დაინახავთ კომფორტული ავტომანქანების ფანჯრებიდანო. ბატონი ნოდარის სიტყვები დღემდე მეხმარება, მოვამზადო ისეთი გადაცემა, როგორიც მაყურებელს სურს. თუმცა მაქვს მთავარი პრინციპი - არ დავარღვიო მორალური ნორმები და არავის ვავნო. მათ გასაგონად კი, ვინც ხუმრობს ცრემლზე, რომელიც "პროფილში" უხვად იღვრება, ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი შოუსთვის არ არის მოგონილი, გულწრფელი ცრემლია. სწორედ "პროფილმა" დაამკვიდრა სატელევიზიო სივრცეში საქველმოქმედო თემატიკა, რამაც უამრავი ადამიანის ცხოვრება სასიკეთოდ შეცვალა. ამისთვის კი ნებისმიერი ლანძღვის და ტალახის სროლის ატანა ღირს.

- მაია, ახალ სეზონში ახალი სტილის სამოსით გამოგვეცხადე...

- მეამაყება, რომ ყოველთვის ერთი დიზაინერის, ავთანდილის შექმნილი სამოსი მაცვია. პირველ სეზონზე 1960-იანი წლებისთვის დამახასიათებელი სტილის სამოსი მეცვა, შემდეგ - კოქტეილის კაბები, მოგვიანებით ეს ყველაფერი ოდნავ სექსუალური გავხადეთ, წელს კი ჩემი სტილის გათანამედროვება და გაახალგაზრდავება გადავწყვიტეთ. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი თავით და ახალი სტილით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ ბედნიერებაა, რომ მაღალი ქუსლებიდან ჩამოვედი და თავისუფლად დავდივარ.

- საზოგადოება ამ ცვლილებას არაერთგვაროვნად შეხვდა...

- დიახ, იყო რჩევები, შენიშვნები, ტრადიციული ლანძღვა-გინებაც, მაგრამ არა უშავს, ხდება ხოლმე (იღიმის). ამ მხრივ ისეთი ძლიერი იმუნიტეტი გამოვიმუშავე, რომ ლანძღვა-გინებას ადვილად ვიტან და ჭიქაში ქარიშხლის ატეხით ვერავინ ვერაფერს დამაკლებს. გვირაბის ბოლოს ყოველთვის სინათლეს ვხედავ...

- სოციალურ ქსელებშიც საკმაოდ მწვავედ გაკრიტიკებენ...

- წერის მანერით ვხვდები, ვინ, რატომ და რა მიზნით წერს ჩემზე ათასგვარ საშინელებას. ამიტომ, თუ ვინმეს სურს, გული მატკინოს, ვეტყვი, რომ ამაოდ ირჯება, ასეთ რამეებს უკვე შევეჩვიე. ამ კომენტარების ავტორებს კი ვეტყვი: გამარჯობა, მე თქვენ გიცნობთ და გხედავთ (იღიმის)!

- 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეიმედის სხვა ჟურნალისტებთან ერთად ძალადობა შენც იგემე. დღეს რა განცდა გაქვს?

- გეტყვით, რაც აქამდე არავისთვის მითქვამს. 2007 წლის 7 ნოემბრის გახსენებისას ყოველთვის დიდ ტკივილს განვიცდი. ამ დღის შემდეგ უამრავი რამ გავაცნობიერე და გადავაფასე. იმხანად საკმაოდ კრიტიკული სიუჟეტების მომზადება მიწევდა და მივხვდი, როდესაც პოლიტიკურ მედიაში მუშაობ, ძალაუნებურად რომელიმე პოლიტიკური ძალის წისქვილზე ასხამ წყალს და შენს პროფესიონალიზმს მავანი თავის სასარგებლოდ იყენებს. როცა 7-მა ნოემბერმა ჩაიარა, ჩემს თავს პირობა მივეცი, და ამ პირობის ერთგული ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე - არასდროს არავის წისქვილზე აღარ დავასხამ წყალს... ამ დღეს ყოველთვის ეკლესიაში მივდივარ და ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ გადამარჩინა ფიზიკურად და სულიერად - არავისზე გავბოროტდი, არ ავივსე ბოღმით და მომეცა საშუალება, გამეგრძელებინა ჩემი საქმე.

- მაია, "ნანუკას შოუს" დახურვის შემდეგ უკონკურენტოდ დარჩი...

- გადაცემის დახურვა გამოცდილი მაქვს და ვიცი, რა მტკივნეულიც არის... ის, რომ სატელევიზიო რეიტინგებში "პროფილი" ყველას უსწრებს, მათ შორის მაღალბიუჯეტიან გადაცემებსაც, კონკურენტების დამსახურებაა, რადგან კონკურენციის პირობებში მობილიზებული ხარ და გაქვს სტიმული, საუკეთესო იყო.

- მას შემდეგ, რაც ტელეეკრანზე ახალი სამოსით გამოჩნდი, ნანუკა ჟორჟოლიანმა შენი ფოტო სოციალურ ქსელში თავის ინტერნეტგვერდზე დადო და იქვე მიგითითა, სად შეგეძლო დახეული ჯინსის შეძენა.

- მაია ასათიანი მზად არის, აიტანოს ათასგვარი დამცირება და შეურაცხყოფა, დადგეს ამ ყველაფერზე მაღლა და მსგავს გამოხტომებს არ უპასუხოს.

- ნანუკასთან კონფლიქტი გაქვს?

- კონფლიქტი არავისთან მაქვს, რადგან ვიცი, ვისი გორისა ვარ და ჩემი წინაპრების ხსოვნას არასოდეს შევბღალავ. ამიტომ უღირს საქციელს ასეთივე ფორმით არ ვუპასუხებ. ამაზე მეტიც ამიტანია, კიდევ მეტის ატანაც შემიძლია.

- ითქვა, ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე გადადისო.

- ეს მეც შევიტყვე პრესის საშუალებით. რატომღაც ყველა მე მეკითხებოდა აზრს. არადა, ამ კითხვას ნანუკამ უნდა უპასუხოს. შემიძლია დავივიწყო ყველაფერი, რაც ახლდა ჩვენს ე.წ. კონკურენციას - დამცირება, ჩემი რეპუტაციის შელახვა... მე ნანუკას ღირსეულ მასპინძლობას გავუწევ და მოვუხსნი იმ უხერხულობას, რომელიც, შესაძლოა, მას აქ მოსვლისას ახლდეს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ნანუკას ბარიერებს შევუქმნი, ვიტყვი, რომ მასზე ნაწყენი ვარ და ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებთ, ცდება. ასე რომ, ნანუკას გადასაწყვეტია, მოვა თუ არა. მე თუ მკითხავთ, "ნანუკას შოუ" მართლაც კარგი გადაცემაა და ამას მაყურებლის პოზიციიდან ვამბობ. უბრალოდ, ერთი თხოვნა მაქვს იმ ადამიანებისადმი (ვგონებ, ადამიანისადმი), რომლებიც ინტერნეტგვერდზე აქტიურად მიტევენ და მემუქრებიან, ჩვენ მოვალთ და "პროფილს" დაგიხურავთო. მათ გასაგონად ვიტყვი: მე ისეთ ქარცეცხლში გამოვიარე, ლანძღვა-გინება და მით უმეტეს მუქარა ჩემზე არ მოქმედებს. ომამდე ტანკისტი ვიყავი (იცინის).

- მაია, მართლა ასე ფიქრობ?

- სხვა გამოსავალი არ მაქვს და ასე უნდა ვიფიქრო. იმიტომ, რომ მე მე ვარ, ცხოვრება უნდა განვაგრძო და არ უნდა შემრცხვეს ადამიანებისთვის თვალებში ჩახედვა. მთავარი ეს არის. მე კვლავ შევხედავ ცხოვრებას "პროფილის" თვალით!

- პირად ცხოვრებაზე არასდროს საუბრობ...

- ამჟამად ჩემი პირადი ცხოვრება ისეთი მოსაწყენია, რომ მაია ასათიანს გადაცემაში არ დავპატიჟებდი (იღიმის). თუ რაღაც შეიცვლება ჩემს ცხოვრებაში, ამას მაყურებელი თავისთავად მიხვდება. პირობას გაძლევთ, როდესაც ვინმე შემიყვარდება, არც დავმალავ და ვერც დავმალავ. შეიძლება ითქვას, რომ სიყვარულში საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა მაქვს. ასეც ხდება ხოლმე, რადგან ღმერთი ყველაფერს ერთბაშად არ გაძლევს. არ ვამბობ, რომ ეს კარგია ან ცუდი. უბრალოდ, ასე მოხდა, არც ვწუწუნებ. ვერ ვურთიერთობ ადამიანებთან, რომლებიც მაია ასათიანად აღმიქვამენ. ჩემი წარმატება კარიერაში, სამწუხაროდ, ჩემს პირად ცხოვრებაზე აისახა. მაკომპლექსებს ჩემი პოპულარობა და ეს არის ჩემთვის ერთგვარი ბარიერი. კლასიკური დაკომპლექსებული ქართველი ქალი ვარ. ჩემი სიყვარული იცით, როგორია? "შერეკილებში" ცათმფრენი რომ მიფრინავს და გია ყანჩელის საოცარი მუსიკის ფონზე ვარდების თაიგულს რომ ისვრიან "ეჰ თამუნია, თამუნია"... - ეგეთია ჩემი სიყვარული.

ინტერვიუ: "ეჰ, თამუნია, თამუნია... ეგეთია ჩემი სიყვარული"

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები